სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/275850577_3317704488476701_4764604462333986061_n.jpg
15/03/2022 12:46

ვარლამ ჭიპაშვილმა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გრაფიკით დადგენილი ბოლო შეხვედრები გამართა

ნებოძირი , ანიულა, დეისი, ბეჟათუბანი - დღეს ამ სოფლებში მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა  ,,სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში გრაფიკით დადგენილი ბოლო შეხვედრები გამართა. 28 თებერვლიდან - 14 მარტამდე სოფლის კრებები ხარაგაულის 78 სოფელში გაიმართა.  შეხვედრებზე მოსახლეობის მხრიდან  ინიციატივების სახით ძირითადად სასმელი წყლის,  გარე განათების,  საგზაო ნიშნების მოწესრიგებას და გზის რეაბილიტაციის პროექტი დასახელდა. მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი: ,,შეხვედრები დასრულდა. სოფლის კრებებზე, ინიციატივების განხილვა  მოსახლეობის ჩართულობის და აქტიურობის ფოზე მიმდინარეობდა. მერია საპროექტო წინადადებებს მოსაწონებლად საკრებულოს წარუდგენს.წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებულ  პროექტებზე მომზადდება ხარჯთაღრიცხვები,  რის  შემდეგაც  ინფრასტრუქტურული სამუშაოები  დაიწყება. ისევე როგორც გასულ წელს, მერის, კობა ლურსმანაშვილის ინიციატივით, ხარაგაულის მერია თანადაფინანსებას გაუწევს   სოფლისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას. ჩვენი მიზანია, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ეფექტურად და ვადების სრული დაცვით წარიმართოს.  მოსახლეობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით სოფლებში შემდეგი პროექტები განხორციელდება: ანიულა - წისქვილის მოწყობა. ბეჟათუბანი - წყლის სისტემის მოწყობა, საუბნო გზის შეკეთება. დეისი - არსებული წყლის სისტემის რეაბილიტაცია,  გარე განათების მოწყობა. ნებოძირი-წყლის სათავე ნაგებობების რეაბილიტაცია,  მემორიალის შემოღობვა,  საგზაო   ნიშნები  (სარკეები).  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/275748443_3317626248484525_4054275235819101037_n.jpg
15/03/2022 11:58

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრები დასრულდა

 მერის მოადგილემ, დავით დევდარიანმა, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში  დაგეგმილი ბოლო შეხვედრები მოლითის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სამი სოფლის მოსახლეობასთან გამართა.  სოფლის კრებებზე , ერთობლივი კონსულტაციებით, მოლითის, ბაბის, ქვებისა და ჭარტალის მოსახლეობამ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები შეარჩიეს. დავით დევდარიანმა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გამართული შეხვედრები შეაჯამა:  დავით დევდარიანი: „ხარაგაულის მოსახლეობა აქტიურად იყო ჩართული პროგრამით გათვალისწინებულ შეხვედრებში. მათ არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი დააყენეს, რომლებიც აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი დაფინანსებით განხორციელდება. შეხვედრებზე, სოფლის მოსახლეობა ძირითადად გზისა და წყლის პრობლემების მოგვარებას ითხოვდნენ. ზოგიერთ პროექტისთვის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ გამოყოფილი დაფინანსება არ იყო საკმარისი, ამიტომ მერიამ უზრუნველყო, საკუთარი ბიუჯეტიდან თანხების მობილიზება.” სოფლის მოსახლეობის გადაწყვეტილებით შემდეგი პროექტები განხორციელდება : მოლითი 1.გზის შეკეთება 2.წისქვილის შეკეთება 3.წყლის სისტემის რეაბილიტაცია  ბაბი  1.წყლის ავზის რეაბილიტაცია წყლის ორი რკინა-ბეტონის ავზის მშენებლობა. ქვები 1.სანიაღვრე არხის მოწყობა წყლის სისტემის მოწყობა ჭარტალი 1.წყლის სისტემის მოწყობა
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/571f68f4dfba0.jpg
15/03/2022 11:46

17 მარტს ხარაგაულში სისხლის უანგარო გაცემის აქცია გაიმართება

ხუთშაბათს, 11 საათზე, ხარაგაულის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში  სისხლის უანგაროდ გაცემის აქცია  გაიმართება. კობა ლურსმანაშვილი: ,,ხარაგაულის მერია გამოხატავს სოლიდარობას და მონაწილეობას იღებს სისხლის უანგარო დონორის აქციაში, ყველას ვთხოვ, მაქსიმალურ ჩართულობას და თანამონაწილეობას. ვფიქრობ, ეს ქველმოქმედების ერთ-ერთი სახეა და ხარაგაული აქაც ღირსეულად გამოხატავს თავის სრულ მხარდაჭერას ადამიანების მიმართ.“ რა უნდა იცოდე , რომ გახდე სისხლის დონორი სისხლის დონორი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ჯანმრთელი ადამიანი 18 - დან 65 წლამდე , თუ : თქვენი წონა 50 კგ და მეტია არ გაქვთ გადატანილი ვირუსული ჰეპატიტი B და  C , შიდსი, სიფილისი არ ხართ დაავადებული მალარიით არ ხართ ნარკოტიკის მომხმარებელი ბოლო 3 თვის განმავლობაში არ გაქვთ გადატანილი ქირურგიული ოპერაცია 2 თვის მანძილზე არ გაგიკეთებიათ ტატუ არ გქონიათ სხვის სისხლთან კონტაქტი ქალებს ბოლო 6 თვის მანძილზე არ ჰქონიათ ორსულობა ბოლო 1 წლის განმავლობაში არ გაგიკეთებიათ ცოფის საწინააღმდეგო აცრა   ინფორმაცია კოვიდინფექციასთან დაკავშირებით: სისხლის ჩაბარება შესაძლებელია: კოვიდინფექცირებიდან 2 კვირის შემდეგ კოვიდვაქცინაციიდან 2 კვირის შემდეგ   გამოკვლევის შედეგები მოგეწოდებათ ინდივიდუალურად , დახურულ კონვერტებში             ,,გაიღე სისხლი, გაუზიარე სიცოცხლე“.      
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%9A%E1%83%98.jpg
14/03/2022 16:47

ხარაგაულში მცხოვრებ განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს ახალი, თანამედროვე, კომფორტული ეტლები, გადაეცათ

სოციალური აქცია  საერთაშორისო ორგანიზაცია -„საქართველოს ქალები სიცოცხლისა და მშვიდობისათვის"(თავმჯდომარე მაია კვეზერელი - კოპაძე)  მხარდაჭერით განხორციელდა  და  ამჯერად სავარძლები, იმ პირებმა მიიღეს, ვისაც ეტლი დაზიანებული ან საერთოდ არ ჰქონდა. მერის  პირველი  მოადგილე  ვარლამ  ჭიპაშვილი,  საკრებულოს  თავჯდომარის  პირველი მოადგილე  დავით  კიკნაძე, მერიის  სოციალური  სამსახურის  უფროსი  ნანა  კიკნაძე და  საერთაშორისო ორგანიზაცია -„საქართველოს ქალები სიცოცხლისა და მშვიდობისათვის" თავმჯდომარე   მაია  კვეზერელი-კოპაძე ბენეფიციარებს სახლში პირადად  ესტუმრნენ და  მათ  ჯანმრთელობის  მდგომარეობას ადგილზე  გაეცნენ  . ამავე  დღეს  ტანსაცმელი  დაურიგდა მუნიციპალიტეტში  მცხოვრებ უკიდურესად  შეჭირვებულ ათ  ოჯახს.   აღსანიშნავია  ისიც,  რომ  საერთაშორისო  ორგანიზაციის-„საქართველოს ქალები სიცოცხლისა და მშვიდობისათვის"- წარმომადგენლებმა   საბავშვო-შემეცნებითი  ლიტერატურა  საჩუქრად  გადასცეს  მუნიციპალიტეტის  საბავშვო  ბაღებს. მერის  პირველმა  მოადგილემ, ვარლამ  ჭიპაშვილმა,  მადლობა  გადაუხადა  ქ-ნ  მაია  კვეზერელს მუნიციპალიტეტში  ასეთი  მასშტაბური  აქციის  განხორციელებისათვის  და  ხაზგასმით  განმარტა,  რომ  ხარაგაულის  ადგილობრივი  ხელისუფლება  ყოველთვის  მზადაა,  მსგავს  ინიციატივებს  მხარი  დაუჭიროს. ,,ჩვენს  საქმიანობაში  კვლავ პრიორიტეტად რჩება შეზღუდული შესაძლებლობლის მქონე პირთა საჭიროებებზე ზრუნვა. მათი  მხარდაჭერის მიზნით, ადგილობრივი  ბიუჯეტის  დაფინანსებით,    სხვადასხვა  სოციალური პროგრამა  ხორციელდება. განსაკუთრებული  მადლობა  მინდა,  გადავუხადო  ქ-ნ მაია  კვეზერელს,  რომლის  ძალისხმევით  2016 წლიდან ხარაგაულში მცხოვრებ განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს  ეტლები  უფასოდ  ურიგდებათ.“-განმარტა  ვარლამ  ჭიპაშვილმა.   ინფორმაციისათვის,  ბენეფიციარებს ეტლები ინდივიდუალურად, წინასწარ შესწავლილი ზომებისა და საჭიროების მიხედვით, შეერჩათ. აღსანიშნავია  ის ფაქტიც,   რომ მსგავსი ტიპის აქცია ხარაგაულში 2016 წლიდან ხორციელდება და ამ პერიოდის განმავლობაში 50-ზე მეტი გსმ პირი იქნა დამხმარე მოწყობილობით უზრუნველყოფილი.    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A2%E1%83%9D.jpg
14/03/2022 12:25

მადლობა თქვენ - ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი ჰუმანიტარულ აქციაში აქტიური ჩართულობისთვის მოქალაქეებს მადლობას უხდის

ხარაგაულის  სახელით, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, ტვირთის პირველი ნაკადი  გაიგზავნა. ხარაგაულის მერიის მიერ ორგანიზებული ჰუმანიტარული აქციის პირველი ეტაპი, საზოგადოების აქტიური ჩართულობით წარიმართა. ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი: ,,მინდა მადლობა გადავუხადო აქციის თითოეულ მონაწილეს,  საჯარო და კერძო სექტორს, ხარაგაულის საკრებულოს სრულ შემადგენლობას, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს, არაკომერციულ იურიდიულ პირებს (აიპებს)  , ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრს და საჯარო სკოლების დირექციას, თითოეული ხარაგაულელის ოჯახს, გამოხატული გულისხმიერებისა და მხარდაჭერისთვის”. პრემიერის გადაწყვეტილებით, რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, მთელი საქართველოს მასშტაბით, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, 100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა. აქციის ფარგლებში ხარაგაულის მერიაში არამალფუჭებადი პროდუქტები, ჩვილ ბავშვთა საკვები, მედიკამენტები, სამედიცინო დახმარების საგნები,  სხვადასხვა სახის ტკბილეული და ტანსაცმელი შემოვიდა. უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, მერიის სარეზერვო ფონდიდან ასევე მოხდა გარკვეული თანხის მობილიზება. კობა ლურსმანაშვილი: ,,ჰუმანიტარული დახმარების მიზნით, ხარაგაულის მერიის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო თანხა. მერიის მიერ, ფინანსური დახმარება გაეწევა ასევე  ხარაგაულში მცხოვრებ უკრაინელი ლტოლვილების ოჯახს. შემოწირულობების სახით თანხა შემოვიდა  მერიის მიერ შექმნილ სპეციალურ ანგარიშზე 300288800, სადაც მსურველებს თანხის ჩარიცხვა კვლავ შეეძლებათ.“  ჰუმანიტარული აქცია კვლავ  გრძელდება. მსურველებს შემოწირულობების შემოტანა ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე შეუძლიათ. ერთად დავდგეთ უკრაინელი ხალხის დასახმარებლად. ჩვენი მხარდაჭერა უკრაინას!
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/275559335_3315258992054584_5121077680184367411_n.jpg
14/03/2022 10:43

დავით დევდარიანმა წიფის და წყალაფორეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში შეხვედრები გამართა

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შეხვედრები, მერის მოადგილემ, დავით დევდარიანმა  წიფის და წყალაფორეთის  ადმინისტრაციულ ერთეულებში  გამართა.  მერის მოადგილე, დავით დევდარიანი: ,,წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში  განსახორციელებელ პროექტთა ჩამონათვალში მოხვდა ისეთი თემები, რომელთა განხორციელებაც აღნიშნული პროგრამის ფარგლებში არ ხდებოდა. სოფლის მოსახლეობა  აქტიურად მონაწილეობს კრებებში. მათ კარგად გაითავისეს  ამ პროგრამის სიკეთე და არსი. უფრო მომზადებულები და ჩამოყალიბებულები მოდიან შეხვედრებზე და ისეთი პროექტების განხორციელებას ითხოვენ, რომელიც სოფელს წაადგება.“  შეხვედრებს მერის წარმომადგენლები წიფის და წყალაფორეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში მაია გაჩეჩილაძე, როინ გელაშვილი და მაჟორიტარი დეპუტატი ვარძია -წყალაფორეთი - ხიდარის  სამაჟორიტარო ოლქში შმაგი ხიჯაკაძე ესწრებოდა. გუდათბანში, გოლათუბანში, ფონაში, წყალაფორეთში, ლახუნდარასა და ჩალხაეთში  გამართულ სოფლის კრებებზე , განსახორციელებელ პროექტებთან დაკავშირებით, შემდეგი გადაწყვეტილებები მიიღეს: გუდათუბანი - გზის შეკეთება გოლათუბანი - სასაფლაოს შემოღობვა ფონა - გზის შეკეთება , წყლის სისტემის მაგისტრალის მოწყობა. წყალაფორეთი- წყლის სისტემის მოწყობა, წყლის სისტემის მოსაწყობად მასალების შესყიდვა. ხონი - ჭაბურღილის ( მოწყობა). ლახუნდარა - საუბნო გზების შეკეთება, წყლის სისტემის მოსაწყობად მასალების შესყიდვა. ჩალხაეთი - გზის შეკეთება, ხიდი რეაბილიტაცია ( ბურჯების გამაგრება). სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა გაძლევთ შესაძლებლობას დაესწროთ თქვენი სოფლის საერთო კრებას და თქვენი მონაწილეობით, თანასოფლელებთან ერთად განკარგოთ ის თანხა, რომელიც თქვენი სოფლისთვის არის გამოყოფილი! კრების ჩატარების გრაფიკი და თქვენი სოფლისთვის გამოყოფილი თანხის ოდენობა შეგიძლიათ იხილოთ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე:https://bit.ly/3JPVLBg  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/275665855_3315307692049714_3152856117986325503_n.jpg
14/03/2022 10:38

ვარლამ ჭიპაშვილი დიდვაკის, ლეღვნის და მარელისის მოსახლეობას შეხვდა

„სოფლის მხარდაჭერის" პროგრამის ფარგლებში, მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა, შეხვედრა  დიდვაკის, ლეღვნისა და მარელისის მოსახლეობასთან გამართა. შეხვედრებს ასევე ესწრებოდა მერის წარმომადგენელი ლეღვნის ადმინისტრაციულ ერთეულში, გელა მაღრაძე და მაჟორიტარი დეპუტატი, ვერა ოდიკაძე.  სოფლის კრებებზე პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებზე და სოფლის საჭიროებებზე იმსჯელეს. ვარლამ ჭიპაშვილი სოფლის მაცხოვრებლებს მუნიციპალური პროგრამების შესახებ ესაუბრა და  მათ წინაშე არსებული ინდივიდუალური პრობლემები მოისმინა. მერის პირველი მოადგილის განმარტებით, მოსახლეობასთან შეხვედრების დროს,   ინფრასტრუქტურული და  სოციალური მიმართულებით რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გამოიკვეთა და მათზე მერია უახლოეს მომავალში დაიწყებს მუშაობას. შეხვედრებზე, მოსახლეობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, შემდეგი პროექტების განხორციელება დაიგეგმა:  დიდვაკე გზის მობეტონება კაციტაძეების უბანში.  პატარა სახვლარი გზის გაფართოება-გასწორხაზოვნება წყლის მილების შეძენა  ლეღვანი ელექტრო წისქვილის რეაბილიტაცია წყლის წისქვილის არხის რეაბილიტაცია მზის სანათების მოწყობა საცხოვრებელი ბინისთვის სახურავის შეძენა გზის გასწორხაზოვნება. მარელისი წყლის სისტემის მოწყობა ბერაწმინდის უბანში.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/275594436_698555778132175_8090033719307696886_n.jpg
12/03/2022 23:14

ევსემ შველიძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია

ევროპის ჩემპიონატზე 23-წლამდელ მოჭიდავეთა შორის ხარაგაულელი ევსემ შველიძე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ევროპის ჩემპიონატი ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში გაიმართა. ევროპის ჩემპიონატს წინ კიდევ ერთი გამარჯვება უძღოდა. სულ ახალახან, 22 წლის, ხარაგაულელი ევსემ შველიძე , თავისუფალ ჭიდაობაში, საქართველოს ჩემპიონი გახდა. მან ამ გამარჯვებით ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატებზე მონაწილეობის უფლება მოიპოვა. ევსემ შველიძე სპორტის ამ სახეობაში 5 წლიდან ვარჯიშობს. არის მრავალგზის საქართველოს პრიზიორი, ჭიდაობით მამამ დააინტერესა, და მან მისცა მოტივაცია, გაჰყოლოდა და სერიოზულად მოჰკიდებოდა სპორტის ამ სახეობას. თავის ყველაზე დიდ გულშემატკივრად ოჯახს მიიჩნევს, რომელიც ყველანაირად გვერდით უდგას , რომ თავის მიზნებს მიაღწიოს. დიდი სურვილი აქვს მოიგოს მსოფლიოს ჩემპიონატი და რაც მთავარია ოლიმპიადა. რევაზ შერგელაშვილი, მწვრთნელი: ევსემმა თავისუფალ ჭიდაობაში ვარჯიში პირველი კლასიდან დაიწყო. ის 15 წელია რაც ჭიდაობით არის დაკავებული. თავიდან ევსემს ანზორ მაღრაძე ავარჯიშებდა, მას შემდეგ, რაც მე ჩავუდექი ამ მეტად საპასუხისმგებლო სპორტის სახეობას სათავეში ევსემს მე ვავარჯიშებდი. ევსემი სკოლის დამთავრებამდე ხარაგაულში ვარჯიშობდა. შემდეგ თავისი მიღწევების დამსახურებით საქართველოს ნაკრები წევრი გახდა, რის შემდეგაც თბილისში გადავიდა და ვარჯიში იქ გააგრძელა. იგი ძალიან შრომისმოყვარეა და სწორედ თავისი შრომით გახდა იგი 23 წლამდელთა შორის საქართველოს ჩემპიონი,ახლა კი ევროპის ვიცე - ჩემპიონი. ევსემი ჯერ ახალგაზრდაა, მას ქვს საუკეთესო მონაცემები, რომ დიდ ჭიდაობაში თავისი სიტყვა თქვას. ვულოცავთ ევსემს და ვუსურვებთ წარმატებას მსოფლიო ჩემპიონატზე.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_3458.JPG
11/03/2022 12:27

ხარაგაულის მერიის მიერ ორგანიზებული ჰუმანიტარული აქციის პირველი ეტაპი, საზოგადოების აქტიური ჩართულობით წარიმართა

   პრემიერის გადაწყვეტილებით, რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, მთელი საქართველოს მასშტაბით, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, 100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა. ტვირთი  უკრაინაში ხვალ გაიგზავნება.   დღეს ხარაგაულის  სახელით, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, ტვირთის პირველი ნაკადი გაიგზავნა.     ხარაგაულის მერიის მიერ ორგანიზებული ჰუმანიტარული აქციის პირველი ეტაპი, საზოგადოების აქტიური ჩართულობით წარიმართა.  აქციის ფარგლებში არამალფუჭებადი პროდუქტები, ჩვილ ბავშვთა საკვები, მედიკამენტები, სამედიცინო დახმარების საგნები,  ჩირი, თაფლი, სხვადასხვა სახის ტკბილეული და ტანსაცმელი შეგროვდა.   ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, ჰუმანიტარული დახმარების მიზნით, ხარაგაულის მერიამ სარეზერვო ფონდიდან თანხა გამოჰყო.   მერიის მიერ, ფინანსური დახმარება გაეწევა ხარაგაულში მცხოვრებ უკრაინელი ლტოლვილების ოჯახს.    შემოწირულობების სახით თანხა შემოვიდა ასევე მერიის მიერ შექმნილ სპეციალურ ანგარიშზე 300288800, სადაც მსურველებს თანხის ჩარიცხვა კვლავ შეეძლებათ.     ჰუმანიტარული აქცია გრძელდება.     ხარაგაულის მერი,  კობა ლურსმანაშვილი:    ,,ხარაგაულის მერიის სახელით, გვინდა მადლობა გადავუხადოთ საჯარო და კერძო სექტორს, ყველა პიროვნებას, ოჯახს, ორგანიზაციას, საგანმანათლებლო დაწესებულებას გამოხატული გულისხმიერებისა და მხარდაჭერისთვის".       3  დანართი
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/received_1413076319152119_1.jpeg
09/03/2022 14:49

აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა, შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, აკაკი ლურსმანაშვილი წარადგინა.    როგორც ვარლამ ჭიპაშვილმა აღნიშნა, აკაკი ლურსმანაშვილი პროფესიით ეკონომისტია,წლების განმავლობაში მუშაობდა საფინანსო-საბიუჯეტო მიმართულებით და აღნიშნულ თანამდებობაზე  პროფესიონალიზმის, კვალიფიკაციისა  და გამოცდილების გათვალისწინებით შეირჩა.   ვარლამ ჭიპაშვილი:     ,,აკაკი ლურსამანაშვილი ერთ-ერთი კვალიფიციური კადრია. ის ყველა სამსახურში ღირსეულად და  კეთილსინდისიერად საქმიანობდა. დარწმუნებული ვარ, რომ დაკისრებულ მოვალეობას წარმატებით გაართმევს თავს.    ვგეგმავთ აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის უფრო გაძლიერებას. ეს  საკმაოდ საპასუხისმგებლო სამსახურია.    მათი ვალდებულებაა,  განახორციელონ საბიუჯეტო ორგანიზაციების აუდიტორული შემოწმება რეკომენდაციების გაცემის მიზნით და ამ გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინების შესაფასებლად  წარმართონ  მონიტორინგის პროცესებიც.    ჩვენი  საქმიანობის მთავარი  მიზანია, რომ საბიუჯეტო სახსრები  დაიხარჯოს კანონიერად,ეფექტურად და მოსახლეობის ინტერესების  შესაბამისად."    
სრულად