დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით კიკნაძე უძღვებოდა.
ბიუროს სხდომაზე ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა, ინგა ლურსმანაშვილმა დეპუტატებს დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი წარუდგინა.
მოლითში არსებული მიწის ნაკვეთი საქართველოს რკინიგზას რკინიგზაზე, ხოლო ბორითის მიწის ნაკვეთი საავტომობილო გზების დეპარტამენტს ავტომაგისტრალზე განსახორციელებელი სამუშაოებისთვის ესაჭიროება.