სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/sa45gsafw.jpg

ხარაგაულის მერმა წარმომადგენლებთან და სპეციალისტებთან თათბირი გამართა

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან და სპეციალისტებთან თათბირი გამართა.

თათბირზე   სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს. მუნიციპალიტეტის მერმა პროექტების ხარისხიანად და დროულად შესრულებაზე გაამახვილა ყურადღება.

 

კობა ლურსმანაშვილმა წარმომადგენლებსა და სპეციალისტებს მოქალაქეებთან უფრო მეტ კოორდინაციისა და პრობლემურ საკითხებზე ეფექტური მუშაობისკენ მოუწოდა

.

შეხვედრაზე კობა ლურსმანაშვილმა მწუხარება გამოთქვა, სტიქიის დროს, იური ქურდაძის   გარდაცვალების გამო და ოჯახს შესაძლებლობების ფარგლებში დახმარება აღუთქვა.

თათბირს მერის მოადგილეები ვარლამ ჭიპაშვილი და დავით დევდარიანი ესწრებოდა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

ნანახია: 652 - ჯერ