საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A6.jpg

საღანძილეში საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

აუცილებლად მივიჩნიეთ თქვენთვის გვეცნობებინა, რომ  საღანძილის თემის მოსახლეობამ ხარაგაულის მერიას რამდენჯერმე მიმართა წერილობითი თხოვნით  სოფლის ადმინისტრაციულ ცენტრში საბავშვო ბაღის საჭიროების მიზნით. 

მშობლების ხელმოწერით შემოსულ განცხადებებში დასტურდებოდა, რომ ადმინისტრაციულ ცენტრში არსებული მზარდი კონტიგენტის გამო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება მართლაც აუცილებელი იყო, რომლითაც 6 სოფლის მოსახლეობა ისარგებლებდა.

სწორედ ამიტომ და სწორედ იმიტომაც, რომ, როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე მუნიციპალიტეტისთვის სკოლამდელი აღზრდის განათლება პრიორიტეტს წარმოადგენს, გადაწყდა სოფელ საღანძილის ცენტრში, ახალი, თანამედროვე სტანდარტებს მისადაგებული საბავშვო ბაღის მშენებლობა. 

პროექტი მალე დასრულდება და 50 აღსაზრდელზე გათვლილ საღანძილის საბავშვო ბაღში ბავშვები სრულფასოვან სკოლამდელ განათლებას მიიღებენ!

დღეს სოფელში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს ხარაგაულის მერის მოვალეობის შემსრულებელი თემურ ჩხეიძე და მერის წარმომადგენელი საღანძილის ადმინისტრაციულ ერთეულში გოგა კიკნაძე ადგილზე გაეცნენ.

ნანახია: 1633 - ჯერ