სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/6be83711-5b92-4701-a232-373060781d76.jpg

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით , რეგიონის მასშტაბით საჯარო მოხელეებს შორის ინტელექტუალური თამაში ,,რა?სად?როდის"? დაიწყო

 
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით, რეგიონის მასშტაბით საჯარო მოხელეებს შორის ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ დაიწყო, და მასში მხარის 12-ვე მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
ინტელექტუალური თამაშის მონაწილეებს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა წარმატებები უსურვა. გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ: სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე მამუკა ხიმშიაშვილი, მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი ვახტანგ ცაგარელი და მუნიციპალიტეტების მერები.
ინტელექტუალური თამაში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სამ ეტაპად გაიმართება და 8 დეკემბერს დასრულდება. გამარჯვებული და საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.
თამაშის პირველ ეტაპზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გუნდმა ნახევარფინალურ ეტაპზე თამაშის გაგრძელების უფლება მოიპოვა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე , საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით კიკნაძე და საკრებულოს წევრი პაატა გოგოლაძე.
ნანახია: 10 - ჯერ