სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/dasd55gfa5geeddaf.PNG

16 ნოემბერს მოსწავლეთა შორის  ,,რა? სად? როდის?“ დაიწყება

ხარაგაულის „კულტურისა და ხელოვნების“ ცენტრისა და ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით, საჯარო სკოლების  მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ იწყება.

პირველი ტური ხარაგაულის კინოთეატრში 16 ნოემბერს, 13:00 საათზე, გაიმართება.

თითოეულ გუნდი 6 მოსწავლით დაკომპლექტდება. პირველ ეტაპზე ყველა გუნდი ერთად ითამაშებს. დასმული იქნება 20 ინტელექტუალური შეკითხვა და გუნდს პასუხის მოსაფიქრებლად მიეცემა ერთი წუთი.

სამი საუკეთესო გუნდი  მეორე ტურში გადავა, სადაც ისინი ცალცალკე ითამაშებენ მრგვალ მაგიდასთან. მათგან საუკეთესო ზამთრის სერიის გამარჯვებული გახდება.  

გამარჯვებული გუნდი დაჯილდოვდება ფასიანი საჩუქრით, ასევე, გამოვლინდება სეზონის მოაზროვნე მოსწავლეებს შორის, რომელსაც „ბროლის ბუ“ გადაეცემა. 

ნანახია: 452 - ჯერ