სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo_4_44_62.png
22/10/2026 16:54

23 ოქტომბერს საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 23 ოქტომბრის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგი 1. „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 19 დეკემბრის N19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ვარლამ ჭიპაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ნინო მაღლაკელიძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი. საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი დავით კიკნაძე
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo_4_44_61.png
21/10/2026 15:37

22 ოქტომბერს ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 22 ოქტომბრის ბიუროს რიგგარეშე სხდომის საკითხთა ნუსხა 1. „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 19 დეკემბრის N19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ვარლამ ჭიპაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ნინო მაღლაკელიძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/angarishi_2026/asdasd_11.png
19/10/2026 19:12

საკრებულოს მორიგი სხდომა 2 ნოემბერს გაიმართება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 02 ნოემბრის მორიგი სხდომის დღის წესრიგი 1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა) ი.პ შოთა ბუაჩიძის სახელობის „სამუსიკო სკოლის“ ხელმძღვანელის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ მომხს. ლალი ალექსიძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა) ი.პ შოთა ბუაჩიძის სახელობის „სამუსიკო სკოლის“ ხელმძღვანელი 2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა) ი.პ “ხარაგაულის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების“ ხელმძღვანელის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ მომხს. ოთარი ბანცაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა) ი.პ “ხარაგაულის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების“ ხელმძღვანელი 3.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში ინგა ლურსმანაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი 4. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2026 წლის მესამე კვარტლის საპროგნოზო მაჩვენებლების შესრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მომხს: ნინო მაღლაკელიძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი 5. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრის“ხელმძღვანელის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ მომხს: ეკა შავიძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრის“ხელმძღვანელი საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/lld332.jpg
19/10/2026 18:39

ხარაგაულის მერმა , კობა ლურსმანაშვილმა მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ხარაგაულის მერმა , კობა ლურსმანაშვილმა მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრაზე ზამთრის სეზონისთვის მზადების, მოქალაქეთა სოციალური საჭიროებების, მუნიციპალური პროგრამებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის საკითხები განიხილა. შეხვედრის მთავარი აქცენტი მოსახლეობის საჭიროებებზე დროულ რეაგირებას, მიზნობრივი დახმარების უზრუნველყოფასა და მიმდინარე სამუშაოების ეფექტიანად განხორციელებას დაეთმო. ზამთრის სეზონისთვის მზადების ფარგლებში მუნიციპალიტეტმა მიმდინარე წლის ბოლომდე გზების თოვლისგან გაწმენდის სამუშაოებისთვის 100 000 ლარის ღირებულების მომსახურება შეისყიდა. ხელშეკრულება უზრუნველყოფს საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ტექნიკის დროულ მობილიზებასა და გზებზე შეუფერხებელი გადაადგილებისთვის აუცილებელი სამუშაოების შესრულებას. მერმა განსაკუთრებული ყურადღება სოციალური მხარდაჭერის პროგრამებსა და მოქალაქეთა საჭიროებების ზუსტ იდენტიფიცირებაზე გაამახვილა. მერის წარმომადგენლებს დაევალათ, ადმინისტრაციულ ერთეულებში დეტალურად შეისწავლონ მოსახლეობის მდგომარეობა, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ შეშით უზრუნველყოფის პროგრამის ბენეფიციარებს და გამოავლინონ ოჯახები, რომლებსაც ზამთრის პერიოდში დახმარება ყველაზე მეტად სჭირდებათ. საჭიროებების რეალურობას სპეციალური კომისია შეისწავლის, ხოლო სათბობი შეშის შესაძენად ფინანსური დახმარების გაცემის შესახებ გადაწყვეტილებები კომისიის დასკვნის საფუძველზე მიიღება. 2026 წლის პირველი ცხრა თვის მონაცემებით, მუნიციპალური სოციალური პროგრამებით 6 177 ბენეფიციარმა ისარგებლა, სოციალური მიმართულებით გაწეულმა ხარჯმა კი 3 684 937 ლარს გადააჭარბა. ამასთან, მუნიციპალიტეტი წელსაც განახორციელებს საახალწლო ფინანსური დახმარების პროგრამას, ხოლო სოციალური ბიუჯეტი 1 მილიონი ლარით გაიზრდება. მერის განცხადებით, მნიშვნელოვანია, დახმარება მაქსიმალურად ზუსტად იყოს მორგებული მოქალაქეთა რეალურ საჭიროებებზე, რათა არსებული რესურსები ეფექტიანად განაწილდეს და მხარდაჭერა პირველ რიგში იმ ოჯახებამდე მივიდეს, რომლებსაც ის ყველაზე მეტად სჭირდებათ. შეხვედრაზე ასევე განიხილეს სოფლის მხარდაჭერის პროგრამისა და რეგიონული განვითარების პროექტების ფონდიდან დაფინანსებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობა. მუნიციპალიტეტის 38 სოფელში გზის მონაკვეთებზე სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია, მიმდინარეობს 2027 წელს გათვალისწინებული სამუშაოების წინსწრებით დასრულება. მერმა მერის წარმომადგენლებს მოსახლეობასთან აქტიური და უწყვეტი კომუნიკაციისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ადგილობრივ დონეზე მოქალაქეთა საჭიროებების ცოდნა, პრობლემებზე დროული რეაგირება და გადაწყვეტილებების სამართლიანად, მიზნობრივად მიღება მუშაობის მთავარი საფუძველია.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo_4_44_60_1.png
16/10/2026 13:42

19 ოქტომბერს ბიუროს მორიგი სხდომა გაიმართება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 19 ოქტომბრის ბიუროს მორიგი სხდომის საკითხთა ნუსხა 1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა) ი.პ “ხარაგაულის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების“ ხელმძღვანელის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ. მომხს. ოთარი ბანცაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა) ი.პ “ხარაგაულის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების“ ხელმძღვანელი 2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა) ი.პ შოთა ბუაჩიძის სახელობის „სამუსიკო სკოლის“ ხელმძღვანელის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ მომხს. ლალი ალექსიძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა) ი.პ შოთა ბუაჩიძის სახელობის „სამუსიკო სკოლის“ ხელმძღვანელის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ 3.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში ინგა ლურსმანაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი 4. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2026 წლის მესამე კვარტლის საპროგნოზო მაჩვენებლების შესრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მომხს: ნინო მაღლაკელიძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი 5. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრის“ხელმძღვანელის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ მომხს: ეკა შავიძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრის“ხელმძღვანელი      
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/321123.jpg
16/10/2026 10:43

სოფელ ნადაბურის გზა რეაბილიტაციამდე და დღეს

სოფელ ნადაბურში გზის რეაბილიტაცია დასრულებულია. 2026–2027 წლების გარდამავალი პროექტი დაგეგმილ ვადაზე ადრე, 2026 წელს დასრულდა. პროექტის საერთო ღირებულება: 123 911 ლარი  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/6556321.jpg
16/10/2026 10:42

მონაწილეობითი ბიუჯეტის კონკურსი დასრულდა.

ხარაგაულის მერიის მიერ გამოცხადებული მონაწილეობითი ბიუჯეტის კონკურსი დასრულდა. მონაწილეობითი ბიუჯეტის სამუშაო ჯგუფმა , მერის პირველი მოადგილის ვარლამ ჭიპაშვილის ხელმძღვანელობით, ხმის მიცემის შედეგები შეაჯამა. კონკურსში 10 გამარჯვებული პროექტი გამოვლინდა. სულ 6 330 ხმა შემოვიდა. გამარჯვებული პროექტებია : არსებული საფეხბურთო სტადიონის რეაბილიტაცია , ავტორი, ლევან დონაძე, სოფელი ბორითი - 839 ხმა საბავშვო სპორტულ-გამაჯანსაღებელი სკვერის მოწყობა , ავტორი; ანა ლურსმანაშვილი , სოფელი საქასრია - 752 ხმა გარე განათების მოწყობა , ავტორი , ნანა პაქსაშვილი , სოფელი მაქათუბანი - 752 ხმა სასაფლაოს მოწესრიგება , ავტორი , მამუკა ლომიძე , სოფელი ხუნევი - 440 ხმა დახურული სპორტული მოედანი სამაგიდო თამაშებისთვის , ავტორი, ანა ნიქაბაძე , სოფელი წყალაფორეთი - 426 ხმა სტადიონის მშენებლობა , ავტორი, რუსუდან გოგოლაძე , სოფელი ფარცხნალი - 387 ხმა ვაჟას ხეივნის რეაბილიტაცია , ავტორი, თეიმურაზ კუპრაძე , სოფელი ღორეშა - 370 ხმა ელაზნაურის ეკლესიის და სასაფლაოს შემოღობვა , ავტორი , ლაშა ღონღაძე , სოფელი ვახანი - 367 ხმა მინი მოედანზე ხელოვნური საფარის დაგება , ავტორი, ირმა გერლიანი , სოფელი ზვარე - 358 ხმა სკვერის მოწყობა , ავტორი, ია მახათაძე , სოფელი გრიგალათი - 332 ხმა კონკურსში მონაწილე დანარჩენ პროეტებზე ხმები ასე გადანაწილდა: კიცხის საჯარო სკოლასთან მდებარე წყაროს გაწმენდა და რეაბილიტაცია , ავტორი, ელისო არჯევანიძე , სოფელი კიცხი - 318 ხმა კომბინირებული მინი სტადიონის მოწყობა , ავტორი, ირაკლი კიკნაძე , სოფელი საღანძილე - 299 ხმა სპორტულ-გამაჯანსაღებელი სკვერი , ავტორი, იური ჩადუნელი , სოფელი გედსამანია - 295 ხმა მინი მოედანი , ავტორი, ჯიმშერ ცუცქირიძე , სოფელი მოლითი - 213 ხმა ცენტრალურ პარკში გასართობი სივრცეების მოწყობა , ავტორი, დიმიტრი ჩიკვაიძე , დაბა ხარაგაული- 182 ხმა ხარაგაულის მერია ულოცავს თითოეული პროექტის ავტორს და დაინტერესებულ მოქალაქეს მისთვის სასურველი იდეის გამარჯვებას. წელს აქტივობის კვლავ მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, რისთვისაც მადლობას ვუხდით, როგორც იდეის ავტორებს , ასევე მათ მხარდამჭერებს.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/321456.jpg
16/10/2026 10:41

ხარაგაულში მერაბ კოსტავას ხსოვნას პატივი მიაგეს

13 ოქტომბერი საქართველოს ეროვნული გმირის, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერის, მერაბ კოსტავას გარდაცვალების დღეა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძესთან, საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის დელეგატის ბიუროს ხელმძღვანელ ნანა ცხვედაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, მერაბ კოსტავას მონუმენტი ყვავილებით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო. „ჩემთვის, როგორც მერაბ კოსტავას ერთ-ერთი თანამებრძოლისთვის, ეს დღე განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. მერაბი უყვარდა მთელ საქართველოს. მისი ეროვნული სულისკვეთება, თავისუფლებისთვის ბრძოლა და სამშობლოსადმი თავდადება ის ფასეულობებია, რომლებმაც მას ქართველი ხალხის მეხსიერებაში განსაკუთრებული ადგილი დაუმკვიდრა. ეროვნული გმირის წოდება კი ამ სიყვარულის აღიარებაა, მისი ცხოვრება და მოღვაწეობა თავისუფლებისთვის ბრძოლის, ეროვნული ღირსებისა და სამშობლოს ერთგულების მაგალითია“, — აღნიშნა კობა ლურსმანაშვილმა. 1989 წლის 13 ოქტომბერს მერაბ კოსტავა ქუთაისიდან თბილისში მიმავალ გზაზე, სოფელ ბორითთან, ავტოკატასტროფის შედეგად დაიღუპა.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/987456.jpg
16/10/2026 10:40

ლეღვანში - ქვიანთის უბანში გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს

ლეღვანში, ქვიანთის უბანში, გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი, მერის წარმომადგენელ მერაბ შარიქაძესთან ერთად, სოფელ ლეღვანში, ქვიანთის უბანში, გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. პროექტი გადაადგილებისთვის რთულ მონაკვეთებზე გზის მოწესრიგებას ითვალისწინებს. რთული რელიეფის გამო, სამუშაოების ფარგლებში გარკვეულ მონაკვეთზე ახალი გზის გაჭრაც გახდა საჭირო. პროექტის დასრულების შემდეგ ქვიანთის უბანში 1 400 მეტრამდე გზის მონაკვეთი სრულად მოწესრიგებული იქნება. პროექტის საერთო ღირებულება 519 099 ლარია. პირველი ეტაპის სამუშაოები, რომლის ღირებულებაც 210 000 ლარს შეადგენდა, უკვე დასრულებულია. ამჟამად მეორე ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს და მათი დასრულება დაგეგმილ ვადაზე ადრე, მიმდინარე წელს მოხდება. „ადგილობრივ მოსახლეობას დავპირდით, რომ მათთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარებას შევძლებდით და მიხარია, რომ ამ დაპირების შესრულების შესაძლებლობა გვაქვს. კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ეს პროექტი ქვიანთის მოსახლეობისთვის. ხარაგაულის მერია ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვისას ითვალისწინებს ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს, ბენეფიციართა რაოდენობასა და გზის მონაკვეთების სირთულეს. ჩვენი მიზანია, არსებული რესურსების ფარგლებში, ეტაპობრივად მოვაგვაროთ მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები“, — განაცხადა ვარლამ ჭიპაშვილმა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში გზების რეაბილიტაციის მიმართულებით დაგეგმილი სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე დასრულებულია. 39 პროექტიდან, რომლებიც საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითვალისწინებდა, 37 დასრულებულია. მათ შორისაა გარდამავალი პროექტებიც, რომელთა დასრულებაც დაგეგმილ ვადაზე ადრე მოხერხდა. მთელი წლის განმავლობაში საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტების მიმდინარეობას ადგილზე მონიტორინგს უწევდა მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის, კობა ლურსმანაშვილის, უშუალო ხელმძღვანელობით. ქვიანთის უბანში გზის რეაბილიტაცია ადგილობრივი მოსახლეობისთვის გადაადგილების პირობებს გააუმჯობესებს და გზის რთულ მონაკვეთებზე უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/654789.jpg
16/10/2026 10:39

სოფელ ბეჟათუბანის გზა რეაბილიტაციამდე და დღეს

გზის რეაბილიტაციის პროექტის საერთო ღირებულება 200 000 ლარს შეადგენს, საიდანაც 2026 წლისთვის 100 000 ლარია გათვალისწინებული. პროექტი გარდამავალია, თუმცა სამუშაოების დასრულება დაგეგმილ ვადაზე ადრე, მიმდინარე წელს იგეგმება.  
სრულად