სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/asdg655a6s5fasdf.jpg

ხარაგაულის სახალხო თეატრი იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე პრემიერით  წარსდგა

ხარაგაულის სახალხო თეატრი, საერთაშორისო ფესტივალზე "თეატრალური იმერეთი 2023" მაყურებლის წინაშე სპექტაკლით ,,დოდოს მოლოდინში" წარსდგა.

სპექტაკლის საფესტივალო ჩვენება ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა.

პრემიერას ხარაგაულის და ქუთაისის საზოგადოების წარმომადგენლები და პიესის ავტორი, დათო ტურაშვილი ესწრებოდა.

მაყურებელი სპექტაკლს ხანგრძლივი ოვაციებით და აპლოდისმენტებით შეხვდა.

სპექტაკლი ემიგრაციის თემას და საბერძნეთსა და სხვა ქვეყნებში მოღვაწე ათასობით ქართველ ქალს ეძღვნება , ვისთვისაც საქართველოში დაბრუნება, ყველაზე სანუკვარი ოცნებაა.

სპექტაკლის რეჟისორი და მუსიკალური გამფორმებელი, ირინე ჩხეიძე გახლავთ.

მონაწილეობდნენ: ლია ჭიპაშვილი, ლუიზა კიკნაძე, ირინე ჩხეიძე, მაია ბერაძე, ბათუ კიკნაძე, დავით ჭყოიძე, ვასიკო კიკნაძე, გიორგი ჭიპაშვილი.

თეატრალური ფესტივალი 13 ივნისს დაიწყო და 30 ივნისს დასრულდება.

,,თეატრალური იმერეთი 2023" - იმერეთის სამხარეო რწმუნებულის ადმინისტრაციის და იმერეთის თეატრალური საზოგადოების ერთობლივი მხარდაჭერით იმართება.

ფესტივალის მხარდამჭერია იმერეთის თორმეტივე მუნიციპალიტეტი, ასევე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.

საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ,,იმერეთი - 2023" 1 ივლისს საზეიმოდ დაიხურება.

 

ნანახია: 427 - ჯერ