სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0279.JPG
03/11/2022 18:42

ხარაგაულში საგალობლების საღამო პირველად გაიმართა

  ხარაგაულის კინოთეატრში მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის მელქისედეკის (ხაჩიძეს) ლოცვა-კურთხევითა და ხარაგაულის მერიის მხარდაჭერით საგალობელთა საღამო გაიმართა. საგალობელთა საღამოს  მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე) , მერის მოადგილე , დავით დევდარიანი და ეპარქიის სასულიერო პირები ესწრებოდნენ. საღამოზე საგალობლები მაცხოვრის შობისა და თორმეტი მოციქულის სახელობის საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდმა შეასრულა. მუსიკალური პოპური შეასრულა ასევე კულტურისა და ხელოვნების  ცენტრთან არსებულმა „ხარაგაულის კვარტეტმა“. საზოგადოების წინაშე წარსდგა მოსწავლე - ახალგაზრდობის სახლის მგალობელთა გუნდი (რეგენტი, თორნიკე ბაკურაძე). საქართველოში საგალობლების ისტორიაზე და მნიშვნელობაზე ისაუბრა რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელმა, იზა ვეფხვაძემ. ღონისძიებას უძღვებოდა ხარაგაულის მერიის კულტურის სამსახურის უფროსი, ირინე ჩხეიძე და ო. აბაშიძის სახელობის თეატრის მსახიობი, ბათუ კიკნაძე. საღამოს დასასრულს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) დამსწრე საზოგადოება  და სრულად საქართველო დალოცა. მეუფე მელქისედეკმა, ღონისძიების ორგანიზებისთვის, ასევე  მადლობა გადაუხადა ხარაგაულის საკათედრო ტაძრის წინამძღვარს, მამა თომას (ლაცაბიძე), მგალობლებს, საღამოს მონაწილეებს,  და  ხარაგულის მერიასა და კულტურისა და ხელოვნების ცენტრს. 
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/unnamed_1.jpg
03/11/2022 13:26

22 ნოემბერს ხარაგაულში ინტელექტ-ჩემპიონატ ,,ეტალონი"-ს კონკურსი გაიმართება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და დაფინანსებით, ხარაგაულელ მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ “ეტალონის” დისტანციურ კონკურსში კვალავ ჩაერთონ. კონკურსის პირველი ეტაპი 22 ნოემბერს, მერე ეტაპი კი  25 ნოემბერს გაიმართება. სპეციალურ პორტალზე დარეგისტრირების შესაძლებლობა აქვთ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეებს, რომელთაც  კონკურსის ფარგლებში წვდომა ექნებათ ონლაინ ტესტზე.  ტესტირების მომზადების და მიმდინარეობის პროცესში გაჩენილი ტექნიკური საკითხების გადაწყვეტაში მოსწავლეებს დახმარებას უწევს „ეტალონის“ სპეციალური ცხელი ხაზი ტელ:577 36 99 45 კონკურსი 3 ეტაპად ტარდება: პირველ ეტაპი - მონაწილე მოსწავლეები კონკურსში ონლაინ ტესტებს გადიან კლასებზე  მორგებული კითხვებით, მეორე ეტაპი - კონკურსის პირველი ეტაპის საშუალო ქულიდან გამომდინარე შეირჩევიან კონკურსის მეორე ეტაპზე გადამსვლელი ყველაზე მაღალქულიანი მოსწავლეები. მეორე ეტაპზე გადასული მოსწავლეები ერთმანეთს  ყველა კლასის მოსწავლისთვის ერთი და იგივე სირთულის კითხვებით შეეჯიბრებიან. მეორე ეტაპის შედეგად გამოვლინდება გამარჯვებული მოსწავლე, რომელსაც  „ხარაგაულის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული მიენიჭება და  ფინალურ ტურში მიიღებს მონაწილეობას. ,,ეტალონი“-ს კონკურსის პირველი და მეორე ეტაპი მუნიციპალურ დონეზე განხორციელდება. მესამე, ფინალური ტური - მიმდინარე წლის დეკემბრის თვეში გაიმართება და მასში მონაწილეობას  კონკურსში საქართველოს მასშტაბით ჩართული მეორე პერიოდის მუნიციპალიტეტების გამარჯვებული მოსწავლეები მიიღებენ. ფინალური ტურის მონაწილეებს შორის სამი  საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები გამოვლინდებიან, რომელთაც  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაწესებული სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცემათ. მესამე ეტაპი  LIVE რეჟიმში გაიმართება, რომლის დროსაც „ეტალონის“ წამყვანი, გოჩა ტყეშელაშვილი,  კონკურსანტებთან ერთად ვიდეო ფორმატში შეძლებს კომუნიკაციას. კონკურსის სამივე ეტაპის ტესტები  სასკოლო პროგრამას და ე.წ. ზოგადი აზროვნების საკითხებს მოიცავს. თითოეული ტესტი  „ეტალონის“ ექსკლუზიურ პრინციპზე არის აგებული: შედგება 20 კითხვისა და 4 სავარაუდო პასუხისაგან. სწორი პასუხი ფასდება 5 ქულით, არასწორი - 0, ხოლო თავის შეკავება ფასდება 2 ქულით. თითოეულ კითხვაზე პასუხის დასაფიქსირებლად მოსწავლეს განსაზღვრული აქვს ფიქსირებული დრო.    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/-750x422_1.jpg
03/11/2022 11:14

12 ნოემბერს ხარაგაულში დიაბეტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სამედიცინო აქცია ჩატარდება

სამედიცინო აქცია ქრონიკულ დაავადებათა საგანმანათლებლო ასოციაციის, საქართველოს კლინიკური ჰემოსტაზიოლოგიის ასოციაციის, თრომბოზის და ჰემოსტაზის კლინიკურ-დიაგნოსტიკური ცენტრის ორგანიზებითა და ხარაგაულის მერიის მხარდაჭერით ტარდება. აქციის ფარგლებში მოსახლეობა უფასო სამედიცინო მომსახურებას მიიღებს, რაც ექიმის კონსულტაციასა და ლაბორატორიული კვლევებს გულისხმობს. მოსახლეობის უფასო სამედიცინო კვლევებს თრომბოზისა და ჰემოსტაზის კლინიკურ-დიაგნოსტიკური ცენტრის “მომავლის” ექიმები ჩაატარებენ. აქცია   ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში   11:00 სთ - ზე   დაიწყება   და   18:00 სთ - ზე დასრულდება . პაციენტებმა უფასო სამედიცინო კვლევებისთვის თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობები და ასევე კვლევების სპეციფიკიდან გამომდინარე უნდა იყვნენ უზმოდ . სამედიცინო მომსახურება  ენდოკრინოლოგის, კარდიოლოგის, მეან-გინეკოლოგის, რეპროდუქტოლოგისა და ჰემოსტაზიოლოგის კონსულტაციას მოიცავს. პაციენტებს ასევე ჩაუტარდებათ შემდეგი სახის ლაბორატორიული კვლევები: სისხლის საერთო ანალიზი გლუკოზა ვენურ სისხლში (1) უზმო გლუკოზა ვენურ სისხლში 120 წთ-ში (2 სთ-ში) B ვირუსული ჰეპატიტის ზედაპირული ანტიგენის განსაზღვრა (HBsAg) სწრაფი, მარტივი ტესტით C ვირუსული ჰეპატიტის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა სწრაფი, მარტივი მეთოდით (ანტი HCV) აივ ანტისხეულებისა და ანტიგენის თვისობრივი განსაზღვრა სწრაფი მარტივი ტესტით (HIV 1&2)(შიდცი) ეკგ (ელექტროკარდიოგრამა) ასევე, პაციენტის სურვილის მიხედვით და ექიმის დანიშნულებით, ფასდაკლებით ჩაუტარდებათ შემდეგი სახის ლაბორატორიული კვლევები: თირეოტროპული ჰორმონი (TSH) ვიტამინ B12-ის კონცენტრაციის განსაზღვრა სისხლში • ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონის განსაზღვრა - FSH მალუთეინიზებელი ჰორმონის განსაზღვრა - LH  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0074%20-%20Copy.JPG
02/11/2022 14:40

„შემოდგომის პალიტრის“ გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

დღეს ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრში ახალგაზრდა მოყვარულ მხატვართა კონკურსის - ,,შემოდგომის პალიტრა" გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა. კონკურსში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 24 საჯარო სკოლის 55 მოსწავლემ  მიიღო მონაწილეობა. საპრიზო ადგილები ნორჩ მოყვარულ მხატვრებს შორის შემდეგნაირად გადანაწილდა: პირველი ადგილი -  ანასტასია შარიქაძე (ლეღვნის საჯარო სკოლა) მეორე ადგილი - მარიამ ღონღაძე (მოლითის საკარო სკოლა) მესამე ადგილი - ანა ჭიჭინაძე (კიცხის საჯარო სკოლა) დიდებს შორის საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: პირველი ადგილი - თამარ კურტანიძე (ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა) მეორე ადგილი - ნათია გუდაძე (წიფას საჯარო სკოლა); ეკა ლომიძე ( ვერტყვიჭალა) მესამე ადგილი -მარიამ მდივნიშვილი (წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია); ანა ჭანკვეტაძე (ლაშე) ჟიურის სიმპატია გახდა მარიამ არევაძე. სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის დირექტორმა, რევაზ შერგელაშვილმა მადლობა გადაუხადა მონაწილეებს აქტიურობისთვის და წარმატებები უსურვა. გამარჯვებულებს ფასიანი საჩუქრები და სიგელები გადაეცათ.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo-logo_14_1_2.png
02/11/2022 14:26

7 ნოემბერს საკრებულოს სხდომა გაიმართება

7 ნოემბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება დღის წესრიგი 1..ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ მომხს: ინგა ლურსმანაშვილი   2.არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ,, ხარაგაულის დასუფთავების და კეთილმოწყობის გაერთიანება “ - ს ხელმძღვანელის ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ მომხს: ზაზა კაციტაძე 3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სოფელ ბაზალეთის და სოფელ ვარძიის სასოფლო ამბულატორიების უფლებრივად უნაკლო მდგომარეობაში სახელმწიფოსათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ მომხს: ინგა ლურსმანაშვილი   4. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სოფელ ხიდარში მდებარე ძირითადი (განუსხვისებელი ) ქონების, გასხვისებაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ მომხს: ინგა ლურსმანაშვილი 5. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სოფელ ვახანში და სოფელ ფარცხნალში მდებარე ძირითადი (განუსხვისებელი ) ქონების, გასხვისებაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ მომხს: ინგა ლურსმანაშვილი   6. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სოფელ სარგვეშში მდებარე 200,00 კვმ არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს.კ. 36.07.34.241) სახელმწიფოსათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ მომხს: ინგა ლურსმანაშვილი   7. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ საქასრიაში მდებარე 4251 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 36.03.37.501) კომპანია “Hუნან ღოად ანდ Bრიგდე ჩონსრტაქციონ LთD”- სათვის , პირდაპირი განკარგვის წესით, სასყიდლით ( იჯარის ფორმით), ერთი წლის ვადით გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ მომხს: ინგა ლურსმანაშვილი 8. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული დაბა ხარაგაულში, სოლომონ მეფის ქუჩაზე , ჩიხი 1, N6-ში მდებარე 7 კვმ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი 36.01.33.434) გასახვისებაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ მომხს: ინგა ლურსმანაშვილი 9 .ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის #11 დადგენილებაში,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების ( რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: მანანა ბარბაქაძე 10 . ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ოთარი ლურსმანაშვილი 11„ხარაგაულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის შემადგენლობის ცნობად მიღების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 03 დეკემბრის N69.692133722 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ოთარი ლურსმანაშვილი საკრებულოს თავმჯდომარე: მანანა ბარბაქაძე    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/308822253_617072213456279_883536428797670484_n.jpg
01/11/2022 16:35

,,დარაბებს მიღმა გაზაფხულია“ - თეატრი ,,მოდინახე“ ხარაგაულს ცნობილი სპექტაკლით ეწვევა

კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორის, მამუკა ჭიპაშვილის ინფორმაციით, 8 ნოემბერს, 17 საათზე ხარაგაულის კინოთეატრში , საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის , სახალხო თეატრ-სტუდია ,,მოდინახე“ სპექტაკლს გამართავს. სპექტაკლი ,,დარაბებს მიღმა გაზაფხულია“ ლაშა თაბუკაშვილის პიესის მიხედვით დაიდგა. რეჟისურა და სცენოგრაფია - ნუგზარ ბუცხრიკიძე. მონაწილეობენ: კოკა - გიორგი ჭანტურია მარიამ პატაშური, ქეთევან სირბილაძე, სალომე ამირიძე, ნატალია გურგენიძე,ნინო ბუცხრიკიძე,ნანი და ლიკა ბარათაშვილები, გიორგი ანთიძე ოთარ დვალიშვილი, სერგო შავდათუაშვილი და მთელი დასი.   სპექტაკლის ბილეთის ფასი 5 ლარია. იჩქარეთ, ადგილები შეზღუდულია. ბილეთების გაყიდვა კინოთეატრის სალაროში 2 ნოემბრიდან დაიწყება. დასაჯავშნად დარეკეთ, ტელ: 577 38 37 06    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/313418063_538221668310148_839849279578222223_n.jpg
01/11/2022 11:49

ევგენი ხარაძის საიუბილეო თარიღი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში აღინიშნა

31 ოქტომბერს აკადემიკოს ევგენი ხარაძის დაბადებიდან 115 წლისადმი მიძღვნილი იუბილე სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. ამ დღის აღსანიშნავად, ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურულმა თეატრმა (რეჟისორი იზა ვეფხვაძე) სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევგენი ხარაძისადმი მიძღვნილი ფილმის - "ვარსკვლავიერი ზეცის მესაიდუმლე" პრეზენტაცია გამართა. ფილმის ჩვენებას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ხელმძღვანელი პირები, პროფესორი, მერაბ ბერიძე, აკადემიური პერსონალი  და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. პროფესორმა მერაბ ბერიძემ  ღონისძიება გახსნა დასაზოგადოებას რამდენიმე შთამბეჭდავი ფრაგმენტი ევგენი ხარაძისა და სამცხე- ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ურთიერთობის ისტორიიდან. თეატრის რეჟისორმა, იზა ვეფხვაძემ ისაუბრა ევგენი ხარაძის ბიოგრაფიაზე და იმ იდეაზე, რომელმაც უბიძგა მას გადაეღო დოკუმენტური ფილმი ამ უდიდეს ქართველ მოღვაწეზე. დოკუმენტური ფილმის ,,ვარსკვლავიერი ზეცის მესაიდუმლე“ ჩვენებას დიდი შეფასება მოჰყვა დარბაზის მხრიდან. დოკუმენტური ფილმი რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურულმა თეატრმა გადაიღო. ფილმის პრეზენტაცია სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის გარდა, უკვე გაიმართა ხარაგაულსა და თბილისში, მეცნიერებათა აკადემიაში.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/asdkdasd_DSC0135.JPG
01/11/2022 10:12

3 ნოემბერს ხარაგაულში საგალობლების საღამო გაიმართება

ხარაგაულში, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის მელქისედეკის (ხაჩიძეს) ლოცვა-კურთხევითა და ხარაგაულის მერიის მხარდაჭერით საგალობელთა საღამო გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ ხარაგაულის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი მამა თომა (ლაცაბიძე) გვაწვდის.  საღამოზე საგალობლებს  მაცხოვრის შობისა და თორმეტი მოციქულის სახელობის საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდი შეასრულებს. საღამო ხარაგაულის კინოთეატრში,  ხუთშაბათს, 15 საათზე დაიწყება.        
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo-logo_14_1_1.png
31/10/2022 15:43

1 ნოემბერს ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო 1 ნოემბერს რიგგარეშე ბიუროს სხდომას გამართავს. დეპუტატები შემდეგ საკითხებს განიხილავენ:                                                     ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სოფელ ვახანის, სოფელ ფარცხნალის და სოფელ სარგვეშის  სასოფლო ამბულატორიების უფლებრივად უნაკლო მდგომარეობაში სახელმწიფოსათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ; მომხს: ინგა ლურსმანაშვილი   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული დაბა ხარაგაულში, სოლომონ მეფის ქუჩაზე , ჩიხი 1, N6-ში მდებარე 7 კვმ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი 36.01.33.434)  გასახვისებაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ; მომხს: ინგა ლურსმანაშვილი   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის #11 დადგენილებაში,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების    (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე   მომხს: მანანა ბარბაქაძე   „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე   მომხს: ოთარი ლურსმანაშვილი              
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0559.JPG
27/10/2022 13:37

თოჯინების თეატრმა პრემიერა გამართა

დღეს ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებულმა თოჯინების თეატრმა სპექტაკლის - „იისფერა“ პრემიერა გამართა. თეატრის რეჟისორმა, ირინე ჩხეიძემ სპექტაკლი პატარებისთვის გივი ჭიჭინაძის პიესის მიხედვით დადგა. სპექტაკლმა ოვაციების ფონზე ჩაიარა და პატარა მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.  სპექტაკლს ესწრებოდა მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი და მერის თანაშემწე ჟანა ნემსაძე. სპექტაკლში მონაწილეობდნენ: ჭრელა ჩიტი - ირინე ჩხეიძე; იისფერა, თაგუნია - მაია ბერაძე; თევზი დგაფინა - ლუიზა კიკნაძე; კატა - გიორგი ჭიპაშვილი გენერალი - ნიკოლოზ წიკლაური; ყვავილი - მანანა ოსანაძე. მხატვარი  - გაიოზ შუბითიძე; ოპერატორები - დავით კვირიკაშვილი და ირაკლი შარიქაძე. მაყურებლის თხოვნით, სპექტაკლი  ხარაგაულის კინოთეატრში 31 ოქტომბერს, 14:00 საათზე, გაიმართება. ბილეთის ფასი 3 ლარი.    
სრულად