სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/315524328_2431870253633505_947530945845786068_n.jpg

20 ნოემბერს ,,ჭირიმე“ მან-სან-კანის ნახევარფინალში ითამაშებს

20 ნოემბერს, კვირას, ქალაქ თბილისში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  სახალხო თეატრ- სტუდია ,,მოდი ნახეს" დარბაზში,  ,,ქართული ლიგის" ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართება. სადაც მონაწილეობას ხარაგაულის იუმორისტული გუნდი ,,ჭირიმე“  მიიღებს. შეგახსენებთ, რომ  ,,ჭირიმემ'' შესარჩევი ეტაპის შემდეგ, ასევე წარმატებით გადალახა მეოთხედფინალური ეტაპი და ახლა უკვე ნახევარფინალში ითამაშებს.

 გუნდის შემადგენლობაში არიან:  გიორგი მაქაძე, დავით ჭიპაშვილი, ბექა ხიჯაკაძე და გიორგი ჭიპაშვილი. გუნდის ხელმძღვანელი და რეჟისორია მამუკა ჭიპაშვილი.

მობრძანდი, ერთად ვუგულშემატკივროთ ,,ჭირიმეს“ და ხარაგაულს.

დასწრება თავისუფალია.

დასაწყისი 15 საათზე.

 

ნანახია: 665 - ჯერ