კიცხის ადმინისტრაციულ ერთეულში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2027 წლის პრიორიტეტების დოკუმენტისა და ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა.
იუსტიციის სახლის შეხვედრების დარბაზში გამართული საჯარო განხილვის ფარგლებში ვარლამ ჭიპაშვილმა შეკრებილ საზოგადოებას 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის ძირითადი პარამეტრები და მუნიციპალიტეტის მომავალი წლის პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო. მან ასევე ისაუბრა 2026 წლის ბიუჯეტის შესრულებისა და მიმდინარე წლის განმავლობაში განხორციელებული და დაგეგმილი საქმიანობის შესახებ.
შეხვედრა მოსახლეობასთან კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ადგილობრივებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეფიქსირებინათ მოსაზრებები და მიეღოთ პასუხები მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით.
შეხვედრას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე, საკრებულოს წევრები, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდნენ.