სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/%E1%83%97%E1%83%94%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%98.jpg

ხარაგაულის თეატრს ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი დოსითეოსი ( ბოგვერაძე) სტუმრობდა

ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის თეატრალურმა დასმა ხარაგაულელ მაყურებლისთვის სპექტაკლი ,,მაცეკვე ტანგო“ განმეორებით ითამაშა.

სპექტაკლს მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი, ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი დოსითეოსი ( ბოგვერაძე) და დეკანოზი თომა (ლაცაბიძე) ესწრებოდნენ.

  სპექტაკლის რეჟისორი ირინე ჩხეიძე გახლავთ.

 მონაწილეობენ: ირინე ჩხეიძე, ბათუ კიკნაძე, ვასიკო კიკნაძე, ნიკოლოზ მაჭავარიანი, ლია ჭიპაშვილი, გიორგი მაქაძე.

სპექტაკლი იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე 2 ნომინაციაში დაჯილდოვდა.

ნანახია: 339 - ჯერ