სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/_83.jpg
10/06/2022 15:35

,,ცოცხალი წიგნები“ სოფლებში

            ,,ცოცხალი წიგნები - სოფლებში“ - ასეთი სახელწოდება აქვს კამპანიას, რომლის ფარგლებში,  ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკა, სოფლებში გასვლით ღონისძიებებს იწყებს. როგორც კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორი , მამუკა ჭიპაშვილი განმარტავს, აღნიშნული ინიციატივა  საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტის ,,ცოცხალი წიგნები“- ს გამოძახილია. კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორი, მამუკა ჭიპაშვილი: ,,ალბათ ყველას გახსოვთ, პროექტი ,,ცოცხალი წიგნები“, რომლის ფარგლებშიც საქართველოს რეგიონებში, მათ შორის ხარაგაულშიც გაიმართა ღონისძიებები. ჩამოსული იყვნენ პოეტები, მწერლები, რომლებმაც თავიანთი შემოქმედება ახლოს გააცნეს დამსწრე საზოგადოებას და ცენტრალურ ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცეს თავიანთი წიგნები.      სწორედ ამ პროექტის გამოძახილია ღონისძიებები, რომელსაც ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკა გამართავს სოფლებში, სასოფლო განყოფილებების ჩართულობით.      ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ ხარაგაულის შემოქმედი ადამიანები.   პროექტის ფარგლებში ხარაგაულის  ,,ცოცხალი წიგნები“:  იზა ვეფხვაძე, ვალერი გოგნაძე,ვიტალი ფცქიალაძე,გურამ სახვაძე, ზეინაბ ბუაჩიძე, მამუკა ჭიპაშვილი,დათო ჯიმშიაშვილი,ნანუკა ჭანკვეტაძე,ჟუჟუნა კალანდაძე , შოთა გოლუბიანი, თავიანთი შემოქმედებით წარსდგებიან მსმენელის წინაშე.“    პირველი შეხვედრა  14 ივნისს მარელისის და სოფელ ვახანის ბიბლიოთეკის ეზოში გაიმართება.    ღონისძიებები ,,ცოცხალი წიგნები“-ს ფარგლებში  ზაფხულის პერიოდში სხვა სოფლებშიც ჩატარდება, რომლის თარიღსაც ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკა წინასწარ დააანონსებს.    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/qeqwe_DSC0076.JPG
09/06/2022 16:21

ლაშეში,  ცქიტიშვილების უბანში გზაზე ბეტონის საფარი დაიგო

სოფელ ლაშეში , ცქიტიშვილების უბანში გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა. გადასაადგილებლად რთულ მონაკვეთზე ბეტონის საფარი რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით დაიგო. სამუშაოები მერის მოადგილემ, დავით დევდარიანმა, მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსთან, პეტრე შარიქაძესთან ერთად დაათვალიერა. ხარაგაულში რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსებული პროექტების განხორციელება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ხარაგაულს ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, რეგიონული განვითარების ფონდიდან, პირველ ეტაპზე 2 775 762 ლარი გამოეყო, რომლითაც 19 პროექტი დაფინანსდა. რგფ-ის დაფინანსებით წელს ხარაგაულში გზები ყველაზე ძნელად გადასაადგილებელ მონაკვეთებზე რეაბილიტირდება.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo-logo_13_1.png
09/06/2022 16:11

10 ივნისს საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება

სხდომაზე დღის წესრიგის მიხედვით შემდეგ საკითხს განიხილავენ:                                         „სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული  საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 202 2 წელს დასაფინანსებელი სა პროექტ ო წინადად ების მოწონების   შესახებ “ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 16 დეკემბრის N 69.69213501 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ  მომხს: პეტრე შარიქაძე
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/Screenshot%202022-06-08%20210220.jpg
08/06/2022 21:03

ხევში ცენტრალური გზის მობეტონება დასრულდა

სოფელ ხევში, რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით,ბეტონის საფარი  დაიგო. მერის მოადგილე, დავით დევდარიანმა, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსთან, პეტრე შარიქაძესთან ერთად,  სოფელ ხევის ცენტრალური გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერა. სოფელ ხევში, რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით,ბეტონის საფარი 704 მეტრ მონაკვეთზე დაიგო. პროექტის ღირებულება 107 ათასი ლარია. სამუშაოებს  კომპანია შპს,,მშენებელი 2022" აწარმოებდა. ამ პროექტით, სოფლის ცენტრალური გზის მობეტონება ბოლომდე დასრულდა.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/Screenshot%202022-02-17%20165648%20(1).png
08/06/2022 16:14

სკრინინგის განცხადება

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, მიმდინარეობს საერთაშორისო მნიშვნელობის (E-60)  ავტომაგისტრალის ხევი - უბისას მონაკვეთის (F2)  მოდერნიზაციის პროექტის განხორციელება. პროექტის შეუფერხებლად განხორციელებისთვის საჭიროა ფუჭი ქანების სანაყაროს მოწყობა. აღნიშნულის გათვალისწინებით დაიგეგმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ საქასრიაში მდ. ძირულას მარცხენა სანაპიროზე გამონამუშევარი ფუჭი ქანების N17 სანაყაროსა და ნაპირდამცავი ნაგებობის (ნაპირდამცავი ფლეთილი ქვის კონსტრუქციის) მოწყობის განხორციელება. სკრინინგის განცხადების შესახებ ინფორმაცია , თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებულია სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე ( იხ. ბმული ). აღნიშნულ პროექტზე სათანადო ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ ( ბმული )  დაგეგმილი საქმიანობის სკრინინგის განცხადებასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში 2022 წლის 13 ივნისის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo-logo_13.png
08/06/2022 15:49

დღეს ხარაგაულის საკრებულოს ბიურო სხდომა გაიმართა

დღეს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე ბიუროს სხდომა გაიმართა. ბიუროზე მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა, პეტრე შარიქაძემ  განსახილველად  2022 წლის საპროექტო წინადადების ნუსხა წარადგინა. აღნიშნული პროექტები, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მიღებული დაფინანსებით ეტაპობრივად განხორციელდება. საპროექტო წინადადებებს ხვალ , 9 ივნისს, საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისია განიხილავს და 10 ივნისს ხარაგაულის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებს დასამტკიცებლად წარედგინებათ.   იხილეთ: 2022 წლის საპროექტო წინადადებების ნუსხა.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/Screenshot_4_1.jpg
08/06/2022 15:11

ალექსანდრე ტაბატაძე: მოქალაქეებს უფასო სახელმწიფო სკრინინგ პროგრამაში ჩასართავად ვიწვევთ

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის ორგანიზებით, დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო სკრინინგის უფასო პროგრამა იგეგმება.   პროგრამა შეიცავს 4 კომპონენტზე უფასო კვლევას : 1)ძუძუს კიბოს სკრინინგი 40-70წლის ასაკის ქალებში 2 წლიანი ინტერვალით; 2) საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი 25-60 წლის ქალებში 3 წლიანი ინტერვალით;  3) პროსტატის სკრინინგი 50-70 წლის მამაკაცებში წელიწადში ერთხელ ;  4) მსხვილი ნაწლავის კვლევა ორივე სქესის ბენეფიციარებში 50-70 წლის ასაკში 2 წლიანი ინტერვალით; რეფერალი ხდება ქუთაისის ონკოლოგიურ კვლევით ცენტრში უფასო ტრანსპორტირებით,დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოსა და ონკოლოგიური კველევითი ცენტრის ეგიდით. მსურველებმა რეგისტრაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ, ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრს, სამუშაო დღეებში 10 დან 17 საათამდე, ან დარეკოთ ტელეფონის ნომრებზე: 593-33-13-66 ან 577-60-88-01      
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0109.JPG
07/06/2022 17:11

მხიარული_სტარტები ხევის საჯარო სკოლის გამარჯვებით დასრულდა

დღეს ,,მხიარული სტარტების“ ფინალური ეტაპი გაიმართა. ერთმანეთს ბორის სკოლა - პანსიონის, ხევის, ზვარის და მეორე საჯარო სკოლის გუნდები შეხვდნენ. ფინალში ხევის და ზვარის საჯარო სკოლის გუნდები დაუპირისპირდნენ. გამარჯვებული ხევის საჯარო სკოლის გუნდი გახდა. მერის პირველმა მოადგილემ , ვარლამ ჭიპაშვილმა  გამარჯვებულებს წარმატება მიულოცა და სპეციალური თასი გადასცა. ფინალში გასული გუნდები ასევე საჩუქრებით დააჯილდოეს საჩხერე - ჭიათურა - ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსმა ნანა ცხვედაძემ, და ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენელმა , დავით გველესიანმა. ,,მხიარული სტარტები“ ხარაგაულის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის წარმატებული პროექტია. თამაშებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 15 საჯარო სკოლა მონაწილეობდა.  გამარჯვებულ გუნდებს ხარაგაულის მერიის მიერ ,,მხიაურული სტარტების” ლოგოთი დაპრინტული მაისურები და სამახსოვრო ფოტოები გადაეცათ.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0026_1.JPG
07/06/2022 12:41

სოფელ უჩამეთში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხარაგაულის მერის , კობა ლურსმანაშვილის დავალებით, მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ,  რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით მიმდინარე პროექტებზე, მუდმივი ზედამხედველობა და მონიტორინგი ხორციელდება. მერის მოადგილე, დავით დევდარიანი, ინფრასტრუქტურის და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსთან, პეტრე შარიქაძესთან ერთად სოფელ უჩამეთში , მესერიძეების უბანში, გზის რეაბილიტაციის სამუშაო პროცესს დაესწრო. პროექტის ღირებულეება - 150 ათასი ლარია. ბეტონის საფარი 740 მეტრ მონაკვეთზე დაიგება. რგფ-ის დაფინანსებით წელს ხარაგაულში ახალი გზა 19 სოფელში რეაბილიტირდება.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0002.JPG
06/06/2022 16:04

ღორეშა - მარიამწყაროს დამაკავშირებელ მონაკვეთზე ბეტონის საფარი დაიგო

ხარაგაულში, რეგიონული განვითარების ფონდის მიერ დაფინანსებული კიდევ ერთი პროექტი დასრულდა.  2022-2023 წლების გარდამავალი პროექტი წინსწრებით შესრულდა და ღორეშა - მარიამწყაროს დამაკავშირებელ მონაკვეთზე,  ბეტონის საფარი 1100 მეტრ მონაკვეთზე დაიგო. პროექტის ღირებულება 240 ათასი ლარი. შემსრულებელი კომპანია ,,ი.მ ელდარ სირბილაძე".  2022 წელს, ხარაგაულში, რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით, ახალი გზა, 19 სოფელში რეაბილიტირდება.  
სრულად