სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_1505.JPG

ხარაგაულში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე  საზეიმოდ აღინიშნა

დღეს, ხარაგაულში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ჩხერის ციხეზე მსვლელობით დაიწყო.

საზეიმო მსვლელობაში,  მონაწილეობას ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი, მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი,  საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით კიკნაძე, ხარაგაულის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი,მამა თომა (ლაცაბიძე),  ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები, სასულიერო პირები, მოსწავლეები, ახალგაზრდები და ადგილობრივი მაცხოვრებლები  იღებდნენ.

ჩხერის ციხეზე საზეიმოდ აღიმართა ეროვნული დროშა.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

კობა ლურსმანაშვილი:

 ,,მერაბ კოსტავა იყო განსაკუთრებულად შეუვალი და უკომპრომისო, როდესაც საქმე საქართველოს ინტერესებს და დამოუკიდებლობას ეხებოდა. ადამიანებს აძლევდა სტიმულს, რომ ყოფილიყვნენ ისეთები როგორიც ის იყო თავად. მერაბ კოსტავა იყოს იმის მაგალითი, თუ როგორ უნდა გიყვარდეს ქვეყანა. ვარ ბედნიერი, რომ ვარ იმ ადამიანთაგან ერთ -ერთი, რომელიც მასთან ერთად იბრძოდა ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის. მე მჯერა არასოდეს ჩაქრება ის სულისკვეთება და ჩვენ ამას თაობიდან თაობებს გადავცემთ”.

26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ხარაგაულის კინოთეატრში,  საზეიმო კონცერტით დასრულდა.

კონცერტში ადგილობრივი ქორეოგრაფიული და სამუსიკო ჯგუფები მონაწილეობდნენ.

 

 

 

 

ნანახია: 633 - ჯერ