სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_4009.JPG
03/06/2025 13:25

2 ივნისს საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა

სხდომას, მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი ესწრებოდა. დეპუტატებმა განიხილეს  სამი საკითხი. საკრებულოზე, გაწეული მუშაობის შესახებ, ანგარიში წარადგინა,  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ,,კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის განვითარების ცენტრი“ -ს ხელმძღვანელმა,მამუკა ჭიპაშვილმა. საკრებულომ წარდგენილი ანგარიში დადებითად შეაფასა. ანგარიშს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე :  https://bit.ly/4mrCA5e სხდომაზე,საკრებულოს წევრებმა,ასევე დადებითად შეაფასეს,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ სპორტის ცენტრი“ - ს ხელმღვანელის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ. მომხს: რევაზ შერგელაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ სპორტის ცენტრი“ს ხელმძღვანელი. ანგარიშს გაეცანით ბმულზე :  https://bit.ly/43muyBU  სხდომაზე ასევე იმსჯელეს და საკითხი დადებითად გადაწყდა.  ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოსათვის დაბა ხარაგაულში 9 აპრილის ქუჩა N 15-ში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის მესამე სართულზე მარცხენა ფლიგელში მდებარე ორი ოთახის, ფართით 9.26 კვ.მ (ს/კ 36.01.33.046.01.501) და 22.40 კვ.მ (ს/კ 36.01.33.046.01.500), საერთო ფართით 31.66 კვ.მ სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, 2026 წლის პირველ იანვრამდე ვადით გადასაცემის საკითხი. საკითხის მომხსენებელი: ეკონომიკისა და ქონების მართვის უფროსი,ინგა ლურსმანაშვილი გახლდათ.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/2.jpg
03/06/2025 11:31

სკრინინგის განცხადება

შპს ,,როხი კომპანი“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ საღანძილის მიმდებარე ტერიტორიაზე გეგმავს სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა - ხრეში) გადამამუშავებელი საწარმოს მოწყობას და ექსპლუატაციას. წარმოგიდგენთ დაგეგმილი საქმიანობის სკრინინგის ანგარიშს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის თანახმად ვალდებულია, უზრუნველყოს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების/დაინტერესებული საზოგადოების მონაწილეობა და ამ მიზნით შესაბამისი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ინფორმაციას პროექტთან დაკავშირებით, თანდართული დოკუმენტაციის სახით შეგიძლიათ გაეცნოთ მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე შპს ,,როხი კომპანი“-ს სასარგებლო წიაღისეულის ( ქვიშა - ხრეში ) გადამამუშავებელი საწარმოს მოწყობის და ექსპლუატაციის სკრინინგის  ანგარიში   თანდართული დოკუმენტაცია  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_4160.JPG
03/06/2025 10:44

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ხარაგაულში საზეიმო კონცერტით დასრულდა

ხარაგაულის კინოთეატრში მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ორგანიზებული ღონისძიება გაიმართა, რომელიც ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. კონცერტში წარმოდგენილი იყო ვოკალური, ქორეოგრაფიული და ლიტერატურული ნომრები, ასევე საგალობლები. სცენაზე შესრულდა როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური ნომრები, რომლებიც ბავშვების შემოქმედებით შესაძლებლობებს წარმოაჩენდა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ლეღვნის, ბორისა და კიცხის საჯარო სკოლებთან არსებული ფოლკლორული წრის მოსწავლეებიც. კონცერტს ესწრებოდა ხარაგაულის მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით კიკნაძე, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დირექტორი, ნიკოლოზ მაჭავარიანი და კულტურის, ხელოვნების და ტურიზმის ცენტრის დირექტორი, მამუკა ჭიპაშვილი. მაყურებელთა შორის იყვნენ მოსწავლეთა მშობლები, პედაგოგები და ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენლები.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_2639.JPG
26/05/2025 20:22

26 მაისი , ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას მემორიალის ყვავილების შემკობით დაიწყო

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, დავით კიკნაძესთან, მოადგილე, დავით დევდარიანთან, საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის დელეგატის ბიუროს წარმომადგენელთან, ნანა ცხვედაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად , საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას მემორიალი ყვავილებით შეამკო. ხარაგაულის მერიის, საკრებულოსა და საზოგადოების წევრებმა პატივი მიაგეს თავისუფლებისთვის მებრძოლთა ხსოვნას. 1989 წელს სწორედ ხარაგაულთან მდებარე სოფელ ბორითთან, ტრაგიკულად დასრულდა მერაბ კოდტავას, როგორც ეროვნული გმირის სიცოცხლე, მაგრამ არა მისი ბრძოლა. „ის იყო განსაკუთრებული მაგალითი იმისა, როგორ უნდა გიყვარდეს ქვეყანა – უშიშრად, უკომპრომისოდ და მთელი არსებით. მერაბ კოსტავა თავისი დაუღალავი ბრძოლით გვასწავლის, რომ თავისუფლება მუდმივი ბრძოლაა. ჩვენი ვალდებულებაა, ეს მუხტი თაობებს გადავცეთ და არასდროს დავკარგოთ ის სულისკვეთება, რომელიც მან დაგვიტოვა” - აღნიშნა მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა. დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და მერაბ კოსტავას დაბადების დღეა.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_3288.jpg
26/05/2025 20:22

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში

დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ეროვნული გმირის,  მერაბ კოსტავას მემორიალის ყვავილების შემკობით დაიწყო. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ,ვარლამ ჭიპაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, დავით კიკნაძესთან,  მოადგილე, დავით დევდარიანთან, საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის დელეგატის ბიუროს წარმომადგენელთან, ნანა ცხვედაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა  წარმომადგენლებთან ერთად, პატივი მიაგო საქართველოს ეროვნული გმირის ხსოვნას. ხარაგაულის კინოთეატრში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა. ხარაგაულის სხვადასხვა შემოქმედებითმა კოლექტივებმა  დამსწრე საზოგადოებას ცეკვისა და სიმღერის, ქართული, ტრადიციული  და თანამედროვე ხელოვნების გამორჩეული ნომრები წარუდგინეს. დღესვე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ხარაგაულის კულტურის სამსახურის ორგანიზებით და ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით, კულტურისა და დასვენების პარკში ხარაგაულის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხის კულტურა და ტრადიციები წარმოაჩინეს. ღონისძიებები ჩხერის ციხეზე მსვლელობით დასრულდა.    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/bbbb.jpg
19/05/2025 12:51

დღე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მორიგი სხდომა გაიმართა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მორიგი სხდომა გაიმართა 2025 წლის 19 მაისს. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე ხელმძღვანელობდა. სხდომას ესწრებოდა მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი. დასამტკიცებლად და განსახილველად წარმოდგენილი იყო შემდეგი საკითხები: ანგარიში ა(ა)იპ „კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის განვითარების ცენტრის“ საქმიანობაზე. მომხსენებელი: ნათია მესხი — ცენტრის მთავარი ბუღალტერი. ანგარიშში წარმოდგენილი იყო ბოლო პერიოდში განხორციელებული პროექტები და აქტივობები, მათ შორის კულტურული ღონისძიებები და შიდა ტურისტული მიმართულებების პოპულარიზაციის მცდელობები.   ანგარიში ა(ა)იპ „სპორტის ცენტრის“ საქმიანობაზე. მომხსენებელი: რევაზი შერგელაშვილი — სპორტის ცენტრის ხელმძღვანელი. წარმოდგენილი იყო ინფორმაცია ჩატარებული სპორტული ღონისძიებების, ჩართულობის მაჩვენებლებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.   ცვლილება სოციალური დახმარების გაცემის წესში. მომხსენებელი: ნანა კიკნაძე — მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი. საკითხი შეეხებოდა 2023 წლის 6 თებერვლის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანას, რომლის მიზანია სოციალური დახმარების გაცემის წესის დახვეწა და საჭიროების მქონე პირებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.   საკითხი განსახილველად — ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემა: მომხსენებელი: ინგა ლურსმანაშვილი — მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი. საკითხი ეხებოდა დაბა ხარაგაულში, 9 აპრილის ქუჩა N15-ში, ადმინისტრაციული შენობის მესამე სართულზე მდებარე ორი ოთახის (9.26 კვ.მ და 22.40 კვ.მ, საერთო ფართით 31.66 კვ.მ) უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, 2026 წლის 1-ელ იანვრამდე, ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტოსათვის“ სარგებლობაში გადაცემას.   ბიუროს წევრებმა თითოეულ საკითხზე გამოთქვეს რეკომენდაციები და დასვეს შესაბამისი კითხვები.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo_4_44_2.png
19/05/2025 12:28

2 ივნისს საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 02 ივნისის მორიგი სხდომის დღის წესრიგი 1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ,,კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის განვითარების ცენტრი“ -ს ხელმძღვანელის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ მომხს: მამუკა ჭიპაშვილი ა(ა)იპ კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის განვითარების ცენტრი“- ს ხელმძღვანელი 2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ სპორტის ცენტრი“ - ს ხელმღვანელის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ მომხს: რევაზი შერგელაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ სპორტია ცენტრი“ს ხელმძღვანელი 3. ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და დახმარების მიღების წესის დამტკიცების შესახებ” ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 06 თებერვლის N 11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ნანა კიკნაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი 4. ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოსათვის დაბა ხარაგაულში 9 აპრილის ქუჩა N 15-ში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის მესამე სართულზე მარცხენა ფლიგელში მდებარე ორი ოთახის, ფართით 9.26 კვ.მ (ს/კ 36.01.33.046.01.501) და 22.40 კვ.მ (ს/კ 36.01.33.046.01.500), საერთო ფართით 31.66 კვ.მ სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, 2026 წლის პირველ იანვრამდე ვადით გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ ინგა ლურსმანაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/ii.jpg
16/05/2025 16:38

ხარაგაულის კინოთეატრში სასკოლო ლიგის ფინალური იუმორისტული ფესტივალი გაიმართა

ხარაგაულის კინოთეატრში სასკოლო ლიგის ფინალური იუმორისტული ფესტივალი გაიმართა ხარაგაულის კინოთეატრმა მხიარულთა და საზრიანთა კლუბის (მ.ს.კ) სასკოლო ლიგის ფინალურ შეხვედრას უმასპინძლა. იუმორისტულ ღონისძიებაში მონაწილეობა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 9 სკოლამ მიიღო, რომლებიც მაყურებლის წინაშე ორიგინალური მისალმების ნომრებით წარდგნენ. ღონისძიებას ესწრებოდა ხარაგაულის მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი, რომელიც ახალგაზრდულ ინიციატივებს და კულტურულ ცხოვრებას აქტიურად უწევს ხელშეწყობას. ფესტივალი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და ა(ა)იპ „კულტურის, ხელოვნებისა და ტურიზმის ცენტრის“ დირექტორის, ბატონი მამუკა ჭიპაშვილის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიება მონაწილეთა მაღალი ჩართულობით და გულშემატკივართა მხარდაჭერით ჩატარდა. იუმორისტული გუნდები სხვადასხვა ნომინაციაში პრიზებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ: საუკეთესო დებიუტი – ნინო და მარიამ ჭიპაშვილები სეზონის საუკეთესო იუმორისტი ბიჭი – რატი დევდარიანი წარმატებული დებიუტი – ლეღვნის საჯარო სკოლის გუნდი ფესტივალში წარმატებული მონაწილეობისთვის – ბორის სკოლა-პანსიონის, მოლითის და ვარძიის საჯარო სკოლების გუნდები საუკეთესო სამსახიობო მონაცემებისთვის – წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო სკოლის გუნდი მაყურებლის სიმპათია – საღანძილის საჯარო სკოლის გუნდი ჟიურის სიმპათია – მეორე საჯარო სკოლისა და კიცხის საჯარო სკოლის იუმორისტული გუნდები ჟიურის და მაყურებლის სიმპათია – მესამე საჯარო სკოლის გუნდი ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ: მამუკა ჭიპაშვილი, გიორგი მაქაძე, ვარლამ ჭიპაშვილი, მარინა ვეფხვაძე,ნიკოლოზ მაჭავარიანი, გივი კურტანიძე და გიორგი ჭიპაშვილი. იუმორისტული საღამო თეა ბერიძეს და ბექა ხიჯაკაძეს მიჰყავდა. ღონისძიება ახალგაზრდული ფესტივალის – „გაზაფხულის ხარაგაული“ – ფარგლებში ჩატარდა და მისი მთავარი მიზანი გახლდათ, ახალგაზრდებში, შემოქმედებითი თვითგამოხატვის და აქტიური ცხოვრების წესის დანერგვა.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/ansambli.jpg
16/05/2025 15:48

ანსამბლ ,,ხარაგაულის" სოლო კონცერტი გაიმართა

ხარაგაულის კინოთეატრში, ანსამბლ "ხარაგაულის" სოლო კონცერტი გაიმართა. ანსამბლი, რომელიც ოთხი წლის წინ დაარსდა, საზოგადოებას მრავალფეროვან ქალაქურ სიმღერებს სთავაზობს. კონცერტი მიზნად ისახავდა ანსამბლის შემოქმედების ფართო საზოგადოებისთვის წარდგენას. ანსამბლის ხელმძღვანელი, მადონა გაფრინდაშვილი, წლებია ემსახურება ქართული ქალაქური სიმღერის პოპულარიზაციას, ხოლო მისი ხელმძღვანელობით ანსამბლმა არაერთი წარმატება მოიპოვა როგორც ადგილობრივ, ისე ეროვნულ დონეზე. ღონისძიებას ესწრებოდნენ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი, მერის მოადგილე, დავით დევდარიანი, ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორი მამუკა ჭიპაშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები. კონცერტის წამყვანი გახლდათ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის უფროსი, ირინე ჩხეიძე.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo_4_44_1.png
15/05/2025 11:50

19 მაისს ბიუროს მორიგი სხდომა გაიმართება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 19 მაისის ბიუროს მორიგი სხდომის საკითხთა ნუსხა   1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ,,კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის განვითარების ცენტრი“ -ს ხელმძღვანელის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ მომხს: მამუკა ჭიპაშვილი ა(ა)იპ კულტურის, ხელოვნებისა და შიდა   ტურიზმის განვითარების ცენტრი“- ს ხელმძღვანელი 2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ სპორტის ცენტრი“ - ს ხელმღვანელის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ მომხს: რევაზი შერგელაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ სპორტია ცენტრი“ს ხელმძღვანელი 3. ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და დახმარების მიღების წესის დამტკიცების შესახებ” ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 06 თებერვლის N 11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ნანა კიკნაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი
სრულად