სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/DSC_0012.JPG
23/03/2022 17:51

ხარაგულის მერმა, დაბა ხარაგაულში მიმდინარე მასშტაბური პროექტების მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლობასთან, შეხვედრა გამართა

შეხვედრის მიზანი,  ხარაგაულში  ორი  მასშტაბური  პროექტის, წყალმომარაგების და წყალარინების მიმდინარე  სამუშაოებთან დაკავშირებით, საზოგადოების ინფორმირება და მათთვის  სწორი  და ობიექტური  ინფორმაციის მიწოდება  გახლდათ. შეხვედრას წყალმომარაგების კომპანიის პროექტების  მართვისა  და  ზედამხედველობის   დეპარტამენტის  ხელმძღვანელი, ტიტე  კიკაჩეიშვილი და კონტრაქტორი კომპანიების (,,ჰიდროტექნოლოგიური ჯგუფი“,  შპს ,,ლ&დ“ და კომპანია ,,ჯი-პი-სი“ ) წარმომადგენლობა ესწრებოდა. შემსრულებელი  კომპანიების  ხელმძღვანელებმა:  ზურაბ  ბარჯაძემ  და ლევან  ტაბიძემ,  მუნიციპალიტეტის  მერს, დეტალურად  მიაწოდეს   ინფორმაცია, თუ რა ეტაპზეა სამუშაოები, რა პროცესები მიმდინარეობს ამჟამად და როდის  დასრულდება. ,, პროექტის ფარგლებში მიმდინარე წყალმომარაგების, გამრიცხველიანების და წყალარინების  სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. ჩვენ მოსახლეობას ახალ სერვისს ვთავაზობთ. ამ დროს მნიშვნელოვანია ადგილობრივი ხელისუფლების მაქსიმალური ჩართულობა და მადლობა მერს და მის გუნდს ამისთვის. პრობლემები უკვე დაძლევადია  და გვაქვს შესაძლებლობა პროექტების განხორციელება, უფრო სწრაფ ტემპში დავასრულოთ. სპეციფიკიდან გამომდინარე პროექტით გათვალისწინებული საქმიანობის 80 % ფარული მიწისქვეშა სამუშაოებია. ფაქტიურად ხარაგაულის მიწისქვეშა კომუნიკაციები თვალით უხილავი იყო,  რომელსაც ახლა ვსწავლობთ და ვაკორექტირებთ. ამჯერად სისტემის ყველა დეტალის რუკებზე დატანა, დასურათება ხდება, რაც შესაძლო ავარიების დროს ქსელის ეფექტურ მართვას განაპირობებს" -  აღნიშნა ტიტე კიკაჩეიშვილმა. ტიტე კიკაჩეიშვილის განცხადებით, მიუხედავად ამისა, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების განხორციელება  ვადებში ესწრება, კონტროლზეა აყვანილი  სამუშაო პროცესი და ინფრასტრუქტურული პროექტი წარმატებით დასრულდება. ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი: ,, ჩვენ თავიდანვე მივმართეთ საზოგადოებას რომ იქნებოდა დისკომფორტი. ამის შესახებ განცხადება ჯერ კიდევ მაშინ გავაკეთეთ, როდესაც ეს პროექტი იწყებოდა. შექმნილი შეფერხების გამო ბოდიშს ვუხდი მოქალაქეებს, მარტის თვის ბოლოს , მთავარ ქუჩაზე ეს სამუშაოები დასრულდება. ამის შემდეგ,  ასფალტის საფარის გადაგება და ტროტუარების მოწყობა დაიწყება. წყალარინების და წყალმომარაგების პროექტის ფარგლებში სამუშაოები გაგრძელდება სხვა  უბნებში, ჩიხებსა და ქუჩებზე. დროებითი დისკომფორტები კვლავ იქნება.  დღეს ხარაგაულში  ყველა  კომპანია იყო წარმოდგენილი: კონტრაქტორები, რომლებიც უშუალოდ პასუხისმგებლები  არიან, ასევე მათი ქვეკონტრაქტორი ორგანიზაციების ხელმძღვანელები,   რომლებიც ადგილზე მუშაობენ.  ერთობლივად  გავიარეთ ყველა საკვანძო  საკითხი და  მივიღეთ პირობა,  რომ სამუშაოები დათქმულ ვადაში  დასრულდება.  მე არ მინდა საზოგადოებას ჰქონდეს იმის განცდა და მოლოდინი , რომ პროცესები უყურადღებოდაა დატოვებული, მთლიანად კონტროლზეა აყვანილი ეს პროცესი, კომპანიები მუშაობენ, მათი ვალდებულებები განსაზღვრულია.  პროექტის განხორციელების პასუხისმგებლობის ნაწილში ჩვენ თანამონაწილედ ვთლით თავს. თუმცა განვმარტავ, რომ   ეს არის პროექტი, რომელიც წყალმომარაგების კომპანიის მიერ ხორციელდება. კონტრაქტორი ორგანიზაციები  ამ კომპანიის წინაშე არიან პასუხისმგებლები.   ჩვენ სამართლებრივი უფლებამოსილება, რომ რაიმე ფორმით ვიყოთ  ჩართული ამ პროექტის განხორციელებაში არ გვაქვს, თუმცა მერიის შესაბამის სამსახურებს ყოველდღიური კომუნიკაცია აქვთ მათთან. შემდეგი ეტაპი გზის საფარის დაგება იქნება. ამჯერად გვიწევს კომპანია ,,ბლექ სი გრუპთან“ მუშაობა , რომ  ვალდებულება შეასრულოს და მთავარ ქუჩაზე სამუშაოების დასრულებისთანავე გზის საფარის დაგება დაიწყოს. კონტრაქტში გათვალისწინებული იყო ასფალტის ზედა ფენის გადაგება, ამჯერად სრულფასოვანი სამუშაოები უნდა ჩატარდეს, რადგან ქუჩების გადათხრამ  ზედაპირი მნიშვნელოვნად დააზიანა. ,,ბლექ - სი - გრუპის" მიერ რეაბილიტაცია ჩაუტარდება გზის სხვა  მონაკვეთებსაც.  პირადად ვესაუბრე საგზაო დეპარტამენტის ხელმძღვანელობას ისინი აღნიშნულ კომპანიასთან მოლაპარაკებების წარმოების პროცესში არიან.ხელშეკრულებაში შედის ცვლილებები, რაც დროში ამ საკითხების მოგვარებას სწრაფად უზრუნველყოფს.” როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მარტის ბოლოს მიწისქვეშა კომუნიკაციების სამუშაოები  ცენტრალურ ქუჩაზე დასრულებული იქნება. კობა ლურსმანაშვილი: შემსრულებლების მიერ აღებული ვალდებულებების შესაბამისად , ამის შემდეგ  ჩვენ  ვიწყებთ სამუშაოებს ,,ბლექ-სი-გრუპთან“ და საგზაო დეპარტამენტთან , რომ დევებიდან რკინიგზის ბინამდე გზაზე ასფალტის გადაგების შესაძლებლობა მოგვეცეს. ჩვენ ზაფხულს  მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურით უნდა შევხვდეთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ  ხარაგაულში  ორი  მასშტაბური  პროექტი ერთდროულად  მიმდინარეობს.  მივესალმები  იმ  ფაქტს,  რომ სულ  მალე  მოსახლეობა   უწყვეტი  წყალმომარაგებით  ისარგებლებს, ასევე  დაბაში  გვექნება ახალი წყალარინების (საკანალიზაციო)   სისტემა,  რომელიც  წლებია, პრობლემა  იყო  მუნიციპალიტეტში.  ხარაგაულის მერია მზადაა გაიზიაროს ყველა სახის პასუხისმგებლობა და ხარაგაულში მიმდინარე მასშტაბური ცვლილებების თანამონაწილე იყოს.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo-logo_7.png
22/03/2022 12:47

22 მარტს საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 22 მარტის რიგგარეშე სხდომის  დღის წესრიგი   საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მერის მიერ წარმოდგენილი პროექტების დამტკიცებისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი თანხის დასახლებების მიხედვით განაწილების შესახებ   მომხს: პერტე შარიქაძე
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_3649.JPG
22/03/2022 11:20

ხარაგაულის მერია დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს შეუერთდა

მზის შვილებთან მარიამ მიქიაშვილთან და გიორგი კალანდაძესთან მერის მოადგილე, დავით დევდარიანი, სოციალური სამსახურის უფროსი, ნანა კიკნაძე და საკრებულოს წევრი პავლე კიკალიშვილი იმყოფებოდნენ. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში დაუნის სინდრომის მატარებელი 5 ადამიანი ცხოვრობს. ხარაგაულის მერიის სახელით,  თითოეულ მათგანს მილოცვა და საჩუქარი გადაეცა. ინკლუზიანიშნავს - ეს დაუნის სინდრომის 2022 წლის მსოფლიო გზავნილია. სოციალური სამსახურის უფროსი, ნანა კიკნაძე: ,,ინკლუზია ნიშნავს, მაქსიმალურად ვიყოთ თითოეული ჩვენგანი ჩართული ამ ადამიანების ცხოვრებაში. მთავარია, პირველი ნაბიჯი ჩვენ გადავდგათ. მათთვის ტყუილად არ უწოდებიათ მზის შვილები, ისინი მუდმივად სითბოს და სიყვარულს ასხივებენ.“  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები დაუნის სინდრომის მქონე  ბავშვები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ერთჯერად ფინანსურ დამხარებას მიიღებენ. დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე 2011 წლიდან აღინიშნება.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0430.JPG
22/03/2022 11:20

ხარაგაულში ხუთი მზის შვილი ცხოვრობს

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი დღეს მზის შვილებიდან  ერთ-ერთს,  ოჯახში ესტუმრა, დღევანდელი დღე მიულოცა და საჩუქარი გადასცა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში დაუნის სინდრომის მატარებელი 5 ადამიანი ცხოვრობს. ხარაგაულის მერიის სახელით, დღეს თითოეული მათგანი მილოცვას და საჩუქარს მიიღებს. სოფელ ლაშეში მცხოვრებ ნათია ნიქაცაძეს ხარაგაულის მერი,  თანაშემწესთან, ჟანა ნემსაძესთან, სოციალურ მუშაკთან ნათია ბერაძესთან და მერის წარმომადგენელთან კახა კვინიკაძესთან ერთად ესტუმრა. დაუნის სინდრომის მსოფლიო ასოციაციის წლევანდელი გზავნილია #ინკლუზიანიშნავს ,,წლევანდელი გზავნილი ,  თავის თავში მოიაზრებს ვიფიქროთ იმ ჩართულობის ფორმებზე, რომელიც ამ ადამიანებს საზოგადოებასთან უფრო დააახლოებს. ეს ბავშვები უდიდესი სიყვარულის მატარებელი ადამიანები არიან და ჩვენც ყურადღება და სითბო სხვადასხვა ფორმით უნდა შევთავაზოთ მათ. მზად ვარ, თანამონაწილე ვიყოთ ყველა იმ  ღონისძიების თუ პროგრამის, რაც მათი სრულფასოვანი ცხოვრების ხარისხის ზრდას განაპირობებს. “ - განაცხადა ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა. მერიის სოციალური სამსახური უფროსის ნანა კიკნაძის ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები დაუნის სინდრომის მქონე პირები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ერთჯერად ფინანსურ დამხარებას მიიღებენ. დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე ყოველ 21 მარტს აღინიშნება. მისი მიზანი, ამ სინდრომის მქონე ადამიანების უფლებების დაცვა და აქტიურ ცხოვრებაში მათი მონაწილეობის უზრუნველყოფაა.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/asdasd112246as45d.jpg
18/03/2022 15:09

25 მარტს, ლიტერატურული თეატრი  მღვდელმონაზონ მამა  მათესადმი   მიძღვნილი წიგნის პრეზენტაციას გამართავს

თბილისში, მწერალთა სახლში,  რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის ხელმძვანელი, იზა ვეფხვაძე  მღვდელმონაზონ მამა  მათესადმი   (ბუაჩიძე)  მიძღვნილ წიგნის ,,ბილიკი უფლისკენ" პრეზენტაციას  გამართ ავს. აღნიშნული წიგნის წარდგენა ხარაგაულში აპრილის ბოლოს  გაიმართება. დასწრების მსურველთათვის,  სამარშუტო ტაქსი ხარაგაულის მერიის მიმდებარე ტერტორიიდან 10 საათზე გავა. გელოდებით, 25 მარტს,  15:00 საათ ზე.  მისამართი: თბილისი, მწერალთა სახლი ( მაჩაბლის ქუჩა 13). დასწრება თავისუფალია.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/ing112233_3.jpg
18/03/2022 12:47

ინგა ლურსმანაშვილი: ეს პოზიცია ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა

ხარაგულის მერს, კობა ლურსმანაშვილს, მერიის საკონკურსო კომისიამ, ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის პოზიციაზე ინგა ლურსმანაშვილის კანდიდატურა წარუდგინა. კობა ლურსმანაშვილმა ინგა ლურსმანაშვილის დანიშვნის ბრძანებას ხელი 1 მარტს მოაწერა. უკვე ერთი თვეა ხარაგაულის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის ახლად დანიშნული უფროსი, სამსახურებრივ საქმიანობას შეუდგა. ინგა ლურსმანაშვილი პროფესიით იურისტია, ახალ თანამდებობაზე დანიშვნამდე, იგი მერიის იურიდიულ განყოფილებას ხელმძღვანელობდა. ასევე წლების მანძილზე მუშაობდა ხარაგაულის საკრებულოს იურისტად. ინგა ლურსმანაშვილი: ,,ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის თანამდებობა ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა. სრულად ვაცნობიერებ, რომ სამსახურში, საკმაოდ შრომატევადი სამუშაოებია გასაწევი, როგორც მუნიციპალური ქონების აღრიცხვასთან დაკავშირებით ისე მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების მიზნით. ვფიქრობ, დაკისრებულ მოვალეობას სათანადოდ გავართმევ თავს კვალიფიციური თანამშრომლების დახმარებით და საკუთარი გამოცდილების შედეგად.“ წარმატებებს ვუსურვებთ ინგა ლურსმანაშვილს ახალ პოზიციაზე.    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo-logo_9.png
18/03/2022 12:40

21 მარტს ხარაგაულის საკრებულოს ბიუროს მორიგი სხდომა გაიმართება

21 მარტს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მორიგი სხდომა გაიმართება. სხდომაზე განხილული იქნება, დღის წესრიგით გათვალისწიენბული, შემდეგი საკითხები: საკითხთა ნუსხა 1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული,სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ. მომხსენებელი: ოთარი ლურსმანაშვილი 2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ. მომხენებელი: ზურაბი ბანცაძე 3. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი“-ს ხელმძღვანელის ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ. მომხსენებელი: მაია ბლუაშვილი 4. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „სამუსიკო სკოლის“ ხელმძღვანელის ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ. მომხსენებელი: ლალი ალექსიძე 5. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 აგვისტოს N 33 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე. მომხსენებელი: პავლე კიკალიშვილი 6. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის #11 დადგენილებაში,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების ( რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე. მომხსენებელი: მანანა ბარბაქაძე    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/111222.jpg
18/03/2022 10:48

ხარაგაულის სოფლებში თოვლმა გზების გაწმენდის საჭიროება შექმნა

ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი უშუალო კონტაქტზე იყო თითოეული სოფლის წარმომადგენელთან და მათთან კომუნიკაციის ფორმატში მოხდა დავალებების გაცემა და გაწმენდითი სამუშაოების დაგეგმვა. ღამის განმავლობაში გაიწმინდა დაბა ხარაგაულის და პატარა ხარაგაულის ცენტრალური გზები. დღეს ა(ა)ი.პ დასუფთავების და კეთილმოწყობის გაერთიანები"- ს მიერ გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდა  ძირულა - ხარაგაულის მონაკვეთზე  და ხარაგაული-კიცხის მიმართულებით.   გაიწმინდა ასევე  ბაზალეთის, ქროლის, ღარიხევის, ფარცხნალის, ახალსოფელის, ვახანის ,  სარგვეშის, საბის, ღორეშის,  ცენტრალური გზები და საჯვარე - მარიამწყაროს გზა. მთელი დღის განმავლობაში ტექნიკა მუშაობდა მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფლებში ზვარესა და გედსამანიაში. ხარაგაულის მერი რჩება მოქალაქეებთან უწყვეტ კონტაქტზე და საჭიროების შემთხვევაში,  ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე მოხდება მათთვის დახმარების და  მომსახურების გაწევა.      
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/es%20photos.jpg
17/03/2022 18:08

კობა ლურსმანაშვილი: -  ხარაგაული, როგორც ყოველთვის დღესაც სოლიდარული იყო

ხარაგაულის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის აქცია – ,,გაიღე სისხლი, გააზიარე სიცოცხლე” ჩატარდა. დონაციის პროცესს, ხარაგაულის მერი კობა ლურსმანაშვილი, სოციალური სამსახურის უფროსთან,  ნანა კიკნაძესთან ერთად გაეცნო. სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურის დირექტორმა სამედიცინო დარგში, მარინა რუხაძემ მერს, კობა ლურსმანაშვილს  მხარდაჭერისთვის და მოქალაქეების მაღალი აქტივობის გამო მადლობა გადაუხადა. საჭიროების შემთხვევაში. მომზადებული სისხლის პროდუქტები ჰუმანიტარული დახმარების სახით უკრაინაში გაიგზავნება.  კობა ლურსმანაშვილი:  ,,დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, გაიღო სისხლი და გადაარჩინო ადამიანების სიცოცხლე. ვფიქრობ, ეს ქველმოქმედების ერთ-ერთი სახეა. ხარაგაული, როგორც ყოველთვის დღესაც სოლიდარული იყო და   ღირსეულად გამოხატა თავისი სრული მხარდაჭერა." სისხლის უანგარო დონაციაში ჩართვის მსურველებს, დაინტერესების შემთხვევაში,  შესაძლებლობა აქვთ დარეკონ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე  1505 ან გაიარონ რეგისტრაცია ვებგვერდზე  https://donor.moh.gov.ge სისხლის ჩაბარების საჭიროების შემთხვევაში,  რეგისტრირებულ პირს დაუკავშირდება ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი და მიიწვევს უახლოეს (რეგისტრირებული პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით) სისხლის ამღებ პუნქტში ქვეყნის მასშტაბით. გამოკვლევის შედეგები მოგეწოდებათ ინდივიდუალურად , დახურულ კონვერტებში. ,,ჭეშმარიტად ქველმოქმედნია ისინი, ვინც მოყვასის გადასარჩენად აბარებენ საკუთარ სისხლს. გაჭირვებულისათვის ერთი ჭიქა წყლის მიწოდებაც მადლია ღვთის წინაშე: მითუმეტეს დასაფასებელია ღვაწლი მათი, ვინც სისხლის გაღებით სიცოცხლეს შეუნარჩუნებს განსაცდელში მყოფთ. ღმერთმა დალოცოს ყოველი ადამიანი ამ მადლის მოქმედი“ - სრულიად საქართველოს პატრიარქი ილია II.    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/evsmDSC0478.JPG
16/03/2022 19:36

კობა ლურსმანაშვილი ევროპის ვიცე - ჩემპიონს , ევსემ შველიძეს შეხვდა და მადლობის სიგელი გადასცა

ხარაგაულის მერი, ახალგაზრდა და წარმატებული  სპორტსმენების მხარდაჭერას განაგრძობს. კობა ლურსმანაშვილი ევროპის ვიცე - ჩემპიონს , ევსემ შველიძეს შეხვდა და მადლობის სიგელი გადასცა. მერმა კიდევ ერთხელ მიულოცა წარმატება ახალგაზრდა, პერსპექტიულ სპორტსმენს, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო გამოსვლა ვერცხლის მედლით დაასრულა და აღნიშნა, რომ ევსემ შველიძე წარმატებული ასპარეზობისთვის და ევროპის ვიცე-ჩემპიონის ტიტულის მოპოვებისთვის ხარაგაულის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსურ ჯილდოს მიიღებს. ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი: ,,ევსემ შველიძე , ევროპის ჩემპიონატზე ხარაგაულის და საქართველოს სახელის ღირსეულად წარმოჩენისთვის ხარაგაულის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსურ ჯილდოს მიიღებს. ჩვენ ასეთივე ყურადღება გამოვხატეთ მის მიმართ , როდესაც მან თავისუფალ ჭიდაობაში  საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ვფიქრობ, ევსემის მსგავს ახალგაზრდა და წარმატებულ სპორტსმენებს ჩვენგან ნამდვილად სათანადო ყურადღება და მხარდაჭერა ეკუთვნით.“ მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი: ,, ვულოცავ ევსემს და ვუერთდები იმ საზეიმო განწყობას რაც საზოგადოებაშია. გვეამაყება მისი წარმატებები.  ჩვენი საქმიანობის ერთ -ერთი მთავარი პრიორიტეტი ხარაგაულში სპორტის სხვადასხვა სახეობების განვითარება და წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერაა. მადლობა იმ ადამიანებს ვინც ასეთი სპორტსმენების აღზრდა - განვითარებაში მონაწილეობას იღებენ და ასევე მინდა მადლობა გადავუხადო  ევსემის ოჯახს.“ ევსემ შველიძე, ვიცე-ჩემპიონი: ,, მადლობა ხარაგაულის მერს გვერდით დგომისთვის და დაფასებისთვის. მადლობა ჩემს მწვრთნელს, რევაზ შერგელაშვილს,  რომელთან ერთადაც გავიარე მომზადების ეტაპი, მადლობა  ანზორ მაღრაძეს, რომელმაც პირველი და  მთავარი წვლილი შეიტანა ჩემს სპორტსმენად ჩამოყალიბებაში. ვეცდები ჩემი გულშემატკივრები გავახარო და მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროთი დაგიბრუნდეთ.“   შეხვედრაზე კობა ლურსმანაშვილმა მერის პირველ მოადგილესთან , ვარლამ ჭიპაშვილთან და  ა(ა)იპ ,, სპორტისა და ტურიზმის ცენტრის დირექტორთან გია ჭიპაშვილთან ერთად სპორტსმენების  მხარდაჭერასა და მწვრთნელებისთვის უკეთესი პირობების შექმნაზე  იმსჯელა. ,,ევსემის გამარჯვებას ნამდვილად დადებითი  გავლენა ექნება იმ ახალგაზრდა სპორტსმენებზე, რომლებიც ხარაგაულში სპორტის ამ სახეობაში ვარჯიშობენ. ფაქტია,  რომ შედეგი შესაძლებელია  დაიდოს, რასაც სჭირდება შრომა და ხელშეწყობა. ჩვენ უნდა გვქონდეს ჩვენი თანხვედრილი გეგმები, რომელიც  მორგებული იქნება სპორტსმენის ხელშეწყობაზე, როგორც ადგილობრივ დონეზე,   ისევე  გარკვეული წამახალისებელი პროგრამების შეთავაზება  იმ სპორტსმენების მიმართ , რომლებიც ნაკრების წევრები არიან.“  
სრულად