სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/VVAA.jpg

ხარაგაულში გარე განათების მოდერნიზაციის კუთხით პროექტი ხორციელდება

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა და სოლიდარობის ფონდი PL საქართველოში წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ ვოლოდიმირ აბრამიუკმა  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიასა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სოლიდარობის ფონდი პლ საქართველოს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მემორანდუმი პროექტის ,,დაბალშემოსავლიანი ადგილობრივი თვითმმართველობები ენერგოეფექტიანობისკენ მიმავალ გზაზე“ წარმატებით განხორციელებას ისახავს მიზნად.

პროექტის ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გარე განათების მიმართულებით ენერგიის დაზოგვის პოტენციალისა და ინვესტიციის საჭიროების იდენტიფიცირება, აგრეთვე საბავშვო ბაღების შერჩეულ შენობებში ენერგიის დაზოგვის პოტენციალისა და ინვესტიციის საჭიროების კვლევა მოხდება.

პროექტის მიმდინარეობისას ორმხირი ინტერესების გადაჭრის მიზნით ერთობლივი აქტივობები განხორციელდება.

კობა ლურსმანაშვილი: ხარაგაულის მერია მხარს უჭერს პროექტს და მაქსიმალურად ვეცდებით ჩვენი  წვლილი შევიტანოთ მის წარმატებით განხორციელებაში. ჩვენ მივიღებთ პრაქტიკულ ცოდნას ქუჩის განათების ინვენტარიზაციის სფეროში.

ხარაგაულის მერია მიიღებს ინვესტიციას, გარე განათების მოდერნიზაციის მიზნით. პროექტის ფარგლებში მოლაპარაკებები წარიმართება ევროპის საინვესტიციო ბანკთან , რათა მოხდეს ქუჩის განათების მოდერნიზება ხარაგაულში, ჩვენი მხრიდან ფინანსური თანამონაწილეობის  გათვალისწინებით.

 ჩვენი მიზანია, მუნიციპალიტეტი გახდეს მეტად ენერგოეფექტური და დაზოგოს კომუნალური ხარჯები.“

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ნიკოლოზ ყაველაშვილმა და  

მარიუშ ვოჟნიაკმა შეხვედრის მონაწილეებს პრეზენტაცია წარუდგინეს.

ორგანიზაცია ,, სოლიდარობის ფონდი პლ საქართველო”პოლონეთის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სახაზინო ფონდს წარმოადგენს, რომელიც  პოლონეთის განვითარების გამოცდილების გამოყენებით ხელს უწყობს საქართველოს მდგრად განვითარებას.

ფონდი ახორციელებს სხვადასხვა პროექტს, რაც მიზნად ისახავს ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერას მიიღონ ენერგოეფექტური გადაწყვეტილებები.

პროექტი, ენერგოეფექტურობის მიღწევის მიზნით, საქართველოს ათ დაბალშემოსავლიან მუნიციპალიტეტში, მათ შორის, ხარაგაულში, გარე განათების მოდერნიზაციის კუთხით ხორციელდება.

შეხვედრას ხარაგაულის მერის მოადგილეები, ვარლამ ჭიპაშვილი, დავით დევდარიანი, ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი, ინგა ლურსმანაშვილი, მერის თანაშემწე, ჟანა ნემსაძე, სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი, თამარ ლაცაბიძე და ადმინისტრაციულერ ერთეულებში მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ნანახია: 534 - ჯერ