ხარაგაულის კინოთეატრში მოსწავლე - ახალგაზრდობის სახლის საახალწლო კონცერტი გაიმართა.
ღონისძიებაში მოსწავლე - ახალგაზრდობის სახლის მოსწავლეები, პედაგოგებთან და მშობლებთან ერთად მონაწილეობდნენ.
საახალწლო ზეიმის დასასრულს მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა, სასულიერო გიმნაზიის რექტორმა, მამა პავლე ცერცვაძემ, მაცხოვრის შობის ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა, მამა თომამ (ლაცაბიძე), მოსწავლე - ახალგაზრდობის სახლის დირექტორთან, ჰამლეტ ბერაძესთან ერთად ბავშვებს საახალწლო საჩუქრები გადასცეს.
სიგელებით და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ ეკონაძვის ხის და ახალი წლის თემატიკაზე გამოცხადებული ფოტოკონკურსის გამარჯვებულები.
წლის შემაჯამებელი ღონისძიება საზეიმო განწყობით დასრულდა.
მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!