საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/120557918_2898058463774641_7555205685981541635_o.jpg
06/10/2020 14:18

ხარაგაულის საბავშვო ბაღებს საგანმანათლებლო ნივთები გადაეცათ

დღეს ხარგაულის 21 საბავშვო ბაღის გამგეს „ქალთა საერთაშორისო ასოციაცია IWA-Georgia“ -ს წარმომადგენლებმა საჩუქრები გადასცეს.   ღონისძიება ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრში ჩატარდა, რადგან პროექტი, რომლის ფარგლებშიც ბაღებმა საგანმანათლებლო ნვთები მიიღეს, ცენტრის სკოლამდელი განათლების სპეციალისტის, ნათია კაციტაძის ინიციატივით განხორციელდა.  ნანა დვალი - ქალთა საერთაშორისო ასოციაციის დამფუძნებელი - „ჩვენს ასოციაციაში გაერთიანებულია ქართველი და უცხოელი ქალები, ძირითადად დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. ვართ მოხალისეები და მოვიზიდავთ თანხებს. წლის განმავლობაში ვიღებთ მოთხოვნებს რეგიონებიდან - სად რისი საჭიროება დგას და მერე ამ თანხებით ვაკეთებთ პატარა პროექტებს. სწორედ ასე მოხდა ხარაგაულის საბავშვო ბაღების შერჩევა, ნათია კაციტაძის დიდი მონდომებით მივანიჭეთ პრიორიტეტი თქვენს მუნიციპალიტეტს და დღეს ვართ ძალიან კმაყოფილები, რადგან ვხვდებით რომ ეს რესურსი ძალიან ჭირდებოდა ხარაგაულის ბაღებს. მინდა მადლობა გადავუხადო, რესურცენტრის ხელმღვანელს, მარინე ვეფხვაძეს, ქალბაქტონ ნათია კაციტაძეს და ყველა სტრუქტურას ვინც ასე ორგანიზებულად იყო ჩართული, რომ დღევანდელი დღე შემდგარიყო“.  ღონისძიებას ესწრებოდნენ - მეთთე ჰერტცელი- ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი, საქველმოქმედო პროექტების კომიტეტის ერთ-ერთი თავმჯდომარე, ანუშ კლიმჩიკი-საქველმოქმედო პროექტების კომიტეტის წევრი. ასევე, ხარაგაულის მერის მოავალეობის შემსრულებელი თემურ ჩხეიძე, საკრებულოს კულტურისა და განათლების კომისიის თავმჯდომარე, დავით კიკნაძე და ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის ბუროს ხელმძღვამნელი ჟანა ნემსაძე.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/120909716_257477962255317_4834397492534668251_n.jpg
06/10/2020 14:09

ხარაგაული ევროპული მემკვიდრეობის დღეებს შეუერთდა

დღეს ხარაგაული ევროპული მემკვიდრეობის დღეების აღნიშვნას შეუერთდა.   ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის ორგანიზებით, მუზეუმის ეზოში აქტივობები რამდენიმე სახელწოდებით გაიმართა  „მემკვიდრეობა და განათლება-სწავლა სიბერემდე!“ „ჩვენ ვაფერადებთ სამყაროს“ - პატარებმა სურვილის მიხედვით ქართული ანბანის ასოები მოხატეს, გააფერადს და გამოძერწეს. „უძველესი ტრადიციები“ თაობებს შორის გადაცემული ადათ-წესები. კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტი „მემკვიდრეობა და განათლება“ მოეწყო ფოტოგამოფენა - „თაობები ერთ სივრცეში“.  ეზოს გაფორმება და ბავშვების ბედნიერი სახეები არაჩვეულებრივ კონტრასტს ქმნიდა.  ისტორიულ მუზეუმში გამართულ ღონისძიებებს დღეს ხარაგაულში სტუმრად მყოფი ევროკავშირის ელჩის მეუღლე შვედეთიდან მეთთე ჰერტცელი და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი თეიმურაზ ჩხეიძე დაესწრნენ, რომელთაც ბავშვებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს სხვადსხვა აქტივობებში.  მუზეუმის ხელმძღვანელის ნინო დიდიძის თქმით -“წელს ევროპის დღეების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება განათლებაზე გამახვილდა. სწორედ ამიტომ, დავუკავშირდით სკოლებს და ახალგაზრდებს ვთხოვეთ მათი ურთიერთობა აესახათ უფროსი თაობის წარმომადგენლებთან. და ასევე დავინტერესდით ხარაგაულელი ბავშვების კავშირით ევროკავშირის ქვეყნებთან. მათ მოგვაწოდეს ვიდეოები, რომლებსაც აუცილებლად გამოვაქვეყნებთ ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის ოფიციალურ გვერდზე. 2016 წლიდან იუნესკომ, ქართული ანბანი არამატერიალური ძეგლების სიაში შეიყვანა სწორედ ამიტომ, ასეთ მნიშვნელოვან ძეგლს, ქართულ ანაბანს დავუთმეთ წელს ევროპის დღეები, ხარაგაულში“
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/120909705_1271486776532659_7650384951386751286_n%20(1).jpg
06/10/2020 13:56

ხარაგაულში მასწავლებელთა საერთაშორისო დღე აღინიშნა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 532 პედაგოგი მუშაობს!   დღეს მათი დღეა - მასწავლებელთა საერთაშორისო დღე ამ დღის მიზანია მასწავლებელთა დაფასება და მადლობის გადახდა საზოგადოების განვითრებაში შეტანილი წვლილისთვის.  სწორედ ამიტომ, უკვე ტრადიციულად, ხარაგაულში, 5 ოქტომბერი განსაკუთრებულად აღინიშნება.  ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურცენტრისა და განათლების პროფკავშირების ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის ორგანიზებით, ასევე, ხარაგაულის მერიის მხარდაჭერით, დღეს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 25 საჯარო და ერთი კერძო სკოლის წლის წარმატებულ მასწავლებლებს სამადლობელი სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.   საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროსის, მარინე ვეფხვაძის განცხადებით, „წლევანდელი 5 ოქტომბერი, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე ღონისძიებით ვერ აღინიშნა, თუმცა, სკოლებმა, ტრადიციულად წლის საუკეთესო პედაგოგები გამოავლინეს. ჩვენ პირადად მივედით მათთან მივულოცეთ მასწავლებლებს პროფესიული დღე და წარმატებულ პედაგოგებს საჩუქრები გადავეცით“ წლის საუკეთესო მასწავლებლებად დასახელდნენ   ეკატერინე ქურდაძე- სადგურ მარელისის საჯარო სკოლა; სოფიკო ლომიძე - ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა; ირმა ჩაჩანიძე - ნადაბურის საჯარო სკოლა; დარეჯან წიქარიშვილი - ვაშლევის საჯარო სკოლა; ლიანა ჩადუნელი- ბორის სკოლა-პანსიონი; ლენა ციცვიძე- ხიდარის საჯარო სკოლა; იამზე პავლაძე - კიცხის საჯარო სკოლა; მზევინარ კიკნაძე- ზვარეს საჯარო სკოლა; ხათუნა ღონღაძე- მოლითის საჯარო სკოლა; თეონა ბანცაძე - სარგვეშის საჯარო სკოლა; ნანა ინასარიძე - ვახანის საჯარო სკოლა მარიამ ხუციშვილი - ბორითის საჯარო სკოლა; ინგა გლუნჩაძე - ბაზალეთის საჯარო სკოლა; ალექსანდრე იჩქიტიძე- ღორეშის საჯარო სკოლა; მადონა მაქაძე - ლეღვანის საჯარო სკოლა; ნათელა კამკამიძე - ანდრია პირველწოდებუის გიმნაზია; მზია კვინიკაძე - დაბა ხარაგაულის N3 საჯარო სკოლა; ნინა ხუციშვილი - ხევის საჯარო სკოლა; მედული კუპრაძე - წყალაფორეთის საჯარო სკოლა; მამუკა ხიჯაკაძე - ვარძიის საჯარო სკოლა; გოჩა ჩადუნელი - ხუნევის საჯარო სკოლა; ლელა მჭედლიშვილი - ლაშის საჯარო სკოლა; თეა ტალახაძე - დაბის N2 საჯარო სკოლა; ლელა ხელაშვილი - საღანძილის საჯარო სკოლა; ნინო ჩხეიძე - წიფის საჯარო სკოლა მანანა სახვაძე - უბისის საჯარო სკოლა. მასწავლებელთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა 1994 წლიდან დაიწყო და ამ დღეს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში ზეიმობენ!
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/xfgnhxcvbxcvnhjbjn.jpg
05/10/2020 16:38

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურო 6 ოქტომბრის რიგგარეშე სხდომას გამართავს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 06 ოქტომბრის ბიუროს რიგგარეშე სხდომის საკითხთა ნუსხა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 აპრილის №16 დადგენილებაში „ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: გივი კურტანიძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №17 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს:კახაბერ გოლუბიანი დაბა ხარაგაულში ,დეკანოსიძის ქუჩა N 5-ში მდებარე შენობის მეორე სართულზე(საჯარო რეესტრის ყოფილი ფართი) ,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ინვენტარის საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისათვის, თხოვების ფორმით არსებობის ვადით გადასაცემად მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ მომხს: მაია ალავიძე
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_22.jpg
02/10/2020 16:40

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო 5 ოქტომბრის მორიგ სხდომას გამართავს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 05 ოქტომბრის სხდომის დღის წესრიგი: 1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოსმენისა და შეფასების შესახებ მომხს: ვარლამ ჭიპაშვილი 2.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოსმენისა და შეფასების შესახებ მომხს: გივი თხელიძე 3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 09 მარტის N50/11 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ჯაბა ბერაძე 4.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 09 მარტის N50/12 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა გეგმის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ჯაბა ბერაძე 5. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 ნოემბრის #50/76 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ოთარ ლურსმანაშვილი
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/120338931_695546154392323_5589010629087992378_n.jpg
29/09/2020 15:39

ხარაგაულში პროექტ ეტალონის შესარჩევი ტური ჩატარდა

ხარაგაულში „ეტალონის“ შესარჩევი ტური ჩატარდა. 2020-2021 სასწავლო წლის ხრაგაულის ეტალონი მოსაწვლის გამოსავლენად ინტელექტ-ჩემპიონატ ეტალონის შესარჩევი ტურები მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყო!  ტესტირების I ეტაპი, დღეს, 29 სექტემბერს, ხარაგაულის 25 საჯარო და 1 კერძო სკოლაში გაიმართა. სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფს შესაბამისი დონის ტესტები ჩაუტარდა. ტესტირების პროცესი ყველა სკოლაში შეფერხების გარეშე წარიმართა, მალე გახდება ცნობილი იმ მოსწავლეთა სია ვინც მეორე ტურში გადავიდა და აგრძელებს ბრძოლას ხარაგაულის ეტალონი მოსწავლის ტიტულის მოსაპოვებლად.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/120126352_1280052885680546_3710767490917061886_n.jpg
24/09/2020 10:29

ხარაგაულში ივანე ჯაფარიძის წიგნის

დღეს, ხარაგაულის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში,  ივანე ჯაფარიძის წიგნის „საქართველოს დედოზარი-ლევან გოთუას“ პრეზენტაცია გაიმართა. ღია სივრცეში, ივანე ჯაფარიძემ, მსმენელს წიგნის მნიშვნელობაზე ესაუბრა და არაერთი ლამაზი მოგონება გაიხსენა ლევან გოთუას ცხოვრებიდან. „ბატონი ვანო გახლავთ საოცრად საამაყო ქართველი და მე ამაყი ვარ იმით, რომ ამ დიდებულ ქართველთან დიდი ხნის ურთიერთობა მაქვს, თითქმის 20 წლიანი. როცა ბატონი ვანოს ეს წიგნი გამოვიდა, ბედნიერი ვიყავი, რომ ერთ-ერთმა პირველმა წავიკითხე ეს არაჩვეულებრივი წიგნი, ლევან გოთუაზე. სასიხარულოა ბატონი ვანოს გადაწყვეტილება, რომ ეს წიგნი მასიურად გადაეცა ხარაგაულის ბიბლიოთეკებისთვის და ხარგაულელ ახალგაზრდებს მისცა მისი წაკითხვის შესაძლებლობა. დღეს ბატონმა ვანომ ჩამოიტანა ეს წიგნები ბიბლიოთეკებისთვის და რადაგნ იგი მობრძანდებოდა ხარაგაულში, სპონტანურად დავგეგმეთ წიგნის პრეზენტაცია, რამდენადაც შესაძლებელი იყო, რომ პანდემიის ფონზე ღია სივრცეში ოცამდე ადამინი შევკრებილიყავით. ვფიქრობთ, რომ გარკვეული დროის შემდეგ ამ წიგნის განხილვა კვლავ მოეწყობა სკოლებში მას შემდეგ, როცა ჩვენი ახალგაზრდები მას წაიკითხავენ. რაც შეეხება წიგნს, ამ წიგნში არის ლევან გოთუას შესახებ ისეთი მასალები, რომლებიც დღემდე არსად არ გამოქვეყნებულა, ვინაიდან ის ინახებოდა ვანო ჯაფარიძის ოჯახის პირად არქივში. ლევან გოთუა გახლდათ, დიდი მთამსვლელი ჯაფარიძეების ახლო მეგობარი, ხოლო ვანო ჯაფარიძე მათი შთამომავალია, რომელმაც ეს მასალები მზის სინათლეზე გამოიტანა. ბედნიერი ვარ რომ წიგნის პირველი პრეზენტაცია შედგა ხარაგაულში“-ამბობს პროექტის ორგანიზატორი, ქალბატონი იზა ვეფხვაძე. შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით იზა ვეფხვაძემ და მერი გიორგიძემ მიმართეს. წიგნი და პრეზენტაცია იმ მიზანს ემსახურება, რომ ახალგაზრდებმა მეტი იცოდნენ ლევან გოთუასა და სხვა ქართველი გმირების შესახებ.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/119991736_2888515221395632_78220420911484048_o_4.jpg
23/09/2020 10:06

რა გაკეთდა ხევის ადმინისტრაციულ ერთეულში

თუ აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მგზავრობთ აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ, როგორც კი, რიკოთის გვირაბიდან გამოხვალთ ზემო იმერეთი იწყება და თქვენ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში შემოდიხართ. პირველი ადმინისტრაციული ერთეული ხევია, რომელიც მდინარე რიკოთულას ხეობას მიუყვება. მხარგაშლილი წიფლის მასიური ტყე და გამორჩეულად მკაცრი მიკროკლიმატი წელიწადის ყველა დროს ულამაზეს ლანდშაფტს ქმნის ხეობაში.  ხევის ადმინისტრაციულ ერთეულში ოთხი სოფელი შედის - ხევი, წაქვა, გრიგალათი და ციცქიური. ადმინისტრაციული ცენტრიდან ხარაგაულამდე მანძილი 47 კილომეტრია. სოფელ ხევს ადრე „ხევიჯვარი“ ერქვა. პირველად კი იგი XVI საუკუნეშია მოხსენიებული, როგორც ხევი. სოფელში XIX საუკუნეში აგებული ოქონობის ეკლესიაა, რომლის ეზოშიც ულამაზესი ორასწლოვანი ცაცხვებია გაშენებული.  სოფელ წაქავში მიწის სამუშაობის დროს შემთხვევით იპოვეს თიხის ქოთანი, რომელშიც აღმოჩნდა VII-VIII ს. ვერცხლის არაბული მონეტები. ადმინისტრაციული ერთეული, ასევე, მოიცავს კიდევ 2 ულამაზეს სოფელს ციცქიურსა და გრიგალათს, რომლებიც მთებშია გაშენებული და იქ მისულ სტუმარს შეუძლია ულამაზესი ხედებით დატკბეს. მაშ ასე, გავიგოთ რა გაკეთდა სოფლებში, სადაც იმერული სტუმართ-მასპინძლობა იწყება!  სოფელ გრიგალათში, ორ უბანში, მოსახლეობის მოთხოვნით აშენდა სარიტუალო სახლი. ასევე, სარიტუალო სახლი აშენდა სოფელ წაქვაში. სოფელ ხევში კეთილმოეწყო და გაფართოვდა საბავშვო ბაღი. ხევი იყო ერთ-ერთი პირველი სოფელი, სადაც აშენდა საზოგადოებრივი ცენტრი. წელს ცენტრის შენობა რიკოთის ავტობანის მშენებლობის გამო თავიდან აშენდა და მალე მიიღებს მომხმარებლებს.  სოფელში მეწყერულ მონაკვეთზე მოეწყო ნაპირსამაგრი გაბიონი. ხევის საჯარო სკოლაში მიმდინარეობს სველი წერტილების რეაბილიტაცია. სოფელში ფუნქციონირებს სარიტუალო სახლი. რეაბილიტაცია ჩაუტარდა სოფლის წისქვილს. სოფელ გრიგალათში კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდა ამორტიზებული სასოფლო გზის 1 700 მეტრიან მონაკვეთს. გრიგალათის ცენტრალურ გზაზე წელს დასრულდა გარე განათების სიტემის მოწყობა. სოფელ წაქვაში, სადაც ეიყო ერთ-ერთი ურთულესი გზა მობეტონდა 1 500 მეტრიანი მონაკვეთი. წაქვაში, სოფლის ცენტრში, მოსახლეობის მოთხოვნით მოეწყო სპორტული მოედანი. სოფელ ციცქიურში მოწესრიგდა სარიტუალო დარბაზი. ასევე, სოფელ ციცქიურში, მდინარე ძირულას სანაპიროზე მოეწყო 180 მ სიგრძის გაბიონი. აღნიშნული მონაკვეთის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას მდინარის მოდიდების შემთხვევაში სერიოზული საფრთხე ექმნებოდა. ციცქიურში მოსახლეობის მოთხოვნით სოფლის ცენტრალურ გზაზე მოეწყო გარე განათების სიტემა. მნიშვნელოვანია, რომ მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის(ლიჩი-ნადაბური) ფარგლებში სრულად მოხდება სოფელ ციცქიურის გზის მოასფალტება. ხევის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას მოთხოვნების შესაბამისად მერიამ შეუძინა წყლის მილები. თემში ასევე პერიოდულად ხორციელდება საუბნო გზების შეკეთება-მოხრეშვა. ხევის ადმინისტრაციულ ერთეულში, 2020 წლის მონაცემებით 1400-მდე ადამიანი ცხოვრობს.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_20.jpg
23/09/2020 09:44

ხარაგაულის საკრებულოს ბიურომ 22 სექტემბრის სხდომა გამართა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 22 სექტემბრის ბიუროს სხდომაზე შემდეგი საკითხები განიხილა: 1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოსმენისა და შეფასების შესახებ მომხს: ვარლამ ჭიპაშვილი 2.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოსმენისა და შეფასების შესახებ მომხს: გივი თხელიძე 3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 09 მარტის N50/11 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ჯაბა ბერაძე 4.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 09 მარტის N50/12 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა გეგმის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ჯაბა ბერაძე აღნიშნულ საკითხებზე, საკრებულო 25 ოქტომბრის მორიგ სხდომაზე იმსჯელებს.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_19.jpg
21/09/2020 17:03

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურო 22 სექტემბერს სხდომას გამართავს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 22 სექტემბრის ბიუროს სხდომის საკითხთა ნუსხა 1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოსმენისა და შეფასების შესახებ მომხს: ვარლამ ჭიპაშვილი 2.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოსმენისა და შეფასების შესახებ მომხს: გივი თხელიძე 3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 09 მარტის N50/11 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ჯაბა ბერაძე 4.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 09 მარტის N50/12 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა გეგმის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ჯაბა ბერაძე
სრულად