საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%91%E1%83%A3.jpg

საჩხერე-ხარაგაულის დამაკავშირებელი გზის გზშ ანგარიშის განხილვა გაიმართა

8 სექტემბერს ხარაგაულში, საჩხერე-ხარაგაულის დამაკავშირებელი
(სოფელ ლიჩიდან სოფელ ნადაბურამდე, თბილისი-სენაკი-ლესელიძე E60 ცენტრალურ
მაგისტრალამდე) საავტომობილო გზის რეკონსტრუქციის და მასზე არსებული ორი სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაციის და მდინარე ძირულაზე ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა მოეწყო.

სარეკონსტრუქციო გზა დაყოფილია 3 მონაკვეთად, რომელთა საერთო სიგრძე 15.58 კმ-ს შეადგენს.

პირველი მონაკვეთი(ლიჩი-ნადაბური) - 8.18 კმ;
მეორე მონაკვეთი (ნადაბური - ციცქიური) - 5.3 კმ;
მესამე მონაკვეთი - (ციცქიური - ცენტრალურ საავტომობილო გზამდე) - 2.1 კმ.

პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში ორი სოფლის (ნადაბური, ციცქიური) მოსახლეობას „გამა კონსალტინგის“ წარმომადგენლებმა გააცნეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ, პროექტის განმახორციელებელი მუნიციპალური განვითარების ფონდის და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები.

პროექტის გზშ ანგარიშის განხილვას მოსახლეობასთან ერთად მოუსმინეს ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა, კობა ლურსმანაშვილმა, ხარაგაულის მერის მოვალეობის შემსრულებელმა თეიმურაზ ჩხეიძემ და საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძემ.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და როგორც ცენტრალური, ასევე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობის კითხვებს უპასუხეს

ნანახია: 1302 - ჯერ