სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_1396.JPG

დღეს ჩხერის ციხეზე ეროვნული დროშა აღიმართა

დღეს, ხარაგაულში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ჩხერის ციხეზე მსვლელობით დაიწყო.

 საზეიმო მსვლელობაში, მონაწილეობას ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი, მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით კიკნაძე, ხარაგაულის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი,მამა თომა (ლაცაბიძე), ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები, სასულიერო პირები, მოსწავლეები, ახალგაზრდები და ადგილობრივი მაცხოვრებლები იღებდნენ.

გასულ წელს , 26 მაისს, ჩხერის ციხეზე საზეიმო ვითარებაში აღიმართა ცხოველსმყოფელი ჯვარი, რომელიც მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა , მელქისედეკ ხაჩიძემ აკურთხა.

 დღესვე, ჩხერის ციხეზე საზეიმოდ აღიმართა ეროვნული დროშა.

ნანახია: 400 - ჯერ