საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/SDvzchd%20hbv_1.jpg
18/09/2020 17:41

რა გაკეთდა კიცხში

ზაფხული იდგა. ცხელოდა, ქარი ქროდა. სოფელში სტუმრები შემოსულან, სიცხეს შეუწუხებიათ და ერთ მათგანს უთქვამს: „როგორი ქარი და სიცხეაო“, „კი ცხელაო!“ - დაუდასტურებია მეორეს. ასეთი თქმულება არსებობს სოფელ კიცხის სახელთან დაკავშირებით. დღეს პარასკევია და, შესაბამისად, პროექტის #რაგაკეთდა ფარგლებში, ადვილი მისახვედრია, რომ კიცხის თემის შესახებ გიამბობთ! თემში შემავალი სოფლებია კიცხი, ბორი, იგორეთი, საქარიქედი და თეთრაწყარო. ადმინისტრაციული ცენტრი კი, ხარაგაულიდან 12 კილომეტრში მდებარეობს. ალბათ არცერთ სოფელს ან ადმინისტრაციულ ცენტრს არ ექნება ისეთი მდიდარი და გამორჩეული ისტორია, როგორიც კიცხს.  ამ მხარეში განსაკუთრებით იყო განვითარებული მევენახეობა. კიცხის ციცქა-ცოლიკაურის ღვინო კი - საქვეყნოდ განთქმული. ტრადიცია დღესაც გრძელდება და სულაც არაა გასაკვირი, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ღვინის მარნები მხოლოდ სოფელ კიცხში მდებარეობს! ასევე ძალიან სასიხარულოა ის ფაქტი, რომ სოფელში მიმდინარეობს ძველი ღვინის ქარხნის აღდგენა!  კიცხის ბაზარი ვისაც გახსოვთ, სავსე პროდუქტით, ადგილობრივი ნაწარმით, ხალხმრავალი, სადაც ვაჭრები და მყიდველები სხვადასხვა რაონებიდანაც მოდიოდნენ. სხვათაშორის მოსახლეობა დღესც ითხოვს კიცხის ბაზრის აღდგენას. პირველი სამინისტრო სკოლა კიცხში XIX საუკუნის მიწურულს დაარსდა, წელს სოფელში საუკუნოვანი სკოლის ადგილზე ახალი, თანამედროვე სტანდარტების ორსართულიანი საჯარო სკოლა შენდება. კიცხში ფუნქციონირებს საქართველოში ცნობილი ფოლკლორული ანსამბლი „ოდილა“, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ქართული ფოლკლორის აღდგენასა და შენარჩუნებაში. სოფელში არის კოოპერატივი, რომელშიც 12 მეპაიე გაერთიანებული. კოოპერატივი სკებს და ფუტკრის ინვენტარს ამზადებს. პროექტის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიცხში ხილის ჩირის საწარმო ფუნქციონირებს! ხოლო „დანერგე მომავლის“ ფარგლებში დაფინანსდა ერთი ბენეფიციარი, რომელმაც 20 მეასედზე კენკროვანი კულტურა გააშენა.  ს ოფელი კიცხი გაზიფიცირებულია და ბუნებრივი აირი ძალიან მალე მიეწოდება მოსახლეობას.   კიცხში ასფალტირებულია სოფლის ცენტრალური გზა! ბეტონის საფარი მოწყობილია ავალიშვილების, მდინარაძეების, მიქიაშვილების, ჯიმშიაშვილების და ნიქაბაძეების საუბნო გზებზე.  ასევე რეაბილიტირებულია კიცხი-ხიდარის დამაკავშირებელი გზის 4 კმ-იან მონაკვეთი.  სოფელში ფუნქციონირებს საბავშვო ბაღი, რომელიც 2013 წელს აშენდა!  2015 წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდა შინმოუსვლელთა მემორიალს, მოეწყო ასევე, კიცხის ახლადაშენებული ეკლესიის გალავანი.  კიცხის ცენტრში ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ცენტრი, რომელიც ათეულობით სოფელს ემსახურება!  ცენტრალურ გზაზე ხარაგაულიდან საქარიქედამდე და ბორიდან კიცხის მიმართულებით დამონტაჟებულია გარე განათების ქსელი. ბორი  - სოფელი, რომელიც არამარტო საქართველოში, არამედ ამიერკავკასიაში ცნობილია როგორც ანტიკური ხანის ძველი ნამოსახლარი, სადაც 1902-1909 წლებში მიწის სამუშაოების დროს აღმოაჩინეს ძველი სამარხები და ძვირფასი ნივთები. მოგვიანებით კი ექსპედიციებმა აღმოაჩინეს ძვ.წ. I საუკუნისა და ახ.წ. II-III სს. საოჯახო სამაროვნები. როგორც ირკვევა ბორის ტერიტორიაზე პიტიახშთა რეზიდენცია უნდა ყოფილიყო. ბორში აღმოჩენლია სამაჯური, რომელსაც 29 ლალის ქვა ამკობს, აქვე აღმოჩნდა სარდიონის მძივები, წყვილი ოქროს სამაჯური 29 ალმადინით, წყვილი ოქროს საყურე, აჟურული გულქანდა და სხვა. ბორის განძის მნიშვნელოვანი ნაწილი დაცულია ერმიტაჟში. სოფელში რეაბილიტირებულია ცენტრალური გზა, ფუნქციონირებს სკოლა პანსიონი და საბავშვო ბაღი. გასულ წელს ნაწილობრივ რეაბილიტაცია ჩაუტარდა ბორის სკოლა-პანსიონს, წელს მიმდინარეობს სველი წერტილების მოწყობა. ბორში სასმელი წყლის უზრუნველყოფის მიზნით ჭაბურღილი მოეწყო ნიქაბაძეების უბანში.  საქარიქედი -  სოფელში წელიწადის ნებისმიერ დროს ქარი ქრის, ამიტომ ადრე ქარის ქედსაც ეძახდნენ. ზაფხულში, კარგი ამინდების დროს სოფლის მაღალი წერტილიდან საოცარი ხედები იშლება. განსაკუთრებით შთამბეჭდავია კავკასიონის მთები. სოფლის ცენტრში არის ადგილი, რომელსაც მუხებს ეძახიან, როგორც ამბობენ აქ 200 წლოვანი რამდენიმე მკერდგანიერი მუხაა. სოფლის ცენტრალურ გზაზე მოწყობილია ბეტონის საფარი. საქარიქედზე, სადაც მოსახლეობას წყლის პრობლემა ქონდა გაკეთდა წყლის ჭაბურღილი! წელს განხორციელდა სოფლის გაზიფიცირების სამუშაოები!  თეთრაწყარო - ხარაგაულიდან 4 კილომეტრში მდებარეობს! სოფელში არის „ფაქუთის“ წმ. გიორგი სახელობის ეკლესია, რომელიც XIX საუკუნეში აუგიათ. სოფელ თეთრაწყაროს შესასვლელში არის ე.წ. „ხანდების ქვის“ კარიერი. იქ მოპოვებული ქვა გამოიყენება, როგორც სამშენებლოდ ასევე მოსაპირკეთებლად. თეთრაწყაროში რეაბილიტაცია ჩაუტარდა სასოფლო გზას ორ მონაკვეთზე. მოეწყო წყლის სისტემა ე.წ. ოკიშურას უბანში და ლურსმანაშვილების უბანში. სოფელი გაზიფიცირებულია და სარგებლობს ბუნებრივი აირით! იგორეთი - სოფელი ორ ნაწილადაა გაყოფილი(ლაშის და კიცხის). კიცხის იგორეთში სოფლის ცენტრალური გზა ნაწილობრივადაა დაგებული (პირველი ეტაპი). სოფლის მოსახლეობის ძირითადი ნაწილი სასმელი წყლით საქარიქედის ჭაბურღილიდან სარგებლობს. ნაწილი მოსახლეობისთვის წყლის სისტემა მიმდინარე წელს მოეწყო. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში კიცხი ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული და არამიგრაციული თემია.  მოსახლეობის რაოდენობა 1 700 ადამიანს აჭარბებს.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A4.jpg
18/09/2020 16:33

გაფრთხილება რეგულაციების დაცვის შესახებ

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით, ხელისუფლება მოსახლეობას აფრთხილებს, დაიცვან ყველა ის რეგულაცია, რაც სახელმწიფოს მიერ დაავადების გავრცელების პრევენციისკენაა მიმართული ამასთან დაკავშირებით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია, ხარაგაულის ჯანდაცვის ცენტრთან ერთად, დაბაში არსებული ობიექტების მონიტორინგს ახორციელებს. დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, თემურ ჩხეიძემ პირადად გააცნო რამოდენიმე მეწარმეს თუ როგორ უნდა დაიცვან რეგულაციები. კერძოდ, აუცილებელია ყველა ობიექტს ჰქონდეს სადეზინფექციო სითხე და დეზობარიერი. ასევე სავალდებულოა პირბადის გამოყენება და 2 მეტრიანი დისტანციის დაცვა. აღსანიშნავია, რომ თუ ყველა ეს რეკომენდაცია დაცული იქნება, ვირუსის გავრცელების შანსი მინიმალურს უახლოვდება. ხარაგაულის მერია გისურვებთ ჯანმრთელობას
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A6.jpg
18/09/2020 08:51

საღანძილეში საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

აუცილებლად მივიჩნიეთ თქვენთვის გვეცნობებინა, რომ  საღანძილის თემის მოსახლეობამ ხარაგაულის მერიას რამდენჯერმე მიმართა წერილობითი თხოვნით  სოფლის ადმინისტრაციულ ცენტრში საბავშვო ბაღის საჭიროების მიზნით.  მშობლების ხელმოწერით შემოსულ განცხადებებში დასტურდებოდა, რომ ადმინისტრაციულ ცენტრში არსებული მზარდი კონტიგენტის გამო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება მართლაც აუცილებელი იყო, რომლითაც 6 სოფლის მოსახლეობა ისარგებლებდა. სწორედ ამიტომ და სწორედ იმიტომაც, რომ, როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე მუნიციპალიტეტისთვის სკოლამდელი აღზრდის განათლება პრიორიტეტს წარმოადგენს, გადაწყდა სოფელ საღანძილის ცენტრში, ახალი, თანამედროვე სტანდარტებს მისადაგებული საბავშვო ბაღის მშენებლობა.  პროექტი მალე დასრულდება და 50 აღსაზრდელზე გათვლილ საღანძილის საბავშვო ბაღში ბავშვები სრულფასოვან სკოლამდელ განათლებას მიიღებენ! დღეს სოფელში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს ხარაგაულის მერის მოვალეობის შემსრულებელი თემურ ჩხეიძე და მერის წარმომადგენელი საღანძილის ადმინისტრაციულ ერთეულში გოგა კიკნაძე ადგილზე გაეცნენ.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_18.jpg
15/09/2020 13:36

ხარაგაულის 26 სკოლაში სწავლა საკლასო ოთახებში დაიწყო

ხარაგაულის 25 საჯარო და ერთი კერძო სკოლა სრულ მზადყოფნაშია, ხვალ, 15 სექტემბერს აღსაზრდელები უსაფრთხო გარემოში მიიღოს. მუნიციპალიტეტის სკოლებმა წარმატებით გაიარეს, როგორც რეგიონული ასევე, მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის ჯგუფის მონიტორინგი. სკოლებში პერიოდიულად ახორციელებდა მონიტორინგს ასევე, ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, მარინა ვეფხვაძე. სასწავლო დაწესებულებებში დაცულია ჯანდაცვის სამინსტროს ყველა ის რეკოემნდაცია, რომელიც საქართველოს მთავრობს დადგენილებითაა განსაზღვრული. სკოლის შენობებში სადეზინფექციო ხსნარები რამდენიმე ლოკაციაზეა დამონტაჟებული, შესასვლელებში განთავსებულია დეზობარიერები, საკლასო ოთახებში და დერეფნებში გამოკრულია საინფორმაციო ბანერები. სკოლები აღჭურვილია პირბადეებით და სხვა სადეზინფექციო საშუალებებით.  დღეს საჯარო სკოლებში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო ხარაგაულის მერის მოვალეობის შემსრულებელი თემურ ჩხეიძე. „26-ივე სკოლაში 15 სექტემბერს სწავლა დიწყება საკლასო ოთახებში, სკოლები უზრუნველყოფილია ყველა ჰიგიენური საშუალებით, მიუხედავად იმის, რომ ზოგიერთ მათგანში მიმდინარეობს სველი წერტილების მოწყობა, ეს სასწავლო პროცესს ხელს არ შეუშლის და სამუშაოები მოსწავლეებისგან გამოყოფილ, იზოლირებულ გარემოში გაგრძელდება და ვადების დაცვით დასრულდება“ - აღნიშნა თემურ ჩხეიძემ.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%A4.jpg
14/09/2020 14:40

ჯაფაროულში გზის დაგება დაიწყო

თუ თქვენ ჯაფაროულში ცხოვრობთ ეს ინფორმაცია თქვენთვისაა  დაბა ხარაგაულთან ყველაზე ახლოს მდებარე სოფელ ჯაფაროულში გზის რეაბილიტაცია დაიწყო! ბეტონის საფარი სოფლის ცენტრალური გზის 1 500 მეტრიან მონაკვეთზე იგება. სამუშაოებს შპს „მათე“ ასრულებს, რომლის ღირებულებაც 200 000 ლარს აღემატება. წელსვე, ჯაფაროულის ცენტრალურ გზაზე, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გარე განათების სისტემა ეწყობა.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/%E1%83%91%E1%83%90%E1%83%96%E1%83%90.jpg
11/09/2020 13:42

რა გაკეთდა ბაზალეთში - ანგარიში მოსახლეობას

 ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეული თავისი განვითრებული ინფრასტრუქტურით ევროპული დასახლების პატარა სოფელს წააგავს. ბოლო შვიდი წლის განმავლობაში განხორციელებულმა პროექტებმა სოფლის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ჩვენს რუბრიკაში „რა გაკეთდა“, ხარაგაულის ცენტრთან ყველაზე ახლო მდებარე ადმინისტრაციულ ერთეულში ბაზალეთში განხორციელებულ პროექტებს გაგაცნობთ. ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეული დაბა ხარაგაულთან ახლოს, 4 კილომეტრში მდებარეობს. თემში ოთხი სოფელი - ბაზალეთი, ქროლი, ღარიხევი და წიფია გაერთიანებული. ბაზალეთში მოასფალტებულია სოფლის ცენტრალური გზა, რომელზეც მოწყობილია გარე განათების სისტემა. აქაური მოსახლეობა სარგებლობს ბუნებრივი აირით, სოფელს აქვს სპორტული მოედანი, ფუნქციონირებს საჯარო სკოლა, მოსახლეობას ემსახურება მუნიციპალური ტრანსპორტი. ბაზალეთში რეაბილიტირებულია ზედა ნანიტაშვილების, ქვედა ნანიტაშვილების და დევდარიანების საუბნო გზები. ნანიტაშვილების საუბნო გზებზე მოწყობილია ასევე გარე განათების სისტემა. სოფელ ღარიხევში რეაბილიტაცია ჩაუტარდა სასოფლო გზის 1 800 მეტრინ მონაკვეთს. აღნიშნულ გზაზე ფუნქციონირებს ღამის განათება. გარე განათების სისტემა მოწყობილია ასევე ჭილოფის უბანში. სოფელში აშენდა დაწყებითი განათლების სკოლის ახალი შენობა. ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მოეწყო სამი ხიდ-ბოგირი, ბაზალეთში, დევდარიანების უბანში და ღარიხევში ბრუისისა და ჭილოფის უბანში, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსდა. კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდა ბაზალეთში შესასვლელ ახალ ხიდბოგირს მდინარე ჩხერიმელაზე. მოეწყო წყლის სისტემა ღარიხევში კლუბის უბანში, და ქროლში მაქაძეების უბანში. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სოფელმა შეიძინა ავტობუსი. სოფელ ქროლში რეაბილიტაცია ჩაუტარდა სოფლის ცენტრალურ გზას, ასევე ჩუბინიძეების უბანში ამორტიზებულ მონაკვეთზე მოეწყო ბეტონის საფარი. ქროლში ცენტრალურ გზაზე მოწყობილია გარე განათების სისტემა. მიმდინარეობს ღორეშა-ბაზალეთი-ხარაგაულის 11 კილომეტრიანი მონაკვეთის კაპიტალური რეაბილიტაცია. ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში 600-ზე მეტი ადამიანია რეგისტრირებული.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%91%E1%83%A3.jpg
09/09/2020 12:21

საჩხერე-ხარაგაულის დამაკავშირებელი გზის გზშ ანგარიშის განხილვა გაიმართა

8 სექტემბერს ხარაგაულში, საჩხერე-ხარაგაულის დამაკავშირებელი (სოფელ ლიჩიდან სოფელ ნადაბურამდე, თბილისი-სენაკი-ლესელიძე E60 ცენტრალურ მაგისტრალამდე) საავტომობილო გზის რეკონსტრუქციის და მასზე არსებული ორი სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაციის და მდინარე ძირულაზე ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა მოეწყო. სარეკონსტრუქციო გზა დაყოფილია 3 მონაკვეთად, რომელთა საერთო სიგრძე 15.58 კმ-ს შეადგენს. პირველი მონაკვეთი(ლიჩი-ნადაბური) - 8.18 კმ; მეორე მონაკვეთი (ნადაბური - ციცქიური) - 5.3 კმ; მესამე მონაკვეთი - (ციცქიური - ცენტრალურ საავტომობილო გზამდე) - 2.1 კმ. პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში ორი სოფლის (ნადაბური, ციცქიური) მოსახლეობას „გამა კონსალტინგის“ წარმომადგენლებმა გააცნეს. შეხვედრას ესწრებოდნენ, პროექტის განმახორციელებელი მუნიციპალური განვითარების ფონდის და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები. პროექტის გზშ ანგარიშის განხილვას მოსახლეობასთან ერთად მოუსმინეს ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა, კობა ლურსმანაშვილმა, ხარაგაულის მერის მოვალეობის შემსრულებელმა თეიმურაზ ჩხეიძემ და საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძემ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და როგორც ცენტრალური, ასევე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობის კითხვებს უპასუხეს
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%A6.jpg
09/09/2020 12:15

დოღი და ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა ხარაგაულში

 5 სექტემბერს, ხარაგაულში, ხიდრის და კიცხის მოსახლეობის ინიციატივით, დოღი გაიმართა. საცხენოსნო გარბენი საქარიქედის მინდვრებზე სამ ტურად ჩატარდა. ფინალში გადასული ექვსი ცხენოსანიდან პირველი ადგილი ჩრდილელმა უჩა შველიძემ დაიკავა, მეორე ადგილზე მასპინძელი სოფელ ხიდრის მკვიდი ზურაბ ჩაჩანიძე გავიდა, ხოლო მესამე ადგილის მფლობელი კვლავ ჩრდილელი მერაბ თიაკანაშვილი გახდა. ღონისძიების ფარგლებში, დოღის დასასრულს, ხიდრის მოსახლეობის ინიციატივით, ადგილობრივი პროდუქციის გამოფენა -დეგუსტაცია მოეწყო. გაიმართა ღვინის კონკურსი, რომელშიც ყველაზე მეტი მოწონება ხიდრელი ჯამბულ ხეცაძის ღვინომ დაიმსახურა. სოფლის მოსახლეობის ინიციატივით გამართულ ღონისძიებებს ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. დაესწრნენ. ხარაგაულის მერიის კულტურის სამსახურის წარმომადგენლებმა გამარჯვებულები სიგელებით და წამახალისებელი ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოეს. ა(ა)იპ სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის დირექტორმა გრიგოლ ჭიპაშვილმა პირველ ადგილოსანს თასი გადასცა. კიცხის ზონაზე გამართული ღონისძიებების მხარდამჭერი გახლდათ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია და სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9C.jpg
07/09/2020 10:30

დეპუტატებმა მერიის ორი სამსახურის ანგარიშის განხილვა გადადეს, ხოლო ორი-უარყოფითად შეაფასეს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, მერიის ზედამხევდელობისა და არქიტექტურის სამსახურის ანგარიში უარყოფითად შეაფასა, ასევე უარყოფითი შეფასება მისცეს ქონებისა და ეკონომიკის მართვის სამსახურსაც. საკითხების განხილვა დებატებით წარიმართა საკრებულოს უმრავლესობისა და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს შორის. უმრავლესობის წარმომადგენლების განმარტებით ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახური დებულებით გათვალისიწნებულ უფლება-მოვალეობების ნახევარ ნაწილსაც კი ვერ ასრულებდა. დეპუტატებმა ასევე კომუნიკაციის პრობლემებზეც- ისაუბრეს . დეპუტატებმა ინგა მაღრაძემ და მიხეილ ჭიპაშვილმა ანგარიშების უარყოფითად შეფასება გააკრიტიკეს და აღნიშნული ფაქტი, მერის სამსახურიდან გადადგომას დაუკავშირეს, ისევე როგორც-ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსის, აფრასიონ ლურსმანაშვილის პირადი განცხადების საფუძველზე, სამსახურიდან წასვლის საკითხი. სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა, ჯაბა ბერაძემ. მან სამსახურის ანგარიშის წარდგენაზე უარი განაცხადა, იმ მოტივით, რომ უმრავლესობას უარყოფითად შეფასების შესახებ გადაწყვეტილება წინასწარ ქონდათ მიღებული. სხდომაზე გადაიდო ორი სამსახურის ანგარიშის განხილვა. ( ადმინისტრაციული სამსახურის, შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის.) სხდომაზე ასევე განხილული იყო შემდეგი საკითხები: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ ზონების განსაზღვრის შესახებ,რომლებშიც I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობათა განთავსება/მშენებლობა სავალდებულოა II კლასისთვის დადგენილი წესით მომხს: ზურაბ ბანცაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N17 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: კახაბერ გოლუბიანი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის N31 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: კახაბერ გოლუბიანი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 09 მარტის N50/11 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ჯაბა ბერაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 09 მარტის N50/12 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა გეგმის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ჯაბა ბერაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ ხევში მდებარე 2150.00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი № 36.05.33.287), სახელმწიფოსათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ მომხს: ჯაბა ბერაძე
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/116879428_2842051356042019_1808115871371640322_o.jpg
04/09/2020 17:01

რა გაკეთდა სარგვეშის ადმინისტრაციულ ერთეულში

დღეს პარასკევია და როგორც დაგპირდით, სოფლებში განხორციელებული პროექტების სერიას გაგაცნობთ, ამჯერად სარგვეშის ადმინისტრაციულ ერთეულში-2013 წლიდან შესრულებულ პროექტებს წარმოგიდგენთ. ასევე წარმოგიდგენთ დაგეგმილ პროექტებს, რომელთა განხორციელებაც, ახლო მომავალში იგეგმება.   სარგევეშის ადმინისტრაციულ ერთეულში ოთხი სოფელი შედის: სარგვეში, ხორითი, საბე და მირონწმინდა (წითელი ხევი). ხარაგაულიდან სარგვეშის ცენტრამდე მანძილი-11 კმ-ია. ტერიტორია-1419, 21 ჰე-ია, ხოლო მოსახლეობის რაოდენობა 662 მაცხოვრებელი.   სოფელი სარგვეში მწვანეში ჩაფლული პატარა ადმინისტრაციული ერთეულია, რომელზეც არაერთი ლეგენდა და ისტორიული ნარკვევი არსებობს. სარგვეშში აღმოჩენილია უძველესი ძვირფასი განძი, რომელიც III საუკუნით თარიღდება. იგი „სარგვეშის განძის“ სახელწოდებით არის ცნობილი. (ვერცხლის ბარძიმი, ოქროს სხვადასხვა ფორმის 3 ბეჭედი, თვლებით ინკუსტრირებული სამაჯური, ოქროს ხატის უღელი და ვერცხლის კოვზი). განსაკუთრებით საინტერესოა ვერცხლის ბარძიმი, რომელზეც სასანიანთა დინასტიის მეფეთ-მეფე ბაჰრამ II , მისი მეუღლე და ტახტის მემკვიდრეა გამოსახული.   სოფელ სარგვეშში არსებობს 1885 წელს აგებული „ქაშვეთის“ წმინდა გიორგის ეკლესია, რომელიც თურმე ორი ბერძენი ხუროთმოძღვრის მიერ ყოფილა აგებული.   სოფელზე მიედინება მდინარე „ყარნები“ აღნიშნული სახელწოდება მდინარის მახლობლად მომხდარ ბრძოლას უკავშირდება, რომელიც ოსმალებსა და ქართველებს შორის გამართულა.   სოფელი სარგვეშში ამ ეტაპზე მიმდინარეობს მასშტაბური პროექტიები, კერძოდ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია- ღორეშა-სარგვეში-ბაზალეთის 11-კმ-იანი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია მოსაცდელებისა და სხვა ინფრასტრუქტურული ნაგებობების მშენებლობა.   ასევე ცისკაძეების უბანში მიმდინარეობს საავტომობილო სახიდე გადასასვლელის მშენებლობა;   დაიწყო სოფლის ცენტრალურ უბანში გარე განათების დამონტაჟება;   მიმდინარეობს სარგვეშის საბაზო სკოლის სველი წერტილების მოწყობა;   დაიწყო და დროებით შეჩერებულია ცისკაძეების საუბნო გზის რეაბილიტაცია;   აქვე გაგაცნობთ უკვე დასრულებულ პროექტეთა ნუსხას;   სოფელში აშენდა და კეთილმოეწყო ბიბლიოთეკის შენობა;   კეთილმოეწყო ელექტრო წისქვილი;   მოეწყო ცენტრალური უბნის წყლის სისტემა; რეაბილიტირდა საბავშვო ბაღისთვის განკუთვნილი შენობა;   სოფლის ცენტრში მოეწყო სველი წერტილი;   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ საცხოვრებელი აუშენა სოფელი სარგვეშის მაცხოვრებელს.   სოფელი საბე მდებარეობს მდინარე ყარნების მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 500 მ-ზე.   სოფლის მშვენებაა XVIII საუკუნის, ხანდების ქვით ნაგები, დარბაზული ტიპის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია.   საბეში, ზეკვადის უბანში არის მიწა, რომელიც გამოიყენება, საპნების, შამპუნების, კრემების, ჭურჭლის სარეცხი საშუალებების დასამზადებლად, ხოლო ვარძანეთის უბანში არის კანის დაავადებებისათვის სამკურნალო წყალი.   სარგვეშის ადმინისტრაციულ ერთეულის სოფელ საბეში 2013 წლიდან როგორც ადგილობრივი ისე ცენტრალური ხელისუფლების დახმარებით რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი განხორცილედა, ასევე ხარაგაულის მერიამ ორ ადგილობრივ ოჯახს, საცხოვრებელი სახლები შეუძინა.   აშენდა ორი საავტომობილო სახიდე გადასასვლელი, საბე-მაღალოურის და ვეფხვაძეების უბნის დამაკავშირებელი;   მობეტონდა საბე-სარგვეშის საავტომობილო გზა 3800 მ-ზე;   მოსახლეობას, საჭიროების შემთხვევაში, გადაეცათ სასმელი წყლის მილები;   პერიოდულად რამდენჯერმე შეკეთდა საუბნო გზები;   ამჟამად მიმდინარეობს გარე განათების სისტემის დამონტაჟების სამუშაოები;   სოფელი ხორითი სოფელ ხორითში ცნობილია მარამარილოსებრი კირქვების საბადო.   სოფელში არის შუა საუკუინეების „ღვათაების“ ეკლესიის ნანგრევები და წმინდა გიორგის XVII ს. ეკლესია.   სოფელ ხორითში რეაბილიტაცია ჩაუტარდა ხორითი-სარგვეშის დამაკავშირებელი გზის 500მ-იან მონაკვეთს, ამ ეტაპზე პროექტი დასრულებული არ არის და სამშენებლო სამუშაოები დროებით შეჩერებულია.   აშენდა ახალი საავტომობილო ხიდი.   რეაბილიტაცია ჩაუტრდა გრძელიძეების, ასათიანების, ღონღაძეების, კალანდაძეების, ნავაძეების საუბნო გზებს.   მოეწყო ეკლესიასთან მისასვლელი გზა;   მოსახლეობას დაურიგდა სასმელი წყლის მილები;   ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ხორითი-ღვერკის 1500მ-იანი მონაკვეთის მობეტონების სამუშაოები;   სოფელი მირონწმინდა მდებარეობს მდინარე ყარნების ხეობაში, ზღვის დონიდან 560 მ-ზე. ხარაგაულიდან 6 კილომეტრის დაშორებით.   სოფელში არის „მირონწმინდის“ წმინდა გიორგის ეკლესიის ნანგრევები.   სოფელში აშენდა და მოეწყო წისქვილი;   ეკლესიამდე მისასვლელ გზაზე აშენდა ხიდ-ბოგირი;   რეაბილიტაცია ჩაუტარდა საუბნო გზებს;   მოეწყო ბეტონის საფარი-260 მ-ზე;   მოსახლეობას წყალთან დაკავშირებული პრობლემის მოსაგვარებლად დაურიგდა წყლის მილები;   ამჟამად მიმდინარეობს გარე განათების მოწყობა;   სარგვეშის ადმინისტარციულ ერთეულში დაგეგმილი პროექტებს განეკუთვნება:   სოფელ სარგვეშში დაგეგმილია: გარე განათების დასრულება, საუბნო გზების კეთილმოწყობა, წყლის სისტემის რეაბილიტაცია;   სოფელ საბეში: საუბნო გზების კეთილმოწყობა და გარე განათების დამონტაჟება.   სოფელი ხორითი: ხორითი-სარგვეშის საავტომობილო გზის დასრულება და წყლის სისტემის მოწესრიგება;   სოფელ მირონწმინდაში: გარე განათების დასრულება და საუბნო გზების რეაბილიტაცია;  
სრულად