სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/314719520_196670511_n_1.jpg

,,DMO იმერეთი“ - ხარაგაულში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისთვის საჭირო რეკომენდაციებზე იმუშავებენ

22 ნოემბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ტურისტული პოტენციალის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ა(ა) იპ “იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცი”-ისა და ხარაგაულის მერიის ორგანიზებით ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გაიმართება.

სამუშაო შეხვედრას ,,DMO იმერეთის“ აღმასრულებელი დირექტორი მარი დევიძე და  მარკეტინგის და პროდუქტის განვითარების მენეჯერი  ლალი ჟორჟოლიანი წარუძღვება.

შეხვედრაზე დასასწრებად ვიწვევთ, ადგილობრივი კერძო სექტორის (სასტუმროები, საოჯახაო მარნები, რესტორნები, ტურიზმის სექტორში ჩართული ადამიანები) წარმომადგენლებს,  ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის თანამშრომლებს, მერის წარმომადგენლებს, ეთნოგრაფებს, ისტორიკოსებს, მასწავლებლებს, და ასევე მხარეთმცოდნეობის სპეციალისტებს.

შეხვედრას ,,DMO იმერეთთან“  ერთად გაუძღვება ცნობილი მკვლევარი გიორგი დვალაშვილი.

შეხვედრის მიზანია, შემუშავდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისათვის საჭირო რეკომენდაციები.

მსგავსი ხასიათის შეხვედრებს ,,დმო იმერეთი“  იმერეთის რეგიონის თითოეულ მუნიციპალიტეტში გამართავს. შეხვედრების დასრულების შემდეგ შეიქმნება იმერეთის რეგიონის ერთიანი სარეკომენდაციო პაკეტი. აღნიშნული დოკუმენტი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამისს უწყებებს.

შეხვედრაზე ასევე გაიმართება, ცნობილი გეოგრაფის, პროფესორის გიორგი დვალაშვილის წიგნის ,,იმერეთის 100 ძეგლი” პრეზენტაცია.

შეხვედრა 22 ნოემბერს , ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში, 10:00 საათზე დაიწყება.

 

 

ნანახია: 593 - ჯერ