სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_1394.JPG

დღეს ახალგაზრდული ,,ოდეონის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ

დღეს , ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის დარბაზში, ლიტერატურულ კონკურსს ,,ოდეონის" ახალგაზრდული ტურის გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოება გაიმართა.

გამარჯვებული კონკურსანტები, ჟიურის თავმჯდომარემ,  ლინა ბარათაშვილმა დაასახელა.

თემაზე ,,ფესვები“  სამი საუკეთესო თხზულების ავტორები გახდნენ:

პირველი ადგილი - სალომე წარიაშვილი , საღანძილის საჯარო სკოლა (XII კლასი)

მეორე ადგილი - მაგდა მიქაბერიძე, დაბა ხარაგაულის მეორე საჯარო სკოლა ( VII კლასი)

მესამე ადგილი - ქეთი კურტანიძე, ბორითის საჯარო სკოლა (VIII კლასი)

ასევე დასახელდა ქალბატონი ლინა ბარათაშვილის რჩეული, ლიზი დევდარიანი , დაბა ხარაგაულის მესამე საჯაროს სკოლის XI კლასის მოსწავლე.

გამარჯვებულები საჩუქრებით დააჯილდოეს ჟიურის თავმჯდომარე, ლინა ბარათაშვილმა და რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელმა, იზა ვეფხვაძემ.

ასევე სიმბოლური სიგელებით დაჯილდოვდნენ კონკურსის მონაწილეები:ლიკა ყიფიანი, ნათია კვინიკაძე, ანი ჭანკვატაძე, ელენე გორგაძე, თამარ მანჯავიძე, თამარ ხარატიშვილი, ელენე თხელიძე, შოთა წიქარიშვილი, ლიზი დევდარიანი, გიორგი მდივნიშვილი, თამაზ ხაჩიძე, მარიამ თაბუკაშვილი, შოთა ზვიადაძე, ნინო ცუცქირიძე, ლიზი კურტანიძე, ლუკა  ჯამაგიძე, მარიამ შერგელაშვილი, გიორგი სახვაძე, მარიამ ტაბატაძე, ნინო ვეფხვაძე, ანა ჭუმბურიძე.

იზა ვეფხვაძის ინფორმაციით, ჟიური  სამი საუკეთესო ნაშრომის გამოსავლენად  10 დღის განმავლობაში მუშაობდა.

ჟიურის თავმჯდომარე გახლდათ პოეტი ლინა ბარათაშვილი, ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ  – ვალერი გოგნაძე, მარინე ხვედელიძე, მამუკა ჭიპაშვილი, სპარტაკ ლაცაბიძე.

ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელის, იზა ვეფხვაძის ინიციატივით ხარაგაულელი შემოქმედი მოსწავლეებისთვის და ახალგაზრდებისთვის ახალგაზრდული ,,ოდეონი“  წელს მეორედ გაიმართა.

კონკურსი 2 ივნისს, ღია სივრცეში , ხარაგაულის კულტურის და დასვენების პარკში ჩატარდა.

კონკურსში  12-დან 22 წლამდე, 12 სკოლის 22 მოსწავლე იღებდა მონაწილეობას.

 

 

ნანახია: 183 - ჯერ