სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/asfg.jpg
17/06/2025 19:13

დღეს 16 ივნისს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მორიგი სხდომა გაიმართა.

სხდომას , მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი ესწრებოდა, ბიუროს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 1 საკითხი განიხილეს. მუნიციპალიტეტის მერიის  ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის   სამსახურის ანგარიში, გაწეული მუშაობის შესესახებ,ბიუროს წევრებს, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის ხელმძღვანელმა, ნანან კიკნაძემ წარუდგინა. ბიუროზე განხილულ საკითხებს,დეპუტატები, 7 ივლისის საკრებულოს მორიგ სხდომაზე განიხილავენ.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/ge_.png
17/06/2025 16:56

მონაწილეობითი ბიუჯეტი - 2025 დაიწყო

ხარაგაულის მერის ბრძანების საფუძველზე, მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის დაფინანსება 300 ათასი ლარით განისაზღვრა. საპროექტო წინადადებების განსახორციელებლად საჭირო სავარაუდო თანხის მაქსიმალური ოდენობა , თითოეულ პროექტზე 30 000 ლარი იქნება. მოქალაქეს შეუძლია წარმოადგინოს ისეთი საპროექტო ინიციატივები, რომელთა განხორციელებაც არ სცილდება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის უფლებამოსილებას, და ემსახურება საზოგადოებრივ კეთილდღეობას. მათ შორის: ინფრასტრუქტურული; ახალგაზრდული; საგანმანათლებლო; კულტურული; სოციალური; სპორტული; საპროექტო ინიციატივის წარმოდგენის უფლება აქვს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ყველა მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან. გახსენით და შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა, https://forms.gle/FBV7vWQngDskaZK67 რომლის საშუალებითაც თქვენ შეგიძლიათ ინიციატივები წარმოადგინოთ. საპროექტო წინადადებების წარდგენა ასევე შესაძლებელია მოხდეს ფიზიკურად, საპროექტო წინადადებების ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებისთვის მიწოდებით. საპროექტო ინიციატივების ჩაბარება მოქალაქეებს შეუძლიათ ასევე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში, მის: ხარაგაული, 9 აპრილის ქუჩა 15 ადევნეთ თვალი ხარაგაულის მერიის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდს და მიიღეთ ინფორმაცია პროგრამის განხორციელების თითოეულ ეტაპზე. ხარაგაულის მერია ელოდება თქვენს იდეებს და წარმატებებს გისურვებთ!  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo_4_42_1_1_1.png
17/06/2025 14:57

7 ივლისს საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება

2025 წლის 07 ივლისის მორიგი სხდომის დღის წესრიგი 1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ მომხს: ნანა კიკნაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი 2. ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და დახმარების მიღების წესის დამტკიცების შესახებ” ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 06 თებერვლის N 11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ნანა კიკნაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_5363.JPG
12/06/2025 08:42

ხარაგაულში ანზორ მაღრაძის სახელობის ტურნირი გაიმართა

დღეს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სპორტის ცენტრის (ხელმძღვანელი: რევაზ შერგელაშვილი) დარბაზში, თავისუფალი ჭიდაობაში, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის — ანზორ მაღრაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა. ტურნირში  2011–2012 და 2013–2014 წლებში დაბადებული ვაჟი მოჭიდავეები მონაწილეობდნენ. შეჯიბრში  ხარაგაულის, საჩხერის, ჭიათურის, ზესტაფონის, ქუთაისის, თერჯოლის, ბაღდათისა და ცაგერის გუნდებმა იასპარეზეს. ღონისძიებას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი კობა ლურსმანაშვილი და მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი ესწრებოდნენ. მათ მონაწილეობა მიიღეს დაჯილდოების ცერემონიალში და პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ სპორტსმენებს შესაბამისი ხარისხის სიგელები და მედლები გადასცეს .  სპეციალური პრიზი – ტურნირის თასი გადაეცა ვაკო ლურსმანაშვილს (ხარაგაული), რომელიც 62 კგ წონით კატეგორიაში გამორჩეული ტექნიკური ოსტატობა გამოავლინა. ტურნირის შედეგები ასე გადანაწილდა: 2013–2014 წლებში დაბადებულები: 20 კგ წონითი კატეგორია I ადგილი — გიორგი იობაშვილი (საჩხერე) II ადგილი — ილია გლუნჩაძე (ხარაგაული) III ადგილი — სანი რობაქიძე (თერჯოლა)   23 კგ წონითი კატეგორია I ადგილი — ჯუბა სვანიძე (ბაღდათი) II ადგილი — ცოტნე ჭიტაძე (საჩხერე) III ადგილი — დათა გოლუბიანი (ხარაგაული)    26 კგ წონითი კატეგორია I ადგილი — ანდრია ურთმელიძე (ცაგერი) II ადგილი — ანდრია ხაჩიძე (ჭიათურა) III ადგილი — საბა სამხარაძე (ჭიათურა) III ადგილი — ნიკოლოზ შარვაშიძე (ცაგერი)   29 კგ წონითი კატეგორია I ადგილი — დემეტრე ხვედელიძე (ქუთაისი) II ადგილი — დავით ჩიკვაიძე (ცაგერი) III ადგილი — დავით ყანჩაველი (ხარაგაული) III ადგილი — ნიკოლოზ ჭიტაძე (საჩხერე)   32 კგ წონითი კატეგორია I ადგილი — ირაკლი ნოზაძე (ქუთაისი) II ადგილი — გიორგი ფრუიძე (ცაგერი) III ადგილი — გაბრიელ ბერიძე (საჩხერე) III ადგილი — ანდრია მუმლაძე (ჭიათურა)    35 კგ წონითი კატეგორია I ადგილი — რეზო იობიძე (ქუთაისი) II ადგილი — მერაბი ხომასურიძე (საჩხერე) III ადგილი — გაბრიელ ორთოიძე (ხარაგაული)   +35 კგ წონითი კატეგორია I ადგილი — ტარიელ შველიძე (ხარაგაული) II ადგილი — თემურ ჩოქური (თერჯოლა)   38 კგ წონითი კატეგორია I ადგილი — გიორგი სამხარაძე (ჭიათურა) II ადგილი — ბესიკ ბახსოლიანი (ცაგერი) III ადგილი — ავთანდილ ჩხიტუნიძე (საჩხერე) III ადგილი — საბა სირბილაძე (ქუთაისი)   42 კგ წონითი კატეგორია I ადგილი — დაჩი მეგრელი (ცაგერი) II ადგილი — გიორგი ონიანი (ცაგერი) III ადგილი — თემო ბურჯანაძე (ბაღდათი) III ადგილი — ბესო ჩხიტუნიძე (საჩხერე)   48 კგ წონითი კატეგორია I ადგილი — ლუკა ჩიკვაიძე (ცაგერი) II ადგილი — ანდრია ჯანჯულია (ბაღდათი) III ადგილი — უჩა მოდებაძე (საჩხერე) III ადგილი — ვანო კალანდაძე (ხარაგაული)   55 კგ წონითი კატეგორია I ადგილი — ანდრია ლომსაძე (ხარაგაული) II ადგილი — ილია გახარია (ქუთაისი) III ადგილი — ალექსანდრე კირთაძე (ზესტაფონი)    65 კგ წონითი კატეგორია I ადგილი — იაშა აბესაძე (ჭიათურა) II ადგილი — სანდრო ინასარიძე (ხარაგაული) III ადგილი — ვასო სახამბერიძე (ბაღდათი)   +65 კგ წონითი კატეგორია I ადგილი — ემზარი მახარაძე (ბაღდათი) II ადგილი — ნიკოლოზ ტაბატაძე (ხარაგაული)   2011–2012 წლებში დაბადებულები: 41 კგ წონითი კატეგორია I ადგილი — დავით ქიმაძე (საჩხერე) II ადგილი — გუგა მეზურნიშვილი (ხარაგაული) III ადგილი — გუგა მიმინოშვილი (ქუთაისი)   44 კგ წონითი კატეგორია I ადგილი — იმედა გაბრიჭიძე (საჩხერე) II ადგილი — ანრი ლაბაძე (ჭიათურა) III ადგილი — გიორგი მსხვილიძე (ქუთაისი)   48 კგ წონითი კატეგორია I ადგილი — ლუკა ჭიტაძე (საჩხერე) II ადგილი — გიორგი სამხარაძე (ჭიათურა)   52 კგ წონითი კატეგორია I ადგილი — ლადო პაპიძე (ჭიათურა) II ადგილი — გიორგი ტეფნაძე (ჭიათურა)   57 კგ წონითი კატეგორია I ადგილი — ლუკა კოხრეიძე (ქუთაისი) II ადგილი — გოჩა რობაქიძე (ქუთაისი) III ადგილი — გოგა მეზურნიშვილი (ხარაგაული) III ადგილი — საბა კუტალაძე (ზესტაფონი)   62 კგ წონითი კატეგორია I ადგილი — ვაკო ლურსმანაშვილი (ხარაგაული) II ადგილი — გიორგი გიორგაძე (თერჯოლა) III ადგილი — საბა წითელაშვილი (ზესტაფონი)   68 კგ წონითი კატეგორია I ადგილი — საბა ბუიშვილი (საჩხერე) II ადგილი — გოჩა წივილაშვილი (ჭიათურა)    75 კგ წონითი კატეგორია I ადგილი — ცოტნე სილაგაძე (ცაგერი) II ადგილი — ლუკა ცარციძე (საჩხერე)    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_5042%20-%20Copy.JPG
12/06/2025 08:39

ქორეოგრაფიული ფესტივალი ხარაგაულში

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ქორეოგრაფიული ფესტივალი „კიდევაც დაიზრდებიან“ გაიმართა, რომელშიც მუნიციპალიტეტში მოქმედი ქორეოგრაფიული ანსამბლები მონაწილეობდნენ. ღონისძიებას ესწრებოდნენ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი კობა ლურსმანაშვილი, მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით კიკნაძე და კულტურის, ხელოვნების და ტურიზმის ცენტრის დირექტორი მამუკა ჭიპაშვილი. ფესტივალის მიზანს წარმოადგენდა მუნიციპალიტეტში ქორეოგრაფიული ხელოვნების მხარდაჭერა, ეროვნული ქორეოგრაფიული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია და ახალგაზრდა თაობისთვის ფოლკლორის ღირებულებების გაცნობა. ფესტივალის ყველა მონაწილე ანსამბლი დაჯილდოვდა  სპეციალური დიპლომებით.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo_4_42_1_1.png
11/06/2025 10:41

16 ივნისს ბიუროს მორიგი სხდომა გაიმართება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2025  წლის  16   ივნისის   ბიუროს                  მორიგი  სხდომის                                                                    საკითხთა ნუსხა       ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის  ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის   სამსახურის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ                                                     მომხს: ნანა კიკნაძე  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის                                                                                                 ჯანდაცვისა და  სოციალური დაცვის   სამსახურის უფროსი 
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/asfasfasfasfasfsafsafdasdsadasdad.jpg
09/06/2025 17:55

ხარაგაულის მერიამ 2024 წლის მონაწილეობითი ბიუჯეტის ფარგლებში გამარჯვებული იდეების პროექტები შეისყიდა

მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა და ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა, პეტრე შარიქაძემ იდეის ავტორებს გამარჯვებული პროექტების შესყიდული და დაზუსტებული ვერსიები წარუდგინეს.  შეხვედრისას მხარეებმა ხედვები შეაჯერეს. იდეების ავტორებმა წარმოდგენილი ვერსიები დადებითად შეაფასეს ვარლამ ჭიპაშვილი: „ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამა, რადგან ეს არის პროექტი, რომელიც მოქალაქეთა აქტიურ ჩართულობას ეფუძნება. ჩვენ ვაფასებთ მათ ინტერესსა და თანამონაწილეობას. მონაწილეობითი ბიუჯეტი ჩვენთვის არ არის უბრალოდ პროცედურა – ეს არის ხალხთან დიალოგი, მათი აზრის გათვალისწინება და რეალურად შესრულება.“ 2024 წლის მონაწილეობის ბიუჯეტის ფარგლებში გამარჯვებული პროექტებია:  სოფელ საღანძილეში — საბავშვო სკვერის მოწყობა  სოფელ ბორითში — ახალგაზრდული სკვერის მოწყობა  სოფელ ვახანში — საჭიდაო მოედნის გადახურვა ვარძიაში — გარე განათების ქსელის მოწყობა  სოფელ ღორეშაში — საბავშვო სკვერის მოწყობა  სოფელ სარგვეშში — წყაროს რეაბილიტაცია  სოფელ ზვარეში — სპორტული მოედნის მოწყობა ხარაგაულის მერია მონაწილეობოთი ბიუჯეტის, თითოეულ ეტაპზე უზრუნველყოფს პროცესის გამჭვირვალობასა და მოქალაქეთა ჩართულობას – იდეიდან რეალურ შედეგამდე.      
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_4808.JPG
09/06/2025 17:52

მუნიციპალიტეტის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა,  ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ხარაგაულის მერი კობა ლურსმანაშვილი ადმინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანელებს შეხვდა და მათთან ერთად მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტები განიხილა. ყურადღება დაეთმო სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტებსა და დაგეგმილ სამუშაოებს, ასევე რაიონში არსებულ საჭიროებებს. შეხვედრისას, აგრეთვე, განიხილეს იმ პროექტების მიმდინარეობა, რომლებიც ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_4062.JPG
03/06/2025 14:09

საკრებულომ ,,კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის განვითარების ცენტრი“ -ს ანგარიში მოისმინა

სხდომას, მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი ესწრებოდა. დეპუტატებმა,დღის წესრიგით გათვალისწინებული   სამი საკითხი განიხილეს. საკრებულოზე,  გაწეული მუშაობის შესახებ, ანგარიში წარადგინა,  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ,,კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის განვითარების ცენტრი“ -ს ხელმძღვანელმა,მამუკა ჭიპაშვილმა. საკრებულომ წარდგენილი ანგარიში დადებითად შეაფასა. ხარაგაულის კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის განვითარების ცენტრისთვის 2024 წელი მნიშვნელოვანი ცვლილებებისა და მრავალმხრივი აქტივობების წელი იყო. ცენტრს დაემატა შიდა ტურიზმის მიმართულება, გაიზარდა ბიუჯეტი. წლის განმავლობაში ცენტრმა მრავალფეროვანი ინიციატივებით მოიცვა კულტურის სფერო. მიუხედავად მიღწევებისა, გამოწვევები კვლავ აქტუალურია — ინფრასტრუქტურული პრობლემები, ტექნიკური რესურსის დეფიციტი და ზოგიერთი ბიბლიოთეკის არასათანადო პირობები. თუმცა ცენტრი განაგრძობს მიზანმიმართულ საქმიანობას და მზად არის, 2025 წელსაც თანმიმდევრულად განახორციელოს დაგეგმილი პროექტები, ადგილობრივი საზოგადოების საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით. ანგარიშს ვრცლად გაეცანით ლინკზე   https://bit.ly/4mrCA5e  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_4075.JPG
03/06/2025 13:56

სპორტის ცენტრის ანგარიში – ძირითადი შედეგები და საქმიანობის მიმოხილვა

2 ივნისს საკრებულოს სხდომა გაიმართა. სხდომას, მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი ესწრებოდა. დეპუტატებმა,დღის წესრიგით გათვალისწინებული,   სამი საკითხი განიხილეს.   სხდომაზე,საკრებულოს წევრებმა,დადებითად შეაფასეს,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ სპორტის ცენტრი“ - ს ხელმღვანელის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ. ანგარიში საკრებულოს  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ სპორტის ცენტრი“ს ხელმძღვანელმა რევაზ შერგელაშვილმა წარუდგინა. ანგარიში საკრებულომ დადებითად შეაფასა.  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „სპორტის ცენტრის“ 2024–2025 წლების ანგარიშის ძირითადი შეჯამება   ხარაგაულის სპორტის ცენტრის 2024-2025 წლების ანგარიში მკაფიოდ ასახავს ორგანიზაციის სტრატეგიულ მიმართულებებს, მიღწევებსა და საქმიანობის ფინანსურ და პრაქტიკულ შედეგებს. დოკუმენტში ხაზგასმულია ცენტრის განსაკუთრებული როლი მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში და სპორტული განათლების ხელშეწყობაში.   ინფრასტრუქტურა და ადამიანური რესურსი: 2024 წელს ცენტრში ფუნქციონირებდა 13 სპორტული სახეობის 24 ჯგუფი, რომელთა საქმიანობა მოიცავდა როგორც ქალაქის, ისე სოფლის ერთეულებს. ორგანიზაციაში დასაქმებული იყო 70 თანამშრომელი, რომელთაგან 28 მწვრთნელი იყო. 2025 წელს განხორციელებული  რეორგანიზაციის შედეგად ცენტრში ამჯერად  55 თანამშრომელი მუშაობს. მათ შორის 24 მწვრთნელია. სასწავლო პროცესში 410 მოსწავლე მონაწილეობს.   ფინანსური მიმოხილვა: 2024 წლის ბიუჯეტი შეადგენდა 678 500 ლარს, საიდანაც ყველაზე დიდი წილი – 546 619 ლარი – შრომის ანაზღაურებაზე დაიხარჯა. ოპერაციული ხარჯები – სამივლინებო, კომუნალური, საკანცელარიო და სხვა საჭიროებებისთვის – ეფექტიანად და გეგმიური თანხვედრით განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ ცენტრს შემოსავალი გაუჩნდა ასევე საკუთარი რესურსებიდან – სულ 9 840 ლარი (ტრენაჟორებისა და მოედნის გაქირავება და გრანტი „ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდიდან“).   საპროექტო და ღონისძიებათა მიმართულება: ანგარიში მოიცავს სპორტული ცენტრის მიერ ორგანიზებულ და მხარდაჭერილ ასზე მეტ რეგიონულ, რესპუბლიკურ და საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიებას სხვადასხვა სახეობაში – კალათბურთი, მკლავჭიდი, ჭადრაკი, ძიუდო, ტაეკვონდო, ქართული ჭიდაობა, ფეხბურთი და სხვა. აღსანიშნავია სპორტსმენების წარმატებები როგორც ადგილობრივ, ისე ეროვნულ დონეზე. მრავალი მონაწილე დაჯილდოვდა ფულადი ჯილდოებით და საჩუქრებით, რაც სტიმულია მოზარდების მოტივაციისთვის.   სტრატეგიული თანამშრომლობები: ცენტრს გაფორმებული აქვს პარტნიორული შეთანხმება თბილისის „დინამოს“ საფეხბურთო სკოლასთან, რაც ადგილობრივ სპორტსმენებს დამატებით პერსპექტივებს აძლევს. ორგანიზაცია ასევე ჩართულია საერთაშორისო ტურნირებში და მხარს უჭერს პერსპექტიულ სპორტსმენთა მონაწილეობას საზღვარგარეთ.   ანგარიში ნათლად აჩვენებს, რომ ა(ა)იპ „სპორტის ცენტრი“ წარმოადგენს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სპორტული განვითარების მნიშვნელოვან საყრდენს. ცენტრის მიზანმიმართული მუშაობა, პროფესიონალური რესურსი და ფინანსური დისციპლინა ქმნის მყარ საფუძველს, რომ ახალგაზრდობამ სპორტში საკუთარი პოტენციალი სრულად გამოავლინოს.    სრულ ანგარიშს გაეცანით ბმულზე: https://bit.ly/43muyBU
სრულად