სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/FB_IMG_1672079236410.jpg

ანსამბლ უბისის ხელმძღვანელებს წლის ამაგდარი ხელოვანის წოდება მიენიჭათ

 
დღეს, 26 დეკემბერს , ქალაქ მცხეთაში ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ფესტივალი გაიმართა. 
 
ფესტივალზე, სადაც  საქართველოს ყველა რეგიონის ქორეოგრაფიული ანსამბლები მონაწილეობდნენ ხარაგაულის ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,უბისი“ ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ მაღალი საშემსრულებლო ოსტატობისთვის ლაურეატის დიპლომით დაჯილდოვდა.
 
დაჯილდოების საზეიმო ცერემონიისას, ანსამბლის ხემძღვანელებს ელისო და ზაზა ლურსმანაშვილებს, ქართული ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის წლის ამაგდარი ხელოვანის წოდება მიენიჭათ.
 
ანსამბლი ასევე მიიწვიეს ფესტივალზე , რომელიც ზაფხულში საბერძნეთში გაიმართება.
ნანახია: 468 - ჯერ