სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/kharagaulimeoreetapissianoemberi_1.jpg

,,ეტალონის“ მეორე ეტაპზე გადასული მოსწავლეების ვინაობა ცნობილია

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და დაფინანსებით, ხარაგაულელ მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ ,,ეტალონის” დისტანციურ კონკურსში კვალავ ჩაერთონ.

დღეს, 22 ნოემბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის, საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ კონკურსის პირველი ეტაპი ჩატარდა.

ინტელექტუალურ შეჯიბრში მუნიციპალიტეტის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.

ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა ხარაგაულელი მოსწავლე „ეტალონის“ და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისგან სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა.

კონკურსის პირველ ეტაპზე, ხარაგაულის 26-ვე სკოლის 216 მოსწავლე შემდეგი კლასობრივი განაწილებით მონაწილეობდა:   VIII კლასი - 53, IX კლასი - 48, X კლასი - 43 და XI კლასი -72 მოსწავლე.

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით 82 მოსწავლე შეირჩა, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე „ხარაგაულის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან.

კონკურსის II ეტაპი 25 ნოემბერს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე ასევე დისტანციურ რეჟიმში გაიმართება.

კონკურსი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისა და ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით მიმდინარეობს.

 

ხარაგაული II ეტაპის მონაწილეთა სია

 

 

ნანახია: 872 - ჯერ