სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/461517506_3243364325803161_3099752870047440344_n.jpg
07/10/2024 11:02

პირველი ხარისხის დიპლომი - ბორის საჯარო სკოლა - პანსიონთან არსებული ხალხური სიმღერებისა და საკრავების წრე , საგუნდო კოლექტივების მერვე ეროვნულ კონკურსის ფინალურ ტურში წარმატებით წარსდგა

30 სექტემბერს, ხარაგაულის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის მოსწავლეებმა,  საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების მერვე ეროვნული კონკურსის ფინალური ტურში მიიღეს მონაწილეობა, სადაც წარმატებით წარსდგნენ ჟიურის წინაშე  და საპრიზო ადგილებიც დაიმსახურეს. ხარაგაულის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის ბორის საჯარო სკოლა - პანსიონთან  არსებული ხალხური სიმღერებისა და საკრავების წრე, ხელმძღვანელი რეზო შარიქაძე- პირველი ხარისხის დიპლომი. ხარაგაულის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის საგალობლების წრე ( ხელმძღვანელი თორნიკე ბაკურაძე)    ვერცხლის მედალი. დაჯილდოვება და გალა კონცერტი  მოგვიანებით ქალაქ თბილისში გაიმართება. ვულოცავთ მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლს,  ჩვენს მოსწავლეებს და პედაგოგებს ამ წარმატებას.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/461417853_3243364289136498_734796353340787560_n_2.jpg
07/10/2024 10:57

ვერცხლის მედალი - ხარაგაულის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის საგალობლების წრის ბავშვებმა საგუნდო კოლექტივების მერვე ეროვნულ კონკურსზე საპრიზო ადგილი დაიმსახურეს

30 სექტემბერს, ხარაგაულის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის მოსწავლეებმა,  საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების მერვე ეროვნული კონკურსის ფინალური ტურში მიიღეს მონაწილეობა, სადაც წარმატებით წარსდგნენ ჟიურის წინაშე  და საპრიზო ადგილებიც დაიმსახურეს. ხარაგაულის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის საგალობლების წრე ( ხელმძღვანელი თორნიკე ბაკურაძე)    ვერცხლის მედალი. ხარაგაულის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის ბორის საჯარო სკოლა პანსიონთან  არსებული ხალხური სიმღერებისა და საკრავების წრე, ხელმძღვანელი რეზო შარიქაძე- პირველი ხარისხის დიპლომი. დაჯილდოვება და გალა კონცერტი  მოგვიანებით ქალაქ თბილისში გაიმართება. ვულოცავთ მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლს,  ჩვენს მოსწავლეებს და პედაგოგებს ამ წარმატებას.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_7108-Recovered.jpg
04/10/2024 15:08

სოფელ საღანძილეში, საუბნო გზებზე ბეტონის საფარი დაიგო

საღანძილის ადმინისტრაციული ერთეულში , იმ უბნებში,  სადაც მოსახლეობას ყოველდღიურად სახლებამდე გადაადგილება  უჭირდათ , გზებზე ბეტონის საფარი დაიგო. დღეისათვის, რეაბილიტირებულია  გზის 1750 მეტრი მონაკვეთი. სამუშაოებზე 381 ათასი ლარი დაიხარჯა. 2024 წელი ხარაგაულის მერიამ  6 051 271  ლარით დაიწყო. რეგიონული განვითარების პროექტების ფონდიდან , პირველ ეტაპზე მიღებული დაფინანსებით 28 ინფრასტრუქტურულ პროექტზე სამუშაოები უკვე დასრულდა.    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/5f045d75a1dc1.jpg
30/09/2024 15:47

ყურადღება !

2021-2024 წლების სამთავრობო პროგრამით განისაზღვრა, რომ მომდევნო 3 წლის განმავლობაში 1.2 მილიონი ჰექტარი მიწა სისტემური წესით დარეგისტრირდება და მთელი ქვეყნის მასშტაბით სრულყოფილი საკადასტრო მონაცემები შეიქმნება. „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოიცა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის № 798 ბრძანება, რომლითაც სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალად 59 მუნიციპალიტეტი, ხოლო სისტემური რეგისტრაციის ვადად 2022-2024 წლები განისაზღვრა. მიწის სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალებში საველე და საკადასტრო აგეგმვითი/ აზომვითი სამუშაოების დაწყების გრაფიკი დამტკიცებულია სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ (შემდგომში - „საჯარო რეესტრი“) თავმჯდომარის 2022 წლის 22 თებერვლის № 329/ს ბრძანებით. აღნიშნულ ბრძანებაში საჯარო რეესტრის თავმჯდომარის № 2915/ს ბრძანების საფუძველზე, 2022 წლის 2 ნოემბერს განხორციელდა ცვლილება და დადგინდა საველე სამუშაოების დაწყების და დასრულების ახალი გრაფიკი. „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად,  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის (სარეგისტრაციო ზონა 36) ბაზალეთის (სარეგისტრაციო სექტორი 02), ღორეშასა (სარეგისტრაციო სექტორი 06) და სარგვეშის (სარეგისტრაციო სექტორი 07) ადმინისტრაციულ ერთეულებში,  განხორციელდა არსებული მიწის ნაკვეთების საკადასტრო აგეგმვა/აზომვა, მომზადდა საკადასტრო რუკები, მიწის ნაკვეთის მესაკუთრეთა/საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირთა და მოსარგებლეთა მონაცემების მითითებით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება აქვს განიხილოს და გადაწყვიტოს საკითხი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებულ მხარეს, რომლის უფლება ან კანონიერი ინტერესი იზღუდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, მიეცა საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა. გამონაკლისს ადგენს კანონი. საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სარეგისტრაციო ბლოკში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოებისა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მომზადების დასრულებისთანავე, საკადასტრო აღწერის შედეგად შედგენილი საკადასტრო რუკა მესაკუთრეთა/ საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირთა და მოსარგებლეთა მონაცემების მითითებით, საჯარო გაცნობისათვის ქვეყნდება სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.napr.gov.ge), განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის ფარგლებში - განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განმახორციელებლის ოფიციალურ ვებგვერდზე, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და მუნიციპალიტეტში თვალსაჩინო ადგილზე, რაც შესაბამის დასახლებაში მცხოვრებ პირებს მისი გაცნობის საშუალებას მისცემს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად კი, დაინტერესებულ პირებს უფლება აქვთ, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საკადასტრო რუკის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში ერთჯერადად მიმართონ სააგენტოს ან განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განმახორციელებელს მიწის ნაკვეთის საკადასტრო აღწერის კონკრეტული შედეგების გადამოწმების მოთხოვნით.   ერთთვიანი ვადის გასვლის შემდეგ, უფლებები რეგისტრირდება საკადასტრო რუკაზე ასახული ინფორმაციის შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიმდინარეობს მიწის ნაკვეთის საკადასტრო აღწერის კონკრეტული შედეგების გადამოწმება.   ძირითადი დოკუმენტი ხარაგაული    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_6953_1.JPG
27/09/2024 18:10

,,ბამბაზიის სამოთხე“ -პედაგოგებისთვის ხარაგაულის თეატრმა სპექტაკლის ჩვენება გამართა

დღეს, 27 სექტემბერს, ხარაგაულის კინოთეატრში, ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრმა სპექტაკლი ,,ბამბაზიის სამოთხე" გამართა. ( რეჟისორი ირინე ჩხეიძე).  სპექტაკლი აფხაზეთის ომის ტრაგედიას და ომით განადგურებული შვილმკვდარი დედების ტკივილსა და მწუხარებას ეხება, ამიტომ 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს ამ სპექტაკლის ჩვენება სიმბოლური გახლდათ. სპექტაკლს ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი,მერის მოადგილე, დავით დევდარიანი და ხარაგაულის საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. თეატრის რეჟისორის, ირინე ჩხეიძის გადაწყვეტილებით, სპექტაკლის ჩვენება სპეციალურად ხარაგაულის საჯარო სკოლების პედაგოგებისთვის გაიმართა. პედაგოგებისთვის სპექტაკლის ჩვენება, მასწავლებელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ტრადიციულად ყოველი წლის 4 ოქტომბერს იმართება.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo_4_16_2.png
17/09/2024 10:37

7 ოქტომბერს საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება

         ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2024 წლის 07 ოქტომბრის          მორიგი    სხდომის                                                           დღის წესრიგი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი- ს „სა თნოების სახლის “- ხელმძღვანელის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში მომხს: თამარ შავიძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ     მომხს: ზურაბი ბანცაძე   3. ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 6 ივლისის N 10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე                                                                                                                   მომხს: ზურაბი ბანცაძე
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG-20240916-WA0005.jpg
16/09/2024 11:50

ხარაგაულის მერმა,მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

ახალი სასწავლო წლის დაწყება მასწავლებლებსა და მოსწავლეებს, მუნიციპალიტეტის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა , მარინე ვეფხვაძემ და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებმა მიულოცეს და საზეიმო ცერემონიის მონაწილეებს, წარმატებული სასწავლო წელი უსურვეს.   კობა ლურსმანაშვილი:    , ბედნიერი ვარ რომ, მეძლევა შესაძლებლობა, მოგილოცოთ, სასწავლო წლის დაწყება და გისურვოთ ყოველგვარი სიკეთე.   ბავშვებო! მინდა იცოდეთ, რომ ჩვენი სამშობლო განსაკუთრებულად და გამორჩეულად ზრუნავს თქვენზე და თქვენგან ელოდება სიბეჯითეს, წარმატებულ სწავლას ,ხოლო როცა გაიზრდებით, სასახელო და პასუხისმგებლობით სავსე მოქალაქეებად ჩამოყალიბებას.   გიყვარდეთ ხარაგაული, გიყვარდეთ ჩვენი ქვეყანა. კიდევ ერთხელ მოგილოცავთ და მივულოცავ სრულიად საქართველოს,სასწავლო წლის დაწყებას."   დღეს ხარაგაულის საჯარო სკოლებში, სასწავლო წლის დაწყების მაუწყებელი ზარი, 2035 მოსწავლისთვის დაირეკა, მათგან 155 პირველკლასელია.   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის, კობა ლურსმანაშვილის ბრძანების საფუძველზე, წელს მეორედ ხარაგაულის მერია ხარაგაულელ სტუდენტებს , რომლებმაც 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით სახელმწიფო გრანტი მოიპოვეს ფულად ჯილდოს გადასცემს.   ერთჯერადად წახალისდებიან ის პირები ვინც ერთიან ეროვნული გამოცდების შედეგად მოიპოვებენ სახელმწიფო დაფინანსებას (გარდა უფასო ფაკულტეტებისა) 100%-იანი დაფინანსების მოპოვების შემთხვევაში 500 ლარით, 70%-ინის შემთხვევაში 400 ლარით და 50 %-იანი დაფინანსების შემთხვევაში 300 ლარით. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია 10 ათასი ლარი.    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/458181410_943642094457805_7769788241690607953_n_1.jpg
13/09/2024 15:52

4-6 ოქტომბერს, DMO-იმერეთისა და იმერული ღვინის ასოციაციის  ორგანიზებით იმერული ღვინის კონკურსი გაიმართება

DMO-იმერეთისა და იმერული ღვინის ასოციაციის  ორგანიზებით, 2024 წლის 4-6 ოქტომბერს, უკვე მეორედ, იმერეთში, ქ. ქუთაისში ტარდება იმერული ღვინის კონკურსი- Imeretian wine Challenge 2024.  კონკურსის მიზანია, საქართელოში ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა - იმერული ყურძნის ჯიშების, იმერული ღვინისა და ზოგადად იმერეთის როგორ მევენახეობა-მეღვინეობის რეგიონის ცნობადობის ამაღლება. საკონკურსო ნიმუშების დეგუსტირებას მოახდენს ქართველი და უცხოელი ექსპერტებისაგან შემდგარი  ჟიური. ღვინის გასინჯვისას დაცული იქნება კომპანიის ანონიმურობა. მოწვეულ ჟიურის წევრებს შორის არიან, როგორც უცხოელი ჟიურის წევრები ასევე ქართველი ღვინის ექსპერტები. უცხოელ ჟიურის წევრებს შორის არიან: რობერტ ჯოზეფი ( ბრიტანეთი) ტომას ბრენდლი ( გერმანია) დავიდე ბარტონე ( იტალია) მეთიუ ჰორკეი ( ამერიკა) ირინა დიაჩენკოვა ( უკრაინა) ქართველი ჟიურის წევრები: ვლადიმერ კუბლაშვილი თამარ იმედაძე თინათინ ჯაჯანიძე გიორგი სამანიშვილი საბა ქიტიაშვილი. კონკურსში მონაწილეობის წინაპირობა: კონკურსზე შესაძლებელია წარდგენილ იქნას 100%-ით  იმერული ყურძნის ჯიშისგან ან/და ჯიშებისაგან  ნებისმიერი ტექნოლოგიით წარმოებული ღვინო, ან კანონმდებლობით დასაშვები 15%-მდე სხვა  ჯიშის ყურძნის შერევით წარმოებული ღვინო, საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდან.  კონკურსში მონაწილე შეიძლება იყოს: ღვინის საწარმო, ინდივიდუალური მეღვინე, კოოპერატივი ან მეღვინეთა გაერთიანება. კონკურსში მონაწილე კომპანიამ თუ კერძო პირმა ნიმუშები შემდეგი სახით უნდა წარადგინოს:  ღვინო უნდა იყოს  ბოთლში ჩამოსხმული, მზად რეალიზაციისათვის;  წარდგენილი ღვინის მინიმალური, დარჩენილი რაოდენობა არ უნდა იყოს 100 ბოთლზე ნაკლები; ბოთლის ეტიკეტი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:  მწარმოებელი კომპანიის სრული დასახელება ბრენდის დასახელება  ღვინის დასახელება  ჩამოსხმის წელი  ყურძნის ჯიში  რეგიონი/ქვეყანა  მოცულობა  წარმოდგენილი უნდა იყოს ერთი დასახელების ღვინის 4 ნიმუში ( ბოთლი= 0.75ლ) ნიმუშების მოტანამდე საჭიროა შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა : https://forms.gle/8p6Qa6NuUFi71UCN8 ნიმუშები უნდა გამოიგზავნოს DMO-იმერეთის ოფისში, მისამართზე: ქ.ქუთაისი, რუსთაველის გამზირი 9ა.  30 აგვისტოდან 27 სექტემბრის  ჩათვლით, 12:00-დან 17:00 საათამდე. ნიმუშებს თან უნდა დაურთოთ გადარიცხვის ფურცელი. საყურადღებო ინფორმაცია:  ნიმუშები, რომლებიც არ შეესაბამება საკონკურსო წესებს, უკან არ გაიგზავნება. ნიმუშის საფასური და გადახდის მეთოდი: იმერული ღვინის ასოციაციის წევრებისთვის კონკურსში მონაწილეობის მიღება უფასოა, სხვა შემთხვევაში: ნიმუშის წარდგენის საფასური შეადგენს 80 ლარს დღგ-ს ჩათვლით. მიმღების სახელი: ა(ა)იპ ქუთაისის ტურიზმის ცენტრი მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი:  TRESGE22 მიმღების ანგარიში:  750237519 დანიშნულება: იმერული ღვინის კონკურსის საფასური თანხის ჩარიცხვა უნდა მოხდეს 2024 წლის 25 სექტემბრის  ჩათვლით. დამატებითი კითხვებისთვის დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ: +995 551 109 104 ჟანა ელ. ფოსტა: iwa@dmoimereti.ge ჟიურის წევრები: საკონკურსო ნიმუშების დეგუსტირებას მოახდენს ქართველი და უცხოელი ექსპერტებისაგან შემდგარი  ჟიური. გაგაცნობთ ჟიურის წევრებს: რობერტ ჯოზეფი ( ბრიტანეთი)  - Meninger-ღვინის ბიზნესის საერთაშორიო ჟურნალის ავტორი, London Wine Challenge-ის, Decanter-ის, MUNDUS VINI-ისა და სხვა საერთაშორისო ღვინის კონკურსების ჟიურის წევრი და ღვინის კრიტიკოსი,  კონკურსების ორგანიზატორი და დამფუძნებელი,  ღვინის კრიტიკოსი, ღვინის ინდუსტრიის ანალიტიკოსი და ბრენდიბგის შემქმნელი. ტომას ბრენდლი ( გერმანია)  - ღვინის ექსპერტი, საერთაშორისო კონკურსების ჟიურის წევრი, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის ღვინის ქვეყნების პრომოუტერი, Concours Mondial de Bruxelles-ის ელჩი გერმანიაში, ავსტრიაში და მთელ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში; დავიდე ბარტონე ( იტალია) - ღვინის ჟურნალისტი და ღვინის კრიტიკოსი, ონლაინ ჟურნალის winemag.it-ის მთავარი რედაქტორი, საერთაშორისო გამოცემის Wine-Searcher-ის კორესპონდენტი, ღვინის იმპორტიორი და ღვინის საერთაშორისო კონკურსების ჟიურის წევრი; მეთიუ ჰორკეი ( ამერიკა) - ღვინის ჟურნალისტი, მწერალი, საერთაშორისო ბლოგერი და მრავალი საერთაშორისო ღვინის კონკურსის ჟიურის წევრი და ღვინის მოგზაური; ირინა დიაჩენკოვა (უკრაინა) - Wine Travel Awards-ის და ჟურნალ Drinks+ and DRINKS+-ის თანადამფუძნებელი  და ღვინის საერთაშორისო კონკურსების ჟიურის წევრი; ვლადიმერ კუბლაშვილი ( საქართველო) - ღვინის საერთაშორისო ჟიური და მეღვინეობა "ხარებას" მთავარი მეღვინე და აღმასრულებელი დირექტორი; თამარ იმედაძე ( საქართველო) - საქართველოს სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე და საერთაშორისო კონკურსების ჟიურის წევრი; საბა ქიტიაშვილი ( საქართველო) - მეღვინეობის მაგისტრი / საერთაშორისო სომელიე ASI Certification 1; თინათინ ჯაჯანიძე ( საქართველო)  - შპს " ირმა ჭანტურიას სახელობის ღვინის ლაბორატორიის” დირექტორი, ღვინის ექსპერტი,  საერთაშორისო კონკურსების დეგუსტატორი; გიორგი სამანიშვილი ( საქართველო)  - ენოლოგი; ღვინის მენეჯმენტის, ეკონომიკის და სამართლის მაგისტრი; ქეთევან ჯურხაძე ( საქართველო)   - იმერული ღვინის ასოციაციის დირექტორი და კონკურსის ხელმძღვანელი, ღვინის ექსპერტი, საერთაშორიოს კონკურსების ჟიურის წევრი, ღვინის სკოლა „კაბისტონისა“  და მეღვინეობა „კაბის ტონის“ დამფუძნებელი და მეღვინე. +995 599178735 - ქეთი ჯურხუძე, იმერული ღვინის ასოციაციის დირექტორი.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo_4_18.png
12/09/2024 12:24

16 სექტემბერს საკრებულოს ბიუროს მორიგი სხდომა გაიმართება

საკითხთა ნუსხა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ   მომხს: ზურაბი ბანცაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი- ს „სათნოების სახლის“- ხელმძღვანელის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ   მომხს: თამარ შავიძე   3.,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 6 ივლისის N 10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ზურაბი ბანცაძე   ბიუროს სხდომაზე განხილულ საკითხებს 7 ოქტომბერს საკრებულოს მორიგ სხდომაზე განიხილავენ.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo_4_16_1_1.png
09/09/2024 17:08

11 სექტემბერს საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 11 სექტემბრის რიგგარეშე სხდომის                                                                     დღის წესრიგი 1. ხარაგულის მუნიციპალიტეტის დაბა ხარაგაულში, სოლომონ მეფის ქ. N61ა-ში მდებარე 36.01.33.048.01.500 საკადასტრო კოდით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული შენობის მე-2 სართულზე არსებული 33.30 კვ.მ , 24,98 კვ.მ და 5.55 კვ.მ ფართის 3 საოფისე ოთახი, საერთო ფართით 74.38 კვ.მ. სსიპ სამხედრო გაწვევის და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს (ს/კ 202504753) სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონალური ცენტრის, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების ხარაგაულის მუნიციპალური განყოფილებისათვის სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზუფრუქტის წესით, 2026 წლის პირველ იანვრამდე გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ მომხს: ინგა ლურსმანაშვილი 2. ხარაგულის მუნიციპალიტეტის დაბა ხარაგაულში, 9 აპრილის ქუჩა N15-ში მდებარე, 36.01.33.046 საკადასტრო კოდით,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული შენობა-ნაგებობის პირველ სართულზე, მარჯვენა ფლიგელში არსებული 11,31 კვ.მ ფართის 1 ოთახის სსიპ - საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურისათვის სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზუფრუქტის წესით, 1 წლის ვადით გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.     მომხს: ინგა ლურსმანაშვილი 3. „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ საქასრიაში მდებარე 4251 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ36.03.37.501) და სოფელ ბორითში მდებარე 599 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 36.03.40.561) შპს ,,ჰუნანის გზებისა და ხიდების სამშენებლო ჯგუფი კომპანიის ფილიალსათვის საქართველოში“ პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარით სარგებლობის უფლებით, სასყიდლით 2024 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 13 მაისის N69. 69241345 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ მომხს: ინგა ლურსმანაშვილი 4. ,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების, გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ფორმის, გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობის, როგორც მკაცრი აღრიცხვის ფორმისა და ამ ფორმის გამოყენების, აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ მომხს: ინგა ლურსმანაშვილი                                                                                                          თანამომხს: მარინე კვინიკაძე 5.„ხარაგაულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის შემადგენლობის ცნობად მიღების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 03 დეკემბრის N69.692133721 განკარგულებაში ცვლილების ცნობად მიღების თაობაზე                                                                                                       მომხს: ოთარი ლურსმანაშვილი 6. „ხარაგაულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის შემადგენლობის ცნობად მიღების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 03 დეკემბრის N 69.692133718 განკარგულებაში ცვლილების ცნობად მიღების თაობაზე                                                                                                  მომხს: ოთარი ლურსმანაშვილი 7. ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოებისათვის დოკუმენტების ფორმებისა და მათი აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ’’ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 16 მაისის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე                                                                                                   მომხს: ზურაბი ბანცაძე საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე                                                
სრულად