სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/307638189_5493349447366861_1293784612492213126_n.jpg
30/09/2022 16:37

ხარაგაულის 11 სოფელში ახალი გზა  გაკეთდება

ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს რეგიონული განვითარების ფონდიდან პირველ ეტაპზე გამოყოფილი თანხის სრულად და წარმატებით ათვისების გამო, მეორე ეტაპზე, 2 150 000 ლარი გამოეყო. აღნიშნულ თანხას თანადაფინანსების სახით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 500 000 ლარი დაემატა.  ჯამში, 2 650 000 ლარით 11 პროექტი დაფინანსდა.  ხარაგაულის მერი, პროექტების მიმდინარეობის მუდმივ ზედამხედველობას ახორციელებს და აცხადებს, რომ პროექტები წლის ბოლომდე დასრულდება, მათგან რამდენიმე გარდამავალია და შესაბამისი მეტეოროლოგიური პირობების შემთხვევაში, მილიონ 600 ათასი ლარის სამუშაოების წინსწრებით შესრულდება.  გამოყოფილი დაფინანსებით 11 პროექტი შემდეგ სოფლებში განხორციელდება:  სოფელ მაქათუბანში საუბნო გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი; სოფელ კიცხში საუბნო გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი (ბერაძეებისა და ზვიადაძეების უბანი); სოფელ ვანში საუბნო გზის რეაბილიტაცია(ჩხაკოურის უბანი)  სოფელ ვარძიის საუბნო გზის რეაბილიტაცია;  სოფელ ღორეშაში საუბნო გზის რეაბილიტაცია (იჩქიტიძეების უბანი); სოფელ ხიდარში საუბნო გზის რეაბილიტაცია;  სოფელ უჩამეთში საუბნო გზის რეაბილიტაცია(მესერიძეებისნ უბანი); სოფელ ხორითის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია;  სოფელ წყალაფორეთში საუბნო გზის რეაბილიტაცია;  სოფელ ნებოძირში ცენტრალური გზის რეაბილიტაცია; სოფელ დეისში გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/309860477_5475443355826228_7945581453812373017_n.jpg
29/09/2022 12:57

ხარაგაულში დავით კლდიაშვილის 160 წლის იუბილე სპექტაკლით აღინიშნა

დღეს ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრმა მწერალ დავით კლდიაშვილის 160 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სპეციალურად სკოლის მოსწავლეებისთვის, სპექტაკლი - „დარისპანის გასაჭირი“ ითამაშა.  სპექტაკლს, მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან ერთად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე,  ვარლამ ჭიპაშვილი , თანაშემწე  ჟანა ნემსაძე ,   საკრებულოს წევრი,  ოთარ ლურსმანაშვილი ,   კულტურის და ხელოვნების ცენტრის დირექტორი,  მამუკა ჭიპაშვილი   და   მამა თომა ( ლაცაბიძე )   ესწრებოდნენ.  ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრის რეჟისორი,  ირინე ჩხეიძე : „ძალიან ბედნიერი და მადლობელი ვარ, რომ სპექტაკლმა სრული ანშლაგით ჩაიარა. 160 წლის გახდა დიდი ქართველი კლასიკოსი დავით კლდიაშვილი. მისი პიესები საუკუნეა უკვე საქართველოს ყველა თეატრში იდგმება და თქვენ იცით რომ მისი უკვდავი გმირები ისეთივე დიდები არიან როგორც სერვანტესის „დონკიხოტი,“ როგორც გოგოლის „მკვდარი სულები“. ამ კატეგორიაში ჯდებიან კირილე მიმინოშვილი, სამანიშვილის დედინაცვალი, დარისპან ქარსიძე, ამ გმირებს კინოსა თუ სცენაზე ადამიანები დიდი სიყვარულით ხვდენიან .“ ხალხით სავსე დარბაზში დიდხანს ისმოდა ახალგაზრდების ოვაციები.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/asd112_DSC0100.JPG
28/09/2022 16:37

 „ოდეონი“ - ხუთი წლის შემდეგ

ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი, ლიტერატურულ კონკურს ,,ოდეონი“ - ს დახურვის საზეიმო ცერემონიალს, მერის პირველ მოადგილესთან, ვარლამ ჭიპაშვილთან, თანაშემწესთან, ჟანა ნემსაძესთან და კულტურის სამსახურის უფროსთან, ირინე ჩხეიძესთან ერთად შეუერთდა. ხარაგაულის მერი, კონკურსის მონაწილეებს მიესალმა და წარმატებები უსურვა. კობა ლურსმანაშვილი: ,,მიხარია, რომ ,,ოდეონი" კვლავ გრძელდება, ინტერესით ველოდები ახალ ნამუშევრებს, მჯერა ჩვენი მხარდაჭერით ოდეონი კვლავ დაიბრუნებს ძველ მასშტაბებს და მომავალ წელს ხარაგაული შემოქმედ ადამიანებს მთელი საქართველოდან უმასპინძლებს". ლიტერატურული კონკურსი სოფელ თეთრაწყაროში მშვიდ და ლამაზ გარემოში მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, სიმბოლურად, საკონკურსო თემად ,,საზღვარი“ - დასახელდა. ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურულმა თეატრმა ხუთწლიანი შესვენების შემდეგ, ტრადიციული ლიტერატურული კონკურსი ,,ოდეონი" ხარაგაულელი შემოქმედი ადამიანებისთვის გამართა.  გამარჯვებულებს ჟიური გამოავლენს და პირველი სამი ადგილის მფლობელი პრიზით დაჯილდოვდება. დღეს, 28 სექტემბერს, ნამუშევრები ჟიურის წევრებს ჩაბარდება და მათ სამი საპრიზო ადგილის გამოსავლენად ერთკვირინი ვადა მიეცემათ. ჟიურის შემადგენლობაში არიან: 1. იზოლდა ოკრიბელაშვილი - ბაზალეთის საჯარო სკოლის დირექტორი 2. მარინე ხვედელიძე - საკრებულოს განათლების, კულტურის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე 3. ირინე ჩხეიძე - კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური უფროსი; 4. ირმა შველიძე - ლაშის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. 5. მზიკო აბულაძე - მოლითის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo-logo_14_1_2_1_1.png
28/09/2022 10:22

3 ოქტომბერს საკრებულოს სხდომა გაიმართება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 3 ოქტომბრის მორიგ სხდომაზე დღის წესრიგით შემდეგ საკითხებს განიხილავენ.   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ხარაგაულისთვის“ თავმჯდომარის გათავისუფლების ცნობად მიღების შესახებ მომხს: ოთარ ლურსმანაშვილი   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ხარაგაულისთვის“ თავმჯდომარის არჩევის ცნობად მიღების შესახებ მომხს: ოთარ ლურსმანაშვილი   . ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში 2021 და 2022 წლის განვლილ პერიოდში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მომხს: პეტრე შარიქაძე   . არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ,,სათნოების სახლი“ - ს ხელმძღვანელის ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ   მომხს: თამარ შავიძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სოფელ წიფის, სოფელ წყალაფორეთის სოფელ ზვარის და სოფელ კიცხის სასოფლო ამბულატორიების უფლებრივად უნაკლო მდგომარეობაში სახელმწიფოსათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ მომხს: ინგა ლურსმანაშვილი „ხარაგაულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის შემადგენლობის ცნობად მიღების   შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 03 დეკემბრის N69.692133722 განკარგულებაში ცვლილების შეტანის ცნობად მიღების თაობაზე მომხს: ოთარ ლურსმანაშვილი   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ მომხს: ინგა თურქაძე   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 03 დეკემბრის N 50 /69.692133728 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის ცნობად მიღების თაობაზე მომხს: ოთარ ლურსმანაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის #11 დადგენილებაში,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების ( რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე   მომხს: მანანა ბარბაქაძე სხვადასხვა: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებისა და სკოლამდელ დაწესებულებების საშეშე მერქნით მომარაგების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მომხს: სოსო ფოფხაძე მთავრობის დადგენილების შესაბამისად სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დასაქმების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მომხს: კიაზო გამრეკელაშვილი სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში შინაური ცხოველების აცრების ჩატარების მდგომარეობისა და ცხოველთა მიერ მოქალაქეთა დაკბენის ფაქტებზე რეაგირების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია.   მომხს: ავთანდილ ვეფხვაძე
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/309243040_5471528746217689_4417202759524060842_n.jpg
27/09/2022 14:52

დავით ჩადუნელის ექვსეულმა შემოდგომის სერიის მეორე თამაში 6:2 დაასრულა

ინტელექტუალური თამაშის ,,რა? სად? როდის? “ შემოდგომის სერიის მეორე თამაში გაიმართა  თამაშს ესწრებოდა ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი.  სტუმრის სტატუსით მოწვეული გახლდათ ბატონი ვალოდა კელენჯერიძე. ინტელექტუალური შეჯიბრება დავით ჩადუნელის ექვსეულის გამარჯვებით 6:2 დასრულდა.  დღის მოაზროვნედ დასახელდა გუნდის კაპიტანი, დავით ჩადუნელი, რომელსაც სიმბოლურად ბუს ქანდაკება გადაეცა.  ახლად დამკვიდრებული ტრადიცია მთელი წლის მანძილზე გაგრძელდება.  ხარაგაულის კულტურის და ხელოვნების ცენტრის დირექტორის, მამუკა ჭიპაშვილის ინფორმაციით, ნოემბრის თვეში ხარაგაულში ინტელექტუალური თამაშების საბავშვო ლიგა დაიწყება. მანამდე კი, ყოველ ორშაბათს, 19:00 საათზე,  ხარაგაულის კინოთეატრში  ინტელექტუალური თამაშის მოყვარულებს საინტერესო სანახაობა გელოდებათ.მობრძანდით, ერთად ვუგულშემატკივროთ ხარაგაულელ ინტელექტუალებს. ღონისძიების მხარდამჭერია ხარაგაულის მერია, სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი, ფოტო- სალონი ხარაგაულში.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/309589713_5471528432884387_635582085073158657_n.jpg
27/09/2022 14:51

გუნდის კაპიტანი, დავით ჩადუნელი შემოდგომის სერიის მეორე თამაშში დღის მოაზროვნედ დასახელდა

    ინტელექტუალური თამაშის ,,რა? სად? როდის? “ შემოდგომის სერიის მეორე თამაში გაიმართა  თამაშს ესწრებოდა ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი.  სტუმრის სტატუსით მოწვეული გახლდათ ბატონი ვალოდა კელენჯერიძე. ინტელექტუალური შეჯიბრება დავით ჩადუნელის ექვსეულის გამარჯვებით 6:2 დასრულდა.  დღის მოაზროვნედ დასახელდა გუნდის კაპიტანი, დავით ჩადუნელი, რომელსაც სიმბოლურად ბუს ქანდაკება გადაეცა.  ახლად დამკვიდრებული ტრადიცია მთელი წლის მანძილზე გაგრძელდება.  ხარაგაულის კულტურის და ხელოვნების ცენტრის დირექტორის, მამუკა ჭიპაშვილის ინფორმაციით, ნოემბრის თვეში ხარაგაულში ინტელექტუალური თამაშების საბავშვო ლიგა დაიწყება. მანამდე კი, ყოველ ორშაბათს, 19:00 საათზე,  ხარაგაულის კინოთეატრში  ინტელექტუალური თამაშის მოყვარულებს საინტერესო სანახაობა გელოდებათ.მობრძანდით, ერთად ვუგულშემატკივროთ ხარაგაულელ ინტელექტუალებს. ღონისძიების მხარდამჭერია ხარაგაულის მერია, სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი, ფოტო- სალონი ხარაგაულში.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/309346250_5469433853093845_7552491213514711565_n.jpg
27/09/2022 14:50

ორშაბათის ტრადიციული თათბირის მთავარი თემები

,,ჩვენ უკვე ვიწყებთ ზამთრისთვის მზადებას. ამიტომ გთხოვთ წინასწარ განსაზღვროთ და დროულად წარმოადგინოთ იმ ოჯახების სია , რომელთაც მერიისგან საშეშე მერქნის შეძენის აუცილებლობა ექნებათ“- ასეთი განცხადებით დაიწყო ტრადიციული თათბირი ხარაგაულის მერმა. კობა ლურსმანაშვილმა აღნიშნა, რომ მძიმე სოციალური მდგომარეობის მქონე ოჯახების დროული იდენტიფიცირება მნიშვნელოვანია, რათა მერიამ მაქსიმალურად მცირე დროში მოახერხოს აღნიშნული შესყიდვის განხორციელება.  ტრადიციული თათბირის მთავარი თემა ინფრასტრუქტურა გახლდათ.  მერმა, კობა ლურსმანაშვილმა ვრცლად მიმოიხილა ხარაგაულის მასშტაბით მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები. რეგიონული განვითარების ფონდიდან, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს, პირველი ტრანშის სახით 2 775 762 ლარი გამოეყო, რომლითაც 19 პროექტი დაფინანსდა. ცხრამეტივე პროექტი დასრულებულია . სამუშაოების დროულად და ვადებში დასრულების გამო მუნიციპალიტეტმა 50 000 ლარის სახით, დამატებითი ბონუსი მიიღო, რომელიც ტენდერებიდან წარმოქმნილ ეკონომიასთან, 142 ათას ლართან ერთად, მუნიციპალიტეტს ახალი პროექტების სახით დაუბრუნდა.  პირველი ტრანშით დაფინანსებული 19 პროექტი და ბონუსის და ეკონომიებით დამატებული 2 პროექტი - საერთო ჯამში, 21 პროექტი უკვე დასრულებულია. მათგან წინსწრებით დასრულებულია 6 პროექტი, რომელიც 2023 წელს უნდა განხორციელებულიყო. გამოყოფილი თანხის დროულად და წარმატებით ათვისების გამო ხარაგაულმა დაფინანსების მეორე ლოტი მიიღო. მეორე ეტაპზე რეგიონული განვითარების ფონდიდან ხარაგაულს 2 150 000 ლარი გამოეყო, რასაც თანადაფინანსების სახით 500 000 ლარი დაემატა. საერთო_ჯამში, მეორე ეტაპზე, 2 650 000 ლარით 11 პროექტი დაფინანსდა. ახალ პროექტებზე ტენდერები დასრულებულია და მერია გამარჯვებულ კომპანიებთან ხელშეკრულებების გაფორმების ეტაპზეა. წლის_ბოლომდე ხარაგაულში კიდევ 11 პროექტი განხორციელდება, მათგან რამდენიმე გარდამავალია და თუ ამინდები შესაბამისი იქნება მილიონ 600 ათასი ლარის სამუშაოები წინსწრებით შესრულდება.  ხარაგაული ინფრასტრუქტურული პროექტების შერულების მიხედვით ქვეყნის მასშტაბით ათ მუნიციპალიტეტს შორისაა.  ხარაგაული ასევე ერთ-ერთი პირველია იმერეთში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების კუთხით. სტატისტიკურად აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ხარაგაული ყველაზე მეტ , 171 პროექტს განახორციელებს. ხელშეკრულება ყველა პროექტზე გაფორმებულია , დასრულებულია 110 პროექტი , სამუშაოები მიმდინარეობს 65 პროექტზე. დარჩენილია წყლის სისტემების მოსაწესრიგებელი პროექტები. ხელშეკრულება უკვე გაფორმდა კომპანიასთან, რომელიც მერიას წყლის გამტარ მილებს და რეზერვუარებს მოაწვდის. აღნიშნული სამუშაოების განხორციელებით ხარაგაული სოფლის მხარდაჭერის პროგრამას დაასრულებს. 2022 წელს ხარაგაულს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განსახორციელებლად 890 000 ლარი გამოეყო. სამუშაოების მოცულობების გაზრდის მიზნით , ხარაგაულის მერიამ 330 531 ლარის თანადაფინანსება გასწია და ჯამში სოფლის პროექტების ღირებულებამ, 1 220 531 ლარი შეადგინა. შემდეგ ორშაბათს მერი, კობა ლურსმანაშვილი , დარგის კურატორთან , დავით დევდარიანთან და წარმომადგენლებთან ერთად სათითაოდ გაივლის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულს , სრული და საერთო სურათის შესაქმნელად.  მერმა თათბირზე ყურადღება ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის როლსა და მნიშვნელობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ხარაგაული ღია და გახსნილია არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობებში. ა/ო ,,ქალები ქვეყნის მომავლისთვის“ პროექტს ,,ქალთა მოწყვლადი ჯგუფების დახმარება ალტერნატიული ენერგიების გამოყენებით“ , ხოლო ა/ო ,,ნაბიჯი ხარაგაული“, შინ მოვლის პროგრამის საპილოტე პროექტს სახელწოდებით ,,უკეთესი მომავლისთვის“ განახორციელებს. ,,სასიხარულოა როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციას, მერიასთან წარმატებული თანამშრომლობის შედეგად ახალი და საინტერესო პროექტები შემოაქვს ხარაგაულში. ასეთი არის ხათუნა მანჯავიძის და რუსუდან გურგენიძის პროექტები, რომელიც აჩენს შესაძლებლობას მერიამ სოციალური სერვისები დახვეწოს"-განაცხადა თათბირის მიმდინარეობისას კობა ლურსმანაშვილმა.  მერმა თათბირის დასასრულს ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ტრენერობა მიულოცა მერის თანაშემწეს, ჟანა ნემსაძეს და მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსს, ინგა ბერაძეს. კობა ლურსმანაშვილმა კმაყოფილება გამოხატა ხარაგაულის მერიასა და ჟვანიას სკოლას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის პირველი ეტაპის წარმატებით დასრულების გამო.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/309380012_5471526239551273_7535200708830897121_n.jpg
27/09/2022 14:50

ხარაგაულის მერი ინტელექტუალურ თამაშს ,,რა? სად? როდის?“ დაესწრო

ინტელექტუალური თამაშის ,,რა? სად? როდის? “ შემოდგომის სერიის მეორე თამაში გაიმართა  თამაშს ესწრებოდა ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი.  სტუმრის სტატუსით მოწვეული გახლდათ ბატონი ვალოდა კელენჯერიძე. ინტელექტუალური შეჯიბრება დავით ჩადუნელის ექვსეულის გამარჯვებით 6:2 დასრულდა.  დღის მოაზროვნედ დასახელდა გუნდის კაპიტანი, დავით ჩადუნელი, რომელსაც სიმბოლურად ბუს ქანდაკება გადაეცა.  ახლად დამკვიდრებული ტრადიცია მთელი წლის მანძილზე გაგრძელდება.  ხარაგაულის კულტურის და ხელოვნების ცენტრის დირექტორის, მამუკა ჭიპაშვილის ინფორმაციით, ნოემბრის თვეში ხარაგაულში ინტელექტუალური თამაშების საბავშვო ლიგა დაიწყება. მანამდე კი, ყოველ ორშაბათს, 19:00 საათზე,  ხარაგაულის კინოთეატრში  ინტელექტუალური თამაშის მოყვარულებს საინტერესო სანახაობა გელოდებათ.მობრძანდით, ერთად ვუგულშემატკივროთ ხარაგაულელ ინტელექტუალებს. ღონისძიების მხარდამჭერია ხარაგაულის მერია, სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი, ფოტო- სალონი ხარაგაულში.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/309226813_5469433866427177_2317646914959025051_n.jpg
27/09/2022 14:50

კობა ლურსმანაშვილი: ხარაგაულის მერია ღია და გახსნილია არსამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობებისთვის

ხარაგაულის მერმა , კობა ლურსმანაშვილმა ორშაბათის ტრადიციულ თათბირზე ყურადღება ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის როლსა და მნიშვნელობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ხარაგაული ღია და გახსნილია არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობებისთვის. ხარაგაულში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები , ხარაგაულის მერთან და მერიასთან წარმატებული თანამშრომლობის შედეგად საინტერესო და ახალ სოციალურ სერვისებზე გათვლილ პროექტებს ახორციელებენ. ა/ო ,,ქალები ქვეყნის მომავლისთვის“ მერიის მხარდაჭერით პროექტი ,,ქალთა მოწყვლადი ჯგუფების დახმარება ალტერნატიული ენერგიების გამოყენებით” განახორციელა, რაც დაბა ხარაგაულში სოციალური სამრეცხაოს შექმნას ითვალისწინებს. პროექტის ბენეფიციარები ქალთა მოწყვლადი ჯგუფები იქნებიან.  ა/ო ,,ნაბიჯი ხარაგაული“, ხარაგაულში შინ მოვლის პროგრამის საპილოტე პროექტს სახელწოდებით ,,უკეთესი მომავლისთვის“ ახორციელებს. ,,სასიხარულოა როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციას, მერიასთან წარმატებული თანამშრომლობის შედეგად ახალი და საინტერესო პროექტები შემოაქვს ხარაგაულში. ასეთი არის ხათუნა მანჯავიძის და რუსუდან გურგენიძის პროექტები, რომელიც აჩენს შესაძლებლობას მერიამ სოციალური სერვისები დახვეწოს და განავითაროს"-განაცხადა თათბირის მიმდინარეობისას კობა ლურსმანაშვილმა.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/309401686_5471902466180317_7456520517307020675_n.jpg
27/09/2022 14:32

ხარაგაულის მერია ქალთა მოწყვლად ჯგუფებს ახალ სოციალურ სერვისს სთავაზობს

,,სოციალური სამრეცხაო“ - ასეთი წარწერით ახალი სივრცე სოლომონ მეფის ქუჩაზე შეგხვდებათ. პროექტი ,,ქალთა მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერა ალტერნატიული ენერგიების გამოყენებით” არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,ქალები ქვეყნის მომავლისათვის”, ,,ქალთა ფონდი საქართველოს” დაფინანსებით და მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განახორციელა.  პროექტის მიზანი, ქალებისთვის ახალი სერვისის შეთავაზება, კერძოდ სამრეცხაოს მოწყობა გახლდათ, რაც ქალთა მოწყვლად ჯგუფებს საშუალებას მისცემთ ჰიგიენური და საყოფაცოვრებო პირობები გაიუმჯობესონ.ხარაგაული მერი, კობა ლურსმანაშვილი არასამთავრობო სექტორის როლსა და მნიშვნელობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები , ხარაგაულის მერიასთან წარმატებული თანამშრომლობის შედეგად საინტერესო პროექტებს ახორციელებენ. სერვისის მომსახურებას ა(ა)იპ ,,სათნოების სახლი” გაწევს. სათნოების სახლის დირექტორი, თამარ შავიძე სოციალურ სამრეცხაოში ბენეფიციარები მომსახურებას ყოველი კვირის ორშაბათს და ხუთშაბათს გეგმავს.  პროექტის ავტორის, ხათუნა მანჯავიძის ინფორმაციით, ქალთა უფლებები და გარემოსდაცვითი სამართლიანობა ეს ,,ქალთა ფონდის“ ერთ ერთი მიმართულებაა.  პროექტი სწორედ ამ პრიორიტეტული თემის, შესაბამისად მომზადდა. სპეციალურად სამრეცხაოსთვის დამონტაჟდა 5 კილოვატიანი მზის სადგური, საიდანაც სამრეცხაოს მზის ენერგიიდან მიღებული ელექტროენერგია მიეწოდება. პროექტის ფარგლებში შეძენილი იქნა ორი სარეცხი მანქანა. ახალი სოციალური სერვისით ის ქალთა მოწყვლადი ჯგუფები ისარგებლებენ, რომელთაც შესაბამისი პირობები და ფიზიკური შესაძლებლობა არ აქვთ.  
სრულად