საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/_17.jpg
04/09/2020 10:11

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო 2020 წლის 7 სექტემბერს სხდომას გამართავს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 07 სექტემბრის სხდომის დღის წესრიგი 1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოსმენისა და შეფასების თაობაზე მომხს: გიორგი ჭყოიძე 2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოსმენისა და შეფასების თაობაზე მომხს: კახაბერ გოლუბიანი 3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის განხილვისა და შეფასების თაობაზე მომხს: ზურაბ ბანცაძე 4. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის განხილვისა და შეფასების თაობაზე მომხს: ჯაბა ბერაძე 5. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 19 დეკემბრის N27 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ვლადიმერ გელაშვილი 6. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ ზონების განსაზღვრის შესახებ, რომლებშიც I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობათა განთავსება/მშენებლობა სავალდებულოა II კლასისთვის დადგენილი წესით მომხს: ზურაბ ბანცაძე 7.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N17 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: კახაბერ გოლუბიანი 8 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის N31 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: კახაბერ გოლუბიანი 9. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 09 მარტის N50/11 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ჯაბა ბერაძე 10.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 09 მარტის N50/12 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა გეგმის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ჯაბა ბერაძე 11.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ ხევში მდებარე 2150.00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი № 36.05.33.287), სახელმწიფოსათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ მომხს: ჯაბა ბერაძე
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/logo-1.png
03/09/2020 11:48

ხარაგაულში საჩხერე-ხარაგაულის დამაკავშირებელი გზის გზშ საჯარო განხილვა გაიმართება

2020 წლის 8 სექტემბერ ს ,   17:00   საათ ზე   ხარაგაულის მუნიციპალიტეტი ს სოფ . ციცქიურის  სა რიტუალო   სახლის შენობა ში,   საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ს ორგანიზებით  გაიმართება  საჩხერე-ხარაგაულის დამაკვშირებელი სოფ . ლიჩიდან თბილისი - სენაკი - ლესელიძე E60 ცენტრალურ მაგისტრალამდე) საავტომობილო გზის რეკონსტრუქციისა და მშენებლობის პროექტი ს და გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა,   რომელიც ხორციელდება   სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ს დაფინანსებით . დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის შესახებ ინფორმაცია  თანდართულ დკუმენტებთან ერთად  განთავსებულია და  შეგიძლიათ გაეცნოთ სამინისტროს ოფიციალურ  ვებგვერდზე.    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_16.jpg
02/09/2020 17:13

ბიუროს რიგგარეშე სხდომაზე საპრივატიზაციო ნუსხა და საბიუჯეტო ცვლილებები განიხილეს

2 სექტემბრის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა დღისწესრიგით გათვალისწინებული ექვსი საკითხი განიხილეს. სხდომაზე პირველი საკითხი ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა, ჯაბა ბერაძემ წარადგინა, რომელმაც საპრივატიზაციო ნუსხაში შესატან ცვლილებებზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით საპრივატიზაციო ნუსხას ემატება ხუთი ობიექტი: სოფელ საბეში, ყოფილი კლუბის შენობა (სადემონტაჟოდ) და სოფელ ლახუნარაში 170კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ასევე მასზე მდგარი შენობა -ნაგებობა. მისივე განმარტებით საპრივატიზაციო ნუსხას ემატება ასევე- სოლომონ მეფის N2 შესახვევში არსებული, სხვადსხვა ადგილზე მდებარე სამი არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი (100 კვ.მ, ა11 კვ.მ და 28 კვ. მ მიწის ფართები). ჯაბა ბერაძის განმარტებით დაბა ხარაგაულში მდებარე საპრივატიზაციო არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთით დაინტერესებულია პიროვნება, რომელიც აპირებს ტერიტორიაზე ღია ტიპის სარიტუალო დარბაზის მოწყობას. ბიუროს წევრების განცხადებით წარდგენილ საპრივატიზაციო ობიექტებს განიხილავენ კომისიის სხდომაზე და საბოლოო გადაწყვეტილებამდე იმსჯელებენ რამდენად მიზანშეწონილია აღნიშნული ობიექტების გასხვისება. ჯაბა ბერაძის განცხადებით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევში საზოგადოებრივი ცენტრისა და საბავშვო ბაღის მშენებლობისათვის საჭიროა სახელმწიფოს გადაეცეს მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული სოფელ ხევში მდებარე 2150 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. სხდომაზე ასევე განიხილული იყო საბიუჯეტო ცვლილება. საკითხი, სახაზინო-საბიუჯეტო დაგეგმარების განყოფილების უფროსმა, ნინო მაღლაკელიძემ წარადგინა. ნინო მაღლაკელიძის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ეკონომიკურ განვითარებაზე, შემცირდა ეკონომიკური ზრდა და საგადასახადო შემოსავლის მაჩვენებლები, რის გამოც გარკვეულწილად შემცირდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საგადასახადო შემოსავლები-1 450 000 ლარით. თუმცა, პანდემიიდან გამომდინარე, მთავრობის განკარგულებით, ფინანსთა სამინისტრომ მუნიციპალიტეტებს გამოუყო ფინანსური დახმარება. ამ მიზნით, ხარაგაულს 950 000 ლარი გამოეყო, რომელიც ხარაგაულის ბიუჯეტის შემოსულობების გათვალისწინებით განისაზღვრა. აღნიშნული ფინანსური დახმარების საშუალებით ხარაგაულის ბიუჯეტი მხოლოდ 500 000 ლარით მცირდება, როგორც საშემოსავლო ისე ხარჯვით ნაწილში. სხდომაზე ასევე განხილული იყო შემდეგი საკითხები: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში არჩევნებთან დაკავშირებით საარჩევნო სუბიექტების ამომრჩევლებთან შეხვედრის უზრუნველყოფისათვის შეხვედრის ადგილების გამოყოფის შესახებ განკარგულება მომხსენებელი: მალხაზ ფხალაძე   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო სააგიტაციო მასალების განთავსების რეგულირების შესახებ განკარგულება მომხსენებელი: მალხაზ ფხალაძე
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C.jpg
02/09/2020 14:56

ხარაგაულში ბენდმა "გრავემ" კონცერტი გამართა

შემოდგომის პირველი დღე ხარაგაულში  პირველ სექტემბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის წინ შოთა ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლასთან არსებულმა მუსიკალურმა ბენდმა "გრავემ", ლალი ალექსიძის ხელმძღვანელობით, კონცერტი გამართა. საღამო სწორედ ისეთი იყო, რომ კონცერტზე მყოფ ადამიანებს მთელი კვირა გაჰყვებათ ის ემოცია და პოზიტიური განწყობა, რაც მათ სხვადასხვა შემსრულებლის მოსმენით მიიღეს.  ბენდმა მსენელს განახლებული რეპერტუარი შესთავაზა. კონცერტზე ბენდთან ერთად, გამოვიდნენ ინდივიდუალური შემსრულებლები სალომე კვირიკაშვილი, ნიცა ზუმბაძე, მარიამ მანჯავიძე. მუსიკალურ კომპოზიციებს, სპეციალური მოწვევით ვიოლიონოთი აფორმებდნენ ნინო სანოძე და ანა მაჭავარიანი.  ხარაგაულის მერია, ხელს უწყობს მსგავსი ღონისძიებების ჩატარებას. ჩვენ იმედს გამოთქვამთ როგორი განწყობითაც შევხვდით შემოდგომას ასევე დატვირთული, ხალისიანი და ლამაზი იქნებ ის ხარაგაულელებისთვის.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/%E1%83%96%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94.jpg
02/09/2020 14:51

რა გაკეთდა ზვარის ადმინისტრაციულ ერთეულში

რა გაკეთდა-პროექტის ფარგლებში დღევანდელ რუბრიკაში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ადმინისტრაციულ ერთეულზე-ზვარეზე გიამბობთ და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ექვსი წილის განმავლობაში ზვარეში განხორციელებულ პროექტებს. ადმინისტრაციული ერთეული სამი სოფელს - ზვარეს, ნუნისსა და ჩრდილს აერთიანებს. სამივე სოფელი მაღალმთიანი სტატუსის მატარებელია. ხარაგაულის ეს პატარა მწვანეში ჩაფლული მაღალმთიანი დასახლება გამორჩეულია ბუნებრივი სილამაზით, სამკურნალო წყლებით და  მისტიური ღირსშესანიშნაობებით. სწორედ ამიტომ, სოფლებზე მრავალი მითი და ლეგენდა არსებობს.  ზვარე  მდებარეობს ლიხის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარე ნუნისის წყლის ნაპირას, ზღვის დონიდან 840 მეტრზე. ხარაგაულიდან ზვარის ცენტრამდე 25-კმ-ია. სოფელში ადგილობრივი მაცხოვრებელი-850-ია. წლების წინ აღინიშნებოდა მოსახლეობის მიგრაცია, თუმცა მას შემდეგ, რაც ზვარის თემის სოფლებს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა და მოსახლეობამ შეღავათებით სარგებლობა დაიწყო, სოფლებიდან მოსხლეობის მასობრივი გადინება შეჩერდა. საქვეყნოდ ცნობილია ზვარის მინერალური წყალი, რომელის ჩამოსხმა 1936 წელს დაიწყო. ზვარის წყლის ჩამომსხმელი ქარხანა წლების მანძილზე წარმატებით ფუნქციონირებდა. თუმცა ამ დროისთვის წყალის წარმოება გაჩერებულია. ამ ეტაპზე სოფელში ფუნქციონირებს საექიმო ამბულატორია, ბიბლიოთეკა, საჯარო სკოლა. სოფელ ზვარეში 2014 წლიდან რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი შესრულდა: გაიხსნა საბავშვო ბაღი, რომლით სარგებლობა მოსახერხებელია ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სამივე სოფლის მოსახლეობისთვის. შეიცვალა საექიმო ამბულატორიის შენობის სახურავი. დასრულდა სარიტუალო დარბაზის მშენებლობა. გადაიხურა და კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა ზვარის საჯარო სკოლას ნაწილობრივ შემოიღობა ზვარის ცენტრალური სასაფლაო სოფელ ზვარეში მობეტონდა 220 მეტრი გზა. გაკეთდა სამი ხიდ-ბოგირი  ნუნისი  კურორტი ნუნისი მდებარეობს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე. ნუნისის სამკურნალო აბაზანებს მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია. ზაფხულობით კანის დაავადებების სამკურნალოდ, კურორტს უამრავი დამსვენებელი სტუმრობს, მათ შორის უცხოელებიც. ნუნისზე არაერთი სტატიაა დაწერილი, სადაც წყლების უნიკალურობის გარდა, განიხილავენ დღემდე ამოუცნობ მისტიურ ღირსშესანიშნაობებს და ისტორიულ ნაგებობებს(ბერების კლდე, ღვთისმშობლის ეკლესია). ნუნისში მოწყობილია გარე განათება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ნუნისის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია. ჩრდილი ჩრდილი საქართველოს ტერიტორიაზე დასახელებულ უძველეს სოფელთა რიცხვს მიეკუთვნება. მკვლევარები ჩრდილს გვიანი ბრინჯაოს ხანის ეპოქის ერთ-ერთ კერამიკულ ცენტრად მიიჩნევენ. ხანკაურასა და ფიქალათის უბნებში აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა, რომელიც 3 000-4 000 წლის წინანდელ ეპოქას ეხმიანება. სოფელში აგებულია ყრანჩის წმინდა გიორგის ეკლესია ასევე შემორჩენილი ხუთსართულიანი კოშკის ნანგრევები. ჩრდილი იყოფა სამ უბნად: კოშკის უბანი, დაწყებითი სკოლის უბანი და კაოთის უბანი. სოფელ ჩრდილში კაოთში და კოშკის უბანში დაიგო ბეტონის საფარი ორ მონაკვეთზე. ( 3 200 მეტრზე) დასრულდა სარიტუალო დარბაზების მშენებლობა. დამონტაჟდა გარე განათებები სოფელ ჩრდილში მოწესრიგდა კიკნაძეების, ტალახაძეების და დალალიშვილების სასმელი წყლის სისტემები.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%94.jpg
02/09/2020 14:43

ბიუროს რიგგარეშე სხდომაზე საპრივატიზაციო ნუსხა და საბიუჯეტო ცვლილებები განიხილეს

2 სექტემბრის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა დღისწესრიგით გათვალისწინებული ექვსი საკითხი განიხილეს. სხდომაზე პირველი საკითხი ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა, ჯაბა ბერაძემ წარადგინა, რომელმაც საპრივატიზაციო ნუსხაში შესატან ცვლილებებზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით საპრივატიზაციო ნუსხას ემატება ხუთი ობიექტი: სოფელ საბეში, ყოფილი კლუბის შენობა (სადემონტაჟოდ) და სოფელ ლახუნარაში 170კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ასევე მასზე მდგარი შენობა -ნაგებობა. მისივე განმარტებით საპრივატიზაციო ნუსხას ემატება ასევე- სოლომონ მეფის N2 შესახვევში არსებული, სხვადსხვა ადგილზე მდებარე სამი არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი (100 კვ.მ, ა11 კვ.მ და 28 კვ. მ მიწის ფართები). ჯაბა ბერაძის განმარტებით დაბა ხარაგაულში მდებარე საპრივატიზაციო არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთით დაინტერესებულია პიროვნება, რომელიც აპირებს ტერიტორიაზე ღია ტიპის სარიტუალო დარბაზის მოწყობას. ბიუროს წევრების განცხადებით წარდგენილ საპრივატიზაციო ობიექტებს განიხილავენ კომისიის სხდომაზე და საბოლოო გადაწყვეტილებამდე იმსჯელებენ რამდენად მიზანშეწონილია აღნიშნული ობიექტების გასხვისება. ჯაბა ბერაძის განცხადებით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევში საზოგადოებრივი ცენტრისა და საბავშვო ბაღის მშენებლობისათვის საჭიროა სახელმწიფოს გადაეცეს მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული სოფელ ხევში მდებარე 2150 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. სხდომაზე ასევე განიხილული იყო საბიუჯეტო ცვლილება. საკითხი, სახაზინო-საბიუჯეტო დაგეგმარების განყოფილების უფროსმა, ნინო მაღლაკელიძემ წარადგინა. ნინო მაღლაკელიძის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ეკონომიკურ განვითარებაზე, შემცირდა ეკონომიკური ზრდა და საგადასახადო შემოსავლის მაჩვენებლები, რის გამოც გარკვეულწილად შემცირდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საგადასახადო შემოსავლები-1 450 000 ლარით. თუმცა, პანდემიიდან გამომდინარე, მთავრობის განკარგულებით, ფინანსთა სამინისტრომ მუნიციპალიტეტებს გამოუყო ფინანსური დახმარება. ამ მიზნით, ხარაგაულს 950 000 ლარი გამოეყო, რომელიც ხარაგაულის ბიუჯეტის შემოსულობების გათვალისწინებით განისაზღვრა. აღნიშნული ფინანსური დახმარების საშუალებით ხარაგაულის ბიუჯეტი მხოლოდ 500 000 ლარით მცირდება, როგორც საშემოსავლო ისე ხარჯვით ნაწილში. სხდომაზე ასევე განხილული იყო შემდეგი საკითხები: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში არჩევნებთან დაკავშირებით საარჩევნო სუბიექტების ამომრჩევლებთან შეხვედრის უზრუნველყოფისათვის შეხვედრის ადგილების გამოყოფის შესახებ მომხსენებელი: მალხაზ ფხალაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო სააგიტაციო მასალების განთავსების რეგულირების შესახებ მომხსენებელი: მალხაზ ფხალაძე
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_15.jpg
02/09/2020 14:27

ხარაგაულის საკრებულო 2020 წლის 3 სექტემბერს რიგგარეშე სდომას გამართავს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 02 სექტემბრის ბიუროს რიგგარეშე სხდომის საკითხთა ნუსხა 1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 19 დეკემბრის N27 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ვლადიმერ გელაშვილი 2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 09 მარტის N50/11 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ჯაბა ბერაძე 3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 09 მარტის N50/12 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა გეგმის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ჯაბა ბერაძე 4. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ ხევში მდებარე 2150.00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი № 36.05.33.287), სახელმწიფოსათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ მომხს: ჯაბა ბერაძე 5. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში არჩევნებთან დაკავშირებით საარჩევნო სუბიექტების ამომრჩევლებთან შეხვედრის უზრუნველყოფისათვის შეხვედრის ადგილების გამოყოფის შესახებ მომხს: მალხაზ ფხალაძე 6. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო სააგიტაციო მასალების განთავსების რეგულირების შესახებ მომხს: მალხაზ ფხალაძე
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/xfgnhxcvbxcvnhjbjn.jpg
01/09/2020 16:46

ხარაგაულის საკრებულოს ბიურო 2 სექტემბერს რიგგარეშე სხდომას მართავს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 02 სექტემბრის ბიუროს რიგგარეშე სხდომის საკითხთა ნუსხა 1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 19 დეკემბრის N27 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ვლადიმერ გელაშვილი 2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 09 მარტის N50/11 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ჯაბა ბერაძე 3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 09 მარტის N50/12 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა გეგმის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ჯაბა ბერაძე 4. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ ხევში მდებარე 2150.00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი № 36.05.33.287), სახელმწიფოსათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ მომხს: ჯაბა ბერაძე 5. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში არჩევნებთან დაკავშირებით საარჩევნო სუბიექტების ამომრჩევლებთან შეხვედრის უზრუნველყოფისათვის შეხვედრის ადგილების გამოყოფის შესახებ მომხს: მალხაზ ფხალაძე 6. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო სააგიტაციო მასალების განთავსების რეგულირების შესახებ მომხს: მალხაზ ფხალაძე
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%93.jpg
01/09/2020 16:31

100 %-იანი გრანტი ხარაგაულიდან ოთხმა აბიტურიენტმა მიიღო

ეს საამაყო გოგო-ბიჭები ხარაგაულიდან სახელმწიფო გრანტის მფლობელები გახდნენ. 87 სტუდენტიდან დაფინანსება სხვადასხვა სასწავლებლებში 12-მა აბიტურიენტმა მოიპოვა. მათ შორის 100 პროცენტიანი გრანტი მიიღო, დაბის #2 საჯარო სკოლის ორმა კურსდამთავრებულმა - თამარ ჭიპაშვილმა და ლიზა ბარბაქაძემ. ასევე, ანა ყურაშვილმა მოლითის საჯარო სკოლიდან და ნიკა ბერაძემ ბორის საჯარო სკოლიდან.  70 პროცენტიანი გრანტი მიიღო ნია გორგაძემ, რომელმაც ბორითის საჯარო სკოლა დაამთავრა. 50 პროცენტიანი დაფინანსება მოიპოვეს დაბის #3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მონიკა ბუცხრიკიძემ და ნათია ბურჯანაძემ, ასევე მარიამ ტალახაძემ მოლითის საჯარო სკოლიდან, ლუკა ბერაძემ ხიდრის საჯარო სკოლიდან, სალომე რიკაძემ ბორითის საჯარო სკოლიდან, ანა მესხმა ხარაგაულის ანდრია პირველწოდებული სახელობის გიმნაზიიდან და სალომე მაჭავარიანმა ბორის საჯარო სკოლიდან.  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია გილოცავთ სტუდენტობას და წარმატებებს გისურვებთ!
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/%E1%83%95%E1%83%94%E1%83%90%E1%83%B0.jpg
01/09/2020 16:31

თოჯინების თეატრი კურორტ ნუნისს ესტუმრა

აქ სულ სხვა სამყაროა  აქ მსახიობები უსულო საგნებს აცოცხლებენ აქ ნახავთ ბავშვების ემოციების ცოცხალ გამოხატულებას, გულწრფელ გრძნობებს და იმ ჰარმონიას, რომელიც უხილავ მსახიობებსა და პატარა მაყურებელს შორის მყარდება.  ხარაგაულის კულტურის ცენტრთან არსებული თოჯინების თეატრი, ირინე ჩხეიძის რეჟისორობით, 10 წელია აბედნიერებს ხარაგაულელ მაყურებელს.ზაფხულის ბოლო დღეს, თეატრი მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებ ბავშვებს ესტუმრა და კურორტ ნუნისის ტერიტორიაზე სპექტაკლი „აბა, დამაცადეთ თაგუნებო“ წარადგინა. კურორტ ნუნისის მმართველი კომპანიის ხელმძღვანელი ნინო პავლიაშვილი ამბობს, რომ დღევანდელი დღე ხარაგაულის თოჯინების თეატრისა და ბალნეოლოგიური კურორტის მეგობრობის დასაწყისია. თეატრის რეჟისორი, ირინე ჩხეიძე მადლობას უხდის კურორტის ადმინისტრაციას მხარდაჭერისთვის და ბავშვებისთვის საუცხოო გარემოს შექმნისთვის. „არაჩვეულებრივი გარემო დაგვახვედრეს, როგორც თეატრისთვის, ასევე ბავშვებისთვის ძალიან კომფორტული. სამი სოფლის ბავშვები ესწრებოდნენ და ეს მაღალმთიანში მცხოვრები პატარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მადლობა ქალბატონ ნინოს, რომელიც დიდი სიხარულით დათანხმდა ჩვენს შეთავაზებას, ასევე მადლობაზვარეში მერის წარმომადგენელს და დეპუტატს ორგანიზებაში ჩართულობისთვის და მერიას ფინანსური მხარდაჭერისთვის!  
სრულად