სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/ingas.jpg

16 ნოემბერს ხარაგაულის თეატრი ,,დარისპანის გასაჭირს“ ოზურგეთში ითამაშებს

16 ნოემბერს, ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის თეატრალური დასი, სსპ ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივით, ქალაქ ოზურგეთში გაემგზავრება.

თეატრი, სპექტაკლს „დარისპანის გასაჭირს“ გამართავს, რომელიც დიდი ქართველი დრამატურგის, დავით კლდიაშვილის 160 წლის იუბილეს მიეძღვნება.

,,დარისპანის გასაჭირი“  პირველად ირინე ჩხეიძის  რეჟისორობით 2015 წელს დაიდგა. თეატრი სპექტაკლით იმერეთის თეატრალურ  ფესტივალზე წარსდგა და  ნომინაციაში  ,,ანსამბლური სპექტაკლი“ გაიმარჯვა.

2016 წელს თეატრმა მონაწილეობა მიიღო ქალაქ გორში გამართულ, საქართველოს სახალხო თეატრების ფესტივალზე, სადაც სპექტაკლის რეჟისორმა, ირინე ჩხეიძემ საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში გაიმარჯვა.

 2017 წელს ხარაგაულის სახალხო თეატრი სპექტაკლით, ლატვიაში, ქალაქ ლიმბაჟის თეატრალურ  ფესტივალზე წარსდგა.

მრავალჯერ გაიმართა სპექტკალის ჩვენება საქართველოს  სხვადასხვა რეგიონებში.

ხარაგაულის მერიის ინიციატივით, დავით კლდიაშვილის საიუბილეო თარიღი ხარაგაულში უკვე აღინიშნა.

ხარაგაულის სახალხო თეატრმა, სპექტაკლი ,,დარისპანის გასაჭირი“ საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის და პედაგოგებისთვის გამართა.

 

ნანახია: 465 - ჯერ