საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/%E1%83%91%E1%83%90%E1%83%96%E1%83%90.jpg

რა გაკეთდა ბაზალეთში - ანგარიში მოსახლეობას

 ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეული თავისი განვითრებული ინფრასტრუქტურით ევროპული დასახლების პატარა სოფელს წააგავს.

ბოლო შვიდი წლის განმავლობაში განხორციელებულმა პროექტებმა სოფლის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

ჩვენს რუბრიკაში „რა გაკეთდა“, ხარაგაულის ცენტრთან ყველაზე ახლო მდებარე ადმინისტრაციულ ერთეულში ბაზალეთში განხორციელებულ პროექტებს გაგაცნობთ.

ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეული დაბა ხარაგაულთან ახლოს, 4 კილომეტრში მდებარეობს. თემში ოთხი სოფელი - ბაზალეთი, ქროლი, ღარიხევი და წიფია გაერთიანებული.

ბაზალეთში მოასფალტებულია სოფლის ცენტრალური გზა, რომელზეც მოწყობილია გარე განათების სისტემა. აქაური მოსახლეობა სარგებლობს ბუნებრივი აირით, სოფელს აქვს სპორტული მოედანი, ფუნქციონირებს საჯარო სკოლა, მოსახლეობას ემსახურება მუნიციპალური ტრანსპორტი.
ბაზალეთში რეაბილიტირებულია ზედა ნანიტაშვილების, ქვედა ნანიტაშვილების და დევდარიანების საუბნო გზები. ნანიტაშვილების საუბნო გზებზე მოწყობილია ასევე გარე განათების სისტემა.

სოფელ ღარიხევში რეაბილიტაცია ჩაუტარდა სასოფლო გზის 1 800 მეტრინ მონაკვეთს. აღნიშნულ გზაზე ფუნქციონირებს ღამის განათება.

გარე განათების სისტემა მოწყობილია ასევე ჭილოფის უბანში.

სოფელში აშენდა დაწყებითი განათლების სკოლის ახალი შენობა.

ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მოეწყო სამი ხიდ-ბოგირი, ბაზალეთში, დევდარიანების უბანში და ღარიხევში ბრუისისა და ჭილოფის უბანში, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსდა.

კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდა ბაზალეთში შესასვლელ ახალ ხიდბოგირს მდინარე ჩხერიმელაზე.

მოეწყო წყლის სისტემა ღარიხევში კლუბის უბანში, და ქროლში მაქაძეების უბანში.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სოფელმა შეიძინა ავტობუსი.

სოფელ ქროლში რეაბილიტაცია ჩაუტარდა სოფლის ცენტრალურ გზას, ასევე ჩუბინიძეების უბანში ამორტიზებულ მონაკვეთზე მოეწყო ბეტონის საფარი.

ქროლში ცენტრალურ გზაზე მოწყობილია გარე განათების სისტემა.

მიმდინარეობს ღორეშა-ბაზალეთი-ხარაგაულის 11 კილომეტრიანი მონაკვეთის კაპიტალური რეაბილიტაცია.

ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში 600-ზე მეტი ადამიანია რეგისტრირებული.

ნანახია: 1905 - ჯერ