დღეს , 27 დეკემბერს ხარაგაულის კინოთეატრში საახალწლო კარნავალი ჩატარდა.
ღონისძიებას ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი, პირველ მოადგილესთან, ვარლამ ჭიპაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, დავით კიკნაძესთან ერთად ესწრებოდა.
წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზიის, N2 , N3 და ლაშის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას წინასაახალწლო განწყობა შეუქმნეს.
აქტიურები , ორიგინალურები და ნიჭიერები - ასეთები წარსდგნენ დღეს სცენაზე ხარაგაულელი ახალგაზრდები.