სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo-logo_14_1_2_1_2.png
15/11/2022 16:24

16 ნოემბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართება

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. ბიუროს წევრებს მერის პირველმა მოადგილემ ვარლამ ჭიპაშვილმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი გააცნო. აღნიშნულ თემას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ. საკრებულოს რიგგარეშე სხდომა 16 ნოემბერს გაიმართება.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/asd654564as65d4a654ds654ads1.jpg
15/11/2022 15:54

,,იმერეთის 100 ძეგლი“ - ხარაგაულში გიორგი დვალაშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართება

გეოგრაფიის აკადემიური დოქტორის, თბილისის სახელმწიოფო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორის, გიორგი დვალაშვილის ავტორობით  წიგნი ,,იმერეთის 100 ძეგლი“ გამოიცა. წიგნში ხარგაულის მუნიციპალიტეტიდან შესულია: ხარაგაულის მუზეუმი; ჩხერის ციხე; ვახანის ციხე; უბისის ტაძარი; კახორის წმინდა გიორგი; დევისხვრელის მღვიმე; ლეღვანის ტბა; ცაშეკრულას კანიონი; რკინისჯვრის მთა; ზვარე; ნუნისის ხეობა. ნაშრომში ასევე წარმოდგენილია იმერეთის ძეგლების ფოტოები, მუნიციპალიტეტების რუკები, ობიექტების შესახებ არსებული ლეგენდები და თქმულებები, სამეცნიერო-პოპულარულად დაწერილი საცნობარო ტექსტები. თითოეული ძეგლის ადვილად მისაგნებად წიგნში წარმოდგენილია ობიექტების ზუსტი მდებარეობა, სიმაღლე ზღვის დონიდან, მისასვლელი გზა (მანძილი თბილისიდან, ქუთაისიდან, ადმინისტრაციული ცენტრიდან), აგრეთვე გეოგრაფიული კოორდინატები. წიგნი არის ა4 ფორმატის და მოიცავს 124 ფერად, ილუსტრირებულ გვერდს. წიგნის პრეზენტაცია 22 ნოემბერს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში, ,,DMO იმერეთის“ - ,,იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცი”-ისა და ხარაგაულის მერიის ორგანიზებით გამართულ ერთობლივ სამუშაო შეხვედრაზე მოხდება.  დასაწყისი 10 საათზე.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/314719520_196670511_n_1.jpg
15/11/2022 15:39

,,DMO იმერეთი“ - ხარაგაულში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისთვის საჭირო რეკომენდაციებზე იმუშავებენ

22 ნოემბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ტურისტული პოტენციალის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ა(ა) იპ “იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცი”-ისა და ხარაგაულის მერიის ორგანიზებით ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გაიმართება. სამუშაო შეხვედრას ,,DMO იმერეთის“ აღმასრულებელი დირექტორი მარი დევიძე და  მარკეტინგის და პროდუქტის განვითარების მენეჯერი  ლალი ჟორჟოლიანი წარუძღვება. შეხვედრაზე დასასწრებად ვიწვევთ, ადგილობრივი კერძო სექტორის (სასტუმროები, საოჯახაო მარნები, რესტორნები, ტურიზმის სექტორში ჩართული ადამიანები) წარმომადგენლებს,  ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის თანამშრომლებს, მერის წარმომადგენლებს, ეთნოგრაფებს, ისტორიკოსებს, მასწავლებლებს, და ასევე მხარეთმცოდნეობის სპეციალისტებს. შეხვედრას ,,DMO იმერეთთან“  ერთად გაუძღვება ცნობილი მკვლევარი გიორგი დვალაშვილი. შეხვედრის მიზანია, შემუშავდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისათვის საჭირო რეკომენდაციები. მსგავსი ხასიათის შეხვედრებს ,,დმო იმერეთი“  იმერეთის რეგიონის თითოეულ მუნიციპალიტეტში გამართავს. შეხვედრების დასრულების შემდეგ შეიქმნება იმერეთის რეგიონის ერთიანი სარეკომენდაციო პაკეტი. აღნიშნული დოკუმენტი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამისს უწყებებს. შეხვედრაზე ასევე გაიმართება, ცნობილი გეოგრაფის, პროფესორის გიორგი დვალაშვილის წიგნის ,,იმერეთის 100 ძეგლი” პრეზენტაცია. შეხვედრა 22 ნოემბერს , ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში, 10:00 საათზე დაიწყება.    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/asg88roiiluyi_DSC0352.JPG
14/11/2022 12:48

ხარაგაულში სამედიცინო აქცია გაიმართა

12 ნოემბერს, ხარაგაულის სამედიცინო დაწესებულებაში, უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა. აქციაში ქუთაისის ჩხობაძის სახელობის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ექიმები მონაწილეობდნენ. აქციის ფარგლებში, დაბის მოსახლეობას საშუალება ჰქონდათ ესარგებლათ ოფთალმოლოგის, ნევროლოგის, რევმატოლოგის, ინფექციონისტის, კარდიოლოგის, ექოსკოპისტისა და უროლოგის კონსულტაციით. აქცია, ხარაგაულში სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით,   რეგიონული ჯანდაცვის ცენტრთან აქტიური მოლაპარაკებების შედეგად ჩატარდა.  რეგიონული ჯანდაცვის ცენტრთან კომუნიკაციაში აქტიურად იყო ჩართული ხარაგაულის მერია და საკრებულო, ასევე- ლ .საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსი, ხარაგაულის საკრებულოს წევრი, გოჩა გიორგიძე. სამედიცინო აქციის პროცესს გაეცნო მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი, ლ .საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსი, ხარაგაულის საკრებულოს წევრი, გოჩა გიორგიძე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით კიკნაძე. ხარაგაულის კლინიკაში, ჩხობაძის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი, მსგავსი სახის სამედიცინო აქციას, ყოველთვიურად გამართავს.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/asd587yrg_DSC0400.JPG
14/11/2022 11:39

დიაბეტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ხარაგაულში სამედიცინო აქცია გაიმართა

12 ნოემბერს დიაბეტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სამედიცინო აქცია გაიმართა. აქცია ქრონიკულ დაავადებათა საგანმანათლებლო ასოციაციის, საქართველოს კლინიკური ჰემოსტაზიოლოგიის ასოციაციის, თრომბოზის და ჰემოსტაზის კლინიკურ-დიაგნოსტიკური ცენტრის ორგანიზებითა და ხარაგაულის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა. უფასო სამედიცინო აქციაში თრომბოზისა და ჰემოსტაზის კლინიკურ-დიაგნოსტიკური ცენტრის “მომავლის” ექიმები იყვნენ ჩართულები. აქციას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი, სოციალური სამსახურის უფროსი ნანა კიკნაძე, საზოგადოებრიცი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი, ალექსანდრე ტაბატაძე, ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსი, ხარაგაულის საკრებულოს წევრი, გოჩა გიორგიძე ესწრებოდნენ. აქციის ფარგლებში მოქალაქეებმა  ენდოკრინოლოგის, კარდიოლოგის, მეან-გინეკოლოგის, რეპროდუქტოლოგისა და ჰემოსტაზიოლოგის კონსულტაციითა და ლაბორატორიული კვლევები ისარგებლეს. პაციენტებს ჩაუტარდათ შემდეგი სახის ლაბორატორიული კვლევები: სისხლის საერთო ანალიზი გლუკოზა ვენურ სისხლში (1) უზმო გლუკოზა ვენურ სისხლში 120 წთ-ში (2 სთ-ში) B ვირუსული ჰეპატიტის ზედაპირული ანტიგენის განსაზღვრა (HBsAg) სწრაფი, მარტივი ტესტით C ვირუსული ჰეპატიტის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა სწრაფი, მარტივი მეთოდით (ანტი HCV) აივ ანტისხეულებისა და ანტიგენის თვისობრივი განსაზღვრა სწრაფი მარტივი ტესტით (HIV 1&2)(შიდცი) ეკგ (ელექტროკარდიოგრამა) ასევე, პაციენტის სურვილის მიხედვით და ექიმის დანიშნულებით, ფასდაკლებით ჩაუტარდებათ შემდეგი სახის ლაბორატორიული კვლევები: თირეოტროპული ჰორმონი (TSH) ვიტამინ B12-ის კონცენტრაციის განსაზღვრა სისხლში • ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონის განსაზღვრა - FSH მალუთეინიზებელი ჰორმონის განსაზღვრა - LH  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/314586648_1128409397879355_4345871088476022416_n.jpg
14/11/2022 11:38

შემეცნებითი კონკურსი „ვიცნობდეთ ხარაგაულს“  იწყება

ხარაგაულელი მოსწავლეებისთვის შემეცნებითი კონკურსი „ვიცნობდეთ ხარაგაულს“ იწყება.  პროექტის ორგანიზატორია ა.(ა)ი.პ. „სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი“, მერიის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური და ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრი.  კონკურსის მიზანი ნიჭიერი,  შემოქმედი, ახალგზრდების გამოვლენა და მათი წახალისებაა. საკონკურსო  თემა ხარაგაული იქნება. მოსწავლეებს შეუძლიათ ნ ზეინაბ ბუაჩიძის წიგნით - „ხარაგაულის ქრონიკები“ და იზა ვეფხვაძის წიგნით - „ხარაგაული“ იხელძღვანელონ. კონკურსი ზონების მიხედვით გაიმართება და მასში მონაწილეობა IX, X, XI და XII კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ მიიღონ.   ბორითის ზონაზე, ვერტყვიჭალის საჯარო სკოლაში, კონკურსი 24 ნოემბერს 11 საათზე დაიწყება. თამაშში მონაწილეობას მიიღებენ:   ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა ხევი საჯარო სკოლა ნადაბურის საჯარო სკოლა ხუნევი-გედსამანიის საჯარო სკოლა ვაშლევის საჯარო სკოლა ბორითის საჯარო სკოლა უბისის საჯარო სკოლა ღორეშის საჯარო სკოლა    კიცხის საჯარო სკოლაში 30 ნოემბერს  11 საათზე შემდეგი საჯარო სკოლები შეეჯიბრებიან ერთმანეთს. კიცხის საჯარო სკოლა ხიდრის საჯარო სკოლა ვარძიის საჯარო სკოლა წყალაფორეთის საჯარო სკოლა ბორის საჯარო სკოლა მოლითის საჯარო სკოლა  25 ნოემბერს,  11-საათი . მოლითის საჯარო სკოლა წიფის საჯარო სკოლა ზვარის საჯარო სკოლა მარელისის საჯარო სკოლა ლეღვნის საჯარო სკოლა ვახანის საჯარო სკოლა დაბა ხარაგაულში შეხვედრა სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრში 6 დეკემბერს 11 საათზე დაიწყება. ერთმანეთს შეეჯიბრებიან. წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია II საჯარო სკოლა III საჯარო სკოლა საღაძილის საჯარო სკოლა ლაშის საჯარო სკოლა ბაზალეთის საჯარო სკოლა სარგვეშის საჯარო სკოლა  დაჯილდოების საზეიმო ცერემონია კინოთეატრში 20 დეკემბერს, 11 საათზე, გაიმართება. გამარჯვებულ მოსწავლეებს ფასიანი საჩუქრები გადაეცემათ.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo-logo_14_1_2_1.png
14/11/2022 09:36

15 ნოემბერს საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართება

სხდომაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 16 ნოემბრის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ იმსჯელებენ. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე, მანანა ბარბაქაძე წარუძღვება. დღის წესრიგის მიხედვით განხილული იქნება ერთი საკითხი. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ. ბიუროს წევრებს საკითხს განსახილველად, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი, ვლადიმერ გელაშვილი წარუდგენს.   ბრძანება -ბიურო ბრძანება-საკრებულო საკითხთა ნუსხა დრის წესრიგი      
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/125547_DSC0058.JPG
11/11/2022 16:58

ხარაგაულის მუზეუმში ლიკა ხიჯაკაძის პირველი გამოფენა მოეწყო

დღეს ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში ლიკა ხიჯაკაძის პირველი პერსონალური გამოფენა მოეწყო. გამოფენა შემოდგომას და ხარაგაულს მიეძღვნა. ლიკა ხარაგაულელია, უყვარს ფოტოების გადაღება და მის გალერეაში ხარაგაულის და ბუნების უამრავი ფოტოა. გამოფენას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი, კულტურის სამსახურის უფროსი, ირინე ჩხეიძე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით კიკნაძე, მამა თომა (ლაცაბიძე), მამა პავლე (ცერცვაძე) და ადგილობრივი თვითმმართვერლობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ლიკა ხიჯაკაძე - „ბავშვობიდან მიყვარს ფოტოების გადაღება და ფერები. ჩემი კადრებიც ძირითადად ბუნებაშია გადაღებული. ვცდილობდი ფოტოები გამეზიარებინა ჩემი მეგობრებისთვის, თუმცა გამოფენაზე არ მიფიქრია. ამისთვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ხარაგაულის  მუზეუმის  თანამშრომლებს.  ჩემი პირველი  პერსონალური  გამოფენა დიდი მოტივაციაა,  რომ  ფოტოგრაფიას უფრო მეტი დრო დავუთმო.“ ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის დირექტორმა, ნინო დიდიძემ ლიკა ხიჯაკაძეს დიპლომი - „შემოდგომის ფერები“ გადასცა და წარმატებები უსურვა.    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/kaxaasdasd.JPG
11/11/2022 16:55

ხარაგაულში მხატვარ კახა დევდარიანთან შეხვედრა გაიმართა

დღეს ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში მწერალთან და მხატვართან, კახა დევდარიანთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი, კულტურის სამსახურის უფროსი, ირინე ჩხეიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, დავით კიკნაძე, მამა თომა (ლაცაბიძე), მამა პავლე (ცერცვაძე) და ადგილობრივი თვითმმართვერლობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კახა დევდარიანი წარმოშობით ხარაგაულელია, პროფესიით მხატვარი, მისი  ნოველები 1980-იან წლებში გამოვიდა და მას შემდე ჩართულია ლიტერატურულ ცხოვრებაში. შეხვედრაზე ხარაგაულის მესამე საჯარო სკოლისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეებმა კახა დევდარიანის ნოველები წაიკითხეს. მუზეუმის დირექტორი, ნინო დიდიძე აღნიშნავს - „ბატონ კახას, მუზეუმთან კავშირი ჰქონდა როგორც შემომწირველს. შევთავაზეთ მისი გამოფენა გაგვეკეთებინა, თუმცა გადაწყვიტა პირველად ამ კუთხით მოგვეწყო მისი წარდგენა საზოგადოებასთან.“
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/ingas.jpg
11/11/2022 12:11

16 ნოემბერს ხარაგაულის თეატრი ,,დარისპანის გასაჭირს“ ოზურგეთში ითამაშებს

16 ნოემბერს, ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის თეატრალური დასი, სსპ ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივით, ქალაქ ოზურგეთში გაემგზავრება. თეატრი, სპექტაკლს „დარისპანის გასაჭირს“ გამართავს, რომელიც დიდი ქართველი დრამატურგის, დავით კლდიაშვილის 160 წლის იუბილეს მიეძღვნება. ,,დარისპანის გასაჭირი“  პირველად ირინე ჩხეიძის  რეჟისორობით 2015 წელს დაიდგა. თეატრი სპექტაკლით იმერეთის თეატრალურ  ფესტივალზე წარსდგა და  ნომინაციაში  ,,ანსამბლური სპექტაკლი“ გაიმარჯვა. 2016 წელს თეატრმა მონაწილეობა მიიღო ქალაქ გორში გამართულ, საქართველოს სახალხო თეატრების ფესტივალზე, სადაც სპექტაკლის რეჟისორმა, ირინე ჩხეიძემ საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში გაიმარჯვა.  2017 წელს ხარაგაულის სახალხო თეატრი სპექტაკლით, ლატვიაში, ქალაქ ლიმბაჟის თეატრალურ  ფესტივალზე წარსდგა. მრავალჯერ გაიმართა სპექტკალის ჩვენება საქართველოს  სხვადასხვა რეგიონებში. ხარაგაულის მერიის ინიციატივით, დავით კლდიაშვილის საიუბილეო თარიღი ხარაგაულში უკვე აღინიშნა. ხარაგაულის სახალხო თეატრმა, სპექტაკლი ,,დარისპანის გასაჭირი“ საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის და პედაგოგებისთვის გამართა.  
სრულად