სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0280.JPG
27/06/2022 22:38

ხარაგაულში ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში მუნიციპალური კონფერენცია ჩატარდა

კონფერენციის გახსნას ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი, ეროვნული სასწავლო გეგმების განვითარების კოორდინატორი,  თამარ ჯაყელი, ზოგადი განათლების რეფორმის მხარდამჭერი ექსპერტთა ჯგუფი, და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კონფერენცია სოფელ კიცხის ახლად აშენებულ საჯარო სკოლაში გაიმართა. ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი: ,,მინდა მოგესალმოთ და წარმატებები გისურვოთ. მადლობა რომ ხარაგაულს ჰყავს პედაგოგთა  გამორჩეული და განსაკუთრებული შემადგენლობა, ამაზე მიუთითებს ის წარმატებული ახალგაზრდები, რომლებიც თქვენ აღზარდეთ. ჩვენ, ხელისუფლების წარმომადგენლები მზად ვართ მაქსიმალურად გემსახუროთ თქვენ. ჩვენი მიზანია,  თითოეულ მასწავლებელს და ბავშვს შევუქმნათ სწავლისთვის და განვითარებისთვის  შესაბამისი პირობები. მიგულეთ თქვენს გვერდით, მადლობა იმ შრომისთვის, რომელსაც დიდი სიყვარულით ეწევით.“ კონფერენციაზე მასწავლებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ  გამოცდილება გაეზიარებინათ ერთმანეთისთვის და  მიღწეულ შედეგებზე და არსებულ გამოწვევებზე ესაუბრათ. ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, მარინა ვეფხვაძე: ,,ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში ძალიან ბევრი სიახლე იგეგმება, ეს სასწავლო პროგრამები  მოსწავლის საუკეთესო მომავალზე არის გათვლილი. მადლობა ჩვენ პედაგოგებს იმ ინტერესისთვის და ჩართულობისთვის, რაც მათ აქვთ იმ სიახლეების მიმართ, რაც  სამინისტროს მიერ სკოლებში ინერგება.“ ეროვნული სასწავლო გეგმის დანერვისა და განვითარების კოორდინატორი, ნათია კაციტაძე: ,,მასწავლებელთა რაიონული კონფერენცია განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით და რესურსცენტრის ორგანიზებით ტარდება. კონფერენცია ხელს უწყობს მასწავლებელთა საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას და იმ კომპლექსური დავალებების განხილვას და ანალიზსს, რის შედეგადაც მასწავლებლებმა განსაკუთრებულ წარმატებებს მიაღწიეს. კონფერენციაზე პედაგოგები განიხილავენ რა პრობლემები და გამოწვევები გამოიკვეთა ამ პერიოდის განმავლობაში და რისი დაძლევა შეიძლება სამომავლოდ.“ განათლების ექსპერტი, თამარ ჯაყელი: ,,მუნიციპალიტეტი , რესურსცენტრი , სამინისტრო , სკოლა - დღეს ყველა რგოლი ვართ გაერთიანებული. ვფიქრობ, ჩვენი მომავალი თაობისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია.მადლობა ყველა პედაგოგს ვინც რეფორმებში დიდი ენთუზიაზმით ჩაერთო მათი უზომოდ მადლიერი ვარ.“ მუნიციპალური კონფერენციაში, 13 საგნობრივი მიმართულებით,  ხარაგაულის საჯარო სკოლის 37 პედაგოგი იღებდა მონაწილეობას. კონფერენციაზე ,,ლიდერობა - სასკოლო პროექტები“ წარმოადგინეს , მარელისის საჯარო სკოლის დირექტორმა, ვერა ოდიკაძემ, ხიდრის საჯარო სკოლის დირექტორმა , ეთერ პაპავამ და მეორე საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილემ, მადონა ულუმბეგაშვილმა. კონფერენციის მონაწილეთა შორის, ექსპერტები  საუკეთესო გამოცდილების მქონე პედაგოგებს შეარჩევენ, რომლებიც თბილისში მასწავლებელთა რესპუბლიკურ კონფერენციაში მიიღებენ მონაწილეობას.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/Enscape_2022-03-23-12-08-18_1.jpg
27/06/2022 22:33

ხარაგაულის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია დაიწყო

ხარაგაულის მერმა , კობა ლურსმანაშვილმა ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რომელიც ხარაგაულის მერიასა და შპს ,,არბა“ -ს შორის გაფორმდა. ხელშეკრულება დაბა ხარაგაულში კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაციას ითვალისწინებს. პროექტის ღირებულება მილიონ 460 ათას 942 ლარია. ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი: ,,ჩვენი მიზანია , ხარაგაულს ჰქონდეს ვრცელი და მოწესრიგებული რეკრეაციული ზონა. ხარაგაულის ცენტრალური პარკი  მიმზიდველი იქნება ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის. ვფიქრობ, ეს ხელს შეუწყობს ხარაგაულის სამომავლო განვითარებას.” ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი მოქალაქეებს და სხვადასხვა დაინტერესებულ სეგმენტ ჯუფებს პარკის რეაბილიტაციის პროცესში ჩართულობისკენ მოუწოდებს.  ხარაგაულის მერია საჯაროობის მიზნით, მზადაა შექმნას მონიტორინგის ჯგუფი , რომელიც რეაბილიტაციის პროცესის რეგურალურ ზედამხედველობას გასწევს. ხარაგაულის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია სახელშეკრულებო პირობებით მიმდინარე წლის დეკემბრის თვეში უნდა დასრულდეს.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/289796228_1463868414031181_4043544108438640592_n.jpg
27/06/2022 22:30

ხარაგაულელი მოჭიდავეების წარმატებები იტალიაში, მატეო პელიკონეს სახელობის სარეიტინგო ტურნირში

იტალის დედაქალაქ რომში დასრულდა მატეო პელიკონეს სახელობის სარეიტინგო ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში . სასიხარულოა, რომ ტურნირში მონაწილეობას იღებდნენ,  საქართველოს ნაკრებში წევრები,  ხარაგაულელი მოჭიდავეები, სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის თავისუფალი ჭიდაობის სექციის კონსულტატები ზაურ ბერაძე და ევსემ შველიძემ. 86კგ.წონით კატეგორიაში ზაურ ბერაძემ III ადგილისთვის ბრძოლაში დაამარცხა მსოფლიო ჩემპიონი უკრაინელი მუჰამედ ალიევი და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. 79კგ.წონით კატეგორიაში V ადგილზე გავიდა და სარეიტინგო ქულები მოიპოვა ევსემ შველიძემ, რომელმაც ტურნირის მსვლელობისას გზიდან ჩამოიცილა ევროპის 2გზის და მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორი აზერბაიჯანელი აშიროვი და ევროპის პრიზიორი ლატვიის სახელით მოასპარეზე ამიროვი. ხარაგაულის მერია ულოცავს ზაურ ბერაძეს და ევსემ შველიძეს მიღებულ შედეგებს და წარმატებებს უსურვებს მომდევნო ტურნირებზე.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0350.JPG
24/06/2022 17:53

,,მაცეკვე ტანგო“ - ხარაგაული იმერეთის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს მასპინძლობდა 

 პრემიერა ხარაგაულის კინოთეატრში გაიმართა. სპექტაკლის საპრემიერო ჩვენებას, ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი, მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი, პიესის ავტორი, დრამატურგი, ნინო მირზიაშვილი , მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი , გიორგი თავაძე, ყაზახეთის თეატრის რეჟისორი, გულსინა მირგალიევა, იმერეთის თეატრალური ფესტივალის ორგანიზატორები და ფესტივალის პროფესიული ჟიური ესწრებოდა. სპექტაკლმა მაყურებლის დიდი მოწონება და მქუხარე აპლოდისმენტები დაიმსახურა.  პიესის ავტორი, ნინო მირზიაშვილი: ,,ძალიან ბედნიერი ვარ. აღფრთოვანებული ვარ ქალბატონი ირინე ჩხეიძის რეჟისურით ,მან თავისი განსაკუთრებული  ნიუანსები შეიტანა სპექტაკლში ,  რაც ძალიან კარგად გამოუვიდა. მსახიობები შესანიშნავად თამაშობდნენ, ძალიან საინტერესო და სანახაობრივი სპექტაკლია  და დიდი  მადლობა ხარაგაულის თეატრს იმ სიხარულისთვის , რომელიც მათ მომანიჭეს“. სპექტაკლის რეჟისორი, ირინე ჩხეიძე გახლავთ. მონაწილეობდნენ: ირინე ჩხეიძე,ბათუ კიკნაძე, ლია ჭიპაშვილი, ნიკოლოზ მაჭავარიანი, გიორგი მაქაძე, ვასილ კიკნაძე. თეატრალური ფესტივალის ფარგლებში , იმერეთის მასშტაბით,  17 სპექტაკლი იქნება წარმოდგენილი. სპექტაკლებს პროფესიული ჟიური შეაფასებს და ფესტივალის ბოლოს სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები გამოვლინდებიან.  ფესტივალის დახურვა ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ თეატრში 1 ივლისს გაიმართება.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/DSC_0011.JPG
24/06/2022 17:50

ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა ხარაგაულის ცენტრალური პარკის რეაბილიტაციის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი

ხარაგაულის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია დაიწყო. ხარაგაულის მერმა , კობა ლურსმანაშვილმა ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რომელიც ხარაგაულის მერიასა და შპს ,,არბა“ -ს შორის გაფორმდა. ხელშეკრულება დაბა ხარაგაულში კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაციას ითვალისწინებს. პროექტის ღირებულება მილიონ 460 ათას 942 ლარია. ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი: ,,ჩვენი მიზანია , ხარაგაულს ჰქონდეს ვრცელი და მოწესრიგებული რეკრეაციული ზონა. ხარაგაულის ცენტრალური პარკი  მიმზიდველი იქნება ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის. ვფიქრობ, ეს ხელს შეუწყობს ხარაგაულის სამომავლო განვითარებას.” ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი მოქალაქეებს და სხვადასხვა დაინტერესებულ სეგმენტ ჯუფებს პარკის რეაბილიტაციის პროცესში ჩართულობისკენ მოუწოდებს.  ხარაგაულის მერია საჯაროობის მიზნით, მზადაა შექმნას მონიტორინგის ჯგუფი , რომელიც რეაბილიტაციის პროცესის რეგურალურ ზედამხედველობას გასწევს. ხარაგაულის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია სახელშეკრულებო პირობებით მიმდინარე წლის დეკემბრის თვეში უნდა დასრულდეს.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/289020553_628154195307091_1998880568266143001_n_1.jpg
24/06/2022 17:45

ხარაგაულის სალოტბარო სკოლა,  ანაკლიაში  სალოტბარო სკოლების ფესტივალში  „მომავლის ხმები“  მონაწილეობს

ანაკლიაში  სალოტბარო სკოლების ფესტივალი „მომავლის ხმები“  მიმდინარეობს. ფესტივალში ხარაგაულის სალოტბარო სკოლის მოსწავლეებიც მონაწილეობენ. სალოტბარო სკოლის ორგანიზატორი, დალი მაღრაძე და  ლოტბარი მაია მაღრაძე ფესტივალზე , მოსწავლეებთან ერთად 21 ივნისს  გაემგზავრნენ. ფესტივალი ,,მომავლის ხმები” დღეს სენაკში,  აკაკი ხორავას სახელობის დრამატულ თეატრში დასკვნითი კონცერტით დასრულდება. ფესტივალი ,,მომავლის ხმები“ თითოეული დღე  დატვირთული გახლდათ  სხვადასხვა გასართობ-შემოქმედებითი აქტივობებით. „მომავლის ხმები“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით ტარდება. სალოტბარო სკოლების ფესტივალი „მომავლის ხმები“ 2019 წელს დაფუძნდა და მისი მიზანი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ბავშვების დაახლოება და სალოტბარო სკოლების განვითარების ხელშეწყობაა. სალოტბარო სკოლები საქართველოს 30 მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს, სადაც მსურველები ქართულ ტრადიციულ სიმღერასა და გალობას უფასოდ ეუფლებიან.        
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0asdasdasd198%20(1).jpg
22/06/2022 20:39

ხარაგაულში მცხოვრები უკრაინელი ლტოლვილები კონცერტზე მიიწვიეს

ხარაგაულის სამუსიკო სკოლაში ანსამბლ ,,გრავეს“ კონცერტი გაიმართა კონცერტს ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი, მერის მოადგილე დავით დევდარიანი, კულტურის სამსახურის უფროსი, ირინე ჩხეიძე და საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით კიკნაძე ესწრებოდნენ. კონცერტზე საპატიო სტუმრის სტატუსით მოწვეული გახლდათ ხარაგაულში მცხოვრები უკრაინელი ლტოლვილები. უკრაინალების საპატივცემულოდ ანსამბლ ,,გრავეს“ მიერ უკრაინული მუსკალური კომპოზიციები შესრულდა.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0463.JPG
22/06/2022 20:35

ხარაგაულში უკრაინელი გოგონა დაიბადა

ხარაგაულში მცხოვრებ უკრაინელ ლტოლვილს გოგონა შეეძინა ხარაგაულში მცხოვრებ უკრაინელ ლტოლვილს ,რიტა დიაჩენკოს გოგონა შეეძინა. მერის , კობა ლურსმანაშვილის დავალებით,  ხარაგაულის მერიის სახელით, პატარა ამალია დიაჩენკო სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა ნანა თხელიძემ და ეკა რობაქიძემ მოინახულეს. დიაჩენკოების ოჯახს, საკვები პროდუქტები და ბავშვისთვის აუცილებელი პირველადი საჭიროების ნივთები გადაეცათ. უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო ქალაქ  ნოვაია -კახოვკადან ჩამოსული ოჯახი, ვარძიაში მასპინძელ ოჯახში აგრძელებს ცხოვრებას. შეხვედრისას, უკრაინელებმა ყურადღებისთვის უზომო მადლიერება გამოხატეს. ხარაგაულის მერია ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები უკრაინელი მოქალაქეების დახმარებას განაგრძობს. მერიის სოციალური სამსახური მუდმივ კონტაქტზეა ლტოლვილებთან და მათ სხვადასხვა სახის პრობლემების გადაწყვეტაში აქტიურად ეხმარება.  მერიის ორგანიზებით, უკრაინელების მხარდასაჭერად სხვდასხვა სახის აქტივობები კვლავ გაგრძელდება.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0232.JPG
22/06/2022 20:33

რა სახის მომსახურება შესთავაზა ხარაგაულში მცხოვრებ უკრაინელ ლტოლვილებს სპორტისა და ტურიზმის განვითარების ცენტრმა

ხარაგაულში მცხოვრებმა უკრაინელმა ლტოლვილებმა, დღეს, სპორტისა და ტურიზმის განვითარების ცენტრისგან, საინტერესო შეთავაზებები მიიღეს. ქალაქ ხერსონიდან ლტოლვილმა ინნა კუზმენკოვამ და მისმა 13 წლის ვაჟმა სპორტისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის დირექტორის, რევაზ შერგელაშვილის და ფეხბურთის მწვრთნელ, გოჩა გელაშვილისგან საჩუქრად ფეხბურთის სათამაშო ბურთი, სპორტულ წრეებზე სიარულის და სატრენაჟორო დარბაზით სარგებლობის უფასო აბონიმენტი მიიღეს. როგორც 13 წლის ვოვა კუზმენკოვამ გვითხრა ის ხერსონში თავისუფალ ჭიდაობაზე დადიოდა და უხარია, რომ ექნება შესაძლებლობა ვარჯიში და მეცადინეობა კვლავ გააგრძელოს. სატრენაჟორო დარბაზით სარგებლობის უფასო აბონიმენტი მიიღო ასევე საშა სტარინის ოჯახმა. საშა ქალაქ ხარკოვიდან ხარაგაულში , მშობლებთან, მეუღლესთან და პატარა გოგონასთან ერთად მარტის თვეში ჩამოვიდა. შეთავაზება უკრაინელებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა და სპორტისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის დირექტორს, ასეთი ჟესტისთვის მადლობა გადაუხადეს.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo-logo_14.png
20/06/2022 20:31

4 ივლისს საკრებულოს სხდომა გაიმართება

04 ივლისის მორიგი სხდომის დღის წესრიგი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  მერიის    ჯანდაცვისა  და  სოციალური  დაცვის      სამსახურის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ  მომხს: ნანა კიკნაძე   2.       არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი-ს ,,სპორტისა და შიდა ტურიზმის  ცენტრის“ ხელმძღვანელის ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ     მომხს: რევაზ შერგელაშვილი   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის კომისიის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ   მომხს: ბესიკ კვირიკაშვილი 4.სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ  მუნიციპალიტეტებში 2019-2020       წლებში  განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების საზედამხედველო საქმიანობის            შესაბამისობის აუდიტის  ანგარიშის განხილვის შესახებ                                                      მომხს: ბესიკ კვირიკაშვილი   სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული  რეგიონული განვითარების ასოციაციების საქმიანობის  ეფექტიანობის აუდიტის  ანგარიშის განხილვის შესახებ მომხს: მარინე ხვედელიძე                                                                                               6.„ხარაგაულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და   ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის შემადგენლობის ცნობად მიღების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლი ს 03 დეკემბრის N69.692133719 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე  მომხს: ოთარი ლურსმანაშვილი                                                                                                     7.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 04 აგვისტოს #25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე  მომხს: მანანა ბარბაქაძე საკრებულოს თავმჯდომარე                                          მანანა ბარბაქაძე
სრულად