15:00 საათზე ხარაგაულის კინოთეატრში მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის შემოქმედებითი წრეების მონაწილეობით საზეიმო კონცერტი გაიმართება.
ამ დღესთან დაკავშირებით, ხარაგაულში ა(ა)იპ „სათნოების სახლის“ დირექტორის, თამარ შავიძის ინიციატივით, სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის ალა-ფურშეტი მოეწყობა. ბავშვებს საზეიმო განწყობას ხარაგაულის ზღაპრის გმირები შეუქმნიან.