სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/jhsbjl_2.jpg
04/11/2024 20:18

საკრებულოს სხდომაზე მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს

დღეს საკრებულოს მორიგი სხდომა ჩატარდა, სხდომას მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი, ესწრებოდა.   ეკონომიკისა და ქონების მართვა  – მუნიციპალიტეტის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა, ინგა ლურსმანაშვილმა, დეპუტატებს დეტალური ანგარიში წარუდგინა სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ, რომელიც მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერას ისახავს მიზნად. ანგარიშს შეგიძლიათ გაეცნოთ მოცემულ ბმულზე   https://bit.ly/4hfgGj2    ახალგაზრდების განათლება და კულტურა – „სამუსიკო სკოლის“ ხელმძღვანელმა, ლალი ალექსიძემ, დეპუტატებს სკოლის მიღწევები და სამომავლო გეგმები გააცნო. ანგარიშს შეგიძლიათ გაეცნოთ მოცემულ ბმულზე   https://bit.ly/4hbiyZY    საფინანსო საკითხები  – სხდომაზე განიხილეს მერიის საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის ანგარიში. სამსახურის უფროსმა, ვლადიმერ გელაშვილმა, დეპუტატებს მიმდინარე საბიუჯეტო მიღწევები და სამომავლო გეგმები წარუდგინა. ანგარიშს შეგიძლიათ გაეცნოთ მოცემულ ბმულზე    https://bit.ly/3Nxjlqw  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/zdfzv_1.JPG
31/10/2024 17:42

2024 წელს, სოფელ ღორეშაში გზების რეაბილიტაციისთვის 823 ათას 222 ლარი დაიხარჯა

ს ოფელ ღორეშაში,  მიმდინარე წელს 823 ათას 222 ლარის სამუშაოები შესრულდა: ბეტონის საფარი სოფლის 4 უბანში, საერთო ჯამში 2 ათას 920 მეტრზე დაიგო. ხარაგაული, 2024 წლის ბოლომდე რეგიონული განვითარების პროექტების ფონდიდან მიღებული დაფინანსებით , 43 პროექტს განახორციელებს 35 პროექტი უკვე დასრულებულია 8 – აქტიურად მიმდინარეობს გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება , როგორც უკვე განხორციელებულ, ასევე დაგეგმილ პროექტებზე. ჩვენთვის, თქვენი უკუკავშირი მნიშვნელოვანია! ერთად შევქმნათ უკეთესი ინფრასტრუქტურა! გაუზიარეთ ჩვენი პოსტი მეგობრებს!  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_8103.JPG
31/10/2024 15:51

შ.ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლაში პიანისტ, ვატო ჟორდანიას სოლო კონცერტი გაიმართა

ხარაგაულის შ. ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლის საკონცერტო დარბაზში, ასოცირებული პროფესორის, პიანისტის, ვატო ჟორდანიას სოლო კონცერტი გაიმართა. კლასიკური მუსიკის საღამოს, ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი, მერის მოადგილეებთან, ვარლამ ჭიპაშვილთან და დავით დევდარიანთან ერთად, დაესწრო. კონცერტზე, ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებები შესრულდა. ვატო ჟორდანია, რომლის კონცერტებიც იმართება ევროპის წამყვან დარბაზებში, უკვე მრავალი წელია თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ასოცირებული პროფესორია. მას ასევე მნიშვნელოვანი როლი აქვს კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციაში, აქტიურად მართავს კონცერტებსა და მასტერკლასებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. კობა ლურსმანაშვილი: „ჩვენ განსაკუთრებული მუსიკალური მოგზაურობის მონაწილეები ვიყავით. ვატო ჟორდანიას მიერ შესრულებული თითოეული ნოტი და მელოდია გვაძლევდა საშუალებას მიგვეღო შთაბეჭდილება, რომლებიც დიდხანს დაგვრჩება მეხსიერებაში. განსაკუთრებული მადლობა შოთა ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლას და ქალბატონ ლალი ალექსიძეს, ამ შთამბეჭდავი საღამოს ორგანიზებისთვის.“ საღამომ კიდევ ერთხელ შეგვახსენა კლასიკური მუსიკის სიძლიერე, მისი საოცარი უნარი, გადმოგვცეს სილამაზე და შეგვახვედროს საკუთარ ფიქრებთან  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/zsdvsv.jpg
24/10/2024 17:47

მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა გრძელდება

მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა გრძელდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით: მოქალაქეებს, რომლებმაც ვერ მოახერხეს რეფორმაში ჩართვა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო შესაძლებლობას აძლევს 2025 წლის ბოლომდე, სრულიად უფასოდ აზომონ და დაირეგისტრირონ მიწის ნაკვეთი
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_7871.JPG
24/10/2024 17:45

ხარაგაულელ 36 წარჩინებულ მოსწავლეს , პორტატული კომპიუტერები გადაეცა

  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 2022-2023 სასწავლო წლის საბაზო საფეხურის 36 წარჩინებულ მოსწავლეს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში, საჩუქრად პორტატული კომპიუტერი გადაეცა. ახალგაზრდებისთვის, ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრში დაჯილდოების საზეიმო ცერემონია მოეწყო. ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, მარინე ვეფხვაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით კიკნაძემ და  საჩხერე- ჭიათურა - ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელმა, ნანა ცხვედაძემ, ახალგაზრდებს, კომპიუტერები გადასცეს და წარმატებები უსურვეს.  პროგრამა ,,ჩემი პირველი კომპიუტერი" წლებია წარმატებით ხორციელდება. კომპიუტერები გადაეცემათ საჯარო სკოლების მოსწავლეებს, რომელთაც საბაზო საფეხური ( VII -VIII- IX კლასები) წარჩინებით დაძლიეს. მოსწავლეთა წახალისების პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და ინფორმაციულ - საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა - სწავლების მეთოდების გაძლიერებას. მარინა ვეფხვაძე: ,, დღეს განათლების და მეცნიერების სამინისტროსგან 36 ხარაგაულელმა მოსწავლემ საჩუქრად პორტატული კომპიუტერი მიიღო. ჩვენს ხელისუფლებას  მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისთვის მრავალი პროგრამა აქვს. მათ შორის,  გამორჩეულია ეს პროგრამა, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეთა წახალისებას. " პორტატული კომპიუტერები გადაეცათ: ნიკოლოზ ბარათელი - N2 საჯარო სკოლა ბაქარ ზვიადაძე - N2 საჯარო სკოლა ლუკა ზუმბაძე - N2 საჯარო სკოლა თეკლა ნანიტაშვილი - N2 საჯარო სკოლა თინათინ შავიძე - N2 საჯარო სკოლა დავით ჭიპაშვილი - N2 საჯარო სკოლა რატი დევდარიანი - N3 საჯარო სკოლა ლიზი კურტანიძე - N3 საჯარო სკოლა ნიკოლოზ ფცქიალაძე - N3 საჯარო სკოლა ქრისტინე ორთოიძე - N3 საჯარო სკოლა საბა თაბუკაშვილი - N3 საჯარო სკოლა მარიამ ლურსმანაშვილი - N3 საჯარო სკოლა დავით ტაბატაძე - საღანძილის საჯარო სკოლა ლიკა ყიფიანი - მარელისის საჯარო სკოლა ლალი ტაბატაძე - მარელისის საჯარო სკოლა საბა ფცქიალაძე -მარელისის საჯარო სკოლა მარი არევაძე - ვახანის საჯარო სკოლა დავით ფერაძე - ვახანის საჯარო სკოლა საბა ღონღაძე - ვახანის საჯარო სკოლა შოთა შარიქაძე - ლეღვანის საჯარო სკოლა ლუკა ჯამაგიძე - მოლითის საჯარო სკოლა საბა ცუცქირიძე - მოლითის საჯარო სკოლა ანა ზვიადაძე - კიცხის საჯარო სკოლა მარიამ ბერაძე - ხიდრის საჯარო სკოლა მარიამ ბერაძე - ხიდრის საჯარო სკოლა თამარ ბერაძე - ხიდრის საჯარო სკოლა ნათია კვინიკაძე - ლაშის საჯარო სკოლა ნია თხელიძე - ლაშის საჯარო სკოლა ლუკა კურტანიძე - ღორეშის საჯარო სკოლა თორნიკე ზუმბაძე - ბორითის საჯარო სკოლა მარიამ ბლიაძე - ბორითის საჯარო სკოლა ტარიელ ლურსმანაშვილი -ბორითის საჯარო სკოლა გიორგი სახვაძე - უბისის საჯარო  სკოლა ლიზი წიქარიშვილი - ვაშლევის საჯარო სკოლა ელენე თხელიძე - ვაშლევის საჯარო სკოლა ნინო გოგსაძე - ვარძიის საჯარო სკოლა
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo_4_20.png
21/10/2024 12:48

4 ნოემბერს საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 4 ნოემბრის მორიგი სხდომის დღის წესრიგი 1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი- ს „სამუსიკო სკოლის“- ხელმძღვანელის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში მომხს: ლალი ალექსიძე 2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში მომხს: ინგა ლურსმანაშვილი 3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ მომხს: ვლადიმერ გელაშვილი საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით კიკნაძე
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo_4_19.png
16/10/2024 12:28

21 ოქტომბერს, საკრებულოს ბიუროს მორიგი სხდომა გაიმართება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 21 ოქტომბრის ბიუროს მორიგი სხდომის საკითხთა ნუსხა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ მომხს: ვლადიმერ გელაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში მომხს: ინგა ლურსმანაშვილი     3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი- ს „სამუსიკო სკოლის“- ხელმძღვანელის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში მომხს: ლალი ალექსიძე ბიუროზე 4 ნოემბრის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგს დაამტკიცებენ.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/zxc%20c_2.JPG
16/10/2024 11:53

სოფელ ვარძიაში ავალიშვილების და სერის უბნის  გზის რეაბილიტაცია დასრულდა

რეგიონული პროექტების განვითარების ფონდიდან დაფინანსებული 2024-2025-2026 წლების გარდამავალი პროექტის  საერთო ღირებულება- 1 080 000 ლარია, მათ შორის 2024 წლის წილი - 400 000 ლარის სამუშაოები უკვე  შესრულებულია. დაგეგმილია, წელს პროექტის ყველა ეტაპი, სრულად, წინსწრებით დასრულდეს. საერთო ჯამში, აღნიშნული პროექტის ფარგლებში სოფელ ვარძიაში ბეტონის საფარი გზის 3 734   მეტრ მონაკვეთზე დაიგება.    2024 წელს  ხარაგაულის მერიამ    6 051 271 ლარის ღირებულების 28 ინფრასტრუქტურული პროექტები განახორციელა. უნდა აღინიშნოს რომ კომპანიებთან წარმოებული სწორი და ეფექტური მენეჯმენტის შედეგად, დაახლოებით 3 მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოები, რომელიც 2025 წელს უნდა განხორციელებულიყო წინსწრებით შესრულდა. საერთო ჯამში, ხარაგაულის მერიამ  9 მილიონი ლარის სამუშაოები განახორციელა. თვალიგვადევნე,  თუ გაინტერესებს რა გაკეთდა შენ სოფელში.  ინფორმაციას  თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელებულ პროექტთან დაკავშირებით, შეგიძლიათ მერიის ოფიციალურ გვერდზე გაეცნოთ.    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_7508.JPG
15/10/2024 15:23

ხარაგაულის მერია ახალგაზრდული ცენტრის რეაბილიტაციის პროექტს განახორციელებს

ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი ახალგაზრდებს შეხვდა. შეხვედრა GIZ-ის  ,,კარგი ფინანსური მართვის პროგრამის" ფარგლებში , (GIZ Good Financial Governance Programme (GFG)  2025 წლის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის ახალი პროგრამის ფარგლებში დაიგეგმა და განხორციელდა. მოქალაქეთა ჩართულობის პროგრამა საპილოტეა . ინიციატივის მიზანია, მუნიციპალიტეტში, ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში დაინტერესებული მხარეების ჩართულობით, კონსულტაციების გამართვის კარგი პრაქტიკა შეიქმნას. ახალი საპილოტე პროგრამის ფარგლებში, ხარაგაულის მერმა ახალგაზრდებთან ერთად საინტერესო და მნიშვნელოვანი იდეა განიხილა. კობა ლურსმანაშვილმა ახალგაზრდებს  ახალგაზრდული ცენტრის რეაბილიტაციის იდეა გაუზიარა და მათგან ახალგაზრდული ცენტრის ფუნქციების და ცენტრის ინფრასტრუქტურის შესახებ მოისმინა იდეები და მოსაზრებები. ახალგაზრდული ცენტრის რეაბილიტაცია კულტურის ცენტრის შენობაში მოიაზრება, სადაც საკმაოდ დიდი მოცულობის დარბაზი უკვე წლებია უფუნქციოდაა და რეაბილიტაციას საჭიროებს. ახალგაზრდებმა მადლობა გადაუხადეს მერს ასეთი ფორმატის შეხვედრისთვის და იმ საჭიროებებზე ისაუბრეს , რაც ახალგაზრდული ცენტრის განხორციელების  შემთხვევაში უნდა დაკმაყოფილდეს. კობა ლურსმანაშვილი: ,,ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფა  ღირებული შესაძლებლობაა მუნიციპალიტეტისთვის. ძალიან საინტერესო იყო ახალგაზრდების საჭიროებების მოსმენა და მათი მხრიდან ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამებისა და ღონსიძიებების შეფასება. ჩვენ მოვისმინეთ ახალგაზრდების მოსაზრებები, რას ისურვებდნენ  და რა უფრო მნიშვნელოვანი  იქნებოდა მათთვის. ამას მათ ნაცვლად ვერავინ ვერ განსაზღვრავს, ამიტომ გადავწყვიტეთ მეტი კომუნიკაცია, რომ ვიცოდეთ მათი  გეგმები  როგორია. უნდა მოხდეს ამ იდეების შეჯერება, უნდა გავნვსაზღვროთ,  რა არის მნიშვნელოვანი, რა უფრო მოიცავს ახალგაზრდების ინეტერესებს. ეს იქნება ინტეგრირებული სივრცე, რომელიც ზუსტად უნდა იყოს მორგებული ახალგაზრდების ხედვებს. მთავარია , რომ შეხვედრა შედგა, კომუნიკაცია გაიმართა, ახალგაზრდული ცენტრის რეაბილიტაციის პროექტის შესყიდვისას გათალისწინებული იქნება ის იდეები და მოსაზრებები, რაც შეხვედრისას გაჟღერდა. ასევე ღიად და საჯაროდ გაიმართება პროექტის პრეზენტაცია, რაც კიდევ ერთხელ მოგვცემს პროექტის დახვეწის შესაძლებლობას.“ შეხვედრაზე ასევე მოხდა 2024 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ახალგაზრდული ღონისძიებების მიმოხილვა და საუბარი შეეხო 2025 წლის ბიუჯეტში მოაზრებულ ახალგაზრდულ ღონისძიებებს. მოქალაქეთა ჩართულობის ახალი პროგრამის მიზანია, ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობა, მოსახლეობის ნდობის მოპოვება და საჯარო ფინანსების შედეგზე ორიენტრიებული ეფექტური მართვა. მოქალაქეთა ჩართულობის ახალი საპილოტე პროგრამის ფარგლებში 2025 წლის ბიუჯეტის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები და პროგრამები , შესაბამისი სერვისის მიმღებ სეგმენტ ჯგუფებთან ერთად დაიგეგმა. პროგრამის ფარგლებში, 2025 წლის ბიუჯეტის პროგრამების დახვეწის და შემუშავების მიზნით , შეხვედრები გაიმართება სხვადასხვა სეგმენტ ჯგუფებთან. ხარაგაულის მერია მოქალაქეთა ჩართულობას, შემდეგი საბიუჯეტო პროგრამების და ღონისძიებების დაგეგმვისას განახორციელებს: ახალგაზრდობის ხელშეწყობის საბიუჯეტო ღონისძიებები; ახალგაზრდული ცენტრის რეაბილიტაცია; შშმ პირების უფლებების დაცვის საბიუჯეტო ღონისძიებები; უფასო სასადილოს საბიუჯეტო პროგრამის შემუშავება; ნარჩენების გატანის მუნიციპალურ სერვისთან დაკავშირებით მოსახლეობის საჭიროებების გამოკვლევა: პროგრამა შემდეგ ეტაპებს მოიცავს:  I ეტაპი - 2025 წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაგეგმვაში მოქალქეთა ჩართულობის პროგრამის საჯარო წარდგენა. II ეტაპი - 2025 წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაგეგმვის მიზნით შერჩეულ საბიუჯეტო პროგრამებზე და ღონისძიებებზე, შესაბამის სეგმენტ ჯგუფებთან,  საჯარო კონსულტაციების გამართვა IIIეტაპი -საჯარო კონსულტაციების შედეგების ანალიზი და მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტში ასახვა; IV ეტაპი - საჯარო კონსულტაციების შედეგების საჯარო წარდგენა. 2025 წლის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის პროგრამა GIZ – ის ექსპერტების მხარდაჭერით და მერიის შესაბამისი სამსახურების თანამონაწილეობით შემუშავდა. ინფორმაციას პროგრამის თითოეული ეტაპის ფარგლებში განხორციელებული აქტივობის შესახებ ხარაგაულის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გაეცნობით.              
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/Screenshot_9_1.png
08/10/2024 19:49

,,Hellados” - 11 ოქტომბერს, ინტეგრირებული თეატრი ,,აზდაკის ბაღი" ხარაგაულელი მაყურებლისთვის სპექტაკლს გამართავს

11 ოქტომბერს, ხარაგაულის კინოთეატრი, ინტეგრირებულ თეატრს „აზდაკის ბაღი“ უმასპინძლებს. დასი უკვე ცხრა წელია სცენაზე დგას და აქტიურად მართავს სპექტაკლებს. თეატრი ხარაგაულელი მაყურებლის წინაშე, ნოდარ დუმბაძის  ,,ჰელადოს’’-ით წარსდგება. სპექტაკლი სოხუმში განვითარებულ მოვლენებს ეხება, რომელიც ასახავს ორი მეგობრის სიყვარულს ერთმანეთისა და სამშობლოს მიმართ.  წარმოდგენაში მონაწილეობენ დასის 20 შშმ პირი და თავისუფალი თეატრის და რუსთაველის თეატრის პროფესიონალი მსახიობები.    ინტეგრირებული თეატრის „აზდაკის ბაღი“ სამხატვრო ხელმძღვანელი და რეჟისორი ივანე(ბაჩო) გაბრუაშვილი სხვა და სხვა  სარეაბილიტაციო და დღის ცენტრებში, შშმ პირებთან, დრამა თერაპევტად მუშაობდა. სწორედ მას გაუჩნდა იდეა დაეარსებინა ინტეგრირებული თეატრი, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი და პროფესონალი მსახიობი ერთ სცენაზე ითამაშებდნენ. ამგვარად 2016 წლის მარტში დაარსდა ინტეგრირებული თეატრი „აზდაკის ბაღი“.   თეატრს სახელი ბერთოლდ ბრეხტის ლეგენდარული პიესის „კავკაციური ცარცის წრე“ მიხედვის დაერქვა, როცა აზდაკი მანტიას იხდის და ამბობს-„დალუქეთ ეს სახლი და გადააკეთეთ ბაღად, რადგან ბავშვებს სჭირდებათ ბაღი“.    ინტეგრირებული თეატრის მიზანია, შშმ პირებმა, რომლებიც დაინტერესებული არიან თეატრით, გამოსაცადონ თავიანთი ძალები სამსახიობო ხელოვნებაში, დადგნენ პროფესიონალი მსახიობების გვერდით და ჰქოდეთ შემოსავალი საყვარელი საქმით. ეს ყველაფერი კი იწვევს მათი დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლებას, თვითშეფასების გაზრდას და რაც მთავარია ცხოვრების რადიკალურად უკეთესობისკენ შეცვლას.      
სრულად