სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/314586648_1128409397879355_4345871088476022416_n.jpg

შემეცნებითი კონკურსი „ვიცნობდეთ ხარაგაულს“  იწყება

ხარაგაულელი მოსწავლეებისთვის შემეცნებითი კონკურსი „ვიცნობდეთ ხარაგაულს“ იწყება.  პროექტის ორგანიზატორია ა.(ა)ი.პ. „სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი“, მერიის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური და ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრი.

 კონკურსის მიზანი ნიჭიერი,  შემოქმედი, ახალგზრდების გამოვლენა და მათი წახალისებაა.

საკონკურსო  თემა ხარაგაული იქნება. მოსწავლეებს შეუძლიათ ნ ზეინაბ ბუაჩიძის წიგნით - „ხარაგაულის ქრონიკები“ და იზა ვეფხვაძის წიგნით - „ხარაგაული“ იხელძღვანელონ.

კონკურსი ზონების მიხედვით გაიმართება და მასში მონაწილეობა IX, X, XI და XII კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ მიიღონ.

 

ბორითის ზონაზე, ვერტყვიჭალის საჯარო სკოლაში, კონკურსი 24 ნოემბერს 11 საათზე დაიწყება. თამაშში მონაწილეობას მიიღებენ:

 

  1. ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა
  2. ხევი საჯარო სკოლა
  3. ნადაბურის საჯარო სკოლა
  4. ხუნევი-გედსამანიის საჯარო სკოლა
  5. ვაშლევის საჯარო სკოლა
  6. ბორითის საჯარო სკოლა
  7. უბისის საჯარო სკოლა
  8. ღორეშის საჯარო სკოლა 

 

კიცხის საჯარო სკოლაში 30 ნოემბერს  11 საათზე შემდეგი საჯარო სკოლები შეეჯიბრებიან ერთმანეთს.

  1. კიცხის საჯარო სკოლა
  2. ხიდრის საჯარო სკოლა
  3. ვარძიის საჯარო სკოლა
  4. წყალაფორეთის საჯარო სკოლა
  5. ბორის საჯარო სკოლა

მოლითის საჯარო სკოლა  25 ნოემბერს,  11-საათი .

  1. მოლითის საჯარო სკოლა
  2. წიფის საჯარო სკოლა
  3. ზვარის საჯარო სკოლა
  4. მარელისის საჯარო სკოლა
  5. ლეღვნის საჯარო სკოლა
  6. ვახანის საჯარო სკოლა

დაბა ხარაგაულში შეხვედრა სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრში 6 დეკემბერს 11 საათზე დაიწყება. ერთმანეთს შეეჯიბრებიან.

  1. წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია
  2. II საჯარო სკოლა
  3. III საჯარო სკოლა
  4. საღაძილის საჯარო სკოლა
  5. ლაშის საჯარო სკოლა
  6. ბაზალეთის საჯარო სკოლა
  7. სარგვეშის საჯარო სკოლა

 დაჯილდოების საზეიმო ცერემონია კინოთეატრში 20 დეკემბერს, 11 საათზე, გაიმართება. გამარჯვებულ მოსწავლეებს ფასიანი საჩუქრები გადაეცემათ.

 

ნანახია: 438 - ჯერ