სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/125547_DSC0058.JPG

ხარაგაულის მუზეუმში ლიკა ხიჯაკაძის პირველი გამოფენა მოეწყო

დღეს ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში ლიკა ხიჯაკაძის პირველი პერსონალური გამოფენა მოეწყო. გამოფენა შემოდგომას და ხარაგაულს მიეძღვნა.

ლიკა ხარაგაულელია, უყვარს ფოტოების გადაღება და მის გალერეაში ხარაგაულის და ბუნების უამრავი ფოტოა.

გამოფენას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი, კულტურის სამსახურის უფროსი, ირინე ჩხეიძე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით კიკნაძე, მამა თომა (ლაცაბიძე), მამა პავლე (ცერცვაძე) და ადგილობრივი თვითმმართვერლობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ლიკა ხიჯაკაძე - „ბავშვობიდან მიყვარს ფოტოების გადაღება და ფერები. ჩემი კადრებიც ძირითადად ბუნებაშია გადაღებული. ვცდილობდი ფოტოები გამეზიარებინა ჩემი მეგობრებისთვის, თუმცა გამოფენაზე არ მიფიქრია. ამისთვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ხარაგაულის  მუზეუმის  თანამშრომლებს.  ჩემი პირველი  პერსონალური  გამოფენა დიდი მოტივაციაა,  რომ  ფოტოგრაფიას უფრო მეტი დრო დავუთმო.“

ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის დირექტორმა, ნინო დიდიძემ ლიკა ხიჯაკაძეს დიპლომი - „შემოდგომის ფერები“ გადასცა და წარმატებები უსურვა.

 

 

ნანახია: 304 - ჯერ