სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/180838899_3937929829624780_944316189847325526_n.jpg
22/10/2021 22:43

როგორ არის ჩართული ხარაგაულის ადგილობრივი თვითმმართველობა ვაქცინაციის პროცესში

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია პანდემიის პირობებში მოსახლეობის სოციალური ფონის გასაუმჯობესებლად და ვაქცინაციის პროცესში მათი აქტიურად ჩართვისთვის სხვადასხვა აქტივობებს ახორციელებს. სოციალური პროგრამის ფარგლებში, მოქალაქის ოპერაციის,სამედიცინო მომსახურების, კვლევის და მედიკამენტების დაფინანსების პროგრამას დაემატა პუნქტი, რომელიც კოვიდის და კოვიდის შემდგომი გართულებების მკურნალობისას, შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში, მედიკამენტების შესაძენად - 150 ლარამდე თანხის გაცემას ითვალისწინებს. ვარლამ ჭიპაშვილი, მერის პირველი მოადგილე: ,,რაც შეეხება სოციალურ პროგრამებს, ზოგადად სოციალური ფონი ხარაგაულში არ არის სახარბიელო, ამას ამძიმებს ის ფაქტიც, რომ პანდემიაა ქვეყანაში და მსოფლიოში. მინდა გითხრათ, რომ სოციალური მიმართულებით ცხრა თვის ხარჯები ნამდვილად არის გაზრდილი სხვა პერიოდთან შედარებით. რატომ? პასუხი მარტივია, ახლა პანდემიაა და არავის დაავიწყდეს რომ დღეს ყველაზე მეტად სჭირდება ადამიანს ყურადღება და ვერავინ ერთ მაგალითსაც ვერ დაასახელებს, რომ გადაწყვეტილების მიღებისას რაიმე პოლიტიკური ნიშნით ვიხელმძღვანელეთ. შესაბამისი კომისიის მიერ ფასდება ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა და რა ფინანსური შესაძლებლობები გააჩნია ოჯახს.კობა ლურსმანაშვილისთვის, როგორც მერისთვის ყოველთვის იყო პრიორიტეტი სოციალური მიმართულება და ამ კუთხით ჩვენ მთელი წლის განმავლობაში მაქსიმალურად ვეცადეთ თითოეულ ოჯახამდე მივსულიყავით და მათი საჭიროებები მოგვეცვა."   ვარლამ ჭიპაშვილის ინფორმაციით, მოსახლეობის ინფორმირების კუთხით აქტიურად მუშაობენ მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში, მათი მონაწილეობითა და ადგილობრივი თვითმმართველობის დაფინანსებით ხდება ჯგუფების შედგენა და იმ მოქალაქეთა ტრანსპორტირება, რომელთაც სურვილი აქვთ ჩაერთონ იმუნიზაციის პროცესში. მერიაში ასევე შექმნილია სპეციალური შტაბი. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის განცხადებით, ხარაგაულის მერიის სპეციალურ შტაბს მუდმივ რეჟიმში მიეწოდება ინფორმაცია ინფიცირებულთა სტატისტიკის შესახებ, რომელიც ყოველდღიურად ახლდება. აქტიურად და მთელი დატვირთვით მუშაობს ა(ა)იპ ,,საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“ მათ შორის,სწრაფი და პისიარ ტესტების აღებაზე. სამედიცინო პერსონალის გადაადგილებისთვის მერიის მიერ უზრუნველყოფილია სატრანსპორტო მომსახურება. ხარაგაულის მერია კონტაქტზეა კოვიდ ინფიცირებულთა ოჯახებთან და ახდენს მათი საჭიროებების დაკმაყოფილებას. რეკომენდაციის ფარგლებში მიმდინარეობს საინფორმაციო კამპანია. გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა პირადად მისცეს მოქალაქეებს იმუნიზაციის პროცესში ჩართვის მაგალითი. ვარლამ ჭიპაშვილი: ,,მერიის სპეციალური შტაბის წევრები უკავშირდებიან ინფიცირებულებს და ჩვენი უფლებამოსილების ფარგლებში, რეკომენდაციების დაცვისაკენ მოუწოდებენ. კორონა ვირუსი მხოლოდ ხელისუფლების პრობლემა არ არის, პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში ყველა უნდა ჩავერთოთ, და, გავაცნობიეროთ , რომ მის წინააღმდეგ ერთადერთი იარაღი მხოლოდ დროული ვაქცინაცია არის.“
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/236833864_3151068518473633_617840365459012165_n.jpg
22/10/2021 17:24

ხარაგაულში იმუნიზაციის პროცესის მიმდინარეობას ამირან გამყრელიძე ადგილზე გაეცნობა

ორშაბათს , 25 ოქტომბერს ხარაგაულში   დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს ამირან გამყრელიძეს ელოდებიან. ამირან გამყრელიძე კოვიდ-19- ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესს,  ადგილზე გაეცნობა და მუნიციპალიტეტში არსებული ეპიდვითარებას შეაფასებს. მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი: ,,  იგეგმება დაბის მოსახლეობასთან შეხვედრა. სამიზნე ჯგუფი იქნება ის ოჯახები, რომლებიც არ არიან ჩართულები იმუნიზაციის პროცესში, ვფიქრობთ მათთან გასაუბრებას და ინფორმირებას ვაქცინაციის მნიშვნელობასთან დაკავშირებით.  ამავე დროს, მოხდება ბორითისა და და ხარაგაულის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში იმუნიზაციის პროცესის ადგილზე გაცნობა და დაკვირვება.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/kharagaulidasruleba.jpg
22/10/2021 17:12

2021 წლის ,,ხარაგაულის ეტალონი მოსწავლე,, ცნობილია

22 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის,, ხარაგაულის დისტანციური კონკურსის ფარგლებში 2021 წლის  „ხარაგაულის ეტალონი მოსწავლე,,  გამოვლინდა. ტიტული  ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის XI კლასის მოსწავლე ქეთევანი მანჯავიძემ  მოიპოვა.  შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი ეტაპი ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა, რომლის შედეგების მიხედვით შეირჩნენ ის მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს შემდგომში „ხარაგაულის ეტალონი მოსწავლის,, ტიტულისთვის შეეჯიბრნენ.  ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა ხარაგაულელი მოსწავლე „ეტალონისა,, და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისაგან სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა. ინტელექტუალური კონკურსი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით იმართება.  გთავაზობთ კონკურსის მეორე ეტაპის ყველაზე მაღალქულიან მონაწილეთა რეიტინგს:    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/uijkol.jpg
22/10/2021 16:39

ქეთევან მანჯავიძე - ,,ხარაგაულის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელია

  22 ოქტომბერს დასრულდა საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მეორე ეტაპი, რომლის შედეგად გამოვლინდა 2021 წლის „ხარაგაულის ეტალონი მოსწავლე“ - ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის XI კლასის მოსწავლე ქეთევან მანჯავიძე.   გამარჯვებული ხარაგაულის მუნიციპალიტეტს წარმოადგენს მესამე, ფინალურ ტურში - რომელიც გაიმართება მიმდინარე წლის დეკემბრის თვეში და მასში მონაწილეობას მიიღებენ კონკურსის მეორე პერიოდში საქართველოს მასშტაბით ჩართული მუნიციპალიტეტების გამარჯვებული მოსწავლეები. ფინალური ტურის მონაწილეებს შორის გამოვლინდებიან საპრიზო სამი ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რომელთაც გადაეცემათ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაწესებული სასაჩუქრე ვაუჩერები. მესამე ეტაპი გაიმართება LIVE რეჟიმში, რომლის დროსაც „ეტალონის“ წამყვანი კონკურსანტებთან ერთად ვიდეო ფორმატში შეძლებს კომუნიკაციას.   კონკურსის პირველ ეტაპში მონაწილეობა ხარაგაულის 26 სკოლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასელმა მოსწავლეებმა მიიღეს. ჯამში კონკურსში 210 ხარაგაულელი მოსწავლე ჩაერთო შემდეგი კლასობრივი განაწილებით: მე-8 კლასი 44 მოსწავლე, მე-9 კლასი 60 მოსწავლე, მე-10 კლასი 57 მოსწავლე და მე-11 კლასი 49 მოსწავლე. კონკურსის პირველი ეტაპის შედეგებით შეირჩნენ მეორე ეტაპზე გადამსვლელი მოსწავლეები, რომელთა შორის გამოვლინდა 2021 წლის „ხარაგაულის ეტალონი მოსწავლე“.   კონკურსის პირველი ეტაპი გაიმართა მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს, ხოლო მეორე - 22 ოქტომბერს. კონკურსის პირველი ეტაპის ყველა მონაწილეს გადაეცა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გერბით დამშვენებული ონლაინ სიგელი, ხოლო მეორე ეტაპის მონაწილეს ოქროს სიგელი, გამარჯვებული და მომდევნო ორი ადგილის მფლობელები კი დაჯილდოვდნენ ონლაინ დიპლომებით.   ინფორმაცია კონკურსის შედეგების შესახებ: https://www.etaloni.ge/geo/main/index/60872
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/247281881_1031336197686986_3014669497729775064_n_1.jpg
21/10/2021 16:31

ხარაგაულიდან ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მეორე ტურში 74 მოსწავლე ჩაერთვება

22 ოქტომბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეები ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მეორე ტურში ონლაინ რეჟიმში ჩაერთვებიან. ჩემპიონატის პირველი ეტაპი 19 ოქტომბერს გაიმართა და მასში ხარაგაულიდან 74 მოსწავლე გადავიდა.  ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა ხარაგაულელი მოსწავლე „ეტალონისა“ და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისაგან სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა. ინტელექტუალურ კონკურსში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები იღებენ მონაწილეობას. შეგახსენებთ, რომ ინტელექტუალური კონკურსი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით იმართება.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/121967097_2914309612149526_2721618638712082339_n.jpg
19/10/2021 12:59

105 წლის ბებო ხარაგაულიდან

ელენა არჯევანიძე დღეს 105 წლის გახდა.  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია დიდი პატივისცემით ულოცავს ქალბატონ ელენას 105 წლის იუბილეს და ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს უსურვებს.  საუკუნის ბებოს, რომელიც სოფელ ლახუნდარაში ცხოვრობს,  ერთი შვილი, ორი შვილიშვილი, ოთხი შვილთაშვილი და ერთი შვილთაშვილის შვილი ყავს. ხარაგაულის მერიის 100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე ფულადი კომპენსაციის გაცემის პროგრამის ფარგლებში, ელენა ბებოს პირად ანგარიშზე 500 ლარი ჩაერიცხა.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0003_1.JPG
19/10/2021 11:39

როგორია გენდერული ბალანსი ხარაგაულის ახლადარჩეულ საკრებულოში

''kharagaulinews'' დაინტერესდა, როგორ დაკომპლექტდა ხარაგაულის  საკრებულო 2  ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე , ასევე გაუმჯობესდა თუ არა გენდერული ბალანსი და რამდენმა ქალმა მოიპოვა მანდატი. გენდერული ბალანსის თვალსაზრისით, ხარაგაულის ახლადარჩეული საკრებულო  იმერეთის მაშტაბით კვლავ ერთ-ერთ გამორჩეულ ადგილს იკავებს. 9 მანდატი ერგო ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“.  4 მაჟორიტარული და 5 პროპორციული სიით. 2 მანდატი ერგო ,,ნაციონალურ მოძრაობას'' პროპორციული სიით. 1 წევრს შეიყვანს გიორგი გახარია ,,პარტია საქართველოსთვის“.    აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ ''ქართული ოცნება'' ერთადერთი პარტიაა, რომელსაც ამ მოწვევის საკრებულოში 9 ქალი წევრი ეყოლება. ინფორმაციისთვის, 2017 – 2021 წლის მოწვევის საკრებულოში 10 ქალი იყო.  ქალთა რაოდენობა საგრძნობლად არა, თუმცა ამ მოწვევის საკრებულოში ორით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ოპოზიციური პარტიიდან საკრებულოში 3 ქალი იქნება. ახალი საკრებულო პირველ სხდომას მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში გამართავს. საბოლოო მონაცემებით, ხარაგაულის 33 წევრიან საკრებულოში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველომ“ 24 მანდატი მოიპოვა, ოპოზიციამ კი-9. მმართველი პარტიის 24 დეპუტატიდან 13 პარტიული სიიდან იქნება, ხოლო 11 მაჟორიტარი დეპუტატი.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/246053085_4498594990199756_6901075637664145106_n.jpg
18/10/2021 19:39

ხარაგაულის საკრებულოს შემადგენლობა ცნობილია

ხარაგაულის საკრებულოში 24 მანდატი ქართულმა ოცნებამ მოიპოვა   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალი მოწვევის საკრებულოს შემადგენლობა ცნობილია. საბოლოო მონაცემებით, ხარაგაულის 33 წევრიან საკრებულოში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-მ 24 მანდატი მოიპოვა, ოპოზიციამ კი - 9. მმართველი პარტიის 24 დეპუტატიდან 13 პარტიული სიიდან იქნება, ხოლო 11 მაჟორიტარი დეპუტატი. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო”-ს მაჟორიტარები არიან: დაბა, პატარა ხარაგაული - ბესიკ კვირიკაშვილი; ბაზალეთი, ლაშე, ღორეშა, სარგვეში -  პავლე კიკალიშვილი; ვარძია, წყალაფორეთი, ხიდარი - შმაგი ხიჯაკაძე; კიცხი, ფარცხნალი - კიაზო გამრეკელაშვილი; ლეღვანი, ვახანი - ვერა ოდიკაძე; მოლითი - მერაბ ტალახაძე; ხევი, ნადაბური -დოდო ხაჩიძე; ბორითი - ია პაქსაშვილი; ხუნევი - ლენა აბაშიძე; საღანძილე - დავით კიკნაძე; ზვარე, წიფა - ვახტანგ ტალახაძე. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ს სიითი შემადგენლობა: მანანა ბარბაქაძე; გოჩა გიორგიძე; ავთანდილ კვინიკაძე; 4.მარინა ხვედელიძე; ოთარ ლურსმანაშვილი; პაატა გოგოლაძე; ნონა ზურაბიანი; შალვა ლურსმანაშვილი; ამირან ოქრომჭედლიძე; ეკა შველიძე; უჩა ბერაძე; ავთანდილ ვეფხვაძე; ირმა-ვაქერ სებისკვერაძე; ოპოზიციის 9 მანდატი შემდეგნაირად განაწილდა: ,,ნაციონალური მოძრაობა" თორნიკე ავალიშვილი; კობა გოგსაძე; ქეთევან ზუმბაძე; ბაქარ ბარბაქაძე; თამაზი ლომიძე; ირმა ალხაზიშვილი; “გახარია-საქართველოსთვის“ - პარტიული სიიდან საკრებულოში 2 დეპუტატი იქნება: კონსტანტინე ბერაძე დაირმა ვეფხვაძე. ხოლო, „ლელო“-ს ერთი წევრი პროპორციული სიით ომარ გაგოშიძე.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/asfasflaskdas5ga5dsf4asfasfasf.JPG
18/10/2021 16:35

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მარელისში ახალრეაბილიტირებული სკოლა დაათვალიერეს

დღეს სოფელ მარელისის საჯარო სკოლაში განხორციელებული მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა და მერის მოადგილემ, დავით დევდარიანმა,  საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსთან, მარინა ვეფხვაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის, საგანმანათლებლო სფეროსა და საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლებთან ერთად, დაათვალიერეს და სკოლის მოსწავლეებს და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება ახალ სივრცეში მიულოცეს. მარელისის საუკუნოვანი ისტორიის მატარებელი სკოლა 7 სოფლის მოსახლეობას ემსახურება. სკოლის რეაბილიტაციის პროექტზე 2 მილიონამდე დაიხარჯა.   მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი: ,,გილოცავთ ახლად რეაბილიტირებულ სკოლაში სასწავლო წლის დაწყებას. მჯერა, მოსწავლე-ახალგაზრდობა ხარისხიან განათლებას მიიღებს ამ არაჩვეულებრივ გარემოში, სადაც  კვალიფიციური მასწავლებლები მუშაობენ. ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტი განათლების ხელშეწყობაა. დღევანდელი დღე ნამდვილად არის იმის გამოხატულება, რომ ხელისუფლება ზრუნავს ამ საკითხზე. მე მინდა, სკოლას გადავცე ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის მილოცვა , რომელიც ობიექტური მიზეზების გამო დღეს აქ ვერ იმყოფება და რომელმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ამ პროექტის განხორციელებაში.  პროექტის განხორციელების ეტაპზე, იყო გარკვეული პრობლემები, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების, საკრებულოს, საგნამანათლებლო რესურსცენტრის და მაჟორიტარი დეპუტატის ჩართულობის, კომუნიკაციის,  თანაშმრომლობის შედეგად დაიძლია და დღეს შედეგი სახეზეა.“  საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, მარინა ვეფხვაძე:  „პროექტის მიმდინარეობის ყველა ეტაპზე სკოლის გევრდით ვიყავი და მიხარია რომ დღეს ასეთი, თანამედროვე, ევროპული სტანდარტების მქონე კიდევ ერთი უალამაზესი სკოლა შეემატა ხარაგაულს. ვფიქრობ, ერთად დგომით, კიდევ ბევრი წიგადადგმული ნაბიჯი გვექნება.“ სადგურ მარელისის საჯარო სკოლის დირექტორი, ვერა ოდიკაძე:  ,,ძალიან მნიშვნელოვანი დღეა დღეს მარელსიის საჯარო სკოლის ისტორიაში. სხვანაირი მოტივაციით დავიწყეთ ეს წელი და ვფიქრობ წარმატებული იქნება. მადლობა საგანმანათლებლო რესრუცენტრს, ადგილობრივ ხელისფლებას, მუნიციპლური განვითარების ფონდს. სკოლას აქვს ბიბლიოთეკა, კომპიუტერული ლაბორატორია, საბუნებისმეტყველო საგნების კაბინეტი. შენობაში განთავსებულია სპორტდარბაზი, გამოსაცვლელი ოთახებით და დუშკაბინებით. ყველა სართულზე მოეწყო სველი წერტილები, რომლებიც ასევე ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია ნებისმიერ სივრცეში მისცე ბავშვს განათლება, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა მაინც თავის სიტყვას ამბობს. სადგურ მარელისის საჯარო სკოლა თავისი წარმატებებით უპასუხებს ამ დიდ საჩუქარს. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ კობა ლურსმანაშვილს, რომელიც ნებისმიერ მომენტში ჩვენს გვერდით იდგა , მას ლომის წვლილი მიუძღვის იმაში, რომ დღეს ასეთია ჩვენი სკოლა. მადლობა ბატონ დავით დევდარიანს, მათი ჩართულობით, დაინტერესებით,  ყველას ძალისხმევით, ვფიქრობ, ეს პროექტი ძალიან კარგი გამოვიდა.“ ხარაგაულის საკრებულოს განათლების, კულტურის და ახალგაზრდობის საქმეთა კომისიის თავმჯდომარე, დავით კიკნაძე:  ,,დღეს ჩვენ დავათვალიერეთ სადგურ მარელისის ახლად რეაბილიტირებული სკოლა. ეს არის ძალიან დიდი პოზიტივი ჩვენი საგანმანათლებლო სივრცისთვის. წარმატებები მინდა ვუსურვო სკოლის მოსწავლეებს და პედაგოგებს, სკოლის დირექტორს ქალბატონ ვერა ოდიკაძეს. ვფიქრობ, ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული ხელმძღვანელზე. ეს სკოლა მრავალჯერ ყოფილა წარმატებების მიმღები, რასაც სჭირდება დიდი შრომა, ენერგია და სწორი ხედვა.  სწორედ ამიტომ, სკოლას კიდევ ბევრი წარმატებები ექნება სამომავლოდ.“ სკოლა შეესაბამება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს. პროექტის ფარგლებში მოხდა შენობის სრული რეაბილიტაცია, მოეწყო შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემო და რეკრეაციული სივრცე. ბავშვებს  შენობის შიდა ნაწილში მოემსახურება ლიფტი, ასევე, შენობის გარეთა მხრიდან დამონტაჟდა პანდუსი, რომელიც შშმ პირებს  შესაძლებლობას მისცემს უპრობლემოდ გადაადგილდნენ. პროექტი, რომლის ბიუჯეტი 2 მილიონამდე დაიხარჯა, მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/imgonline-com-ua-twotoone-LRs2mUZoySLSZg.jpg
17/10/2021 17:01

ხარაგაულის მერია დიდვაკის მრავალბინიანი სახლის აივნების რეაბილიტაციას ახორციელებს

დიდვაკეში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის აივნების რეაბილიტაცია აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ვარლამ ჭიპაშვილი: ხელისუფლება ასრულებს დაპირებას. ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის ძალისხმევით, დიდვაკის მაცხოვრებლებისთვის  მნიშვნელოვანი პრობლემა გადაიჭრა. ეს არის კიდევ ერთი კარგი მაგალითი იმის, რომ ადგილობრივი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ინფრასტრუქტურული  მიმართულებაა.  ჩვენ 2022  წელს საკმაოდ  დიდი თანხების მობილიზებას შევძლებთ ინფრასტრუქტურის  მიმართულებით  და ხარაგაულში არაერთი პროექტი განხორციელდება. დიდვაკე არის  დასახლება, სადაც მოსახლეობის მცირე რაოდენობაა,  მაგრამ ჩვენი ოპონენტების გასაგონად მინდა ვთქვა ,რომ გადაწყვეტილებების მიღებისას ჩვენ  მხოლოდ პრობლემის სიმძიმეს ვითვალისწინებთ და არა ამომრჩეველთა რაოდენობას.“ მერის მოადგილე, დავით დევდარიანი:  დიდვაკის დაზიანებულ მრავალსართულიან ბინაში ამ დროისთვის 19 ოჯახი ცხოვრობს.პროექტის ღირებულება 201 850 ლარია. სამუშაოები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში მიმდინარეობს და წლის ბოლომდე ადგილობრივი მაცხოვრებლები კომფორტულ და მოწესრიგებულ გარემოში შეძლებენ ცხოვრებას.“ შეგახსენებთ , რომ დიდვაკეში ასევე  დასრულდა სამსართულიან საცხოვრებელი  კორპუსის საერთო  სარგებლობის  კიბის უჯრედების  რეაბილიტაცია,  ამჯერად მიმდინარეობს  ხუთსართულიანი ბინის სახურავის შეცვლა. აღნიშნული  პროექტი  ხარაგაულის   ადგილობრივი  ბიუჯეტიდან   37 786   ლარით  დაფინანსდა.    
სრულად