სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/debeuleba_meria/xzx.jpg
03/04/2023 14:09

საკრებულომ ხარაგაულის 2022 წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიში შეაფასა და დაამტკიცა

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი ესწრებოდა, რომელმაც საკრებულოს წევრებს  დასამტკიცებლად  2022 წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიში წარუდგინა და და მათი მხრიდან დასმულ შეკითხვებს უპასუხა. ვრცლად ხარაგაულის 2022 წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიში იხილეთ აქ  https://bit.ly/3K7F5XZ ვარლამ ჭიპაშვილმა საკრებულოს სხდომაზე წარადგინა ასევე საკითხი  „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მერის მიერ წარმოდგენილი პროექტების დამტკიცებისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი თანხის დასახლებების მიხედვით განაწილების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 22 მარტის N-69. 69230813 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. აღნიშნული ცვლილებით, სოფელ ბაზალეთში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ამბულატორია აშენდება. პროექტზე სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დაფინანსებით 32 000 ლარი, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით 20 000 ლარი დაიხარჯება. სხდომაზე დეპუტატებმა ასევე იმსჯელეს შემდეგ საკითხებზე: ა(ა)იპ მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ხელმძღვანელის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ; მომხს: ჰამლეტ ბერაძე 2.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ;  მომხს: დავით კიკნაძე    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/1-4-0_2.jpg
03/04/2023 11:58

5 აპრილს, ხარაგაულში ახალგაზრდული ფესტივალი ,,გაზაფხულის ხარაგაული

გაზაფხულს ხარაგაული ახალგაზრდული ფესტივალით ხვდება. ყველაზე მხიარული, მუსიკალური, ფერადი, თავგადასავლებით აღსავსე ახალგაზრდული ფესტივალი 5 აპრილს დაიწყება და 19 მაისს დასრულდება. ფესტივალი „კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ დირექტორის, მამუკა ჭიპაშვილის ინიციატივით დაიგეგმა და მის ორგანიზებაში მონაწილეობას მიიღებენ: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია, კულტურისა და ხელოვნების ცენტრი, საგანმანათლებლო რესურსცენტრი, სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი და ხარაგაულის ახალგაზრდული საკრებულო. ვარლამ ჭიპაშვილი: -  ,,მიხარია, რომ ხარაგაული გაზაფხულს ახალგაზრდული ფესტივალით ხვდება. ასევე სასიხარულოა ჩვენი სამსახურების და აიპების ასეთი გუნდური მუშაობა. ვფიქრობ, ხარაგაულელ ახალგაზრდებს წინ საინტერესო და დაუვიწყარი დღეები ელოდებათ“. ფესტივალის პროგრამა მრავალფეროვანი და დატვირთულია. მამუკა ჭიპაშვილი: ,,ასეთი მასშტაბის ფესტივალი ხარაგაულში არ ჩატარებულა. აქ ბევრი ისეთი პროექტია, რომელიც პირველად ტარდება და ახალგაზრდებისთვის საინტერესო იქნება. ფესტივალის ხიბლი იქნება ის, რომ ის ყველა სოფელში მაცხოვრებელ ახალგაზრდას მოიცავს და მათი უნარების წარმოჩენა შეუწყობს ხელს.“ ფესტივალს ექნება ჰიმნი, რომელიც ვეფხვია ღონღაძის ლექსზე დალი მერაბიშვილმა დაწერა და მას წლების განმავლობაში ხარაგაულის თაობები მღეროდნენ. მხიარულთა და საზრიანთა კონკურსი, გამწვანების აქცია, ინტელექტუალური თამაშები, ველო-ტური, ფოტოკონკურსი, ლიტერატურული კონკურსი, შეხვედრა წარმატებულ ხარაგაულელ ახალგაზრდებთან, ხატვის კონკურსი, სათავგადასავლო ტურ-თამაშები, ექსტრემალური ტური, ჯომარდობა , - ასეთი თემატიკის იქნება ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი პროექტები.   გთავაზობთ საგაზაფხულო ფესტივალის პროგრამას: 5 აპრილი 15.00 - ახალგაზრდული ფესტივალის „გაზაფხულის ხარაგაული“ გახსნა ხარაგაულის კინო-თეატრში (კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით); 15.30 – „მხიარულთა და საზრიანთა კონკურსი“, ხარაგაულის სასკოლო ლიგა, შესარჩევი ტური. (კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით); 6 აპრილი 11.00 - გამწვანების აქცია „ დარგე, გაახარე და გაიხარე!“(კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით); 10 აპრილი  12.00- ინტელექტუალური კონკურსი მოსწავლეთათვის „რჩეული“. შესარჩევი ტური ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლებში.(კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით); 19.00 - ინტელექტუალური თამაში „რა, სად, როდის“ გაზაფხულის სერია (კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით); 11 აპრილი 15.00 - პროექტ  „წარმატების გასაღები“ ფარგლებში უფროსკლასელთა შეხვედრები წარმატებულ ხარაგაულელებთან. (ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის ორგანიზებით); 12 აპრილი ინტელექტუალური კონკურსი „ერუდიტი“ მე-6 მე-8 კლასელების მონაწილეობით (მოსწავლეთა სახლის ორგანიზებით); 19 აპრილი-1 მაისი ფოტოკონკურსი „გაზაფხული ხარაგაულში“ (მოსწავლეთა სახლის ორგანიზებით); 20 აპრილი 12.00 – 14.00  ინტელექტუალური კონკურსი მოსწავლეთათვის „რჩეული“ (ნახევარფინალი) (კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით); 21 აპრილი 11.00 - დედამიწის დღისადმი მიძღვნილი დასუფთავების აქცია „მოვარჩინოთ დედამიწა“; 24 აპრილი 13.00- საბიბლიოთეკო კვირეულის  ფარგლებში პროექტი „წარმატების გასაღები“ ღონისძიებები გაიმართება  კიცხის, მარელისის, ვახანის, ვერტყვიჭალის და ნადაბურის სასოფლო ბიბლიოთეკებში; 19.00 - ინტელექტუალური თამაში „რა, სად, როდის“ გაზაფხულის სერია (კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით); 25 აპრილი 13.00 - ღონისძიება საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში, ღორეშის სასოფლო ბიბლიოთეკაში -ნოდარ დუმბაძე-95, „სიყვარულის და იუმორის ენა“; 15.00 – „მხიარულთა და საზრიანთა კონკურსი“, ხარაგაულის სასკოლო ლიგა, ნახევარფინალი (კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით); 26 აპრილი 15.00 - „მხიარულთა და საზრიანთა კონკურსი“, ხარაგაულის სასკოლო ლიგა, ნახევარფინალი (კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით); 17.00 - ფოტოგამოფენა მუზეუმის ეზოში (ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის ორგანიზებით); 27 აპრილი 14.00-- ღონისძიება საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში, თეთრაწყაროს სასოფლო განყოფილებაში გაიმართება ოთარ ჭილაძის 90 წლისადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო; 15.00 - საბავშვო ბიბლიოთეკა წარმოგიდგენთ, ნოდარ დუმბაძე -95 „სამშობლო ტაძარია სალოცავი“; 28 აპრილი 11.00 - ველო- ტური (კულტურის სამსახურის ორგანიზებით); 15.00 - პროექტი „ცოცხალი წიგნები“ გაიმართება ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში ( ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის ორგანიზებით); 29 აპრილი 10.00 - 20.00 - ლიტერატურული კონკურსი ახალგაზრდებისათვის „ოდეონი ჯუნიორი“ (ხარაგაულის რ. თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის ორგანიზებით); 1 მაისი 19.00 -ინტელექტუალური თამაში „რა, სად, როდის“ გაზაფხულის სერია (კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით); 1-5 მაისი 11.00 - სამაგიდო თამაშების კვირეული ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკში (ჭადრაკი, დომინო, ნარდი) (კულტურის სამსახურის ორგანიზებით); 2 მაისი 12.00-15.00 - სათავგადასავლო გასართობი „ტურ-თამაშები“ ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკში ( სპორტისა და ტურიზმის ცენტრის ორგანიზებით); 3 მაისი 15.00- ინტელექტუალური კონკურსი მოსწავლეთათვის „რჩეული“ (ფინალი) ხარაგაულის კინო- თეატრში (კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით); 20.00 -ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლის „გრავეს“ კონცერტი ღია ცის ქვეშ (კულტურისა და დასვენების პარკში, ხარაგაულის სამუსიკო სკოლის ორგანიზებით); 4 მაისი 11.00-15.00 - ხატვის კონკურსი მოსწავლეთათვის ღია სივრცეში (მოსწავლეთა სახლის ორგანიზებით); 7  მაისი 10.00 -ექსტრემალური ტური ლიტერატურის მოყვარულთათვის „ეძიე წიგნი“ (ხარაგაულის რ. თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის ორგანიზებით); 8 მაისი-11 მაისი 13.00 -თოჯინების თეატრის მოგზაურობა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში (ხარაგაულის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელობით); 19.00 -- ინტელექტუალური თამაში „რა, სად, როდის“ გაზაფხულის სერია (კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით); 10 მაისი 12.00 - ჯომარდობა მდინარე  „ჩხერიმელაზე“ (სპორტისა და ტურიზმის სამსახურის ორგანიზებით); 11 მაისი 09.00-18.00 – „თვითმმართველობის დღე ხარაგაულში“ მოსწავლეთა მონაწილეობით.(ხარაგაულის ახალგაზრდული საკრებულოს ორგანიზებით) ; 13 მაისი-14 მაისი 10.00 -სათავგადასავლო კარვების ტური  „ბორჯომ -ხარაგაულის ეროვნული პარკის“ ტერიტორიაზე((სპორტისა და ტურიზმის სამსახურის ორგანიზებით);  15 მაისი 19.00 -ინტელექტუალური თამაში „რა, სად, როდის“ გაზაფხულის სერიის ფინალი (კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით); 20.00 – „მოდი ღამე მუზეუმში“ (ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის ორგანიზებით); 17 მაისი 15.00 -  „მხიარულთა და საზრიანთა კონკურსი“, ხარაგაულის სასკოლო ლიგა (ფინალი) (კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით); 18 მაისი 13.00 - ეროვნული სამოსის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები. ეროვნული სამოსით მსვლელობა ხარაგაულის ქუჩებში (ხარაგაულის კულტურის სამსახურის ორგანიზებით); 19.00 - ახალგაზრდული ფესტივალის „გაზაფხულის ხარაგაული“ საზეიმო დახურვა-კონცერტი  ღია ცის ქვეშ (ფოიერვერკი)  (კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით).    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/debeuleba_meria/szdv.jpg
31/03/2023 12:45

მიკრო და მცირე მეწარმეობის საგრანტო პროგრამა იწყება

ხარაგაულის ინოვაციების ცენტრში პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და პროგრამით დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. სააგენტოს წარმომადგენლებმა, გიორგი კვარაცხელიამ და  ირინა გიორგიძემ დეტალურად ისაუბრეს პროგრამის პირობების შესახებ. საგრანტო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს, რომელსაც სურს საკუთარი ბიზნესიდეის წარმატებულ საქმიანობად გარდაქმნა, ან არსებული ბიზნესის გაფართოება. გრანტის მაქსიმალური მოცულობა 30 000 ლარს შეადგენს. თანამონაწილეობის თანხა გრანტის თანხის არანაკლებ 20%-ს, მაღალმთიან დასახლებებში კი არანაკლებ 10%-ს. არსებული ბენეფიციარის შემთხვევაში, ბენეფიციარის თანამონაწილეობა გრანტის თანხის არანაკლებ 50%-ით, მაღალმთიან დასახლებებში კი, არანაკლებ 25%-ით განისაზღვრა.   პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულია: ახალი ბიზნესის წამოწყება; ახალგაზრდა მეწარმე სუბიექტის მიერ ბიზნესის დაწყება/გაფართოება; ქალი მეწარმის მიერ ბიზნესის დაწყება/გაფართოება; იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიერ ბიზნესის დაწყება/გაფართოება; შშმ პირთა მიერ ბიზნესის დაწყება/გაფართოება; სოციალურად დაუცველი პირის მიერ ბიზნესის დაწყება/გაფართოება; სოფლად/მაღალმთიან დასახლებებში ბიზნესის დაწყება/გაფართოება; განთავსების საშუალებებსა და ტურისტულ სერვისებზე ორიენტირებული პროექტის განხორციელება. პროგრამის ფარგლებში 2023 წელს აღარ დაფინანსდება 2020-2022 წლებში გამარჯვებული და 2015-2018 წლების ორჯერ დაფინანსებული ბენეფიციარები. მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ბიზნეს იდეების მიღება დაიწყება 3 აპრილს და 27 აპრილამდე გაგრძელდება. ხარაგაულში 2015-2022 წლების განმავლობაში დაფინანსბულია 66 პროექტი, აქედან 29 ქალი მეწარმე გახლავთ.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/unnamed_2.jpg
30/03/2023 12:32

ხარაგაულში, დეკორატიული ხეების, ბუჩქებისა და ყვავილების დარგვა უახლოს დღეებში დაიწყება

კამელია, ნაძვი, ირმის რქა, ემონიუსი, ინდიკა, კალესტემონი, აზალია, სურო, პალმა, ჰორტენზია, ფიტოსფერეთი, მაგნოლია - ეს იმ ხე ყვავილების ჩამონათვალია, რომელიც სულ მალე ხარაგაულის ქუჩებს, სკვერებსა და ცენტრალურ პარკს დაამშვენებს. ,,კეთილმოწყობისა და დასუფთავების“ გაერთიანების ადმინისტრაციის ინფორმაციით, წელს შეძენილი დეკორატიული ხეების, ბუჩქების და ყვავილოვანი ხეების რაოდენობა ყველაზე მასშტაბურია.   299 ძირი მრავალწლოვანი მცენარის დარგვა უახლოეს დღეებში დაიწყება. მაისის ბოლოს სკვერებსა და გაზონებს ერთწლოვანი კულტურებიც შეემატება, ნერგების გამოყვანას და დათესვას ,,დასუფთავების და კეთილმოწყობის“ გაერთიანება საკუთარი ძალებით მოახდენს.   მნიშვნელოვანია, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გაიზიაროს თითოეულმა ხარაგაულელმა, რათა ახალი ნარგავები დიდხანს ალამაზებდეს ჩვენს ხარაგაულს.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/debeuleba_meria/dffgn_3.png
29/03/2023 18:21

3 აპრილის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება

        საკრებულოს სხდომაზე დეპუტატები შემდეგ საკითხებზე იმსჯელებენ                                                    დღის წესრიგი ა(ა)იპ მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ხელმძღვანელის ანგარიში გაწეული  მუშაობის შესახებ                                                                                            მომხს: ჰამლეტი ბერაძე  2.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  თვითმმართველი ერთეულის 2022 წლის   ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიში                                                                                            მომხს: ვლადიმერ გელაშვილი       3.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის             და   ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ                                                                                           მომხს: მარინე ხვედელიძე   „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მერის მიერ წარმოდგენილი პროექტების დამტკიცებისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი თანხის დასახლებების მიხედვით განაწილების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 22 მარტის N-69. 69230813 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე                                                                                            მომხს: პეტრე შარიქაძე                                                                                                               სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე, მანანა ბარბაქაძე წარუძღვება.                                 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/debeuleba_meria/zur.jpg
29/03/2023 18:11

საკრებულოს სხდომა გაიმართა

დღეს ხარაგაულის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე, მანანა ბარბაქაძე ხელმძღვანელობდა. დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი განიხილეს, რომელიც საკრებულოს წევრებს მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსმა, ზურაბ ბანცაძემ წარუდგინა . საკრებულომ მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის მიერ მშენებლობის შეჩერების თაობაზე მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესი დაამტკიცა.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/debeuleba_meria/sak.jpg
29/03/2023 18:10

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართა

სხდომაზე მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსთან, პეტრე შარიქაძესთან ერთად სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების ნუსხაში შესატანი ცვლილებები წარადგინა.   ცვლილების თანახმად „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში  განსახორციელებელ პროექტების ნუსხას ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში  ამბულატორიის მშენებლობის საკითხი დაემატა.   სოფლის ამბულატორიის მშენებლობა ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის   მოსახლეობამ საერთო კრებაზე ხმათა უმრავლესობით აირჩია, იდეის ირგვლივ ოთხი სოფლის მოსახლეობა გაერთიანდა და ერთ საერთო პრიორიტეტზე შეჯერდა.    პროექტი  ინფრასტრუქტურის სამინისტროდან 37 000 ლარით, ხოლო  ხარაგაულის მერიის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 20 000 ლარით დაფინანსდა.   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში  178 პროექტი განხორციელდება, რომელზეც 1 124 000 ლარი დაიხარჯება.   აღნიშნული ცვლილება 3 აპრილის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგს დაემატება.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/debeuleba_meria/dffgn_2.png
29/03/2023 16:24

29 მარტს ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართება

ბიუროს სხდომაზე საკრებულოს მორიგის სხდომის დღის წესრიგში ცვლილების შეტანის შესახებ იმსჯელებენ. საკითხთა ნუსხა „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მერის მიერ წარმოდგენილი პროექტების დამტკიცებისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი თანხის დასახლებების მიხედვით განაწილების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 22 მარტის N-69. 69230813 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე   მომხს: პეტრე შარიქაძე
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/debeuleba_meria/dffgn_1.png
28/03/2023 18:14

29 მარტს საკრებულოს სხდომა გაიმართება

29 მარტს საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება .სხდომაზე განსახილველად საკითხს მერიის ზედამხედველობისა და არქიტექურის სამსახურის უფროსი, ზურაბ ბანცაძე წარადგენს. საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ: დღის წესრიგი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის მიერ მშენებლობის შეჩერების თაობაზე მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დადგენის შესახებ მომხს: ზურაბ ბანცაძე   სხდომა 11 საათზე დაიწყება.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_2906.JPG
28/03/2023 11:00

მერიის კულტურის სამსახურის ინიციატივით,  ამაგდარი მეთოდისტის, თამარ გაჩეჩეჩილაძის იუბილე აღინიშნა

N2 საბავშვო ბაღში, ხარაგაულის სკოლამდელი აღზრდის ამაგდარი მეთოდისტის, თამარ გაჩეჩილაძის, 82 წლის იუბილე ღონისძიებით აღინიშნა. ქალბატონ თამარს დაბადების დღე ყოფილმა თანამშრომლებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს. გაიხსენეს მისი მოღვაწეობის წლები და მადლობა გადაუხადეს თაობების აღზრდაში შეტანილი წვლილისთვის. იუბილარს განსაკუთრებით თბილად მიულოცა დაბადების დღე ქალბატონმა ცაცო შათირიშვილმა და ერთად გატარებული წლები გაიხსენა. თამარ გაჩეჩილაძემ, ხარაგაულის საბავშვო ბაღში მუშაობა 1963 წელს დაიწყო. მას არაერთი თაობა ჰყავს აღზრდილი. წლების მანძილზე დიდი პასუხისმგებლობით ემსახურებოდა თავის საყვარელ საქმეს, იყო სკოლამდელ დაწესებულების მეთოდისტი და ლოგოპედი. ღონისძიება ხარაგაულის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით მოეწყო.  
სრულად