სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_1254.JPG

ლიზი დევდარიანი ,,ოდეონის“ ჟიურის თავმჯდომარის, ლინა ბარათაშვილის რჩეული გახდა

დღეს , ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის დარბაზში, ლიტერატურული კონკურსის

 ,,ოდეონის" ახალგაზრდული ტურის გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოება გაიმართა.

თემაზე ,,ფესვები“  სამი საუკეთესო თხზულების ავტორი გამოვლინდა.

კონკურსში, ჟიურის თავმჯდომარის, ქალბატონი ლინა ბარათაშვილის რჩეული გახდა, ლიზი დევდარიანი , დაბა ხარაგაულის მესამე საჯაროს სკოლის XI კლასის მოსწავლე.

ლიზი დევდარიანი: ,,  წელს მეორედ  მივიღე მონაწილეობა, პირველ კონკურსზე  ცოტა რთული თემა იყო, უფრო გამიჭირდა, მაგრამ ახლა,  თემიდან გამომდინარე, ძალიან ეხებოდა დღევანდელ მდგომარეობას და  ვეცადე, ის რაც გულში მქონდა  გადმომეცა თქვენთვის  და  ეს განცდა თქვენამდე მომეტანა.“

ჟიურის გადაწყვეტილებით, პირველი ადგილის მფლობელად, საღანძილის საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე , სალომე წარიაშვილი დასახელდა.

მეორე ადგილი მეორე საჯარო სკოლის მოსწავლემ , მაგდა მიქაბერიძემ დაიკავა.

მესამე ადგილზე გავიდა ქეთი კურტანიძე, ბორითის საჯარო სკოლა (VIII კლასი).

იზა ვეფხვაძის ინფორმაციით, ჟიური  სამი საუკეთესო ნაშრომის გამოსავლენად  10 დღის განმავლობაში მუშაობდა.

ჟიურის თავმჯდომარე გახლდათ პოეტი ლინა ბარათაშვილი, ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ  – ვალერი გოგნაძე, მარინე ხვედელიძე, მამუკა ჭიპაშვილი, სპარტაკ ლაცაბიძე.

ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელის, იზა ვეფხვაძის ინიციატივით ხარაგაულელი შემოქმედი მოსწავლეებისთვის და ახალგაზრდებისთვის ახალგაზრდული ,,ოდეონი“  წელს მეორედ გაიმართა.

კონკურსი 2 ივნისს, ღია სივრცეში , ხარაგაულის კულტურის და დასვენების პარკში ჩატარდა.

კონკურსში  12-დან 22 წლამდე, 12 სკოლის 22 მოსწავლე იღებდა მონაწილეობას.

ნანახია: 1047 - ჯერ