დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართა.
სხდომას თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით კიკნაძე უძღვებოდა.
დეპუტატებს მერის პირველი მოადგილემ ვარლამ ჭიპაშვილმა „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 16 დეკემბრის N24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე წარუდგინა საკითხი.
საბიუჯეტო ცვლილების მიხედვით, გამომდინარე იქედან, რომ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გარდამავალი პროექტები წინსწრებით შესრულდა, ამ დრომდე გამოყოფილ 5 442 301 ლარს დაემატა 721 953 ლარი და 6 164 254 ლარით განისაზღვრა.
ცვლილების თანახმად, ასევე, გაიზარდა მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან გზების რეაბილიტაციისათვის გამოყოფილი 561 746 ლარი
და 708 226ლარით განისაზღვრა.
აღნიშნული საკითხის განსახილველად, საკრებულოს რიგგარეშე სხდომა , 29 დეკემბერს გაიმართება.