სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/asd587yrg_DSC0400.JPG

დიაბეტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ხარაგაულში სამედიცინო აქცია გაიმართა

12 ნოემბერს დიაბეტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სამედიცინო აქცია გაიმართა. აქცია ქრონიკულ დაავადებათა საგანმანათლებლო ასოციაციის, საქართველოს კლინიკური ჰემოსტაზიოლოგიის ასოციაციის, თრომბოზის და ჰემოსტაზის კლინიკურ-დიაგნოსტიკური ცენტრის ორგანიზებითა და ხარაგაულის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.

უფასო სამედიცინო აქციაში თრომბოზისა და ჰემოსტაზის კლინიკურ-დიაგნოსტიკური ცენტრის “მომავლის” ექიმები იყვნენ ჩართულები.

აქციას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი, სოციალური სამსახურის უფროსი ნანა კიკნაძე, საზოგადოებრიცი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი, ალექსანდრე ტაბატაძე, ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსი, ხარაგაულის საკრებულოს წევრი, გოჩა გიორგიძე ესწრებოდნენ.

აქციის ფარგლებში მოქალაქეებმა  ენდოკრინოლოგის, კარდიოლოგის, მეან-გინეკოლოგის, რეპროდუქტოლოგისა და ჰემოსტაზიოლოგის კონსულტაციითა და ლაბორატორიული კვლევები ისარგებლეს.

პაციენტებს ჩაუტარდათ შემდეგი სახის ლაბორატორიული კვლევები:

  • სისხლის საერთო ანალიზი
  • გლუკოზა ვენურ სისხლში (1) უზმო
  • გლუკოზა ვენურ სისხლში 120 წთ-ში (2 სთ-ში)
  • B ვირუსული ჰეპატიტის ზედაპირული ანტიგენის განსაზღვრა (HBsAg) სწრაფი, მარტივი ტესტით
  • C ვირუსული ჰეპატიტის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა სწრაფი, მარტივი მეთოდით (ანტი HCV) აივ ანტისხეულებისა და ანტიგენის თვისობრივი განსაზღვრა სწრაფი მარტივი ტესტით (HIV 1&2)(შიდცი) ეკგ (ელექტროკარდიოგრამა)
  • ასევე, პაციენტის სურვილის მიხედვით და ექიმის დანიშნულებით, ფასდაკლებით ჩაუტარდებათ შემდეგი სახის ლაბორატორიული კვლევები:

თირეოტროპული ჰორმონი (TSH)
ვიტამინ B12-ის კონცენტრაციის განსაზღვრა სისხლში • ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონის განსაზღვრა - FSH
მალუთეინიზებელი ჰორმონის განსაზღვრა - LH

 

ნანახია: 213 - ჯერ