სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/asdlfasdasfd848DSC0134.JPG
20/11/2022 19:05

ხარაგაულის მერის დავალებით, უკრაინიდან ლტოლვილ ოჯახს საკვები პროდუქტები გადაეცათ

ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის დავალებით, მერის მოადგილე, დავით დევდარიანი და სოციალური სამსახურის უფროსი , ნანა კიკნაძე , სოფელ უბისაში უკრაინიდან ლტოლვილ ოჯახს ესტუმრნენ და მათ საკვები პროდუქტების ნაკრები გადასცეს. ოქსანა და ვიტალი კოტები, სამ შვილთან ერთად,  თვეზე მეტია საქართველოში, სოფელ უბისაში, მეგობრის ოჯახში ცხოვრობენ. დავით დევდარიანი ოჯახის საჭიროებებს ადგილზე გაეცნო. ზამთრისთვის ხარაგაულის მერია მათ საშეშე მერქნით მოამარაგებს. უკრაინელ სტუმრებს საქართველო ძალიან მოსწონთ, ამბობენ რომ აქ ხალხი თბილი და ყურადღებანია. ხარაგაულში ამ დროისთვის უკრაინიდან ტოლვილი სამი ოჯახი ცხოვრობს. მერიის სოციალური სამსახური მათთან მუდმივ კომუნიკაციაში რჩება.    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0019_1.JPG
18/11/2022 14:59

მერიამ საბიუჯეტო-საფინანსო კომისიას მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა

ხარაგაულის მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა და სახაზინო საბიუჯეტო დაგეგმარების განყოფილების უფროსმა, ნინო მაღლაკელიძემ საკრებულოს საბიუჯეტო-საფინანსო კომისიას 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა.  მუნიციპალიტეტის 2023 წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი საპროგნოზო მაჩვენებელი 12 303,7 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც 2022 წლის ბიუჯეტს 2 035,6 ათასი ლარით აღემატება და დაზუსტებული ბიუჯეტის შემოსულობებს 1 321,6 ათასი ლარით. 2022 წლის ბიუჯეტის პარამეტრებთან დაკავშირებით ამომწურავად ისაუბრა ხარაგაულის მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა. ვარლამ ჭიპაშვილის განცხადებით, ხარაგაულის მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი მოსახლეობის საჭიროებებს პასუხობს. "გვაქვს მაგალითი, როგორ გავზარდეთ რამდენჯერმე 2022 წელს ბიუჯეტი და ანალოგიურად, საგადასახადო შემოსავლების დაზუსტების შემდეგ, ბიუჯეტის ზრდას ველოდებით 2023 წლის პირველ კვარტალშივე, რაც საშუალებას მოგვცემს, მეტი პროექტი განვახორციელოთ. - განაცხადა ვარლამ ჭიპაშვილმა. მერის პირველი მოადგილის განცხადებით, ბიუჯეტში პირველად არის ასახული გენდერული ბიუჯეტი და ასევე ბავშვთა ოთახის დაფინანსება. ბიუჯეტის პროექტის თანახმად, დაგეგმილია ხარაგაულის მერიის მიერ დაფუძნებულ იურიდიული პირებისთვის, საკრებულოსა და მერიის საჯარო მოხელეებისათვის შრომის ანაზღაურების გაზრდა 10%-ის ფარგლებში. გაზრდილია ასევე სოციალური პროგრამების დაფინანსებაც. ჯანმრთელობის დაცვასა და სოციალური უზრუნველყოფაზე 1 828,9 ათასი ლარია გათვალისწინებული, 2022 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით აღნიშნულ პრიორიტეტებზე 245,2 ათასი ლარით მეტი იქნება მიმართული. ინფრასტრუქტურის განვითარება - 1 060,0 ათასი ლარით განისაზღვრა. დასუფთავება და გარემოს დაცვა - 1 546,7 ათასი ლარი; განათლება - 2 550,0 ათასი ლარი. დასუფთავება და გარემოს დაცვა  - 1 546,7 ათასი ლარი; განათლება - 2 550,0 ათასი ლარი. კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი - 1 879,3 ათასი ლარი. მმართველობა - 4 935,8 ათასი ლარი. აღნიშნული პროექტი შენიშვნებისა და რეკომენდაციების საფუძველზე მერიაში გადაიგზავნება და კორექტირებული ვარიანტის განხილვა, კანონმდებლობის შესაბამისად, 10 დეკემბრამდე მოხდება.    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/315524328_2431870253633505_947530945845786068_n.jpg
18/11/2022 12:31

20 ნოემბერს ,,ჭირიმე“ მან-სან-კანის ნახევარფინალში ითამაშებს

20 ნოემბერს, კვირას, ქალაქ თბილისში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  სახალხო თეატრ- სტუდია ,,მოდი ნახეს" დარბაზში,  ,,ქართული ლიგის" ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართება. სადაც მონაწილეობას ხარაგაულის იუმორისტული გუნდი ,,ჭირიმე“  მიიღებს. შეგახსენებთ, რომ  ,,ჭირიმემ'' შესარჩევი ეტაპის შემდეგ, ასევე წარმატებით გადალახა მეოთხედფინალური ეტაპი და ახლა უკვე ნახევარფინალში ითამაშებს.  გუნდის შემადგენლობაში არიან:  გიორგი მაქაძე, დავით ჭიპაშვილი, ბექა ხიჯაკაძე და გიორგი ჭიპაშვილი. გუნდის ხელმძღვანელი და რეჟისორია მამუკა ჭიპაშვილი. მობრძანდი, ერთად ვუგულშემატკივროთ ,,ჭირიმეს“ და ხარაგაულს. დასწრება თავისუფალია. დასაწყისი 15 საათზე.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/ljghsdgh_1.png
18/11/2022 11:22

21 ნოემბერს საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართება

21 ნოემბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მორიგი სხდომა გაიმართება. ბიუროზე 5 დეკემბრის საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგზე იმსჯელებენ. სხდომა 10 საათზე დაიწყება. გთავაზობთ, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 21 ნოემბრის ბიუროს მორიგი სხდომის საკითხთა ნუსხას:   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2022 წლის ბიუჯეტის მესამე კვარტლის საპროგნოზო მაჩვენებლების შესრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია. მომხს: ვლადიმერ გელაშვილი   ა(ა)იპ „მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური .ცენტრი“ -ს ხელმძღვანელის ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ მომხს: ეკა შავიძე   ხარაგაულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის შემადგენლობის ცნობად მიღების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 03 დეკემბრის N69.692133720 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს. ოთარი ლურსმანაშვილი   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - ს წევრების ეკატერინე შველიძისა და ავთანდილ ვეფხვაძის განცხადების განხილვა ფრაქციიდან გასვლის შესახებ მომხს: ოთარ ლურსმანაშვილი
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/316056942_501975998636468_9097545446754554618_n.jpg
17/11/2022 17:28

ხარაგაულელებმა კიდევ ერთხელ შეგვახსენეს იმერელი აზნაურის ტრაგიკული სულისკვეთება

ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის თეატრმა ქალაქ ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში, სპექტაკლი ,,დარისპანის გასაჭირი” ითამაშა. ხარაგაულის თეატრალური დასი ოზურგეთში ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მიწვევით და ხარაგაულის მერიის მხარდაჭერით გაემგზავრა. სპექტაკლი „დარისპანის გასაჭირი“ დიდი ქართველი დრამატურგის, დავით კლდიაშვილის 160 წლის იუბილეს მიეძღვნა. საინფორმაციო სააგენტო alion.ge სპექტაკლთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს. წერილში ვკითხულობთ: ,,ხარაგაულელებმა ერთხელ კიდევ შეგვახსენეს მწერლის მიერ გულისმომკვლელი და სევდიანი სინამდვილით ასახული, უმწეო მდგომარეობაში ჩავარდნილი იმერელი აზნაურის ტრაგიკული სულისკვეთება.  მართალია ტრაგიკული, მაგრამ მაინც ღიმილისმომგვრელი პიროვნებაა 4 გასათხოვარი ქალის მამა დარისპანი, რომელსაც კარდაკარ დაჰყავს თავისი უფროსი ქალიშვილი კაროჟნა და უნიადაგო სიამაყესა და უადგილო ტრაბახს არ იშლის. რეჟისორ ირინა  ჩხეიძეს საინტერესოდ აქვს გადაწყვეტილი სპექტაკლის რეჟისურა. ამასვე ვიტყოდით მხატვრობაზეც. პროლოგში ბათუ კიკნაძეს საინტერესოდ გადაჰყავს მაყურებელი წარსულში და სცენზე თანდათან ცოცხლდებიან ძველ ფოტოებზე ასახული კლდიაშვილის გმირები. სპექტაკლში მონაწილეობდნენ: ირინა ჩხეიძე(მართა ქვიტირიძისა), ლუიზა კიკნაძე (პელაგია საბელაშვილისა), ლია ჭიპაშვილი (ნატალია), ვასილ კიკნაძე(დარისპან ქარსიძე), მაია ბერაძე (კაროჟნა), ნიკოლოზ დეკანოსიძე (ონისიმე მათარაძე), დავით ჭყოიძე (ოსიკო ხარებაძე); სპექტაკლის მუსიკალური გაფორმება _დავით კვირიკაშვილი, ქორეოგრაფი _ზაზა ლურსმანაშვილი). სპექტაკლის დასრულების შემდეგ თეატრის რეჟისორმა ირინა ჩხეიძემ მადლობა გადაუხადა ოზურგეთელებს, რომ გურიაში აღნიშნეს დიდი ქართველი მწერლის უკვდავი „დარისპანის გასაჭირი“, რომელიც საუკუნეზე მეტია არ ჩამოდის ქართული თეატრის სცენიდან. სტუმრებს მიესალმნენ ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრის დირექტორი ავთანდილ სურგულაძე და ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორი ვასილ ჩიგოგიძე. სპექტაკლის დასრულების შემდეგ ქალბატონი ირინა ჩხეიძე გაზეთ „ალიონს“ ესაუბრა. ხარაგაულის თეატრალური ცხოვრება გასული საუკუნის დამდეგიდან იღებს სათავეს. 30-იანი წლებიდან ხარაგაულში უკვე მუდმივი დასი არსებობდა, რომელსაც 1943-47 წლებში სახელმწიფო თეატრის სტატუსი ჰქონდა. 1959 წლიდან თეატრს სახალხოს წოდება მიენიჭა. თეატრი საერთაშორისო ფესტივალების გრან-პრის მფლობელია, წარმატებით მართავს სპექტაკლებს, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. ბოლო წლებში თეატრმა მონაწილეობა მიიღო თურქეთში და ლატვიაში გამართულ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალებში, 2014 წელს ბელგიაში _ქ. ბრიუსელში. 2015 წელს იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე ხარაგაულის სახალხო თეატრის სპექტაკლმა „დარისპანის“ გასაჭირი“, ნომინაცია _„საუკეთესო ანსამბლური სპექტაკლი“ მოიპოვა. იმევე წელს გორში გამართულ საქართველოს სახალხო თეატრების ფესტივალზე ნომინაცია _„საუკეთესო რეჟისორული ნამუშევარი“ დაიმსახურა. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს და ხარაგაული მერიას ხელშეწყობისათვის _აღნიშნა ირინე ჩხეიძემ.        
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0007.JPG
17/11/2022 11:45

ფარცხნალი - გაიგე რა გაკეთდა შენს სოფელში 2022 წელს

ფარცხნალის ადმინისტრაციულ ერთეულში 4 სოფელი - ფარცხნალი, ახალსოფელი, ისლარი და ღუდუმექეთი შედის. 2022 წელს რეგიონული განვითარების ფონდიდან  ფარცხნალის ადმინისტრაციული ერთეულში ორი პროექტი დაფინანსდა. დასრულდა ისლარი, ფარცხნალი, ახალსოფელი , ოკიშურას დამაკავშირებელი 9 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია. ბეტონის საფარი დაიგო ბარის უბანში. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელს  ფარცხნალის ადმინისტრაციულ ერთეულში რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. კერძოდ: მოსახლეობის მოთხოვნით, გარე განათების ქსელი მოეწყო ახალსოფელში. გასწორხაზოვნდა ახალსოფლის, ღუდუმექეთის  და ფარცხნალის საუბნო გზები. სანიაღვრე არხის მოეწყო სოფელ ისლარში. მოსახლეობის თხოვნით, წყლის სისტემა მოეწყო სოფელ ფარცხნალსა და ღუდუმექეთში. მოეწყო სოფლის წისქვილი. ფარცხნალის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი ოთხი სოფლის  ფარცხნალის ღუდუმექეთის, ისლარის და ახალსოფლის მთავარი საავტომობილო გზები სრულად მობეტონებულია. მიმდინარე წელს სოფელ ფარცხნალში 250 ოჯახი გაზიფიცირდა. საერთო ჯამში, ფარცხნალის ადმინისტრაციულ ერთეულში გაზიფიცირებულია სამი სოფელი ახალსოფელი, ფარცხნალი და ისლარი. ავთო თაბუკაშვილი ფარცხნალის ადმინისტრაციული ერთეულში, მერის წარმომადგენლის პოზიციაზე 2020 წლიდან მუშაობს.  მასთან ერთად უფლებამოსილებას ინაწილებს, სპეციალისტი ზურაბ მაღრაძე. ,,2022 წელი ფარცხნალის ადმინისტრაციული ერთეულისთვის მნიშვნელოვანი პროექტის ისლარი , ფარცხნალი,  ახალსოფელი, ოკიშურას დასრულების წელი იყო. წელს წინსწრებით დასრულდა 9 კილომეტრიანი გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია,  რომელმაც ოთხი სოფელი დააკავშირა მუნიციპალიტეტის ცენტრსა და კიცხის -ზესატაფონის დამაკავშირებელ გზას. მოსახლეობა  ძალიან კმაყოფილია, აღნიშნული პროექტის განხორციელებით, რადგან  რთულ მონაკვეთზე გადაადგილება გამარტივდა. სოფლის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში უბნებში მოიხრეშა ჩიხები, გაკეთდა სასაფლაოებთან მისასვლელი გზები. დიდი ყურადღება ექცევა წყლის სისტემების მოწესრიგებას, გარე განათების ქსელის მოწყობას.  წელს ეს პრობლემები იმ უბნებში გადაწყდა სადაც ამის ყველაზე დიდი საჭიროება იყო. მაქსიმალურად ვცდილობთ,  მერთან, კობა ლურსმანაშვილთან მუდმივი კომუნიკაციით გადაწყდეს ის პრობლემები, რომელიც სოფელს აწუხებს. მომავალი წელი ძირითადად ფარცხნალში  წყლის სისტემების მოწესრიგებას დაეთმობა. ამ პრობლემის გადასაჭრელად ადგილობრივი თვითმართველობის დაფინასებასთან ერთად სოფლის მხარდაჭერის პროგრამებს გამოვიყენებთ. სოფელ ფარცხნალში მოსახლეობის ძირითადი მოთხოვნებია: წყლის სისტემის მოწესრიგება, უბნებში გზების მობეტონება, გარე განათების მოწყობა დარჩენილ უბნებში, ნაგვის ურნების დამატება და ღუდუმექეთში ბუნებრივი გაზის შეყვნა. როგორც მერის წარმომადგენელი, ავთო თაბუკაშვილი განმარტავს, მოსახლეობისთვის შუამდგომლობის გაწევა  მერიასთან ძირითადად  წამლებზე, ერთჯერად ფინანსურ დახმარებაზე, სტიქიით დაზიანებულ სახლებსა და ოპერაცია-გამოკვლევების დაფინანსებისთვის უხდება. 2022 წელს მერის წარმომადგენელმა ფარცხნალის ადმინისტრაციულ ერთეულში სულ  131 შუამდგომლობა გასცა. მისთვის, როგორც მერის წარმომადგენლისთვის, მომავალი წლის პრიორიტეტები ასე გამოიყურება: ა)რეზო თაბუკაშვილის სახლამდე მისასვლელი გზის მობეტონება და გარე განათების დამონტაჟება;   ბ) გალაქტიონ ტაბიძე სადაც ცხოვრობდა იმ სახლამდე გზის მობეტონება (70 მეტრი).   გ) სოფლის შემოსასვლელში, ფარცხნალის მკვიდრი, ცნობილი მოღვაწეებისა და გამოჩენილი პიროვნებების მემორიალური დაფის მოწყობა.    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0165_1.JPG
16/11/2022 16:23

ხარაგაულში რა? სად? როდის? მოსწავლეებს შორის გაიმართა

დღეს ხარაგაულის „კულტურისა და ხელოვნების“ ცენტრის და ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით, საჯარო სკოლების  მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ გაიმართა. პირველ ტურში ოთხი საუკეთესო გუნდი გამოვლინდა. პირველ ადგილზე წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია გავიდა, მეორე ადგილი მარელისის საჯარო სკოლამ დაიკავა. თანაბარი ქულებით, მეორე ეტაპზე გადავიდა დაბა ხარაგაულის მერე და ღორეშას საჯარო სკოლა. თითოეულ გუნდი 6 მოსწავლით იყო დაკომპლექტებული. დასმულ  20 ინტელექტუალურ თითოეულ შეკითხვაზე გუნდს პასუხის მოსაფიქრებლად ერთი წუთი ჰქონდა. მეორე ტურში საუკეთესო გუნდები ცალცალკე ითამაშებენ მრგვალ მაგიდასთან. მათგან საუკეთესო ზამთრის სერიის გამარჯვებული გახდება.   გამარჯვებული გუნდი დაჯილდოვდება ფასიანი საჩუქრით, ასევე, გამოვლინდება სეზონის მოაზროვნე მოსწავლეებს შორის, რომელსაც „ბროლის ბუ“ გადაეცემა.   
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0003_3.JPG
16/11/2022 16:11

ხარაგაულის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო

დღეს, ხარაგაულის მერიამ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი და პრიორიტეტის დოკუმენტები წარუდგინა. სხდომაზე, 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი ხარაგაულის მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა და სახაზინო საბიუჯეტო დაგეგმარების განყოფილებ ის უფროსმა , ნინო მაღლაკელიძემ წარადგინეს.  როგორც მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა განმარტა, პროექტი საბოლოო არაა და მერია მზადაა მიიღოს არგუმენტირებული შენიშვნები  2023 წლის ბიუჯეტის პროექტში  ცვლილებების შესატანად.  2023 წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა ხარაგაულის საკრებულოს კომისიებსა და ფრაქციებში გაგრძელდება. პროექტის საჯარო განხილვა 24 ნოემბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართება.     დანართი N 9 დადგენილების პროექტი მუნიციპალიტეტი 2023 დანართი N 7 განმარტებითი ბარათი დან. N 1 ხარაგაულის 2023 -2026 წლების პრიორიტეტეტების დოკუმენტი-საბოლოო აპარატის განცხადება  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/ljghsdgh.png
16/11/2022 16:10

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო, 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვასთან დაკავშირებით , განცხადებას აკეთებს.   გაცნობებთ, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში მიმდინარე წლის 14 ნოემბერს დარეგისტრირდა მუნიციპალიტეტის მერის მიერ გადმოგზავნილი „ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი და პრიორიტეტების დოკუმენტი“. საკრებულოს აპარატი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) 85 - ე 108 -ე და 135-ე მუხლის შესაბამისად, აღნიშნული დოკუმენტებს აქვეყნებს საჯარო განხილვისათვის მუნიციპალიტეტის ვებ გვერდზე და ა.ა.ი.პ მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების ცენტრის მეშვეობით. დაინტერესებულ პირებს დოკუმენტის ნახვა ასევე შეუძლიათ ადმინისტრაციული შენობის მესამე სართულზე განთავსებულ საკრებულოს აპარატში. მისამართზე დაბა ხარაგაული 9 აპრილის ქუჩა N15. ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება მიმდინარე წლის 24 ნოემბრს დღის 12:00 საათზე ადმინისტრაციული შენობის მესამე სართულზე. აქვე გაცნობებთ, რომ ბიუჯეტის პროექტის განხილვა საკრებულოს კომისიებში გაიმართება შემდეგი განრიგით: საკრებულოს საფინანსო - საბიუჯეტო კომისია - 18 ნოემბერი დღის 11;00 საათი; საკრებულოს განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისია - 18 ნოემბერი დღის 12: 00 საათი; საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასრტუქტურის საკითხთა კომისია 21 ნოემბერი დღის 12:00 საათი; საკრებულოს იურიდიული,სამანდატო,საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია 21 ნოემბერი დღის 11: 00 საათი; საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისია 22 ნოემბერი დღის 11:00 საათი; კომისიის სხდომები ჩატარდება ადმინისტრაციული შენობის მესამე სართულზე განთავსებულ კომისიების სამუშაო კაბინეტებში, მისამართზე 9 აპრილის ქუჩა N15. გთხოვთ საკითხით დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს და ორგანიზაციებს ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით წინადადებები, შენიშვნები და შეფასებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარმოადგინოთ საკრებულოს   აპარატში არაუგვიანეს, მიმდინარე წლის 25 ნოემბრის დღის 12:00 საათისა. წინასწარ გიხდით მადლობას თანამშრომლობისათვის პატივისცემით საკრებულოს აპარატი ლენა კალანდაძე საკრებულოს აპარატი-აპარატის უფროსი   დანართი N 9 დადგენილების პროექტი მუნიციპალიტეტი 2023 დანართი N 7 განმარტებითი ბარათი დან. N 1 ხარაგაულის 2023 -2026 წლების პრიორიტეტეტების დოკუმენტი-საბოლოო აპარატის განცხადება  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo-logo_14_1_2_1_3.png
15/11/2022 17:24

16 ნოემბერს საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება

16 ნოემბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება. სხდომაზე დღის წესრიგის მიხედვით განსახილველად ერთი საკითხი იქნება წარმოდგენილი.   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის განსახილველად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ. მომხს: მანანა ბარბაქაძე
სრულად