სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/kaxaasdasd.JPG

ხარაგაულში მხატვარ კახა დევდარიანთან შეხვედრა გაიმართა

დღეს ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში მწერალთან და მხატვართან, კახა დევდარიანთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი, კულტურის სამსახურის უფროსი, ირინე ჩხეიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, დავით კიკნაძე, მამა თომა (ლაცაბიძე), მამა პავლე (ცერცვაძე) და ადგილობრივი თვითმმართვერლობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კახა დევდარიანი წარმოშობით ხარაგაულელია, პროფესიით მხატვარი, მისი  ნოველები 1980-იან წლებში გამოვიდა და მას შემდე ჩართულია ლიტერატურულ ცხოვრებაში.

შეხვედრაზე ხარაგაულის მესამე საჯარო სკოლისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეებმა კახა დევდარიანის ნოველები წაიკითხეს.

მუზეუმის დირექტორი, ნინო დიდიძე აღნიშნავს - „ბატონ კახას, მუზეუმთან კავშირი ჰქონდა როგორც შემომწირველს. შევთავაზეთ მისი გამოფენა გაგვეკეთებინა, თუმცა გადაწყვიტა პირველად ამ კუთხით მოგვეწყო მისი წარდგენა საზოგადოებასთან.“

ნანახია: 366 - ჯერ