ხარაგაულის მერმა , კობა ლურსმანაშვილმა მერიის სამსახურების და განყოფილებების უფროსებთან და ა(ა)იპების ხემძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართა.
მერმა თათბირზე გუნდურობის, კოორდინირებული მუშაობის, მოსახლეობასთან დროული და ეფექტური კომუნიკაციის მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტები.
მერის გადაწყვეტილებით ყოველ ორშაბათს , სამუშაო ფორმატში , ერთ სივრცეში მოხდება იმ თემების, გამოწვევების და მიღწევების განხილვა , რაც თითოეული სამსახურის წინაშე დგას.