სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0061.JPG

ხარაგაულის საკრებულოს სხდომა გაიმართა

ხარაგაულის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის ანგარიში დადებითად შეფასდა.

დღეს გამართულ ხარაგაულის საკრებულოს სხდომას მერის მოადგილეები, ვარლამ ჭიპაშვილი და დავით დევდარიანი ესწრებოდნენ.

სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე, მანანა ბარბაქაძე ხელმძღვანელობდა.

მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის ანგარიში, წარადგინა ამავე სამსახურის უფროსმა, ინგა ლურსმანაშვილმა. დეპუტატებმა სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობა დადებითად შეაფასეს.

 

სხდომაზე ინგა ლუსმანაშვილმა  დეპუტატებს სოფელ ბაზალეთის, ვარძიის, ვახანის, ფარცხნალის და სარგვეშის სასოფლო ამბულატორიების სახელმწიფოსათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ გააცნო ინფორმაცია.

 როგორც მან განმარტა, სახელმწიფო აღნიშნულ ამბულატორიებს მომავალში სამართავად სამედიცინო ჰოლდინგს გადასცემს, რათა სოფლებში საექიმო დაწესებულებების საქმიანობა გაუმჯობესდეს.

 

სხდომაზე ასევე განიხილეს ა.ა.ი.პ ხარაგაულის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების ანგარიში.

ანგარიშის ირგვლივ დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებს ა.ი.პ.ის ხელმძღვანელი, ზაზა კაციტაძე და მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი პასუხობდნენ.

საკითხის მსვლელობისას განსაკუთრებული ყურადღება გამოიწვია მიუსაფარი ძაღლების მოვლა-პატრონობის საკითხმა.

საკრებულოს სხდომაზე ასევე განიხილეს შემდეგი საკითხები:


1..ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ;
მომხს: ინგა ლურსმანაშვილი

 

2.არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ,, ხარაგაულის დასუფთავების და კეთილმოწყობის გაერთიანება “ - ს ხელმძღვანელის ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ;
მომხს: ზაზა კაციტაძე


  1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სოფელ ბაზალეთის და
    სოფელ ვარძიის სასოფლო ამბულატორიების უფლებრივად უნაკლო მდგომარეობაში სახელმწიფოსათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ;

    მომხს: ინგა ლურსმანაშვილი
  2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სოფელ ხიდარში მდებარე ძირითადი (განუსხვისებელი ) ქონების, გასხვისებაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ;
    მომხს: ინგა ლურსმანაშვილი

  3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სოფელ ვახანში და სოფელ ფარცხნალში მდებარე ძირითადი (განუსხვისებელი ) ქონების, გასხვისებაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ;
    მომხს: ინგა ლურსმანაშვილი

 

  1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სოფელ სარგვეშში მდებარე 200,00 კვმ არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს.კ. 36.07.34.241) სახელმწიფოსათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ;

მომხს: ინგა ლურსმანაშვილი

 

  1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ საქასრიაში მდებარე 4251 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 36.03.37.501) კომპანია “Hუნან ღოად ანდ Bრიგდე ჩონსრტაქციონ LთD”- სათვის , პირდაპირი განკარგვის წესით, სასყიდლით ( იჯარის ფორმით), ერთი წლის ვადით გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ;
    მომხს: ინგა ლურსმანაშვილი

  2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული დაბა ხარაგაულში, სოლომონ მეფის ქუჩაზე , ჩიხი 1, N6-ში მდებარე 7 კვმ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი 36.01.33.434) გასახვისებაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ;
    მომხს: ინგა ლურსმანაშვილი


9 .ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის #11 დადგენილებაში,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების
( რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე;

მომხს: მანანა ბარბაქაძე


10 . ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;

მომხს: ოთარი ლურსმანაშვილი


11„ხარაგაულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის შემადგენლობის ცნობად მიღების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 03 დეკემბრის N69.692133722 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
მომხს: ოთარი ლურსმანაშვილი

 

ნანახია: 396 - ჯერ