სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/asd654564as65d4a654ds654ads1.jpg

,,იმერეთის 100 ძეგლი“ - ხარაგაულში გიორგი დვალაშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართება

გეოგრაფიის აკადემიური დოქტორის, თბილისის სახელმწიოფო უნივერსიტეტის ასისტენტ

პროფესორის, გიორგი დვალაშვილის ავტორობით  წიგნი ,,იმერეთის 100 ძეგლი“ გამოიცა.

წიგნში ხარგაულის მუნიციპალიტეტიდან შესულია: ხარაგაულის მუზეუმი; ჩხერის ციხე; ვახანის ციხე; უბისის ტაძარი; კახორის წმინდა გიორგი; დევისხვრელის მღვიმე; ლეღვანის ტბა; ცაშეკრულას კანიონი; რკინისჯვრის მთა; ზვარე; ნუნისის ხეობა.

ნაშრომში ასევე წარმოდგენილია იმერეთის ძეგლების ფოტოები, მუნიციპალიტეტების რუკები, ობიექტების შესახებ არსებული ლეგენდები და თქმულებები, სამეცნიერო-პოპულარულად დაწერილი საცნობარო ტექსტები. თითოეული ძეგლის ადვილად მისაგნებად წიგნში წარმოდგენილია ობიექტების ზუსტი მდებარეობა, სიმაღლე ზღვის დონიდან, მისასვლელი გზა (მანძილი თბილისიდან, ქუთაისიდან, ადმინისტრაციული ცენტრიდან), აგრეთვე გეოგრაფიული კოორდინატები. წიგნი არის ა4 ფორმატის და მოიცავს 124 ფერად, ილუსტრირებულ გვერდს.

წიგნის პრეზენტაცია 22 ნოემბერს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში, ,,DMO იმერეთის“ - ,,იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცი”-ისა და ხარაგაულის მერიის ორგანიზებით გამართულ ერთობლივ სამუშაო შეხვედრაზე მოხდება.  დასაწყისი 10 საათზე.

 

ნანახია: 648 - ჯერ