სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/384338913_276537148537152_4684541368246444677_n.jpg
09/10/2023 13:53

11 ოქტომბერს ბორითში ძუძუს კიბოს სკრინინგის უფასო აქცია გაიმართება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის  მხარდაჭერით, 11 ოქტომბერს,  ბორითის  რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ბორითის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კლინიკაში,  სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის       დაავადებათა    კონტროლისა და საზოგადოებრივი     ჯანმრთელობის       ეროვნული ცენტრი  2023 წლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კიბოს სკრინინგს გახორციელებს. სკრინინგის განმახორციელებელია შპს ქალთა ჯანმრთელობის ცენტრი ჰერა აქცია 11 საათიდან დაიწყება. ბენეფიციარებს უფასო გამოკვლევა ჩაუტარდებათ. უფასო გამოკვლევებში შედის: ძუძუს კიბოს სკრინინგი:  40 - 70 წლის ჩათვლით ასაკის ქალებში ყოველ ორ წელიწადში ერთჯერ ან წინა გამოკვლევის დასკვნის შესაბამისად ექიმის გასინჯვა მამოგრაფიული გამოკვლევა  გთხოვთ, თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.   დამატებითი კითხვებისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურს, ტელ:    22 17 96    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/xbxcx.jpg
06/10/2023 18:48

ხარაგაულის მერიამ სოფელ ლეღვანში ეკლესიამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დაასრულა

ხარაგაულის მერიამ სოფელ ლეღვანში ეკლესიის უბნის გზის რეაბილიტაცია დაასრულა. პროექტის ფარგლებში ბეტონის საფარი, შარიქაძეების უბანში გადასაადგილებლად რთულ მონაკვეთზე დაიგო. გზა 686 მეტრ მონაკვეთზე რეაბილიტირდა. სამუშაოებზე 110 ათას 360 ლარი დაიხარჯა. 2023  წელს  ხარაგაულში რეგიონული განვითარების ფონდმა 4 800 000 ლარით 35 პროექტი დააფინანსა. წლის ბოლომდე ახალი გზა 35 სოფელში რეაბილიტირდება.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/55as985d.jpg
05/10/2023 19:21

ხარაგაულელ წარჩინებულ მოსწავლეებს პორტატული კომპიუტერები გადაეცათ

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 2021-2022 სასწავლო წლის საბაზო საფეხურის 25  წარჩინებულ მოსწავლეს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში, საჩუქრად პორტატული კომპიუტერი გადაეცა. საჩუქარი წარმატებულ მოსწავლეებს მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელთან, მარინა ვეფხვაძესთან ერთად გადასცა. ღონისძიებას განათლების რესურს-ცენტრის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მოსწავლეთა მშობლები და მასწავლებლები ესწრებოდნენ.   პორტატული კომპიუტერები გადაეცათ:   დაბა ხარაგაულის №2 საჯარო სკოლა:   ანა მარია კურტანიძე;   ოლიკო ბარბაქაძე;   საბა კაკულია;   ნიკოლოზ ჭიპაშვილი;   მართა  გურგენიძე; დაბა ხარაგაულის №3 საჯარო სკოლა:    გიორგი  მაჭავარიანი;    თეიმურაზ ნიშნიანიძე; მარელისის საჯარო სკოლა:   გიორგი კოჩიევი;   ბექა ჭყოიძე;   ლიკა კოვზირიძე;   სოფელ ვახანის საჯარო სკოლა:    ქრისტინე  ავალიშვილი;  სოფელ კიცხის საჯარო სკოლა:     გიორგი ოკრიბელაშვილი;   სოფელ ხიდრის საჯარო სკოლა:     ხატია ბერაძე;     ზურაბ თაბუკაშვილი;   სოფელ ვარძიის საჯარო სკოლა:      ნინო ხიჯაკაძე; სოფელ ბორის საჯარო სკოლა:     გვანცა ავალიშვილი; სოფელ ხევის საჯარო სკოლა:    სანდრო ტაბატაძე;    მარიამ კახიძე;    მათე ტაბატაძე; სოფელ ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა:    გიორგი შარიქაძე:    მარიამ კალანდაძე:    ნინო ღონღაძე: სოფელ ბაზალეთის საჯარო სკოლა:    მარიამ თაბაგარი; სოფელ მოლითის საჯარო სკოლა:     ნინო ცუცქირიძე;     ლიზი კვინიკაძე.   ხარაგაულის მერია ულოცავს წარჩინებულ მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს დამსახურებულ საჩუქარს.    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/Background%20pursha_8_1_1_1_4_1_1.png
04/10/2023 16:46

ხარაგაულის მერია ტენდერს აცხადებს

 ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების სახურავების ხის მასალის შესყიდვა  შესყიდვის ტიპი ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე(NAT) განცხადების ნომერი NAT230019732 დაამატე რჩეულებში შესყიდვის სტატუსი გამოცხადებულია შემსყიდველი  თვითმმართველი ერთეული ხარაგაულის მუნიციპალიტეტი შესყიდვის გამოცხადების თარიღი 28.09.2023 17:54 წინადადებების მიღება იწყება 07.10.2023 00:00 წინადადებების მიღება მთავრდება 10.10.2023 16:30 დაფინანსება 2023 წლის სახსრები შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 29`040.00 GEL წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს დღგ-ს გათვალისწინებით კლასიფიკატორის (CPV) კოდი და კლასიფიკატორის დანაყოფი  44100000 - სამშენებლო მასალები და დამხმარე სამშენებლო მასალები კლასიფიკატორის (CPV) კოდი და შესყიდვის კონკრეტული ობიექტი  44100000 - სამშენებლო მასალები და დამხმარე სამშენებლო მასალები    44191000 - სხვადასხვაგვარი სამშენებლო ხის მასალა   შესყიდვის რაოდენობა ან მოცულობა იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია და დანართი N1 მოწოდების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 14 კალენდარული დღე. შეთავაზების ფასის კლების ბიჯი 350.00 GEL გარანტიის ოდენობა 290 GEL გარანტიის მოქმედების ვადა 160 დღე   სრული ინფორმაცია    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/Background%20pursha_8_1_1_1_4_1_2.png
04/10/2023 16:29

ხარაგაულის მერია ტენდერს აცხადებს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის სოციალური პირობების გაუმჯოსების მიზნით და მგზავრობის შეღავათიანი ტარიფების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, სამგზავრო სატრანსპორტო მომსახურეობის შესყიდვა დანართი N1-ის შესაბამისად. სოფ. ნუნისიდან, სოფ. ჩრდილის და სოფ. ზვარეს გავლით - მოლითის ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრამდე. შესყიდვის ტიპი ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე(NAT) განცხადების ნომერი NAT230019977 დაამატე რჩეულებში შესყიდვის სტატუსი  გამოცხადებულია შემსყიდველი  თვითმმართველი ერთეული ხარაგაულის მუნიციპალიტეტი შესყიდვის გამოცხადების თარიღი 04.10.2023 11:22 წინადადებების მიღება იწყება 10.10.2023 00:00 წინადადებების მიღება მთავრდება 12.10.2023 16:00 დაფინანსება 2023 წლის სახსრები შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2`400.00 GEL         სრული ინფორმაცია  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/nat.jpg
04/10/2023 12:29

ნატო შათირიშვილს საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა

ხარაგაულის, სოფელ ზვარის საჯარო სკოლის დირექტორს, მათემატიკის პედაგოგს, ნატო შათირიშვილს, მასწავლების სახლისგან საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა. დღეს ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრში, მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა , მარინა ვეფხვაძემ ნატო შათირიშვილს ეს აღიარება კოლეგებთან ერთად მიულოცეს, შესაბამისი სერტიფიკატი გადასცეს და წარმატებები უსურვეს.   მასწავლებლის სახლი პედაგოგებს დამსახურებული მასწავლებლის სერტიფიკატს სკოლებიდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე და განსაკუთრებული პედაგოგიური მოღვაწეობის გამო გასცემს. მასწავლებლად მუშაობის მინიმუმ 30 წლიანი გამოცდილება, საზოგადოებრივი აღიარება და სამოქალაქო აქტივობა - ეს ის მთავარი კრიტერიუმებია, რომლის გათვალისწინებითაც გამარჯვებული კანდიდატის გამოვლენა ხდება. აღნიშნული წოდება მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციას, წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკის გამოვლენასა და საზოგადოებისთვის საუკეთესო და დამსახურებული მასწავლებლების წარდგენას ემსახურება. საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება 2020 ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის მათემატიკის პედაგოგს, ალექსანდრა ჭიპაშვილს გადაეცა. 2021 წელს ხიდრის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგს, სიცნარი შველიძეს, 2022 წელს ხიდრის საჯარო სკოლის დირექტორს , ქიმია - ბიოლოგიის პედაგოგს ეთერ პაპავას. ვულოცავთ ჩვენს პედაგოგებს დამსახურებულ წოდებას და წარმატებებს ვუსურვებთ ხარაგაულის საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებს.    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/49932_1.jpg
02/10/2023 18:19

კახეთი ღვინის დღეებზე გიწვევთ

მიმდინარე წლის 14 ოქტომბერს კახეთის რეგიონში ქ.გურჯაანში ახტალის პარკის ტერიტორიაზე გაიმართება საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებული ღვინის დღეები და „გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2023“, სადაც მოწვეულნი იქნებიან სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები, ადგილობრივი მეწარმეები და ღვინის მწარმოებლები. ღვინის დღეებზე და ღვინის ფესტივალზე წარმოდგენილნი იქნებიან არა მხოლოდ ღვინის მწარმოებლები კახეთიდან, არამედ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან. ფესტივალში მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ, როგორც ღვინის მწარმოებელმა მსხვილმა კომპანიებმა, ასევე, მცირე საოჯახო მარნებმა. მონაწილეობისთვის აუცილებელი პირობაა, რომ მწარმოებელს ღვინო ჩამოსხმული ჰქონდეს ბოთლში შესაბამისი ეტიკეტით. ფესტივალში მონაწილეობა უფასოა და მონაწილე კომპანიებს ადგილზე დახვდებათ ყველა საჭირო ინვენტარი. დღის წესრიგი
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/sc.jpg
02/10/2023 12:47

საკრებულოს სხდომა გაიმართა

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა, სხდომას მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი ესწრებოდა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე, მანანა ბარბაქაძე უძღვებოდა. სხდომაზე  დადებითად შეფასდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ. ანგარიში ამავე სამსახურის უფროსმა ზურაბ ბანცაძემ წარადგინა. დადებითად შეფასდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის  სამსახურის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ. ანგარიში საკრებულოს წევრებს, სამსახურის უფროსმა  გიორგი ჭიპაშვილმა გააცნო. სხდომაზე ასევე მოისმინეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი - ს „სათნოების სახლის“ ხელმძღვანელის , თამარ შავიძის ანგარიში, რომელიც დადებითად შეფასდა. საკრებულოს წევრების მიერ დადებითად შეფასდა ასევე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი- ს „სამუსიკო სკოლის“-ხელმძღვანელის, ლალი ალექსიძის  ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ. სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული მეხუთე საკითხი წარადგინა , ინფრასტრუქტურისა და კეთილომოწყობის გაერთიანების სამსახურის უფროსმა, პეტრე შარიქაძემ. საკითხის თანახმად ცვლილება შვიდა „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მერის მიერ წარმოდგენილი პროექტების დამტკიცებისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი თანხის დასახლებების მიხედვით განაწილების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 22 მარტის N 69. 69230813 განკარგულებაში.    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/vardisferi_oqtomberi_T.png
29/09/2023 09:02

4 ოქტომბერს ხარაგაულში ძუძუს კიბოს სკრინინგის უფასო აქცია გაიმართება

  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის  მხარდაჭერით, 4 ოქტომბერს  დაბა ხარაგაულში, სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის       დაავადებათა    კონტროლისა და საზოგადოებრივი     ჯანმრთელობის       ეროვნული ცენტრი  2023 წლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კიბოს სკრინინგს გახორციელებს   სკრინინგის განმახორციელებელია შპს ქალთა ჯანმრთელობის ცენტრი ჰერა   აქცია  კონოთეატრის მიმდებარედ  10 საათიდან დაიწყება. ბენეფიციარებს უფასო გამოკვლევა ჩაუტარდებათ.   უფასო გამოკვლევებში შედის:      ძუძუს კიბოს სკრინინგი:   40 - 70 წლის ჩათვლით ასაკის ქალებში ყოველ ორ წელიწადში ერთჯერ ან წინა გამოკვლევის დასკვნის შესაბამისად   ექიმის გასინჯვა მამოგრაფიული გამოკვლევა   გთხოვთ, თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. დამატებითი კითხვებისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურს, ტელ:    22 17 96  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/logo%20gama_1.png
28/09/2023 11:42

ხარაგაულში 14-15 ოქტომბერს სამხატვრო პლენერი ,,გამა“ გაიმართება

რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი ,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, 14-15 ოქტომბერს, ხარაგაულში ტრადიციულ სამხატვრო პლენერს ,,გამა" გამართავს. პლენერი საქველმოქმედოა. როგორც რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის დირექტორი, იზა ვეფხვაძე ჩვენთან სუბარში აღნიშნავს მონაწილეები უზრუნველყოფილი იქნებიან ტრანსპორტირებით, კვებით და დაბინავებით. პლენერზე წელსაც იწვევენ ფოტოხელოვნებს, რომლებიც ფირზე აღბეჭდავენ ხარაგაულს და კონკურსის მიმდინარეობას. ვისაც სურვილი აქვს პლენერს გვერდით დაუდგეს, მონაწილეობა მიიღოთ ორგანიზებაში, ოჯახში ისტუმროს მხატვრები, გასწიოს ქველმოქმედება , - შეუძლია პლენერის ორგანიზატორს , ქალბატონ იზა ვეფხვაძეს დაუკავშირდეს. პლენერის მხარდაჭერის სურვილი უკვე გამოთქვეს პლენერის უცვლელმა მასპინძელმა და  ორგანიზატორმა  ბატონმა პაატა იოსებაშვილმა ისრაელიდან და თეატრის ღონისძიებების გვერდით მდგომმა , ბატონმა გელა ბუაჩიძემ. პლენერთან დაკავშირებით, თქვენთვის საინტერესო ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დარეკოთ ტელ: 557192332. სამხატვრო პლენერი ,,გამა“ ხარაგაულში წელს მეშვიდედ იმართება. ხარაგაულის ულამაზესს სოფლებში ცნობილმა მხატვრების მიერ 150-ზე მეტი  მხატვრული ტილო შეიქმნა. გასულ წელს ეს ნამუშევრები გამოფენილ იქნა თბილისში,  სამხატვრო გალერეაში, გამოფენას ასევე  ესწრებოდნენ პლენერის მონაწილე მხატვრები.    
სრულად